IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 02:19 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



მოდით ვისაუბროთ მაცხოვრის ფერისცვალების შესახებ.
ზაფხულია, ფორუმელების აქტივობა მაღალია, ფერისცვალების დღესასწაულამდე ბევრი წაიკითხავს და გაეცნობა თემას.



ფერისცვალება იესუ ქრისტესი
(6 აგვისტო / 19 აგვისტო)


ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 01:26 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



IPB Image

3.
 მათეს სახარება _ და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს.
 მარკოზის სახარება _ და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს
 ლუკას სახარება _ და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `რაზე ლაპარაკობდნენ? მის განსვლაზე, რომელიც მას იერუსალიმში უწევდა აღსრულებად, ე.ი. ჯვარზე სიკვდილზე გვეუბნება ლუკა (9,31). მოსე და ელია რატომღა გამოჩნდნენ? რათა ეჩვენებინა, რომ მეუფეა სჯულისა და წინასწარმეტყველთა, ცოცხალთა და მკვდართა; ელია ხომ წინასწარმეტყველი იყო, რომლის წინასწარმეტყველება ისევ ცოცხლობდა, მოსე კი _ სჯულისმდებელი, რომელიც მოკვდა. და კიდევ იმიტომ, რომ ეჩვენებინა, იესო ქრისტე არც სჯულის წინააღმდეგი იყო და არც ღვთის მტერი. ამგვარ შემთხვევაში მოსე არ დაელაპარაკებოდა მას ისევე, როგორც არ დაელაპარაკებოდა იმას, ვინც მის წინააღმდეგ იმოქმედებდა; ვერც თავგამოდებული ელია მოითმენდა მის იქ ყოფნას, ის რომ ღვთის მტერი ყოფილიყო. და კიდევ იმიტომ გამოჩნდნენ, რომ გაექარწყლებინათ იმათი ეჭვი, ვინც მას ელიად ან ერთ-ერთ სხვა წინასწამეტყველად თვლიდა. მოწაფეები როგორღა მიხვდნენ, რომ ისინი მოსე და ელია იყვნენ? რაღა თქმა უნდა, არა ხატით, რადგანაც მაშინ ხატების გაკეთება უსჯულო საქმედ ითვლებოდა. მათ ისინი იმ სიტყვების მიხედვით იცნეს, რომელსაც იესოს ეუბნებოდნენ: შესაძლოა, მოსე ეუბნებოდა: შენ ის ხარ, ვისი ვნებაც მე ადრევე წარმოვსახე, როცა კრავი დავკალი და პასექი აღვასრულე; ხოლო ელია: შენ ის ხარ, ვისი აღდგომაც მე წინასწარ წარმოვსახე, რაჟამს ქვრივის ვაჟი აღვადგინე და ა.შ. როცა უფალმა ისინი მოწაფეებს აჩვენა, ამით ასწავლა, რომ მათთვის მიებაძათ, ანუ ყოფილიყვნენ ვითარცა მოსე, მოკრძალებულნი და ყველასათვის მისაწვდომნი და საჭიროების ჟამს თავგამოდებულნი და მოუდრეკელნი, ვითარცა ელია და მათ მსგავსად არ მორიდებოდნენ საფრთხეს.~ იგი მარკოზის სახარების განმარტებისას ასევე დასძენს: `ელია და მოსე ბევრი მიზეზის გამო გვევლინებიან ქრისტესთან მოსაუბრედ, მაგრამ ორი მათგანის ხსენებაც საკმარისია. რამდენადაც მოწაფეებს უხაროდათ, რომ ხალხში ზოგს იგი ელიად მიაჩნდა, _ სხვანი კი _ წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთად აღიარებდნენ, იგი მოუვლენს მათ უდიდეს წინასწარმეტყველებს, რათა მოწაფეებმა, ყოველ შემთხვევაში, ამ გზით მაინც შეიცნონ განსხვავება მონასა და მეუფეს შორის. აი პირველი მიზეზი, მეორე: რამდენადაც მრავალნი თვლიდნენ ქრისტეს ღმრთის წინააღმდგომად, თითქოსდა შაბათის დამხსნელად და სჯულის დამრღვევად, ის უჩვენებს მთაზე ისეთ წინასწარმეტყველებს, რომელთაგან ერთი იყო სჯულისმდებელი, ხოლო მეორე _ მოშურნე; ასეთი წინასწარმეტყველები კი არ დაიწყებდნენ მასთან საუბარს, იგი რომ სჯულის დამრღვევი ყოფილიყო და არ შეესრულებინა ის, რაც იქადაგეს.~
წმ. იოანე კრონშტადტელი ამბობს: `რისთვის გამოცხადდნენ წინასწარმეტყველები, მოსე, რომელის ათას ხუთას წელს ქრისტემდე ცხოვრობდა და ილია _ თითქმის ათას წელს? და რატომ დიდებით? _ გამოცხადდნენ რათა დაუმოწმონ მოციქულებს, რომ იესო ქრისტე არის ძველთაგან წინასწარმეტყველთა პირით აღთქმული, ჭეშმარიტი მესია, მსოფლიოს მხსნელი, ცხოველთა და მიცვალებულთა მეუფე და მოციქულთა ჩასაგონებლად მისი (მაცხოვრის _ ზ. გ.) ტანჯვისა და სიკვდილის აუცილებლობისა სამყაროს გამოსახსნელად. დიდებით გამოცხადდენ იმიტომ, რათა დაარწმუნონ მოციქულები, რომ მათ აქ მიწაზე თავგანწირვისათვის ელოდებათ ასეთივე ან უფრო აღმატებული დიდება, როგორც ქრისტეს მოსწავლეებსა და მეგობრებს.~
წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით მოციქულები ახლა ხედავენ, რომ იესო ქრისტე „არ არის ილია, არამედ ღმერთი ილიასი. არც იერემია, არამედ ის, რომელმაც, განწმინდა იერემია დედის მუცელში, არც ერთი რომელიმე წინასწარმეტყველთაგანი, არამედ წინასწარმეტყველთა უფალი, რომელიც აგზავნიდა მათ ხალხში. იგია შემოქმედი ზეცისა და მიწის, მეუფე ცოცხალთა და მკვდართა, რომელმაც უბრძანა ზეცას და გადმოიყვანა ილია, მისცა მიწას ნიშანი და მკვდრეთით აღადგინა მოსე“... წინასწარმეტყველებს „უფალთან მიჰქონდათ მადლიერება, რომ მისი მოსვლით აღსრულდა მათი და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვები; ისინი თაყვანსა სცემდნენ მას ცოდვილი ქვეყნის გადარჩენისათვის. იმისათვის, რომ მან თავად საქმით შეასრულა საიდუმლო მათით უწყებული“. ის ასევე საოცრად აღწერს ამ მოვლენას _ `ავიდნენ რა მთაზე, სიხარულით აღივსნენ მოციქულები და წინასწარმეტყველები. იხარებდნენ წინასწარმეტყველები, იხილეს რა მისი ადამიანურობა, რომელიც ადრე არ ეხილათ. იხარებდნენ მოციქულებიც, რადგან აქ განჭვრიტეს მისი ღვთაებრივი დიდებულება, რომელიც ადრე ვერ წარმოედგინათ, და გაიგონეს მამის ხმა, რომელიც ძეზე უმოწმებდა მათ. ამ ხმამ გაუხსნა მათ მისი განკაცების საიდუმლო, რომელიც ჯერაც დაფარული იყო მათგან. Mამის ხმასთან ერთად ამაში მათ მისი სხეულის დიდებულება არწმუნებდათ. აქ სამმაგი მოწმობა იყო მამაღმერთის ხმა, მოსე და ილია. ისინი წარდგნენ უფლის წინაშე, როგორც მსახურები და უცქერდნენ ერთმანეთს, _ წინასწარმეტყველები მოციქულებს და მოციქულები წინასწარმეტყველებს, წმიდა მოსე უცქერდა განათლებულ სიმონ-პეტრეს, სჯულმდებელი, მამის მიერ დადგენილი უცქერდა სჯულმდებელს ძის მიერ დადგენილს; ძველი აღთქმის ქალწული ილია უცქერდა ახალი აღთქმის ქალწულს იოანეს; ის ვინც ზეცას იქნა აღტაცებული ცეცხლოვანი ეტლით, უცქერდა მას ვინც მაცხოვრის ცეცხლოვან მკერდს დაეყრდნობოდა. ამგვარად მთა წარმოადგენდა ეკლესიას, რადგან მასზე იესომ შეაერთა ორი აღთქმა, ეკლესიისაგან მოცემული და დაანახვა მათ, რომ თვითონაა ორივეს მომცემელი.~
მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო კი წერს _ `მახარებელი ლუკა თავიდანვე არ მიუთითებს სახელებს და ამბობს, რომ უფალ იესოსთან ორი კაცი გამოცხადდა და ელაპარაკებოდნენ მას. ამით აღნიშნულია მოციქულთა პირველი შთაბეჭდილება, კერძოდ კი ის, რომ თავიდან მათ ვიღაც ორი კაცი დაინახეს, იესოსთან რომ მისულიყვნენ და ესაუბრებოდნენ მას, ხოლო შემდეგ მოსე და ელია წინასწარმეტყველნი შეიცნეს მათში.
„აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს“. გამოთქმა „აჰა ესერა“ მიუთითებს გამოცხადების ანაზდეულობაზე. გამოთქმა - „თანა ზრახვიდეს“ - მოწმობს, რომ მათი საუბარი უკვე დაწყებულიყო და გარკვეულ ხანს გრძელდებოდა, სანამ გამოღვიძებული მოციქულნი ორი კაცის იქ ყოფნას შეამჩნევდნენ. ეტყობა, ლოცვის დამთავრების შემდეგ ისინი შესამოსელში გაეხვივნენ და რულს მიეცნენ, რის გამოც არ დაუნახავთ ორი კაცის გამოჩენა, რომლებიც იყვნენ ძველი აღთქმის დიდი წინასწარმეტყველნი: მოსე და ელია.
როგორ შესძლეს მოციქულებმა ამ ორ გამოცხადებულ კაცში სწორედ მოსე და ელია თეზბიტელი შეეცნოთ? ამისთვის სხვადასხვა საშუალებანი შეგვიძლია ვივარაუდოთ. შესაძლოა, მოწაფეებმა მათი სახელები გონების გაცისკროვნების, ანუ საღმრთო გამოცხადების შედეგად ამოიცნეს. იმ საღმრთო ძალამ, რომელმაც მოსე და ელია უხილავი სამყაროდან ფერისცვალების მთაზე გადმოიყვანა, ახლა მოწაფეებს სულიერი თვალიც აღუხილა, და მათ მათი სახელები შეიცნეს. მეორეს მხრივ, შესაძლებელია, რომ მათ ძველი აღთქმის მართალთა ვინაობა იესო ქრისტეს მიერ მათდამი მიმართვის შედეგად შეიცნეს. ყველა შემთხვევაში, აუცილებელი იყო, რომ მოწაფეებს შეეცნოთ ეს ზეციური სტუმრები, რათა მათს სასწაულებრივ გამოცხადებას განეზარდა, თვალსაჩინო გაეხადა უფალ იესოს დიდება და განემტკიცებინა მოწაფეთა რწმენა იმაში, რომ ძველი აღთქმის სჯული და წინასწარმეტყველნი, თავიანთი ყველაზე დიდი ორი წარმომადგენლის - მოსეს და ელია თეზიბელის სახით, მათს უფალს იესო ქრისტეს ემსახურებოდნენ. სწორედ ამისთვის გამოცხადდნენ თაბორის მთაზე უფალთან საკუთრივ მოსე და ელია წინასწარმეტყველი, რადგან მოსე იყო ებრაელი ერის სჯულისმდებელი, ხოლო ელია ძველი აღთქმის საღმრთთ სჯულის ყველაზე დიდი მოშურნე და გულმოდგინე აღმსრულებელი.
მოსე და ელია დიდებით გამოჩნდნენ, საღმრთო დიდებაში გამოცხადდნენ უფალ იესოსთან, ანუ იმ ნათლით მოსილი, გაბრწყინებული სახით, როგორითაც ღმერთის მიერ განდიდებული წმიდანები ცათა შინა იმყოფებიან და ზოგჯერ ამქვეყნადაც ევლინებიან ადამიანებს მათთვის საღმრთო ნების საუწყებლად. შესაძლოა, მოსე და ელია იმ ნათელით იყვნენ განათლებულნი, რომელსაც ფერცვალებული უფალი გამოაბრწყინვებდა, მსგავსად იმისა, როგორადაც ძველი აღთქმის წიგნები - სჯული და წინასწარმეტყველნი ირეკლავენ და წინათგამოსახავენ მომავალ დიდებას ქრისტესი, რომელიც ადამიანთა გამოსასყიდად და საცხოვნებლად მოევლინა ამა ქვეყანას. ხოლო რადგანაც ფერისცვალება წინასახედ ემსახურებოდა უფლის მეორედ დიდებით მოსვლას განკითხვის საშინელი დღისათვის, ამდენად მოსე განიდიდა კიდეც თაბორის მთაზე როგორც, თითქოსდა, მომკვდარ მართალთა წარმომადგენელი, ხოლო ელია თეზიბელი, როგორც ცოცხალთა წარმომადგენელი, რომელთა სხეულები უფლის მეორედ მოსვლისას, ქვეყნის დასასრულის ჟამს, მეყსა შინა შეიცვლებიან და მკვდრეთით აღმდგარ შესვენებულებთან ერთად ცხოველთა და მკვდართა მსაჯულს - უფალ იესო ქრისტეს წარუდგებიან განსასჯელად.
მოსე და ელია უფალს მისი ამაქვეყნიდან განსვლის შესახებ ესაუბრებოდნენ, რაც მას იერუსალიმში უნდა აღესრულებინა, ანუ მის მომავალ ვნებებზე, ჯვარზე სიკვდილზე და შემდგომ მკვდრეთით აღდგომაზე. როცა მანამდე რამდენიმე დღით (ერთი კვირით) ადრე უფალი იესო თავის მოწაფეებს ელაპარაკებოდა თავისი მოახლოებული ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის შესახებ, მაშინ პეტრემ შეპასუხება დაუწყო მას და უთხრა: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე!“(მათე 16,22). ახლა კი ძველი აღთქმის ორი უმთავრესი წინასწარმეტყველი იესო ქრისტეს მისი ამა ქვეყნიდან განსვლის - ვნებისა და სიკვდილის შესახებ ესაუბრებიან, რაც უფალს იერუსალიმში უნდა აღესრულებინა. „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთვის დაწერა. უკუეთუ მისთა წიგნთა არა გრწამს, ჩემთასიტყვათაი ვითარ-მე გრწმენეს?“ - ეუბნებოდა უფალი იესო თავის მოწინააღმდეგე იუდეველებს (იოანე 5,46-47). წინასწარმეტყველი მოსე იესო ქრისტეს შესახებ წერდა, რომელიც ამქვეყნად მოივლინა, რათა, ერთის მხრივ, სჯული აღესრულებინა, ხოლო მეორეს მხრივ - თავის თავზე მიეღო სჯულისმიერი წყევლა (გალატ. 3,13), რათა ჯვარზე აღემაღლებინა ადამიანთა წყევა-შეჩვენება და ჯვარისმიერი სიკვდილით დაეხია, განექარვებინა ხელით-წერილი ჩვენი ცოდვებისა. ელია თეზიბელმა, ვითარცა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წარმომადგენელმა, დაამოწმა უფლის ვნებათა მოახლოება, რომელთა შესახებაც წინასწარმეტყველნი იუწყებოდენ. ამგვარად, უფალ იესო ქრისტეს ყოვლადდიდებული ფერისცვალების დროს მოსე და ელია მაცხოვრის მომავალი, ჯვარზე საშინელი სიკვდილის შესახებ ლაპარაკობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ თაბორის მთის თხემზე, გარემომცველი ბუნების მდუმარებაში, ყველაზე შესაფერი და ადვილი იყო ლოცვის აღვლენა, მოწაფეებმა მაინც ვერ შეძლეს ბოლომდე გაენაწილებინათ იგი უფალთან ერთად და ძილის მომძლავრებას დაუთმეს, რომელიც, როგორც სამართლიანად შენიშნავენ, სწორედ ლოცვისას მოეძალება ხოლმე ადამიანს და სწორედ მაშინ შეიპყრობს მას, როცა რაიმე მიზეზით ყველაზე მეტად არის საჭირო სიფხიზლე. თუმცა მოწაფეებს მხოლოდ დასაწყისი არ უხილავთ ფერისცვალებისა. მაცხოვრის საუბარისას მასთან გამოცხადებულ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებთან მათ გამოეღვიძათ და დაინახეს და მოისმინეს ყოველივე.
„გან-რაი-იღვიძეს, იხილეს დიდებაი მისი, და ორნი კაცნი, მის თანა- მდგომარენი“.
გარეგანი მოწმობის გარეშე, მხოლოდ გულით იცნეს მოციქულებმა ეს ზეციური მკვიდრნი მათი განდიდებული იერსახითა და სულიერ თვისებათა აშკარა ანაბეჭდით. მაგრამ ისინი უკვე განსასვლელად ემზადებოდნენ. რა მცირე ხანს ჭვრეტდენ მოწაფეები თავიანთ ღვთაებრივ მოძღვარს, ამ ზეციურ მკვიდრთა თანა მოსაუბრეს! რა საკვირველი, სასწაულებრივი სახილველი იყო ეს! უფალი იესო ქრისტე მთელი თავისი საღმრთო დიდებით იდგა მათ წინაშე, მოსე და ელიაც ასევე საღმრთო დიდებით იყვნენ მოსილნი, რომელიც მისგან ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ასევე დიდად მშვენიერი იყო. ახლა უკვე ცხადი იყო მონების განსხვავება უფლისაგან. წინასწარმეტყველი ელია სწორედ იმისთვის გამოცხადდა აქ, რომ მოძღვარი ელიად არ მიეჩნიათ. მოსეც იმისთვის იყო აქ, რომ იესოს არასდროს არ დაურღვევია მისი სჯული, როგორც ამაში იუდეველნი ადანაშაულებდნენ. მაგრამ მოციქულებს ყოველივე ეს ჯერ კიდევ არა აქვთ შემეცნებული. ეს იმ წინადადებიდან ჩანს, რომელიც მოციქულმა პეტრემ შესთავაზა უფალს, როცა დაინახა, რომ ზეციური მართალნი უფალთან განსაშორებლად განემზადნენ. ~
წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: ` ხოლო რაÁსათÂს წარმოადგინნა მუნ მოსე და ელია? მრავალი არს ამის საქმისა მიზეზი: პირველად ამისთÂს, ვინაÁთგან ერთნი იტყოდეს მისთÂს, ვითარმედ ელია არს, სხუანი იტყოდეს, იერემია არსო, სხუანი იტყოდეს, ერთი ვინმე არსო წინაÁსწარმეტყუელთაგანი. ამისთÂს თავნი იგი წინაÁსწარმეტყუელთანი წარმოადგინნა, რაÁთა იხილონ მოწაფეთა, თუ რავდენი განყოფილებაÁ არს შორის მეუფისა და მონათა, და ცნან, ვითარმედ ჭეშმარიტ იყო სიტყუაÁ იგი პეტრესი, რომელ აღიარა ძედ ღმრთისა ცხოველისად.
მეორედ ამისთÂს, რამეთუ იტყოდეს ჰურიანი, ვითარმედ გარდამავალი არს იგი შჯულისაÁ, და მგმობრად სახელ-სდებდეს, და იტყოდეს: `ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს~; და კუალად ეტყოდეს: `კეთილითა საქმისათÂს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათÂს, და შენ რამეთუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ~.
ხოლო რაÁთა გულისÃმა-ყონ მოწაფეთა და მათ მიერ ყოველთა, ვითარმედ შურისაგან ზრახვიდეს ამას და ვითარმედ არცა შჯულისა გარდამავალ არს, არცა ცუდად ჰყოფს თავსა თÂსსა სწორ ღმრთისა, არამედ ჭეშმარიტად ძე ღმრთისაÁ არს, ამისთÂს წარმოადგინა შჯულისმდებელი იგი მოსე და მოშურნე იგი მგმობართა ზედა ელია. რამეთუ არცა, თუმცა შჯულისა გარდამავალ იყო და არამცა მეუფე იყო შჯულისაÁ, წარმოუდგამცა მოსე, ვითარცა მონაÁ, არცა, თუმცა ცუდად იტყოდა თავსა თÂსსა ძედ ღმრთისა, წარმოუდგამცა ძრწოლოთ ელია, მოშურნე იგი ღმრთისმსახურებისათÂს.
მესამედ ამისთÂს, რაÁთა ცნან ყოველთა, ვითარმედ იგი არს უფალი ცხოველთა და მკუდართაÁ, და ÃელმწიფებაÁ აქუს ცხორებისა და სიკუდილისაÁ, და მეუფე არს ზეცისა და ქუეყანისაÁ და ქუესკნელთაÁ. ამისთÂს პირველვე აღსრულებული იგი, და რომელსა არღა ეხილვა გემოÁ სიკუდილისაÁ, შორის წარმოადგინნა.
მეოთხედ ამისთÂს, რაÁთა გამოაჩინოს დიდებაÁ იგი ჯუარისაÁ, და ნუგეშინის-სცეს პეტრეს და მისთანათა, შეშინებულთა ვნებისა მისისათÂს, ვითარცა იტყÂს მახარებელი, ვითარმედ: ეჩუენნეს მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას, და იტყოდეს განსლვასა მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუალÀმს.ესე იგი არს, მოასწავებდეს ვნებასა მისსა და ჯუარცუმასა, რომელსაცა დიდებად უწოდა.
მეხუთედ ამისთÂს, ვინაÁთგან თქუა: `რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თÂსი და აღიღენ ჯუარი თÂსი და შემომიდეგინ მე~; წარმოადგინნა ორნი იგი მოღუაწენი ღმრთისმსახურებისანი, რომელთა დადვეს თავი თÂსი სიკუდილად სიტყÂსათვის ღმრთისა, და არა ჰრიდეს წარწყმედად სულთა თÂსთა ამას საწუთროსა, რაÁთა მოიგნენ იგინი საუკუნოდ. რამეთუ მოსე წარმდებებით და ურიდად ჰბრძოდა ფარაოს სიტყÂსათÂს ღმრთისა, და ელია ეგრეთვე აქაბს, დაÃსნად საცთურისა მის კერპთმსახურებისა, და კუალად შეურაცხებაÁ სოფლისაÁ და უპოვარებაÁ ფრიადი მოიგეს ორთავე. რამეთუ არცა რაÁ მოსეს აქუნდა ამის საწუთროÁსა, არცა ელიას, გარეშე ხალენისა მის. ამისთÂს წარმოადგინნა იგინი, რაÁთა აუწყოს მოციქულთა, ვითარმედ თანა-აც ბაძვაÁ სათნოებისა მათისაÁ, და მსგავსად მათსა მოგებად შური საღმრთოÁ, და წინამძღურობაÁ ერისა მორწმუნისაÁ, რაÁთა იყვნენ მშÂდ, ვითარცა მოსე, და მოშურნე, ვითარცა ელია. რამეთუ გამოაჩინნა რაÁ იგინი დიდებით, ამას ყოველსა მოაÃსენებდა მოწაფეთა, და ამისთÂს წარმოადგინნა გამობრწყინვებულნი იგი ძუელსა შინა, რაÁთა აუწყოს, ვითარმედ: უკუეთუ მათ აჩრდილსა მას შინა ესოდენი ახოვნებაÁ აჩუენეს და სათნოებაÁ, ფრიად უმეტესი უÃმს ამათ ჩუენებად, გამობრწყინდა რაÁ მზე სიმართლისაÁ და განგუათავისუფლნა მძლავრებისაგან ეშმაკისა და მოჰფინა ნათელი აზნაურებისაÁ კაცთა ზედა.
მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: `ეს საკვირველი, ზეციური ნათელი ბრწყინავდა, როგორც ელვა და მოიცვა მოციქულთა სული; ღვთიური მშვენიერების ელვარებით იღვრებოდა ეს უცნაური ნათელი ყოველივე ირგვლივ არსებულზე, აღწევდა სულიერ სამყაროში და მიიზიდა ზეციური სამყაროდან - ღვთის დიდებულების უდიდესი მოშურნე ილია, ხოლო ქვევითა სამყაროდან კი - სჯულმდებელი მოსე, რათა აღსრულებულიყო წმინდა წერილი: „მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე“ (მეორე რჯ. 19,15).
მთ. ეპ. ნიკანორის სიტყვებით _ „ქრისტეს ღვთაებრიობის ელვარებამ, გაიბრწყინვა მისი კაცობრიული ღრუბლის გასწვრივ; ღვთაებრივი დიდებულების ნათელი გაცისკროვნდა მისი ადამიანური სიმდაბლის საფარველის წინ; ღმერთკაცი ეჩვენა არა მარტო ზეცის მკვიდრთ დასანახად, არამედ მიწიერი ადამიანების დამძიმებულ თვალებსაც თავის დიდებაში, ეჩვენა იმ დიდებაზე მეტ დიდებულებაში, როგორშიც გამოვლინდა იგი სინასა და ქორიბის მთაზე, სწორედ იმ დიდებაში, თუმცა მოციქულთა უძლურებიდან გამომდინარე მაინც თავშეკავებული დიდებით, რომელიც ღვთის რჩეულთ ზეციურ სამყოფელში გაუნათებს მზისა და მთვარის ნაცვლად მარადის. გამოჩნდა ისეთი დიდებით, რომ მისი სახის ნათელმა დააბნელა პირველი ბრწყინვალე სხივები ამომავალი ქვეყნიურ მზისა, როგორც გალობს წმინდა ეკლესია... მთრთოლვარე სიხარულით ღრუბელში იმყოფებოდა თაბორის მთაზე - სწორედ ის მოსე, რომელმაც იხილა ღმერთი წყვდიადის, ორთქლის, ელვის, ცეცხლის სახით და ევედრებოდა ღმერთს სინას მთაზე: „მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ“, და მაინც მოესმა პასუხად: „ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან, ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“ (გამ. 33, 17-20); და ის ცეცხლივით ანთებული ილია, რომელსაც ქორიბის მთაზე სურდა დაენახა და მაინც ვერ დაინახა ღმერთი გრიგალის სახით, რომელიც მუსრავდა მთებსა და კლდეებს, მიწისძვრისა და ცეცხლის სახით, და განიცადა მხოლოდ ღვთის სიახლოვის აჩრდილი გრილი ნიავის ხმაში - მშვიდი გრილი ნიავის ქროლაში; ორთქლში იდგნენ ღვთის ნებით, რათა დაეცხროთ დიდი ხნის წყურვილი - თვალხილულად ეხილათ, რა არის ღმერთი, რომელიც წარმოადგენს თავს არა ჩვენებებში, არამედ თავის არსში, რომელიც იპოსტასურად შეუერთდა ადამიანურ ბუნებას და აქედან ავლენდა თავის დიდებას: და აი ისინი, რომელნიც ფერშეცვლილის დიდებით იყვნენ დაფარულნი, წარდგებიან მასთან, როგორც უფლის წინაშე, ვისთანაც წარდგნენ სინასა და ქორიბზე’’.
მეუფე ზოსიმე განმარტავს : `უფალს უყვარდა ლოცვების შესრულება მთაზე ღამის სიმყუდროვეში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მაშინაც ღამე იყო, და მთელ ღამეს გასტანა ჩვენი უფლის ლოცვამ ისე, რომ მთელი დღის საზრუნავებით დაქანცულ მოწაფეებს, თავიანთი ლოცვების შესრულების შემდგომ, გათენებისას ჩაეძინათ. სწორედ ახლა, თაბორზე, ფერისცვალების ჟამს, გულის სიღრმიდან, რომელიც მთლიანად ემორჩილებოდა მამა ღმერთს, მან წარმოთქვა დიდებული სიტყვა: „მოვალ, ... ყოფად ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა“ (ებრ. 10,7). და აი, მისი წმიდა სულის უზესთაესი მდგომარეობა გაბრწყინდა აღტაცებით, გულაჩვილებით და წმიდა გადაწყვეტილებით ღვთის საქმის საკეთებლად, მის ღვთაებრივ მზერაში განათდა და მის სიკეთით გამშვენებულ სახეზე, შემდეგ კი - მთელს მის უწმინდეს სხეულზე, გაბრწყინდა მისი სამოსელიც, გაელვარდა მის გარშემო გამოუთქმელი ნათლით მთელი მთის წვერი... და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად.~ იქვე დასძენს _ `ამისათვის მოვლენ თაბორზე - ერთი მომკვდარი, მეორე კი ისეთი, რომელსაც ჯერაც არ განეცადა სიკვდილი; ორივე წინასწარმეტყველი, უფლის მსგავსად რომ მარხულობდა 40 დღე; ორივეს გასვლა ამქვეყნიდან იყო საიდუმლოებით მოცული: ილია ცოცხლად იქნა ზეცაში აყვანილი, მეორე გარდაიცვალა, მაგრამ მისი დაკრძალვის ადგილი გასაიდუმლოვდა ყველასათვის… თაბორზე, როგორც იქნა, შესრულდა აღთქმული სურვილი ამ ორი დიდი წინასწარმეტყველისა - დაენახათ ღმერთი პირისპირ და დალაპარაკებოდნენ მას.~





--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ზვარე   ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი   Jul 4 2008, 02:19 AM
ზვარე   კომენტარები ალბათ ...   Jul 4 2008, 12:56 PM
ზვარე   http://i064.radikal.ru/0807/fb/feaefb24998b.jpg 3...   Jul 4 2008, 01:26 PM
korti   http://i036.radikal.ru/0807/b2/6f542de9055a.jpg   Jul 4 2008, 01:28 PM
ზვარე   4.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 01:29 PM
korti   http://i067.radikal.ru/0807/f1/c99b44da84d8.jpg   Jul 4 2008, 01:31 PM
ზვარე   5.  მათეს სახარება _...   Jul 4 2008, 01:32 PM
korti   http://i073.radikal.ru/0807/2c/435055735caf.jpg   Jul 4 2008, 01:33 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:34 PM
korti   http://i082.radikal.ru/0807/a8/9c885f2d73c8.jpg   Jul 4 2008, 01:36 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:37 PM
ზვარე   8.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 02:46 PM
ზვარე   ფერისცვალება იესუ ...   Aug 18 2008, 07:32 PM
tamuna m   მთავარეპისკოპოსი ...   Aug 18 2008, 07:55 PM
paraziti   ყველას ყველას გილო...   Aug 19 2008, 03:00 PM
ლალი   აქაც გილოცავთ ყველ...   Aug 19 2008, 03:34 PM
zviadauri   ეწეოდეს სრულიად სა...   Aug 19 2008, 03:43 PM
marine   +   Jan 20 2018, 09:14 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 12:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი