IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 02:19 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



მოდით ვისაუბროთ მაცხოვრის ფერისცვალების შესახებ.
ზაფხულია, ფორუმელების აქტივობა მაღალია, ფერისცვალების დღესასწაულამდე ბევრი წაიკითხავს და გაეცნობა თემას.



ფერისცვალება იესუ ქრისტესი
(6 აგვისტო / 19 აგვისტო)


ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 01:32 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



5.
 მათეს სახარება _ და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ.
 მარკოზის სახარება _ და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.
 ლუკას სახარება _ და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში ამბობს: `შენ, პეტრე, ხელით შექმნილი კარვის დადგმა გსურს, მამაჩემმა კი სხვაგვარი კარავი შემომარტყა ღრუბლისა და გიჩვენათ, რომ ისევე როგორც თვითონ, მისი ძეც ადამიანებს ღრუბლით გამოეცხადებოდა. ღრუბელი აქ ნათელია და არა ბნელი, როგორც ეს ძველად იყო, რადგან ქრისტეს ჩვენი შეშინება კი არა, არამედ განსწავლა უნდოდა. ხმა ღრუბლებიდან იმიტომ ისმის, რომ გვიჩვენოს, იესო ღვთისგანაა მოვლენილი. სიტყვები: `რომელი მე სათნო ვიყავ~, ნათქვამია ნაცვლად სიტყვებისა: `რომელშიც მე განვისვენებ და რომელიც მნებავს~. ხოლო სიტყვებით: `მაგისი ისმინეთ~, გვასწავლის, რომ წინ არ უნდა აღვუდგეთ მას, თუნდაც ჯვარცმა სურდეს.~ ლუკას სახარების კომენტირებისას კი დასძენს: `როგორადაც ძველ აღთქმაში (საკვირველი) ღრუბელი თავის თავში ღმერთს შეიცავდა, და მოსეც მასში შედიოდა და ამგვარად მიიღებდა საღმრთო სჯულს, ასევე ახლაც ღრუბელმა ქრისტე მოიცვა, და ბნელმა კი არა, ნათლით მოსილმა ღრუბელმა, რამეთუ განქარვებულიყო სჯულის ჩრდილი და უცნობლობის წყვდიადი; რამეთუ ჭეშმარიტება მოსულიყო ქვეყნად და უფლის მადლი გაბრწყინებულიყო, და ამიტომ ახლაც არაფერია ბნელი“.
წმ. ეფრემ ასური წერს: `ამ ხმით შთააგონა მათ მამაღმერთმა, რომ მოსეს სჯულმდებლობა დასრულდა, და რომ ძეს უნდა უსმინონ. რადგან მოსე, როგორც მონა (უფლისა _ ზ. გ.), ამბობდა იმას, რა სჯულიც მიეცემოდა და ქადაგებდა იმას, რაც მისთვის თქმული იყო, ისევე როგორც ყველა წინასწარმეტყველი, ვიდრე მოვიდოდა იგი, რომელიც აღთქმული იყო, ესე იგი იესო, რომელიც არის ძე და არა დაახლოებული მსახური. უფალი და არა მონა, მბრძანებელი და არა დაქვემდებარებული, სჯულმდებელი და არა სჯულს ქვეშ მყოფი.~
წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: ,,ხოლო სიტყÂსა მის მიმართ პეტრესა არარაÁ მიუგო უფალმან, არცა მოსე, ანუ ელია, არამედ მამამან ზეგარდმო Ãმა სცა ღრუბლით გამო. რაÁსათÂს ღრუბლის გამო? რამეთუ ესრეთ განუწესებიეს მარადის ღმერთსა ხილვაÁ მისი, ვითარცა იტყÂს წინაÁსწარმეტყუელი, ვითარმედ: `ღრუბელი და ნისლი გარემო მისა~, და `მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა~. და ამაღლებისათÂს უფლისა იტყÂს ლუკა მახარებელი წიგნსა მას მოციქულთასა, ვითარმედ: `ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა~. ხოლო რაÁთა გულსავსე იქმნენ, ვითარმედ ღმრთისა მიერ არს ÃმაÁ იგი, ამისთÂს წერილისაებრ ღრუბელი ნათლისაÁ მოჰფინა.
მთასა მას ზედა სინასა ეჩუენა რაÁ ღმერთი მოსეს, და უნდა რაÁთა შიში დასდვას უგულისÃმოთა მათ და გულფიცხელთა ჰურიათა, ღრუბელი ბნელისაÁ გამოძჩინა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: `შევიდა მოსე ნისლსა მას და ღრუბელსა, და ვითარცა კუამლი საÃუმილისაÁ აღვიდოდა ნისლი იგი და ღრუბელი, და ქუხილი იყო და ელვაÁ და ÃმაÁ სასტიკებისაÁ~. და კუალად წინაÁსწარმეტყუელი იტყÂÁს რისხვისა მისისათÂს, ვითარმედ: `ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა~. ხოლო აქა ვინაÁთგან არა შეშინებაÁ ენება, არამედ სწავლად მოციქულთა და უწყებად ჭეშმარიტებისა, ამისთÂს ღრუბელი ნათლისაÁ ჰფარვიდა. და ძუელსა მას შინა ნისლი იყო და არმური, ხოლო აქა _ ნათელი თუალთშეუდგამი და ÃმაÁ სიხარულისაÁ.
პეტრე იტყოდა, ვითარმედ: `ვქმნეთ სამ ტალავარ~, ხოლო ღმერთმან ღრუბელი ნათლისა, ტალავარი Ãელითუქმნელი მოჰფინა, და ძე იგი საყუარელი წამა: `ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ.~
ხოლო ÃმაÁ ესე რაÁ ისმა, რაÁთა არა საგონებელ იქმნას, ნუუკუე სხÂსა ვისმე მათგანისა იყო ÃმაÁ იგი, არამედ ცნან მოწაფეთა, ვითარმედ ქრისტესთÂს არს, ამისთÂს მოწევნასა მას Ãმისასა მოსე და ელია უჩინო იქმნეს და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მÃოლოÁ იხილვა, და ÃმაÁ იგი ღაღადებდა: `ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ.~ ვინაÁთგან პირველცა გამოუცხადა პეტრეს უხილავად მამამან ძე იგი საყუარელი და თანაარსი, ხოლო მას ვითარმცა მიჰვიწყებოდა გამოცხადებაÁ იგი, ამისთÂს შეშინებულ იყო ვნებისა მისისათÂს და ჰგონებდა, თუ უნებელი რაÁმე შეემთხუევის. ამისთÂს აწ განცხადებულად, Ãმითა მაღლითა, ღრუბლით გამო ნათლისაÁთ, გამოუცხადა სამთავე, თავთა მათ მოციქულთასა, და წამა მამამან ძე იგი თანადაუსაბამოÁ და თანაარსი: `ესე არს ძე ჩემი საყუარელი~.
ისმინე, Ä პეტრე, ÃმაÁ ესე, და ნუღარა შეშინებულ ხარ. რამეთუ ჯერ-იყო შენდა პირველ ამის Ãმისაცა გულსავსეობაÁ ძალისა მისისათÂს, და უწყებაÁ, ვიტარმედ, რომელმან-იგი მრავალნი მკუდარნი აღადგინნა, Ãელეწიფების თÂსისაცა ტაძრისა ÃორცთაÁსა აღდგინებად. ხოლო ვინაÁთგან ჯერეთ უმეცარ ხარ საიდუმლოÁსა მის, ისმინე ÃმაÁ მამისაÁ და უშიშ იყავ. რამეთუ, აჰა, ესერა, გაუწყა, ვითარმედ `ესე არს ძე მისი საყუარელი~. ვინაÁთგან უკუე ღმერთი ძლიერ არს და უძლეველ, ეგრეთვე ძე მისი თანაარსი ძლიერ არს და უძლეველ, და ვერ Ãელ-ეწიფების სიკუდილსა უფლებად მის ზედა, არცა სავნებელ არს მისდა ვნებაÁ იგი ჯუარისაÁ. რამეთუ უკუეთუმცა სავნებელ იყო, არამცა მისცა მამამან ძე იგი საყუარელი და თანასწორი, რომელი მან სათნო-იყო.
რაÁ არს ესე: `რომელი მე სათნო-ვიყავ?~ ესე იგი არს, რომელსა ზედა განსუენებულ ვარ, რომელი ყოვლითურთ სწორ არს ჩემ თანა, და ერთ არს ნებაÁ და განზრახვაÁ მისი ჩემ თანა. რამეთუ ჭეშმარიტად ჰგიეს იგი ძედ ყოვლითურთ და ერთ არს მამისა თანა განუყოფელად.
`ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ~. უკუეთუ ჯუარცუმაÁ ენებოს, ნუ წინააღუდგენით; უკუეთუ თქუენ გამცნოს სიკუდილისა და ტანჯვისა თავს-დებად სოფელსა შინა, ნუ შეორგულდებით; უკუეთუ ახალი წესი და მცნებაÁ განაგოს ყოველსავე ზედა, მაგისი ისმინეთ. არა არს ნებაÁ მისი ჩემგან განყოფილ, არამედ ერთ არს ჩემ თანა შეუცვალებელად. ამისთÂსცა ყოველი სიტყუაÁ მისი, ვითარცა ჩემი, ისმინეთ.~
მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო: `როცა მოციქული პეტრე სამი ტალავრის - კარვის დადგმას სთავაზობდა უფალ იესოს აქ, თაბორის მთაზე, უფალმა ანაზდად შექმნა ხელთუქმნელი კარავი: საკვირველი, ნათლით მოსილი ღრუბელი დაადგრა მათ თავს, ისეთი, რომელიც ცხადად მიუთითებდა მამა-ღმერთის იქ მყოფობაზე. ძველ აღდქმაში საკვირველი ღრუბელი სიმბოლო ანუ ნიში იყო ხოლმე ღვთაების განსაკუთრებული მუნმყოფობისა; კერძოდ, მუქი ღრუბელი მიანიშნებდა ღმერთის რისხვაზე ადამიანთა უკეთურებისათვის (გამოსვლათა 24,18; 19,18); ხოლო ნათელი ღრუბელი მოწყალე ღმერთის მუნმყოფობას მოასწავებდა. ამგვარი ღრუბლით (შეჰინად წოდებულით) „აღივსო ტაძარი იგი უფლისაი. და ვერ დგეს მღვდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი“ (III მეფეთა 8,10-11; შდრ. იეზეკ. 1,4; 10,4). ეს ნათელი ღრუბელი, ალბათ, თანდათანობით ეშვებოდა და მოიცავდა მათ: „და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას“. როგორადაც ძველ აღთქმაში ღრუბლიდან ღმერთის ხმა ისმოდა, ასვვე ახლაც აქ, ფერისცვალების მთაზე გაისმა ხმა, რომელიც იტყოდა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი“. ეს ხმა, წარმოთქმული ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველის თანდასწრებით, მოწმობდა იესო ქრისტეს უმაგალითო დიდებაზე. არც მოსე და არც ელია არ წოდებულან ძეებად, არამედ მხოლოდ მსახურებად. ღმერთის ჭეშმარიტი მხოლოდშობილი ძე არის ოდენ იესო ქრისტე, უფალი და მაცხოვარი ჩვენი. ამრიგად, თავად ზეციური მამა-ღმერთი მოწმობდა იესო ქრისტეს შესახებ: ესე არს ძე ჩემი საყვარელიო. უფლის ყოვლადდიდებული ფერიცვალების თვითმხილველი მოწმე მოციქული პეტრე წერს: „რამეთუ მოიღო (უფალმა იესო ქრისტემ) ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაი, ხმაი, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შვენიერებისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. და ესე ხმაი ჩვენ გვესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაი ვიყვენით მთასა მას წმიდასა“ (I პეტრე 1,17-18).
„ამისი ისმინეთ!“ - იესო ქრისტეს მოვლინებამდე ადამიანთა ზნეობრივი ცხოვრების წინამძღვარნი სჯული და წინასწარმეტყველნი იყვნენ. ახლა თავად ღმერთმა დაამოწმა მოსესა და ელიას - სჯულისა და წინასწარმეტყველთა წარმომადგენლების თანდასწრებით, რომ ამქვეყნად განხორციელებული, განკაცებული ძე ღმრთისა გამოცხადდა, რომლისაც ყველამ, ვისაც კი საუკუნო ცხოვნების მოპოვება სურს, უნდა ისმინოს.
„ამისი ისმინეთ“ - იგი განგიცხადებთ თქვენ მოსეს სჯულისა და წინასწარ-მეტყველთა ჭეშმარიტ მნიშვნელობას: იგი გამცნებთ თქვენ ახალ სრულყოფილ მოძღვრებას, რომლის აღსრულებითაც თქვენ საუკუნო ცხოვნებას მოიპოვებთ. მოსე ამბობს: „წინასწარმეტყველი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაი, ვითარცა-ესე მე მისი. იხმინეთ მსგავსად ყოვლისა მის“ (II სჯული 18,15). მისი ისმინეთ განსაკუთრებით ახლა, როცა იგი იერუსალიმში თავისი ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის შესახებ ლაპარაკობს იმიტომ, რომ სწრრედ ამით აღსრულდება კაცთა მოდგმის ხსნა. ~


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ზვარე   ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი   Jul 4 2008, 02:19 AM
ზვარე   კომენტარები ალბათ ...   Jul 4 2008, 12:56 PM
ზვარე   http://i064.radikal.ru/0807/fb/feaefb24998b.jpg 3...   Jul 4 2008, 01:26 PM
korti   http://i036.radikal.ru/0807/b2/6f542de9055a.jpg   Jul 4 2008, 01:28 PM
ზვარე   4.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 01:29 PM
korti   http://i067.radikal.ru/0807/f1/c99b44da84d8.jpg   Jul 4 2008, 01:31 PM
ზვარე   5.  მათეს სახარება _...   Jul 4 2008, 01:32 PM
korti   http://i073.radikal.ru/0807/2c/435055735caf.jpg   Jul 4 2008, 01:33 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:34 PM
korti   http://i082.radikal.ru/0807/a8/9c885f2d73c8.jpg   Jul 4 2008, 01:36 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:37 PM
ზვარე   8.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 02:46 PM
ზვარე   ფერისცვალება იესუ ...   Aug 18 2008, 07:32 PM
tamuna m   მთავარეპისკოპოსი ...   Aug 18 2008, 07:55 PM
paraziti   ყველას ყველას გილო...   Aug 19 2008, 03:00 PM
ლალი   აქაც გილოცავთ ყველ...   Aug 19 2008, 03:34 PM
zviadauri   ეწეოდეს სრულიად სა...   Aug 19 2008, 03:43 PM
marine   +   Jan 20 2018, 09:14 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 05:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი