IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 02:19 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



მოდით ვისაუბროთ მაცხოვრის ფერისცვალების შესახებ.
ზაფხულია, ფორუმელების აქტივობა მაღალია, ფერისცვალების დღესასწაულამდე ბევრი წაიკითხავს და გაეცნობა თემას.



ფერისცვალება იესუ ქრისტესი
(6 აგვისტო / 19 აგვისტო)


ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 02:46 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936




8.
 მათეს სახარება _ და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ.
 მარკოზის სახარება _ და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.~
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `მწიგნობარნი ხალხს ატყუებდნენ და იესოზე ეუბნებოდნენ ეს არ არისო ქრისტე, რადგან ეგ რომ ქრისტე იყოს, მაშინ ჯერ ელია უნდა მოსულიყოო. ისინი ერთმანეთისაგან ვერ არჩევდნენ ქრისტეს ორ მოსვლას, რომელთაგან პირველის წინამორბედი იოანე იყო, ხოლო მეორესი ელია. ამას თვითონ ქრისტე განუმარტავს მოწაფეებს.
`ელია მოვიდეს პირველად~ _ ამ სიტყვებით იესო ამბობს, რომ იგი ჯერ არ მოსულა, მაგრამ მოვა როგორც წინამორბედი მეორედ მოსვლისა და ყველა ებრაელს, ვინც მას მოუსმენს, ვითარცა მემკვიდრეობით მიღებულ მამულში, სარწმუნოებაში დაამკვიდრებს, რომელსაც ისინი დიდი ხნის წინათ მოაკლდნენ. ხოლო როცა ამბობს: `ელია აწვე მოვიდა~ წინამორბედ იოანეზე მიანიშნებს. მათ იოანეს, რაც სურდათ, ის უყვეს, სახელდობრ იგი ჰეროდეს მოაკვლევინეს, მაშინ როცა შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ მას. ამრიგად, იოანე თვითონ მოკლეს. მოწაფენი დაუფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ უფალმა ელია თვითონვე უწოდა, რადგანაც, როგორც იოანე იყო წინამორბედი პირველად მოსვლისა, ასევე იქნება ელია, მისი მეორედ მოსვლის წინამორბედი.~ ხოლო მარკოზის სახარების განმარტებაში დასძენს _ `იუდეველთა შორის დადიოდა ხმა, რომ ქრისტეს მოსვლის წინ მოვიდოდა ელია. თუმცა, ფარისევლები ისე არ განმარტავდნენ, როგორც საჭირო იყო, ელიას შესახებ დაწერილს, არამედ ბოროტი განზრახვით ამახინჯებდნენ (წერილის აზრს), მალავდნენ რა ჭეშმარიტებას. რამეთუ ქრისტეს მოსვლა ორია: ერთი _ პირველი (რომელიც უკვე იყო), ხოლო მეორე ჯერ კიდევ წინაა. პირველის წინამორბედი იყო იოანე, მეორეს წინამორბედი კი იქნება ელია. მაგრამ ქრისტე ელიას უწოდებს იოანეს, როგორც მახარებელს, მოშურნესა და მეუდაბნოეს. ამრიგად, უფალი უარყოფს ფარისეველთა შეხედულებას, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქრისტეს პირველი მოსვლის წინამორბედი ელია უნდა ყოფილიყო. როგორ უარყოფს? იგი ამბობს: `ელია მოვიდეს და კვალად ააგოს ყოველნი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათვის, რაითა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს~ ეს ნიშნავს აი რას: როდესაც მოვა ელია თეზბიტელი, იგი დააოკებს ურჩ იუდეველებს, მოაქცევს მათ რწმენაზე და, ამრიგად, ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედი გახდება, მაგრამ თუ თეზბიტელი, რომელმაც უნდა აღადგინოს ყოველივე, პირველი მოსვლის წინამორბედი იყო, მაშინ როგორღაა დაწერილი, რომ ძე კაცისა უნდა იტანჯოს? ამრიგად, ორიდან ერთია: ან ელია არ უნდა იყოს პირველი მოსვლის წინამორბედი, თუკი წერილი ჭეშმარიტებას ღაღადებს, რომ ქრისტე უნდა იტანჯოს, ანდა ფარისეველთა სიტყვებს უნდა დავუჯეროთ, რომ პირველი მოსვლის წინამორბედი თეზბიტელია და მაშინ აღარ იქნება ჭეშმარიტება წერილში, რომელიც ღაღადებს, რომ ქრისტე დაიტანჯება. რამეთუ ელიამ უნდა აღადგინოს ყოველივე, და მაშინ აღარ იქნება არც ერთი ურწმუნო ებრაელი, არამედ ყველა ირწმუნებს ქადაგებას, ვინც კი მას ელიასაგან გაიგონებს. უკუაგდებს რა, ამრიგად, ფარისეველთა დამახინჯებულ შეხედულებას, უფალი ამბობს, რომ `ელია (ანუ იოანე) მოვიდა და უყვეს მას რაოდენი უნდა~, რამდენადაც არ დაუჯერეს მას და მან მიიღო აღსასრული თავის მოკვეთით, გახდა რა გართობის მსხვერპლი (ჰეროდესი).~



--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ზვარე   ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი   Jul 4 2008, 02:19 AM
ზვარე   კომენტარები ალბათ ...   Jul 4 2008, 12:56 PM
ზვარე   http://i064.radikal.ru/0807/fb/feaefb24998b.jpg 3...   Jul 4 2008, 01:26 PM
korti   http://i036.radikal.ru/0807/b2/6f542de9055a.jpg   Jul 4 2008, 01:28 PM
ზვარე   4.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 01:29 PM
korti   http://i067.radikal.ru/0807/f1/c99b44da84d8.jpg   Jul 4 2008, 01:31 PM
ზვარე   5.  მათეს სახარება _...   Jul 4 2008, 01:32 PM
korti   http://i073.radikal.ru/0807/2c/435055735caf.jpg   Jul 4 2008, 01:33 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:34 PM
korti   http://i082.radikal.ru/0807/a8/9c885f2d73c8.jpg   Jul 4 2008, 01:36 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:37 PM
ზვარე   8.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 02:46 PM
ზვარე   ფერისცვალება იესუ ...   Aug 18 2008, 07:32 PM
tamuna m   მთავარეპისკოპოსი ...   Aug 18 2008, 07:55 PM
paraziti   ყველას ყველას გილო...   Aug 19 2008, 03:00 PM
ლალი   აქაც გილოცავთ ყველ...   Aug 19 2008, 03:34 PM
zviadauri   ეწეოდეს სრულიად სა...   Aug 19 2008, 03:43 PM
marine   +   Jan 20 2018, 09:14 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 01:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი