IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 02:19 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



მოდით ვისაუბროთ მაცხოვრის ფერისცვალების შესახებ.
ზაფხულია, ფორუმელების აქტივობა მაღალია, ფერისცვალების დღესასწაულამდე ბევრი წაიკითხავს და გაეცნობა თემას.



ფერისცვალება იესუ ქრისტესი
(6 აგვისტო / 19 აგვისტო)


ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 01:29 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936




4.
 მათეს სახარება _ მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩეუნდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა.
 მარკოზის სახარება _ და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ.
 ლუკას სახარება _ და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `პეტრეს დიდმა სიყვარულმა და სურვილმა, რომ იესოს წამება არ განეცადა, ათქმევინა: `კეთილ არს აქა ყოფად~, ანუ წავალთ და სიკვდილიც აგვშორდება, ხოლო უკეთუ აქ მოვა ვინმე, მოსე და ელია გვეყოლებიან შემწედო. მოსემ ეგვიპტელებზე გაიმარჯვა, ელიამ კი ციდან ცეცხლი ჩამოიტანა. ისინი ხომ მაშინაც ასეთნი იქნებიან, როცა აქ მტრები მოგვაკითხავენო. ყოველივე ეს პეტრეს დიდმა შიშმა ათქმევინა. ლუკა შენიშნავს, რომ მან არ იცოდა, რას ამბობდა. იგი ან უჩვეულო სანახაობამ მოხიბლა, ან თავისი ნათქვამისა მართლაც არ ესმოდა, როცა გამოხატავდა სურვილს, რომ იესო მთაზე დარჩენილიყო და ჩვენთვის წამება თავიდან აერიდებინა. მაგრამ, ამავე დროს, მას ეშინოდა, რომ თვითრჯულად არ ჩაეთვალათ და ამიტომაც ეუბნება იესოს: `თუ გნებავსო~. მარკოზის სახარების კომენტირებისას ამბობს _ `პეტრეს კი ეშინოდა მთიდან ჩამოსვლა (ვინაიდან შიში ჰქონდა უფლის ჯვარცმისა) და ამიტომ თქვა: `კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი~ და ნუ ჩავალთ კვლავ იუდეველთა გარემოცვაში; რადგან შენი მტრები აქ რომც მოვიდნენ, ჩვენ გვყავს მოსე, ეგვიპტელთა დამმარცხებელი, გვყავს ელია ზეციდან ცეცხლის გარდმომვლენელი და ორმოცდაათმეთაურთა მომსვრელი. რაზე საუბრობდნენ მასთან წინასწარმეტყველნი? ისინი საუბრობდნენ მის ჯვარცმასა და სიკვდილზე. ხოლო პეტრე რას ამბობდა, თავადაც არ იცოდა იმიტომ, რომ ყველა ისინი (მოწაფეები) შეშინებულნი იყვნენ ქრისტეს ხელთუქმნელი ნათლითა და დიდებით. მას არ სურდა, რომ იესო ჩამოსულიყო მთიდან, რათა ჯვარცმულიყო ჩვენი გამოხსნისათვის, არამედ სურდა მუდამ მთაზე დარჩენა. მაგრამ მივმართოთ ჩვენი გონება (იდუმალი) ჭვრეტისკენ. ამ ქვეყნის აღსასრულის შემდგომ, რომელიც ექვს დღეში შეიქმნა, აღგვიყვანს ჩვენ იესო, უკეთუ თუკი (ჭეშმარიტი) მოწაფეები ვართ, `მაღალ მთაზე~ ანუ ზეცად და გამოგვეცხადება უბრწყინვალესი სახით. ახლა იგი დამდაბლებული სახით მოგვევლინა, როგორც ჯვარცმული და დურგლის შვილი, ხოლო მაშინ ვიხილავთ მის დიდებას, როგორც მხოლოდშობილისა; ვიხილავთ აგრეთვე სჯულს და წინასწარმეტყველებსაც მასთან მოსაუბრეს, ანუ მასზე მოსესა და წინასწარმეტყველთა მიერ თქმულს, მაშინ გულისხმავყოფთ და ვპოვებთ მათი წინასწარმეტყველების სრულ განხორციელებას. მაშინ გავიგონებთ მამის ხმასაც, რადგან მამა განგვიცხადებს ძეს და გვაუწყებს: `ესე არს ძე ჩემი~. როგორ გვაუწყებს ამას? ღრუბელი, ანუ სული წმიდა დაგვჩრდილავს, ვინაიდან იგია წყარო ცხოვრებისა.~ ლუკას სახარების კომენტირებისას კი დასძენს: „პეტრე ამბობს: კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, მას ეგონა, რომ უკვე დადგა ქვეყნის დასასრული და იესოს მეუფება. მაგრამ მან არ იცოდა, რას ამბობდა; რამეთუ მაშინ ჯერ არ დამდგარიყო ქვეყნის დასასრული და ჯერ არ მოსულიყო ღმერთის სუფევისა და იმ სიკეთეებით ტკბობის დღე, რომლებსაც წმიდანნი მიაღწევენ. პეტრემ თქვა: „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ - იმიტომაც, რომ ეშინოდა ქრისტეს მომავალი ჯვარცმისა. მას სმენოდა იესო ქრისტესაგან, რომ უნდა მოკვდინებულიყო და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარიყო. ამიტომაც თქვა ასე, თითქოსდა ამგვარად იტყვისო: ნუ ჩავალთ ამ მთიდან, აქ დავრჩეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯვარი და ვნება; და თუკი იუდეველნი მოგვიხდებიან აქ, ჩვენ გვყავს შემწედ ელია, რომელმაც ციდან ცეცხლი გარდამოავლინა და მის შესაპყრობად მოსული მეომრები მოწყვიდა; აქვე გვყავს შემწედ მოსე, რომელმაც ესოდენ და ასე ძლიერი ხალხი დაამარცხა. ეს თქვა პეტრემ, რამეთუ „არა იცოდა, რასა იტყოდა“. რამეთუ მას ეგონა, რომ ჯვარი არის რაღაც უაღრესად ძნელი და ცუდი; ხოლო ამიტომ სურდა რა თავიდან აეცილებინა იგი, თქვა კიდეც ასე: ხოლო უფალს სწყუროდა ჯვარცმულიყო, რადგან სხვაგვარად არ იქნებოდა ადამიანთა ხსნა … როგორადაც ძველ აღთქმაში (საკვირველი) ღრუბელი თავის თავში ღმერთს შეიცავდა, და მოსეც მასში შედიოდა და ამგვარად მიიღებდა საღმრთო სჯულს, ასევე ახლაც ღრუბელმა ქრისტე მოიცვა, და ბნელმა კი არა, ნათლით მოსილმა ღრუბელმა, რამეთუ განქარვებულიყო სჯულის ჩრდილი და უცნობლობის წყვდიადი; რამეთუ ჭეშმარიტება მოსულიყო ქვეყნად და უფლის მადლი გაბრწყინებულიყო, და ამიტომ ახლაც არაფერია ბნელი“.
წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით _ „სიმონი ჯერ ისევ ადამიანურად უყურებს იესოს და აყენებს მას მოსესა და ილიას გვერდით, მაგრამ უფალმა მაშინვე აჩვენა საქმით, რომ არ საჭიროებდა მის საფარველს, რადგან უფალი მის წინაპრებს უდაბნოში ორმოცი წლის განმავლობაში ღრუბლის საფარველით იფარავდა“. შემდეგ განავრცობს საუბარს უფლის სიტყვებით _ `თუ აქ დავრჩებით ვინღა დაჰხსნას ადამის ხელწერილი? ვინ გადაიხდის მის ვალს? ვინ დაუბრუნებს მას დიდების შესამოსელს? თუ აქ დავრჩებით როგორღა განხორციელდება შენთვის აღთქმული? როგორ დაფუძნდება ეკლესია? როგორ მიიღებ შენ თვითონ ზეციური სასუფევლის კლიტეებს? ვის შეჰკრავ და განხსნი? თუ აქ დავრჩებით, ყველაფერი წინასწარმეტყველთა თქმული გაუქმდება.~
მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო წერს: `რისთვის მიდიან ზეცის მკვიდრნი? აქ, ამ მთაზე ხომ ასე კარგია! ნუ წავლენ სამ კარავში თქვენ კარგად მოთავსდებით (საკუთარი თავისა და სხვა მოციქულების შესახებ პეტრე დაიდუმებს) აქ უხიფათოც იქნება ყოფნა და ღვთაებრივადსასიამოვნოც! რამეთუ, როგორც მახარებელი შენიშნავს, პეტრემ არ იცოდა, რას ამბობდა.
მან ჯერ არ იცოდა, რომ ფერცვალებული უფლის გვერდით მუდმივი ყოფნისათვის აუცილებელი იყო მისი მკედრეთით აღდგომის შეცნობა და შემდგომ ნებაყოფლობითი მონაწილეობა მის ტანჯვაში, სატანჯველთა მიღება, „თანა-ხატ-ყოფა“ მისი სიკვდილისადმი (ფილიპ. 3,10).
როცა მოციქული პეტრე სამი ტალავრის - კარვის დადგმას სთავაზობდა უფალ იესოს აქ, თაბორის მთაზე, უფალმა ანაზდად შექმნა ხელთუქმნელი კარავი: საკვირველი, ნათლით მოსილი ღრუბელი დაადგრა მათ თავს, ისეთი, რომელიც ცხადად მიუთითებდა მამა-ღმერთის იქ მყოფობაზე. ძველ აღდქმაში საკვირველი ღრუბელი სიმბოლო ანუ ნიში იყო ხოლმე ღვთაების განსაკუთრებული მუნმყოფობისა; კერძოდ, მუქი ღრუბელი მიანიშნებდა ღმერთის რისხვაზე ადამიანთა უკეთურებისათვის (გამოსვლათა 24,18; 19,18); ხოლო ნათელი ღრუბელი მოწყალე ღმერთის მუნმყოფობას მოასწავებდა. ამგვარი ღრუბლით (შეჰინად წოდებულით) „აღივსო ტაძარი იგი უფლისაი. და ვერ დგეს მღვდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი“ (III მეფეთა 8,10-11; შდრ. იეზეკ. 1,4; 10,4). ეს ნათელი ღრუბელი, ალბათ, თანდათანობით ეშვებოდა და მოიცავდა მათ: „და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას“. ~
წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: ` ვინაÁთგან პირველ ამისა ასმიოდა, ვითარმედ ჯერ-არს აღსლვაÁ იერუსალÀმდ და ვნებაÁ უფლისაÁ მღდელმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა ერისათა, აქუნდა შიში იგი გულსავე თÂსსა, დაღათაცუ შეჰრისხნა მას უფალმან და მრავლით კერძო უჩუენა სარგებელი დიდებულისა მის განგებისაÁ, არამედ იგი მწუხარევე იყო და შეძრწუნებულ ვნებისათÂს უფლისა. ამისთÂს იხილა რაÁ მთასა მას ზედა ესევითარი დიდებაÁ, ენება, რაÁთამცა ყოვლადვე მუნ იყვნეს და არამცა წარვიდეს იერუსალÀმდ. ხოლო დაღათაცუ ცხადად ვერღარა იკადრებდა თქუმად, თუ: ნუ აღვალთ იერუსალÀმდ, არამედ რეცა სხÂთა მიზეზითა ეტყÂს ამას ესევითარითა გულისსიტყÂთა, რაÁთამცა მარადის მუნ იყვნეს და არღარამცა აქუნდა შიში მღდელმოძღუართაგან, ანუ ფარისეველთა, არცა იჭÂ მოკლვისა მისისაÁ. ამისთÂს თქუა: `კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაÁ~, რამეთუ იხილა მოსე, რომელი ნისლსა შევიდა და ღმრთისა მიმართ ზრახვიდა; და ელია, რომელმან ცეცხლი გარდამოიყვანა ზეცით მთასა მას ზედა და უშჯულონი იგი დაწუა, და ენება, რაÁთამცა მარადის მუნ იყვნეს მათ თანა და არავისგან აქუნდა შიში.
იხილეა მÃურვალებაÁ სიყუარულისა მისისაÁ ქრისტეს მიმართ? რამეთუ ნუ ამას გამოეძიებ, თუ რად იტყოდა უÃმარსა სიტყუასა; რამეთუ არღა მოეღო მაღალი იგი გულისÃმისყოფაÁ. არამედ ესე იხილე, თუ რაოდენ ეტყინებოდა მის შორის ცეცხლი ქრისტეს სიყუარულისაÁ; რამეთუ არა თუ თÂსისა სიკუდილისაგან ეშინოდა და ამისთÂს ესრეთ იტყოდა, ნუ იყოფინ! და იხილე, ოდეს თÂსისა თავისათÂს მოვიდა სიტყუაÁ, რაÁ-იგი ჰრქუა უფალსა: `სული ჩემი შენთÂს დავდვა. დაღათაცუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უარ-გყო შენ~.
და სიტყუაÁ თÂსი საქმით დაამტკიცა. რამეთუ მო-რაÁ-ვიდეს ერნი იგი მახÂლითა და წათებითა შეპყრობად იესუსა, არცა შეშინდა, არცა ივლტოდა, არამედ ახოვნად განეწყო ბრძოლად ესოდენისა მიმართ ერისა, და მახÂლი იÃადა და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ თÂსისა თავისათÂს აქუნდა შიში, არამედ შეიწუებოდა გული მისი მოძღურისა მისთÂს სახიერისა. ამისთÂს იტყოდა: `გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაÁსა?~
რასა იტყÂ, Ä პეტრე? არა უპირატეს მცირეთა დღეთა განჰყავი იგი მონათაგან და აღიარე და სთქუ: `შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაÁ?~ ვითარ უკუე აწ კუალად მონათა თანა აღჰრაცხავ მას და ეტყÂ: `ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაÁსა?~
ჰხედავთა, ვითარ პირველ ჯუარცუმისა ქრისტესა უძლურ იყვნეს და ვერ მიწთომილ სრულსა გულისÃმისყოფასა? რამეთუ დაღაცათუ გამოუცხადა მას მამამან, გარნა ვერ უძლო მან სრულიად დამარხვად გულსა თÂსსა გამოცხადებაÁ იგი, არამედ შიშისაგან და ზარისა შეძრწუნდა, არა პირველთქუმულისა ხოლო მიზეზისათÂს, არამედ საკÂრველებისაგანცა ხილვისა მის დიდებულისა.
ამისთÂს მახარებელნი გამოაჩინებენ, ვითარმედ ზარისა მისგან და საკÂრველებისა შეძრწუნდა გონებაÁ მისი, ვითარცა იტყÂს მარკოზ, ვითარმედ: `არა იცოდა, რაÁმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს~; და ლუკა იტყÂს, ვითარმედ: `პეტრე და მისთანანი დამძიებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაÁ-იღÂძეს, იხილეს დიდებაÁ მისი და ორნი იგი კაცნი მის თანა მდგომარენი. და ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაÁ, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ... რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა~.
ხოლო დამძიმებად ძილითა ფრიადსა მას შიშისაგან და ზარისა დასულებასა მათსა მოასწავებს. რამეთუ ვითარცა თუალნი დამძიმდებიან და დაბნელდებიან, უკუეთუ მყოარ ჟამ შეადგინეს ვინ მცხინვარებასა მზისასა, ეგრეთვე, და ფრიად უმეტესად, მაშინ შეემთხÂა მათ, რამეთუ ბრწყინვალებაÁ იგი დაჰფარვიდა ნათელსა მზისასა და დაუმძიმებდა უძლურებასა თუალთა მათთასა. არა თუ ღამით იყო ხილვაÁ იგი, არამედ დღისი, და ელვარებამან მან დაფარა ბრწყინვალებაÁ მზისაÁ; ვითარმცა უკუე იტÂრთეს იგი Ãორციელთა მათ თუალთა?~


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ზვარე   ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი   Jul 4 2008, 02:19 AM
ზვარე   კომენტარები ალბათ ...   Jul 4 2008, 12:56 PM
ზვარე   http://i064.radikal.ru/0807/fb/feaefb24998b.jpg 3...   Jul 4 2008, 01:26 PM
korti   http://i036.radikal.ru/0807/b2/6f542de9055a.jpg   Jul 4 2008, 01:28 PM
ზვარე   4.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 01:29 PM
korti   http://i067.radikal.ru/0807/f1/c99b44da84d8.jpg   Jul 4 2008, 01:31 PM
ზვარე   5.  მათეს სახარება _...   Jul 4 2008, 01:32 PM
korti   http://i073.radikal.ru/0807/2c/435055735caf.jpg   Jul 4 2008, 01:33 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:34 PM
korti   http://i082.radikal.ru/0807/a8/9c885f2d73c8.jpg   Jul 4 2008, 01:36 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:37 PM
ზვარე   8.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 02:46 PM
ზვარე   ფერისცვალება იესუ ...   Aug 18 2008, 07:32 PM
tamuna m   მთავარეპისკოპოსი ...   Aug 18 2008, 07:55 PM
paraziti   ყველას ყველას გილო...   Aug 19 2008, 03:00 PM
ლალი   აქაც გილოცავთ ყველ...   Aug 19 2008, 03:34 PM
zviadauri   ეწეოდეს სრულიად სა...   Aug 19 2008, 03:43 PM
marine   +   Jan 20 2018, 09:14 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2024 - 11:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი