სულიერება და სწავლა, . |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულიერება და სწავლა, . |
Iona |
Feb 23 2007, 06:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
რატომ არ ასწავლიან სახარებას სკოლებში?
ერთი შეხედვით ქრისტიანული სახესმწიფოა საქართველო, კომუნიზმიც კაი ხანია წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ამაზე არვინ არ საუბრობს. ვფიქრობ ყველა სკოლაში უნდა იყოს აჩევითი კურსი (საგანი) სადაც მსურველები შეისწავლიან სახარებასა და ქრისტიანული რელიგიას, [u]კომპეტენტური პიროვნებებიდან. რა აზრისა ხართ? -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
Giorgi_Roganeli |
Jul 5 2008, 10:56 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 1-July 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,239 |
მე ვფიქრობ, სახარებისა და ზოგადად მართლმადიდებლური ლიტერატურის სწავლება მოზარდებისთვის აუცილებელია სკოლის ასაკიდანვე. მაგრამ მეორე საკითხია ის, თუ სად უნდა ხდებოდეს ეს: ოჯახში, სკოლაში, ეკლესიაში... კიდეც არსებობს საკვირაო სკოლების პრაქტიკაც. ყველა მათგანი მისაღებია, მაგრამ ეს არ უნდა შეურაცხყოფდეს სხვა აღმსარებლობის მოზარდების რელიგიურ გრძნობებს. თუკი მოზარდი თაობისთვის სახარების სწავლება საჯარო სკოლებში გაკვეთილის სახეს მიიღებს, ვფიქრობ, შესასწავლი მასალა და სწავლების მეთოდები უნდა შეთანხმდეს სხვა აღმსარებლობის მოსწავლეთა მშობლებთან. შეთანხმების შემთხვევაში კი სკოლაში მოძღვრის "შესვლაც" აღარ იქნება სადავო საკითხი.
P.S. სხვა აღმსარებლობის ბავშვები კი უკეთესად გაერკვევიან სახარებაში და აღარ ექნებათ ზედაპირული წარმოდგენა მართლმადიდებლობის შესახებ. -------------------- "...დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი..." 89-ე ფსალმუნი
"მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი" (იოანე 9:30) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი