ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
ნათია |
Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42 ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58 ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა. ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ. ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47 ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები. ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74 ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ. ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39 ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jul 5 2008, 06:33 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#38
ნანი ლომიძე, 71 წლის. ხაშური. აგარის #36 50 წლის წინ შეძენილი ელექტრობა დაძველდა და გაფუჭდა. ჩემი პენსიით ახალს ვერ ვყიდულობ, ჩემი ნატვრაა პულტიანი ტელევიზორი, თუნდაც პატარა. ვილოცებ თქვენთვის. დიდი მადლობა ათული დვალიშვილი, 13 წლის. Qქუთაისი. თამარ მეფის #46. ტელ: 4 36 71 ვარ ლეიკოზით დაავადებული, მშობლებს საშუალება არ აქვთ, რომ კომპიუტერი მიყიდონ. გთხოვთ, ამიხდინოთ ნატვრა. ეეთერ ინანეიშვილი, 24 წლის. ქუთაისი. ნიკეას 12/13 ტელ: 893 40 34 09 გავთხოვდი მშობლების ნების წინააღმდეგ, მეუღლე დევნილია აფხაზეთიდან ვცხოვრობთ საბავშო ბაღის შენობაში, გვყავს ორი ვაჟი , ჩემი ნატვრაა მქონდეს სარეცხი მანქანა ან მაცივარი. ფარავდეს ღმერთი სრულიად საქართველოს. როინ ჩაკვეტეძე, 46 წლის. Mმარტვილი სოფ. Nნაგვაზა. ტელ: 855 43 59 50 გამარჯობათ, 2 წელია საწოლს ვარ მიჯაჭვული უმძიმესი ავადმყოფი (ხარხემალგადამტვრეული) ბოლოს ნუგეშად თვალის ჩინი შემრჩა რათა ვუყურო შვილებს, ახლობლებს. ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი და DVD. რათა ოდნავ მაინც გავიხალისო ტანჯული ცხოვრება. გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი თხოვნა და დამეხმაროთ. წინასწარ გიხდით მადლობას. ლენა გულუა, 80 წლის. Mმარტვილის რაიონი, სოფელი ლეხაინდრაო. ვარ უსინათლო, პირველი ჯგუფის ინვალიდი. უმორჩილესად გთხოვთ ამისრულეთ ნატვრა და მაჩუქოთ მაცივარი. გფარავდეთ ღმერთი. ნანა ქვრივიშვილი, 39 წლის. თბილისის, Fფეიქრების #14 ტელ: 65 07 59 მინდა მქონდეს კომპიუტერი. ბავშვობიდან მაწუხებს ხერხემალი, პენსია არ დამინიშნეს, არ გეკუთვნისო, არადა არსებობა და ცხოვრება ხომ მინდა. იმედი მაქვს მაღალი ღმერთი არ გამწირავს და ვინმე დამეხმარება. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი