IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სიზარმაცე, კვლევაში მჭირდება და იძულებული ვარ გავხსნა ეს თემა, არ მიმიხუროთ :)
tustusa-gogo
პოსტი Jul 4 2008, 12:35 AM
პოსტი #1


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



rolleyes.gif პატ. საზოგადოებავ, ვწერ ნაშრომს სიზარმაცეზე და მაინტერესებს თქვენი ,,სიზარმაცეები" smile.gif შემოით და გულახდილად მითხარით ვის , რა, როდის, რატომ გეზარებათ ხოლმე smile.gif აბა გისმენთ kiss1.gif

p.s. გააქტიურდით თუ შეიძლება მჭირდება თქვენი თვითანგარიშები რაა smile.gif და დამეხმარეთ smile.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
xornabujeli
პოსტი Jul 4 2008, 04:00 AM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif ჩემისთანა ზარმაცი "დუნიაზე" არავინ დაიარება ალბათ biggrin.gif . ისე, სიზარმაცე პირველ რიგში ცოდვაა,რომელიც ხშირად იმას გაკარგვინებს, რაც შრომითა და გულმოდგინებით მოგიპოვებია.ძნელად დასამარცხებელია ეს ცოდვა,მაგრამ ღვთისა და წმინდანთ შეწევნით და ასევე საკუთარი მონდომებით,შასაძლებელია მისი დაძლევა.ამის შესახებ წაკითხული მაქვს ძალზედ კარგი სტატია,სადაც ფსიქოლოგი ქალბატონი ნინო კანდელაკი( საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი),ვინც შესანიშნავად საუბრობს სიზარმაცის შესახებ.აქ უფრო სულიერი და პროფესიული თვალით არის განხილული ეს მავნე ჩვევა.

ეს „რაღაც ძალა“ თურმე მხოლოდ და მხოლოდ სიზარმაცე ყოფილა

-ქალბატონო ნინო, ხშირად გვინდა რაიმე კარგი საქმე გავაკეთოთ, ან უბრალოდ, ყოველდღიური რიგითი საქმიანობა აღვასრულოთ, მაგრამ „რაღაც ძალა“ ხელს გვიშლის, მერე აღმოვაჩენთ, რომ ეს უბრალოდ, სიზარმაცე ყოფილა. როგორ უნდა დავძლიოთ ეს?


- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს, რომ განსაკუთრებულად ებრძვის სიზარმაცე. მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს ებრძვის იგი, ამქვეყნად ვერ იპოვი ისეთ კაცს, რომელსაც თავის ცხოვრებაში სიზარმაცესთან ბრძოლის მცირე გამოცდილება მაინც არ აქვს. ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღის დაგეგმვასა და რეჟიმს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყოველდღიური ბიოლოგიური რიტმიდან არ ამოვვარდეთ: ღამე გვეძინოს, როგორც ეს ღვთისგან დადგენილია და დღისით ვსაქმიანობდეთ. გარდა ამისა, უნდა ვგეგმავდეთ ყოველ დღეს. არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები; ფსიქოლოგები გვირჩევენ, ყოველთვის ჩამოვწეროთ დღის გეგმა. მსგავსი გეგმები ძალიან ეხმარება ადამიანს სიზარმაცის დაძლევაში და ბევრ სხვა რამეშიც. რას ნიშნავს მოკლევადიანი გეგმა? ეს არის უახლოესი სამი დღის ან ერთი კვირის მანძილზე გასაკეთებელი საქმეების გეგმა, რომელიც უნდა ჩამოიწეროს ფურცელზე, ვიღებთ პატარა ბლოკნოტს, რომელშიც ჩამოვწერთ უახლოეს 2-3 დღეში რა გვაქვს გასაკეთებელი და ამ სიიდან რასაც გავაკეთებთ, წავშლით. შემდეგ იმ ფურცელს ამოვხევთ, ვაგდებთ და ისევ ასე ვაგრძელებთ ამ მოკლევადიანი გეგმის ჩამოწერას.

ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წერას. როდესაც წერ და გარკვეულ აზრს აფიქსირებ, ამ დროს იმ კონკრეტული საქმისთვის სასიცოცხლო ენერგიის მოკრება ხდება, რომელსაც იმ კონკრეტული საქმისკენ მიმართავ, რათა შემდეგში ეს საქმე განახორციელო, ამიტომ ამ დაფიქსირებას, დაწერას ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ არის აუცილებელი ამ გეგმებში ჩაიწეროს, ვთქვათ, მაღაზიაში პურის ყიდვა, ან ისეთი საქმე, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებთ, მაგრამ ოდნავ ამაზე განსხვავებული, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ. ეს ძალიან ეხმარება ადამიანს სიზარმაცესთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, რომ სხვადასხვა წმინდანებს ვთხოვოთ შემწეობა, არის ასეთი ეკლესიური გამოცდილება, რო სხვადასხვა განსაცდელის დროს სხვადასხვა წმიდანს ვევედრებით, კონკრეტულად სიზარმაცის დროს შესაძლებელია ნებისმიერ წმიდანს ვევედროთ, რომელმაც თავისი ღვაწლით ცათა სასუფეველი მოიპოვა, ამ საკითხში ყველა წმიდანი დაგვეხმარება და უპირველესად - ღვთისმშობელი. როცა ადამიანი იგრძნობს სიზარმაცის შემოტევას, ძალიან კარგი იქნება, თუ შემწეობისთვის მიმართავს რომელიმე დიდ წმიდანს: წმიდა ნიკოლოზს, წმიდა სერაფიმე საროველს, წმიდა გიორგის, ღვთისმშობელს, როგორც ყველა ადამიანის დედას, ან თავის მფარველ წმიდანს, ან მფარველ ანგელოზს. წმიდა მამები პირდაპირ წერენ, რომ ამ დროს, პირველ რიგში, ძალიან გვეხმარება დილას გაღვიძებისთანავე დიდხანს არ გავატაროთ ლოგინში დრო, ეს სულიერად ძალიან ცუდად მოქმედებს. ამ დროს მფარველ ანგელოზს უნდა მივმართოთ და ის დაგვეხმარება, სწრაფად წამოვდგეთ და შევუდგეთ საქმიანობას. ასევე გვეხმარება 90-ე ფსალმუნის კითხვა. არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ ჩვენს საკუთარ ძალებს და აუცილებლად უნდა ვთხოვოთ მეოხება წმინდანებს და უფალს. თუ ადამიანი გააცნობიერებს, რამდენი რამ შეეძლო გაეკეთებინა, როგორ შეეძლო ედიდებინა ღმერთი თავისი ცხოვრებით და ეს მხოლოდ სიზარმაცის გამო ვერ მოახერხა, მაშინ მას საოცარი სინანული დაეუფლება. ეს კიდევ ერთი გზაა სიზარმაცის დასაძლევად, აი, ამ მიმართულებითაც უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ სიზარმაცის გამო ღვთის სადიდებლად რამდენი კეთილი საქმე ვერ გააკეთა. კეთილ საქმეს ისეთი თვისება აქვს, რომ ჯაჭვური რეაქციის მსგავსად ერთ საქმეს თავისთავად მოჰყვება მეორე, როგორც შედეგი, როგორც ნაყოფი, ანუ ერთ სიკეთეს თავისთავად კიდევ მრავალი მოჰყვება და ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ადამიანისთვის, რათა ჩვენ დავძლიოთ სიზარმაცე და ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრებით ვადიდოთ ღმერთი და ამაში არავითარ შემთხვევაში სიზარმაცემ არ უნდა შეგვიშალოს ხელი.

- ზოგჯერ თანახმა ვართ, საყვედურებიც კი ავიტანოთ, ოღონდ სიზარმაცეს არ ვებრძოლოთ და გარკვეულწილად, ვეგუებით კიდეც ამ მდგომარეობას...

- ამ ყველაფერში არის გარკვეული ჩვევის მომენტი, შენ ეჩვევი სიზარმაცის მდგომარეობას და „კომფორტს“ იქმნი, ოღონდ ეს არის ცრუ კომფორტი, თითქოს მშვიდად გრძნობ თავს, მაგრამ სინამდვილეში, თუ ადამიანი ჩაუკვირდება თავის თავს, ის აუცილებლად დაინახავს, რომ შფოთის მდგომარეობაში იმყოფება. წმიდა მამები გამოყოფენ სამი სახის აზრებს: ადამიანური, ღვთაებრივი და ბოროტისგან მომდინარე აზრები. წმიდა მამები გვირჩევენ, რომ თუ გვინდა, გავარჩიოთ ერთმანეთისგან რომელია ღვთაებრივი და რომელია ბოროტისგან მომდინარე აზრი, უნდა დავუკვირდეთ საკუთარ თავს. როდესაც გარკვეული აზრი გიჩნდება, თუ ამ დროს მშფოთვარე მდგომარეობაში იმყოფები, ე.ი. ეს აზრი ბოროტისგან მომდინარეობს, ხოლო თუ ადამიანი დააკვირდება თავის შინაგან მდგომარებას სიზარმაცის დროს, დაინახავს, რომ ეს აუცილებლად იქნება შფოთვა. არ უნდა გვეგონოს, რომ ამ დროს მშვიდად, კომფორტში ვართ, ეს ყველაფერი არის ცრუ, ილუზია. ქრისტიანობას სწორედ იქითკენ მივყავართ, რომ გამოვიდეთ ამ ილუზორული სამყაროდან და რეალობას შევხედოთ. ცუდია, როდესაც ჩვევად იქცევა სიზარმაცე, მაგრამ რომც გადაიქცეს ჩვევად, ადამიანის პიროვნებას მაინც შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობით ამის დაძლევა, ოღონდ ამას, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

-თუ ვხედავთ, რომ ჩვენი ახლობელი ზარმაცობს და არაფერს ცდილობს, რათა საკუთარი თავი გამოასწოროს, როგორ დავეხმაროთ მას?

- ყველაზე დიდი ძალა აქვს პირად მაგალითს, პირადად ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა რამდენიმე განსაკუთრებული და მკაფიო მომენტი, როცა რამდენიმე საათი გამიტარებია იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ძალიან ბევრს ასწრებს, რომელსაც დაგეგმილი და განსაზღვრული აქვს დრო, იცის, რას უნდა მოახმაროს და ნათლად ხედავს თავის მიზნებს. ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა საოცრად ამშვიდებს კაცს და საკუთარ უძლურებას აჩვენებს. ყველაზე დიდი ძალა ასეთ პირად მაგალითს აქვს. მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანს დაანახო, თუ როგორ იყენებ დროს, როგორ გაქვს დაგეგმილი და გამოყენებული იგი, ზოგჯერ სიტყვიერად არაფრის თქმა არ არის საჭირო, მხოლოდ საქციელით. სიტყვიერად რაც არ უნდა უთხრა ადამიანს, შეიძლება ამას შედეგი არ მოჰყვეს, მაგრამ როცა საკუთარი თვალით დაინახავს, რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს დროის გააზრებულმა დაგეგმარებამ, სწორედ ეს იქნება დიდი მაგალითი, ასეთ დროს ნელ-ნელა მეორე ადამიანში აუცილებლად მოხდება ძვრა, ოღონდ რეალურად მან ასეთი მაგალითი აუცილებლად უნდა დაინახოს.

- ხშირად ბავშვებს ეზრებათ მეცადინეობა, როგორ უნდა ეცადოს მშობელი, ეს მავნე თვისება აღმოფხვრას მასში?

- ზოგჯერ ბავშვებს მართლაც ეზარებათ სწავლა, მუსიკაზე სიარული, გაკვეთილების მომზადება, ასეთ დროს მშობლის მხრიდან ჩხუბი და გამუდმებული საყვედურები გაუმართლებელია. თუ დავაკვირდებით, ამ დროს უპირველესია იმ საგნებში, რომელშიც ბავშვი მეცადინეობს, პედაგოგის სწორი შერჩევა. არ მინახავს ბავშვი, რომელსაც გარკვეულ საგანში კარგი პედაგოგი ჰყოლია და მას ამ საგნის სწავლა დაზარებია, ამ დროს პედაგოგის ფაქტორი გადამწყვეტია. როდესაც, მასწავლებელი შემოქმედებითად უდგება თავის საგანს, ცდილობს, პიროვნულად განვითარდეს, ის ახერხებს ისე გადასცეს ბავშვს საგანი, რომ ყოველი გაკვეთილი მოსწავლისათვის იყოს ზეიმი. წესით, სრულყოფილი გაკვეთილი ასეთია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში და არც სხვა ქვეყნებში ისე არ ხდება, რომ ყველა პედაგოგი შემოქმედებითად მიუდგეს თავის საგანს და ბავშვის პიროვნებას. აქ ორმაგი მიდგომაა საჭირო, პირველ რიგში, ბავშვს სჭირდება შემოქმედებითი მიდგომა, მასში უნდა დაინახო პიროვნება, ღვთის ხატება და მსგავსება. შემდეგ, საგნის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა, რათა სულ ახალი აღმოაჩინო, ახლებურად მიაწოდო მოსწავლეს. ეს ყველაფერი რომ ერთ ადამიანში, პედაგოგში იყოს შერწყმული, ძალიან იშვიათია, მაგრამ როცა არის, იქ მშობელს თითქმის არ უწევს შვილთან ჩხუბი და ხმამაღალი, გამუდმებული დარიგებები, რომ იმეცადინოს, მაგრამ როდესაც პედაგოგის მხრიდან არ არის ასეთი სტიმული, მაშინ მშობელი იძულებულია, თვითონ მისცეს ბავშვს ეს სტიმული, წაახალისოს, შეუქმნას გარკვეული პირობა, რომ დააინტერესოს, მოუძიოს დამატებითი მასალა, წიგნები, აჩვენოს ფილმები, რათა უფრო მეტად შეიყვანოს ბავშვი იმ სამყაროში, რომელსაც ეცნობა, ან თუნდაც რაღაც წამახალისებელი საშუალებები მოიფიქროს, რომ ამითი ებრძოლოს შვილის სიზარმაცეს; მშობელს თვითონ ცხოვრება უკარნახებს, რა გამოიყენოს ამისთვის, რომ დაძლიოს ბავშვის სიზარმაცე.

- რა თქმა უნდა, ყოველმა მორწმუნემ იცის, რომ ლოცვას უდიდესი ძალა და მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში ხშირად არის ისეთი მომენტები, როდესაც მას ამა თუ იმ მიზეზით, თუნდაც დაღლილობის გამო, ლოცვა ეზარება ხოლმე და ათასგვარ გასამართლებელ საშუალებას თუ ფიქრს მოიშველიებს. როგორ უნდა დავძლიოთ ეს საცდური?

- ასეთი რამ ძალიან ხშირია, არ მეგულება მორწმუნე ადამიანი, ვისაც მრავალჯერ არ განუცდია მსგავსი მდგომარეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წმიდა თეოფანე დაყუდებული და საოცრად ფსიქოლოგიურადაც აშუქებს მას. იგი წერს, რომ ძალიან კარგია, სანამ დილის ლოცვებს წავიკითხავთ, დავჯდეთ და ღვთის თვისებებზე ვიფიქროთ. იგი ამას „ღვთის განაზრებას“ ეძახის. ყოველი დღე ღვთის ერთ თვისებას უნდა მივუძღვნათ, ერთი დილას 10-15 წუთი მაინც ვიფიქროთ. ვთქვათ, დაფიქრდი ღვთის სამართლიანობაზე, მეორე დილას მოწყალებაზე და იმაზე, თუ როგორ აისახება ეს მოწყალება ჩვენს ცხოვრებაშიც და ა.შ. ეს ადამიანს ლოცვისთვის მოამზადებს. ლოცვას აუცილებლად სჭირდება გარკვეული განწყობა, ამას ყველა წმიდა მამა განსაკუთრებულად აღნიშნავს. პირდაპირ, მოუმზადებლად, გარკვეული სიმშვიდის გარეშე ლოცვის დაწყება არაფრით არ შეიძლება. სანამ ლოცვის კითხვას დაიწყებთ, მანამდე უნდა დამშვიდდეთ, კარგია თუ კანდელს, სანთელს აანთებთ, ეს გვეხმარება განწყობის შექმნაში. კარგია, თუ დავფიქრებით ღვთის რომელიმე თვისებაზე, გავიაზრებთ მას ზოგადად, ამ ცხოვრებასთან მიმართებაში და ეს უკვე ისეთ განწყობას მოგვანიჭებს, რომ შემდეგ უკვე გაცილებით ადვილია ლოცვის წაკითხვა.

ასევე გვეზარება ძილად მისვლის ლოცვების კითხვაც. ღამით ზოგჯერ ძალიან დაღლილია ადამიანი, ასეთ დროს სიზარმაცეს დაღლილობა ძლევს, მთელი დღის შრომის შემდეგ ადამიანს იმის ძალაც აღარ აქვს, რომ ლოცვანში წაკითხული სიტყვები გულისყურით მოისმინოს. აქაც მრავალი რჩევა არსებობს, ასეთ დროს აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ მოძღვრის რჩევით. მაგალითად, თუ საღამოს ლოცვას 10 წუთს ანდომებ, გარკვეული პირობების გამო ეს ათი წუთი თუ მოძღვარი ნებას დაგრთავს, სკვნილზე ვილოცოთ. ამასთანავე, არსებობს მოკლე ლოცვაც, რომელსაც ასევე გამონაკლის შემთხვევებში კითხულობენ, მაგრამ ეს ყოველთვის გამოსავალი არ არის, ეს გამონაკლის შემთხვევებში და მოძღვართან შეთანხმებით ხდება. ლოცვა - ეს არის ღმერთთან ურთიერთობა, საუბარი; ჭეშმარიტი ლოცვა ის არის, როდესაც გონება გულში ჩადის და ჩვენ მთელი გულით ვლოცულობთ. ლოცვისას სიზარმაცის მომენტები ყველა ქრისტიანს რამდენჯერმა მაინც ჰქონია. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი ადამიანები, წმიდა მამები, რომლებმაც იმ საფეხურს მიაღწიეს, რომ მათი ლოცვა ჭეშმარიტად უფალთან საუბარი იყო, ჩვენ არ ძალგვიძს ასეთი ლოცვა, მაგრამ მივდივართ აქეთკენ, ამ გზას ვადგავართ და ამ გზაზე ნელ-ნელა წინ უნდა წავიწიოთ მოძღვრის საშუალებით, დახმარებითა და კურთხევით. წმიდა მამები გვირჩევენ, დაღლილობის გამო უარი მაინც არ ვთქვათ ლოცვაზე, თუნდაც სულ მცირე ნაწილი მაინც წავიკითხოთ. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს გულში უფიქრია, რომ დაღლილობის გამო ლოცვას მთლიანად ვერ წაიკითხავს და მხოლოდ დასაწყისი ლოცვების კითხვას იწყებს, მაგრამ ძალიან ხშირად ღმერთი გვაძლევს იმის ძალას, რომ ბოლომდე ჩავამთავროთ ლოცვა. ანუ ეს უკვე ჩვენს სარწმუნოებასა და სულიერებაზეა დამოკიდებული. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება წლები, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევიძინოთ ლოცვის გამოცდილება და ღვთის შეწევნით შევძლოთ სიზარმაცის დაძლევა. პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წერს: „მარადის გიხაროდენ და მოუკლებელად ილოცევდით“. თუ დავაკვირდებით, ჯერ წერია - „მარადის გიხაროდეთ“, ანუ სიხარული თუ არა გვაქვს, ვერც ვილოცებთ. ქრისტიანისთვის დამახასიათებელი თვისება არის სიხარული, ქრისტიანი მუდამ სულიერად ხარობს, იგი ყველგან ხედავს უფალ იესო ქრისტეს. თუ ამ მდგომარეობას მივაღწევთ, უფალიც შეგვეწევა და ლოცვაც აღარ გაგვიჭირდება.

ესაუბრა თამარ ასათიანი
ჟურნალი „დედაეკლესია“, № 19, 2005 წ.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
tustusa-gogo   სიზარმაცე   Jul 4 2008, 12:35 AM
miss sevda   მე მაგაითად მეზარე...   Jul 4 2008, 12:38 AM
makiki   მე მაგაითად მეზარ...   Jul 20 2008, 05:56 PM
nini_1   tustusa-gogo სიზარმაცესე ...   Jul 4 2008, 12:42 AM
tustusa-gogo   miss sevda :e025: რატომ გეზა...   Jul 4 2008, 12:43 AM
miss sevda   miss sevda :e025: რატომ გეზა...   Jul 4 2008, 01:30 AM
abo   ყველაზე მეტად მეზა...   Jul 4 2008, 12:44 AM
tustusa-gogo   abo ეგ უფრო ,,არ სიყვა...   Jul 4 2008, 12:52 AM
KAIROS   სიზარმაცე რომ მეზა...   Jul 4 2008, 01:47 AM
ekato   აი ახლა ამ წუთას თვ...   Jul 4 2008, 02:44 AM
staywhite   tustusa-gogo ხო, მე მაგალით...   Jul 4 2008, 03:22 AM
xornabujeli   :) ჩემისთანა ზარმაც...   Jul 4 2008, 04:00 AM
nini_1   აი ეს იყო ჩემი ყველ...   Jul 4 2008, 08:37 AM
veriko7   მე სასიკად მეზარებ...   Jul 4 2008, 10:19 AM
t.d   გინდ დაიჯერეთ გინდ...   Jul 4 2008, 10:22 AM
natia.   ..tustusa-gogo მე ეხლა მეზარ...   Jul 4 2008, 11:17 AM
lizza   დილით ადგომა რო მე...   Jul 4 2008, 01:00 PM
zedela   t.d მეც არა ვთქვი რატ...   Jul 4 2008, 10:08 PM
kato_Bato   KAIROS რაში ცვლი ბრატ? ? ...   Jul 4 2008, 10:14 PM
miss sevda   ძალიან მეზარება სა...   Jul 4 2008, 10:19 PM
tustusa-gogo   natia. ჰო, ფსიქოლოგი ვა...   Jul 4 2008, 10:21 PM
natia.   tustusa-gogo საერთოდ ყველ...   Jul 5 2008, 10:48 AM
iisperiTOVLI   დილით ადგომა მეზარ...   Jul 5 2008, 01:39 PM
seminarieli lela   xornabujeli კარგი სტატია ...   Jul 5 2008, 02:00 PM
llaasshhaa   ძალიან მეზარება ამ...   Jul 5 2008, 02:04 PM
iisperiTOVLI   ძალიან მეზარება ა...   Jul 5 2008, 02:06 PM
ანა_ანა   გამოცდები მაქვს და...   Jul 5 2008, 02:36 PM
Ismail   ახლა სასამართლო და...   Jul 5 2008, 03:55 PM
მაკუნა   მეზარება :lol: :lol: :lol:   Jul 5 2008, 04:19 PM
tustusa-gogo   ვისაც არ გეზარებათ...   Jul 5 2008, 08:08 PM
kmunebi   ყველაზე მეტად რაც ...   Jul 5 2008, 08:32 PM
კანონისტი   tustusa-gogo მე არ დამზარე...   Jul 5 2008, 09:11 PM
ანა_ანა   tustusa-gogo მე არ დამზარე...   Jul 5 2008, 09:56 PM
ნაინა   კანონისტი :D სწორედ...   Jul 5 2008, 09:18 PM
tustusa-gogo   კანონისტი გულითად...   Jul 5 2008, 09:45 PM
tustusa-gogo   ხო თან მოცულობაც ბ...   Jul 5 2008, 10:21 PM
ნაინა   tustusa-gogo აი ეხლა თელეფ...   Jul 5 2008, 10:38 PM
tustusa-gogo   ნაინა ფურცელზე წინ...   Jul 5 2008, 10:42 PM
ნაინა   tustusa-gogo არ გამოვა, ისე...   Jul 5 2008, 10:57 PM
tustusa-gogo   ნაინა პიანისტი ხომ...   Jul 5 2008, 11:08 PM
ნაინა   tustusa-gogo 10 წელი კი ვიარ...   Jul 5 2008, 11:15 PM
tustusa-gogo   ნაინა მე 11 წელი ვია...   Jul 5 2008, 11:18 PM
ნაინა   tustusa-gogo ოოო ეგ კი, აი ე...   Jul 5 2008, 11:22 PM
tustusa-gogo   ნაინა thnx :* აი, ახლა ...   Jul 5 2008, 11:26 PM
ნაინა   tustusa-gogo ეგ კიდევ რაა, ...   Jul 5 2008, 11:28 PM
tustusa-gogo   ნაინა კაია მერე სი...   Jul 5 2008, 11:29 PM
ნაინა   tustusa-gogo აჰა, გეთანხმე...   Jul 5 2008, 11:49 PM
tolia   xornabujeli დიდი მადლობა ...   Jul 9 2008, 12:28 AM
natia*   სიზარმაცე????? ცუდი...   Jul 17 2008, 09:51 PM
tustusa-gogo   natia* სულაც არა :P აი, ს...   Jul 17 2008, 09:57 PM
zedela   ამ დრომდე შემოვრჩი...   Jul 18 2008, 04:46 AM
ნაინა   tustusa-gogo ვხალისობ ზარ...   Jul 18 2008, 06:23 AM
მართა   დილით გაღვიძება და...   Jul 19 2008, 01:06 AM
subterranean   მეზარება მაღაზიაშ...   Jul 19 2008, 01:25 AM
llaasshhaa   მეზარება თქვენი პო...   Jul 19 2008, 03:04 AM
staywhite   ჩემი აზრით სიზარმა...   Jul 19 2008, 03:15 AM
llaasshhaa   მართალ ხარ :rolleyes: :rolley...   Jul 19 2008, 03:24 AM
kato_Bato   staywhite მიკალხალ :* ყვე...   Jul 19 2008, 11:35 AM
სარდიონ   :rolleyes: პატ. საზოგადო...   Jul 19 2008, 12:24 PM
tustusa-gogo   staywhite ყოჩაღ, ნან, შენ ...   Jul 19 2008, 05:50 PM
Ismail   :rolleyes: პატ. საზოგადო...   Jul 19 2008, 06:06 PM
tustusa-gogo   მე მაგალითად ხანდ...   Jul 19 2008, 06:28 PM
Ismail   :rolleyes: აწი შენ უნდა წ...   Jul 19 2008, 08:39 PM
di_onise   სიზარმაცეა ეხლა რო...   Jul 19 2008, 06:32 PM
tustusa-gogo   di_onise და მერე ეს შენი ...   Jul 19 2008, 06:38 PM
di_onise   არა სიამოვნებას ნა...   Jul 19 2008, 06:43 PM
tustusa-gogo   წიგნი უნდა დავწერო...   Jul 19 2008, 08:52 PM
Ismail   ზარმაცი ადამიანებ...   Jul 19 2008, 09:14 PM
tustusa-gogo   Ismail ჰეჰეეე :P fedex მაგა...   Jul 19 2008, 09:19 PM
Ismail   მე ერთხელ ფეხის აწ...   Jul 19 2008, 09:24 PM
სარდიონ   გავიშხლართე, მაგრ...   Jul 19 2008, 10:15 PM
Ismail   არასწორია : გავიშხ...   Jul 19 2008, 10:25 PM
tustusa-gogo   Ismail აცხა ჩემი თემიდ...   Jul 19 2008, 10:11 PM
likka   მე ყველაზე ხშირად ...   Jul 19 2008, 10:54 PM
tustusa-gogo   likka ხოუ, ეგ მეც მეზარ...   Jul 19 2008, 11:09 PM
Ismail   ეს პოსტი წავშალე გ...   Jul 19 2008, 11:44 PM
tustusa-gogo   Ismail რას ერჩის ჩემ თე...   Jul 20 2008, 01:00 AM
N10a   მგონი ცხოვრება მეზ...   Jul 20 2008, 05:29 PM
Ismail   N10a მგონი ცხოვრება მ...   Jul 20 2008, 07:19 PM
ketino   ჩემში არსებულ სიზა...   Jul 21 2008, 09:29 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 12:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი