გავეცნოთ ერთმანეთს. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავეცნოთ ერთმანეთს. |
Mama Davithi |
Jan 5 2007, 04:05 AM
პოსტი
#1241
|
Newbie ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 24 რეგისტრ.: 5-January 07 წევრი № 793 |
ღმერთმა დაგლოცოთ!!
დღეს შემთხვევით წავაწყდი ამ ფორუმს, ყურადღებით გადავავლე თვალი თემებს, შეტყობინებებს და თქვენმა აქტიურობამ ძალიან გამახარა. ინტერნეტში ქართული მართლმადიდებლური ფორუმის არსებობა, აუცილებელი დროული და საჭირო საქმეა! ღმერთმა გაგახაროთ!! ვფიქრობ ურთიერთგაცნობის თემის არსებობა საჭიროა... კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უკეთ ეცნობიან... მე გახლავართ, მღვდელი დავითი დათუაშვილი, გლდანის ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი. ვარ 49 წლის მყავს მეუღლე, ორი ხორციელი და მრავალი სულიერი შვილი. მიყვარს საეკლესიო ხელოვნება და თავისუფალ დროს ვცდილობ გავიღრმავო ცოდნა ამ დარგში... ეხლა თქვენ დაწერეთ თქვენს შესახებ.[b] |
teo.. |
Jan 12 2007, 08:03 PM
პოსტი
#1242
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
დამლოცეთ მამაო, მე ვარ თეა კანდელაკი 31 წლის. 9 წელია ვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვარ ამერიკის მოქალაქე (თუ საქართველომ უარი მითხრა ორმაგ მოქალაქეობაზე, ამერიკის მოქალაქეობას უარვყოფ). საქართველოში ყოფნის დროს ვიყავი სიონის მრევლი ჩემი პირველი სულიერი მოძღვარი გახლდათ პრო-პრესვიტერი მამა გიორგი (გამრეკელი). ამჟამად ვარ ნიუ-იორკის წმ.ნინოს სახელობის ქართული-მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, სულიერი მოძღვარი - დეკანოზი მამა ალექსანდრე (თანდილაშვილი). მადლობა უფალს რომ ამ მიწაზეც არ გვტოვებს და საშვალება გვაქვს მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვის მოსმენისა... orthodoxy.ge და ეს ლამაზი ფორუმი ჩემი სულიერი საზრდოა და მასწავლებელი.
-------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი