![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
nini1 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
აქ დავწეროთ ბავშვებისთვის
![]() ![]() ლექსები , მოთხრობები , ზღაპრები და ა.შ .... ![]() წვიმის კონცერტი ბაყაყების დიდ გუბეში, წვიმა აწყობს კონცერტს, კარგად იცის რა დაუკრას სულ არ უცქერს ნოტებს. მაგრამ მაყურებლებს შორის, გაიჟღერა პრეტენზიამ: -როცა უკრავს ვიწუწებით, ეს როგორი კონცერტია?! ნატვრა ახლა იცით რას ვნატრობ? ბებოს რომ ვერ გაეგო და კრუხისთვის საჩეკად ქინდერები დამედო. წიწილების მაგივრად მექნებოდა რამდენი, სათამაშო დათვი და სათამაშო აქლემი. ნინო ქადაგიძე რვაფეხა ოთხი ცალი შარვალი და რვა ბოტასი აცვია. მაინც მარდად მიაბიჯებს, არ აკლია გრაცია. კიბორჩხალა უყურებს და მოთმინება ელევა: - უკან-უკან რომ წავიდეს, ფეხი არ აერევა? მელა და კომპიუტერი თურმე, კომპიუტერი უყიდია მელიას. უამისოდ, ტყეშიც კი დღეს ცხოვრება ძნელია. დადგა თავის სოროში, ინტერნეტიც ჩართო და ახლა დაღამებამდე არ აკლია გართობა. “ჩეთში” ესაუბრება ლამაზ-ლამაზ ვარიკებს, ზოგს სიყვარულს უხსნის და ზოგსაც ჭკუას არიგებს. გადმოწერა თამაში “სუპერმელა ნადირობს” – თაგუნიებს მინდორში ბდღვირი უნდა ადინოს. მონიტორის ცქერაში სულ დაკარგა გონია, “მაუსს” ისე დაჰყურებს, მინდვრის თაგვი ჰგონია. პირზე ნერწყვი მოადგა, ცოტაც კიდევ ეწამა, ბოლო-ბოლო „მაუსი“ მართლა შემოეჭამა. ვასილ გულეური ექიმი მარიამ წიკლაური კორდზე დახტის ბაჭია, სულ თეთრები აცვია. ექიმია, იცით, ალბათ, აქვს ნემსები, ბინტი, ბამბა. იოდი და წამლის აბი. სამკურნალოდ გაუხმია მწიფე კუნელი და სალბი. შველის სურდოს, წითელას, ანგინას და ხველას. მხიარული რეცეპტებით არჩენს თურმე ყველას. წაგისვამს მზის მალამოს, წყალს მოგართმევს საამოს, ტყის ჰაერის აბებს უხვად ჩაგაყლაპებს. ვირუსებს და ბაცილებს ამგვარად მოგაცილებს, მაგრამ მისი დაჭერა არის ისე ძნელი, ჯობს, რომ ავად არ გახდეთ მთელი ასი წელი! უცნაური მხატვარი უცნაური მხატვარია პაწაწინა საბა, ცხოველების ხატვით ბიჭმა, ხელი გაიწაფა. გაოცებით შესცქერიან, საბას ყველა ნახატს, ვეებერთელა ხორთუმით დაამშვენა კატა. მგელს, ფაფარი მიახატა, ცხენს - კენგურუს ჩანთა, ირმის რქები ლომს დაადგა, ყველა სახტად დარჩა. სახლში აურზაურია, არ იციან რა ქნან... საშლელმა წამოიძახა: -გეყოთ ახლა დავა! დაურბინა ნახატებს და სწრაფად გადაშალა. ნინო ქადაგიძე ![]() -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
![]() ![]() |
nini1 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
გავაგრძელოთ პატარა დიდებისთვის წერა
![]() ![]() ![]() ესეც ჩემი ახალი ლექსი კვარტეტი თუ უღრანი ტყის დიდ დარბაზში, კონცერტს მართავს კვარტეტი, ყვანჩალაა პირველი ხმა, არც მეტი, არც ნაკლები. კაჭკაჭია - მეორე და მესამეა - მელია, დათუნიაც ბანს დასძახის, საქმე გამოლევია. აფიშები გამოაკრეს, ბილეთები გაყიდეს, განათებაც მოაგვარეს - ციმციმები დაკიდეს. უხუცესმა თხუნელამ თქვა : " - მსგავსი არსად მსმენია, ყვანჩალაა პირველი ხმა? აბა, რა სათქმელია?! კვარტეტს "ყვავტეტს" თუ შეარქმევთ, უფრო მისაღებია ! " ნინო ქადაგიძე ესეც ვასილ გულეურის ლექსი ![]() ენატანია ჩიტები როცა რაიმეს ჩავიდენ, ვერ დავუმალავ დედიკოს. მუდამ მიკვირდა, ნეტავი ვინ უნდა გააგებინოს? ჩემმა ძმამ ქილა გატეხა, ვფიცავ, მე არ გამიცია. ენის მიტანა დედასთვის თურმე, ჩიტებმა იციან. გუშინ ვიჩხუბე და დედამ საყვედურებით ამავსო: - ვერ დამიმალავთ ვერაფერს, ჩიტი მომიტანს ამბავსო! მე და ჩემს ტოლებს ფეხბურთში როგორ მოგვიგეს დიდებმა, თურმე დედიკოს ესეც კი შეატყობინეს ჩიტებმა. ზამთარში მათთვის საკვები რამდენჯერ გამიტანია... ნეტავ ვიცოდე, რომელი ჩიტია ენატანია!.. -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი