მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
k@the |
Jun 11 2008, 07:01 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოკლედ,
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ვიჯექი და ვფიქრობდი, კიიდევ რა თემა შეიძლება ამ განყოფილებაში გავხსნა, თან ცოტა სახალისოც რომ იყოს და თან ფორუმელებს მისი წაკითხვისას სახეს ღიმილი უმშვენებდეთთქო. ჰოოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ( - ალბათ უფრო ცოტა, ბევრი ფიქრის დრო სად მაქვს ) და აი, რა მოვიფიქრე : დავწეროთ ჩვენს თავს გადამხდარი უჩვეულო და სახალისო ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან. პ.ს. ამ თემაში სიცილი ოFFტოპიკი არაა პ.პ.ს. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Marabella |
Jul 4 2008, 11:52 PM
პოსტი
#2
|
ႫႠႩႠ ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 |
იოანა
ვააა მართლა ესე ტოვებდნენ ?? უყურე მაგათ... ჰმ... ბერძენს არ დატოვებენ მაგენი არსად... ერთი ამბავი მოვყვე მინდა, თუმცა იფიქრებთ ეს გიჟიაო მარა ნუ რა ეხლა სიმართლე კია მაი და თლა დალაგებული ნამდვილათ არ ვარ, კი კი... ხოდა ერთხელაც მოვდივარ ქუჩაში, აქ აახენში და მოვდივარ რა თქმაა და ლამისაა მოვრბივარ! რათა რო სახლში რადიატორის რეგულატორი უნდა გამოეცვალათ და იმათ უნდა მოვუსწრო, ჩოყლაყები უნდა მომადგნენ რა ხოდა ამ სირბილში რაღაცა სასიამოვნო ამბავი მომაგონდა, ესე ვარ - სულ რაღაცას ვფიქრობ (აკი მოგახსენეთ არ ვარ დალაგებული თქვა ). გამახსენდა ანუ რაღაცა სასაცილო და გვარიანად გამეღიმა ესე მარტო მოარულს და უცებ ორმა გოგომ შემომხედა და ქართულად ამბობენ აბა ნეტა ამას რაღა აცინებსო... მე გავიშლიგინე... და მერე მოვედი აზრზე მეთქი ამათმა ქართულად რა თქვეს ?? აი მართლა მეჩქარებოდა და დღემდე ვნანობ რომ არ მივტრიალდი და ქართულადვე არ ვუთხარი მიხარის და ვიცინი თქო.... ასე იყო ეს -თ ეს კი მე და k@the-ს შეგვემთხვა... ) ერთ-შაბათს კიოლნში ვართ და გავიარეთ მაღაზიებში... რაღაცა უმაგრესი ჩანთების მაღაზიას ჰქონდა ფასდაკლება და ნუ შევედით თვალისთვის წყლის დასალევინებლად და ძალიან კარგი გოგო იყო გამყიდველი (გერმანელი!). ამ ნამეტან თვალიერებაში რომ გვნახა შეგვეკითხა სადაურები ხართო. ვუპასუხეთ... უი ბევრი მეგობარი მყავს ქართველიო. და მერე გვეუბნება გამარჯობათ-ო ქართულად... გავშტერდით... მარა გაშტერება დაიცა ჯერ სად ვიყავით. ნუ ვერაფერი ვნახეთ ხეირიანი და გამოვედით, მაგრამ გარედან ვიტრინაში რომ შევხედე ბოლოს კიდევ ერთხელ რაღაცა ჩანთა მომეწონა, დავუძახე ქეთის და იმასაც მოეწონა. ისევ შევბრუნდით და ნუ როგორღაც იყო ეს ჩანთა ჩამოვახსნევინეთ ამ ვიტრინიდან და ასე რომ გადავიხადე გვეუბნება ”დიდი მადლობა” და მერე ” აბა ჰეე”... მე და ქეთი გაშტერებულები და ნასიამოვნები გამოვედით. ასე იყო ესეც, არა ქეთი ?! -------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 09:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი