IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა თეკლას დედათა მონასტერი
ზებედე
პოსტი Jan 6 2007, 07:18 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



გადაიწერეთ ვიდეო აქედან


წმ. თეკლას დედათა მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 35 კმ. მოშორებით-ბევრეთში, მონასტრის წინამძღვარი გახლავთ დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Jan 11 2007, 08:29 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ციტატა
რომელი?

რომელი და ბერების მიღების წესის

ციტატა
თავბოლოიანი ბიზანტინიზმი რითი განსხვავდება უთავბოლოსაგან, და საერთოდ, უთავბოლო ბიზანტინიზმი რა არის?

თავბოლოიანი ბიზანტისტი მე ვარ მაგალითად. უთავბოლოა ის, როცა ადამიანს მზამზარეული გადმოაქვს ბერძნული ტრადიცია, იმის განუკითხავად ჩვენ გვქონდა რაიმე მსგავსი თუ არა. ვისაც სურვილი აქვს გამოასწოროს რაიმე ან ჩამოაყალიბოს (რასაც რუსუციზმების წინააღმდეგ ძირითადში მივესალმები), ჯერ ძველი ქართულის აღდგენაზე იზრუნოს, ჩვენ დიდ წინაპართა დარად

მაგალითად, მიმდინარეობს ქართული საღვთისმსახურო ტექსტების ჩასწორება, მაგრამ ეს კომისია ბერძნულს კი არ თარგმნის, გიორგი მთაწმინდლის აღდგენაზე მუშაობს (სადაც ცხადია ბერძნულიც უამრავია, მაგრამ ძველი და ტრადიციულია)

ციტატა
. ხშირად კრიტიკა სწორედ იმ ხალხისგან მოდის ერთი აგური რომ არა აქვს მეორეზე დადებული. არ მოგწონს მონასტერი? ააშენე შენი. კითხვები გაქვს? მიდი მამა თეიმურაზს დაელაპარაკე.

საკმაოდ ცუდი წესია. მაგრამ მე პირადად ეგრე არ ვიქცევი.

სხვათაშორის, შემიძლია ენა ცოტა უკეთ ვისწავლო და ბერძნულიდან ვთარგმნო საეკლესიო სამართლის წიგნები, მაგრამ მირჩევნია ჯერ ქართულის აღდგენა-მოძიებაზე ვიზრუნო. ეს უკეთესია ჩვენი ერისთვის

ძალიან გთხოვ აღარ გავაგრძელოთ, თორემ ვატყობ განკითხვა გამომდის. მამა თეიმურაზის ლოცვა შეგვეწიოს ყველას...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 13 2007, 01:07 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ Jan 11 2007, 08:29 PM) *

რომელი და ბერების მიღების წესის


ვერ გავიგე მაინც. რა წესი? ბერებს იქ რა უნდათ?

ციტატა
თავბოლოიანი ბიზანტისტი მე ვარ მაგალითად. უთავბოლოა ის, როცა ადამიანს მზამზარეული გადმოაქვს ბერძნული ტრადიცია, იმის განუკითხავად ჩვენ გვქონდა რაიმე მსგავსი თუ არა.


ახლა საიდან იცით მამა თეიმურაზი რას აკეთებს? ისევ განკითხვა გამოგდით. და "ძველი წესების კვლევას" რაც შეეხება, პირადად იცით ერთი ტაძარი თბილისში, სადაც დიდ დღესასწაულებში ზეთს არ სცხებენ მორწმუნეებს. ეგ რომელ ქართულ ტიპიკონში ნახეს? მე ასეთი არ ვიცი. სამაგიეროდ ათონის წმ. მთის დიონისიუს მონასტრის ტიპიკონში ჩამოთვლილია ის დღესასწაულები, როდესაც იქ ზეთს არ სცხებენ. ახლა მამა თეიმურაზს რომ ეთქვა ეს ათონურ ტიპიკონში ვნახეო და შემოვიღოთო, ტალახში ამოსვრიდნენ მის სახელს, მაგრამ თუ ვინმე თავისი ნება-სურვილით აკეთებს ამას, ეს თურმე მისაღები ყოფილა. ორმაგი სტანდარტის შთაბეჭდილება მრჩება.

ციტატა
ვისაც სურვილი აქვს გამოასწოროს რაიმე ან ჩამოაყალიბოს (რასაც რუსუციზმების წინააღმდეგ ძირითადში მივესალმები), ჯერ ძველი ქართულის აღდგენაზე იზრუნოს, ჩვენ დიდ წინაპართა დარად.


უკაცრავად, მაგრამ გიორგი მთაწმიდელი სწორედ რომ ძველ ქართულ ტრადიციებს არ აღადგენდა.

ციტატა
მაგალითად, მიმდინარეობს ქართული საღვთისმსახურო ტექსტების ჩასწორება, მაგრამ ეს კომისია ბერძნულს კი არ თარგმნის, გიორგი მთაწმინდლის აღდგენაზე მუშაობს (სადაც ცხადია ბერძნულიც უამრავია, მაგრამ ძველი და ტრადიციულია)


ამას სერიოზულად მეუბნებით, თუ ედიშერ ჭელიძის ნასწორები ლოცვანი არ გინახავთ? ზიარების ლოცვები და დაუჯდომელი სტანდარტული ბერძნული ჟამნის მიხედვითაა გასწორებული (საინტერესოა რომ თვითონ ბ-ნი ედიშერი ბერძნული ტექსტის წყაროს არ მიუთითებს, მაგრამ ან ჟამნი უნდა იყოს, ან პროსეFხიტარიონი). ბ-ნი ედიშერი ლიტურგისტი რომ არ არის, კრებულს ეს კარგად ეტყობა უმწეო ისტორიულ-ლიტურგიკულ კომენტარზე, ცვლილებების ერთი ნაწილი სრულიად გაუმართლებელია, რადგან ბ-ნმა ედიშერმა გამოიყენა არა ბერძნული კრიტიკულად დადგენილი ტექსტი, არამედ თანამედროვე გამოცემა (მაგალითად დაუჯდომლის შემთხვევაში), წიგნში ბეჭდვისას დაშვებული შეცდომები აშკარად ნორმაზე მეტია და ა.შ. ყველა ხარვეზს აქ ვერ ჩამოვწერ. რომ მოკვდეთ, ბ-ნი ედიშერის გასწორებების ნაწილს ვერაფრით ვერ იპოვით ქართულ ხელნაწრებში. რაც შეეხება გიორგი მთაწმიდელის ტექსტების გამოცემას,

- ისინი არ შეიცავენ ტიპიკონით გათვალისწინებულ ყველა საგალობელს, რადგან ათონურ სვინაქსარზე არიან გათვლილი.
- გიორგი მთაწმიდელის ტექსტების ერთი ნაწილი ნასწორები ან ხელახლა თარგმნილი აქვთ არსენ იყალთოელს და ეფრემ მცირეს.
- შეუძლებელია გიორგის ყოველმხრივ გამართული ბერძნული დედნები ჰქონოდა.
- გიორგი მთაწმიდელიც ადამიანი იყო (თუმცა წმიდა), ამიტომ შეცდომებისგან არც ის იყო დაზღვეული.

აქედან გამომდინარე კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რომელიც ძვ. ქართულ თარგმანებსაც გაითვალისწინებს და ბერძნულ ორიგინალსაც. ზოგ შემთხვევაში უკან დაბრუნება უაზროა. მაგალითად ბასილი დიდის და იოანე ოქროპირის ჟამისწირვების ლოცვების ტექსტები მე-12-13-ე ს. თარგმანებს უკავშირდება. ამის გამო რა, უკან წავიდეთ? მე ვაფასებ იმ ხალხის შრომას, ვინც გიორგის ტექსტებს გამოსცემს, მაგრამ აი იგივე ბოდბის მონასტრის მიერ დაწყებული თვენის გამოცემის დანიშნულებას ვერ მივხვდი. წიგნები უზომოდ ვრცელია, ხშირად ტიპიკონით გათვალისწინებული საგალობლები არ არის, არაა მითითებული არანაირი ტიპიკალური მოთხოვნები, ტექსტი თითქოს რამდენიმე ხელნაწერის მიხედვითაა გამოცემული, მაგრამ რა პრინციპითაა ვარიანტული წაკითხვები არჩეული, უცნობია, სქოლიოები კი წიგნებს არა აქვს და ა.შ. ისე სხვათა შორის წმ. თეკლას მონასტერს გამოცემული აქვს გიორგი მთაწმიდელისეული სახარება და აგრეთვე ფსალმუნი. ესეც ელინოფილიაა?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გუჯა   წმინდა თეკლას დედათა მონასტერი   Jan 6 2007, 07:18 AM
კანუდოსელი   გუჯა ეს მონასტერი ...   Jan 7 2007, 02:06 AM
გუჯა   გუჯა ეს მონასტერი ...   Jan 7 2007, 02:12 AM
კანუდოსელი   ზუსტად არც მე ვიცი,...   Jan 7 2007, 02:14 AM
გუჯა   რას ქვია კურთხევა ...   Jan 7 2007, 02:17 AM
გუჯა   რას ქვია კურთხევა ...   Jan 7 2007, 03:52 AM
Sotiris   ნუ ეს ისეთი არაფერ...   Jan 7 2007, 04:08 AM
კანუდოსელი   სოტირის, რა საყოფა...   Jan 7 2007, 04:11 AM
Sotiris   სოტირის, რა საყოფა...   Jan 7 2007, 04:35 AM
კანუდოსელი   მოიცათ, თქვენ ამტკ...   Jan 7 2007, 05:08 PM
გუჯა   მსახურებისას აღევ...   Jan 7 2007, 04:44 AM
შოთა   ეს კაი დროის აშენ...   Jan 7 2007, 03:20 AM
გუჯა   აბა ახლა რომელი გა...   Jan 7 2007, 04:28 AM
ლილიანა   მთაწმინდაზე პარლა...   Jan 7 2007, 01:04 PM
Sotiris   მთაწმინდაზე პარლა...   Jan 7 2007, 05:59 PM
mogzaura   ძალიან დამაინტერე...   Jan 7 2007, 07:09 PM
_MATASI_   წავიდეთ და ჩვენი თ...   Jan 8 2007, 02:16 AM
mogzaura   სხვათაშორის მე გამ...   Jan 8 2007, 02:20 AM
mogzaura   როგორ უნდა დავუკავ...   Jan 8 2007, 02:28 AM
nino nino   როგორ უნდა დავუკა...   Feb 21 2008, 12:08 AM
anaqartveli   ულამაზესი მონასტე...   Jan 8 2007, 02:37 AM
მხევალი ნინო   მართლაც ძალიან საი...   Jan 8 2007, 10:57 AM
შოთა   გუჯა გუჯა დიდი მად...   Jan 9 2007, 01:57 AM
anaqartveli   გუჯა გუჯა დიდი მად...   Jan 9 2007, 02:18 AM
Mama Davithi   შვილნო ჩემნო! რა ...   Jan 9 2007, 02:20 AM
გუჯა   შვილნო ჩემნო! რა ...   Jan 9 2007, 02:43 AM
Mama Davithi   გეთანხმებით მამაო...   Jan 9 2007, 02:56 AM
athos   რაც შეეხება არქიტე...   Jan 9 2007, 06:12 PM
გუჯა   ათონზე რამოდენიმე...   Jan 9 2007, 09:58 PM
Sotiris   საათის გადაწევა დ...   Jan 9 2007, 10:08 PM
athos   იქნებ ჩამოთვალო ი...   Jan 9 2007, 11:16 PM
გუჯა   იქნებ ჩამოთვალო ი...   Jan 10 2007, 12:40 AM
mogzaura   გუჯა არ იცი ზუსტათ ...   Jan 10 2007, 01:00 AM
გუჯა   გუჯა არ იცი ზუსტათ ...   Jan 10 2007, 01:15 AM
magdalina   დეკანოზი თეიმურაზ ...   Jan 10 2007, 06:13 PM
კანონისტი   კიდევ ერთხელ მსურს...   Jan 10 2007, 06:35 PM
Sotiris   უკაცრავად, კანონის...   Jan 10 2007, 09:12 PM
გუჯა   უკაცრავად, კანონი...   Jan 10 2007, 10:01 PM
კანონისტი   Sotiris მგონი აქ მხოლოდ ...   Jan 11 2007, 12:02 PM
Sotiris   იგივე შენ მიერ მოყ...   Jan 11 2007, 08:19 PM
მხევალი ნინო   Tqven saSinlad damafiqreT am monasterze, magram ra...   Jan 11 2007, 07:48 PM
კანონისტი   Sotiris რომელი და ბერებ...   Jan 11 2007, 08:29 PM
გუჯა   მამა თეიმურაზის ...   Jan 11 2007, 09:50 PM
Sotiris   რომელი და ბერების ...   Jan 13 2007, 01:07 AM
ჯამბაკური   მე ამ სავანეში 2000 წლ...   Jan 12 2007, 12:32 PM
გუჯა   ცნობისათვის ამ სა...   Jan 12 2007, 11:20 PM
Sotiris   დეტალებზე არ დავწ...   Jan 13 2007, 12:37 AM
კანონისტი   ჯამბაკური თურქულ-...   Jan 12 2007, 03:12 PM
გუჯა   დაიწყო ისევ ედიშერ...   Jan 13 2007, 02:30 AM
eklesia monastrebi   გაუმარჯოს ყველას... ...   Feb 28 2007, 01:52 PM
გუჯა   რაც არ იცით და არ გ...   Feb 28 2007, 04:11 PM
მნათე   გამარჯობა კეთილო :...   Feb 28 2007, 01:55 PM
eklesia monastrebi   არავითარი გაღიზია...   Feb 28 2007, 02:26 PM
მნათე   ძალიან სასიამოვნ...   Feb 28 2007, 03:10 PM
eklesia monastrebi   გუჯა_ს რაც შეეხება ...   Feb 28 2007, 07:14 PM
გუჯა   გუჯა_ს რაც შეეხება ...   Mar 1 2007, 11:46 PM
მნათე   მართლა? ეს როდის მ...   Feb 28 2007, 07:24 PM
eklesia monastrebi   გუჯა _ რაც შეეხება ს...   Feb 28 2007, 07:53 PM
მნათე   ღმერთო ჩემო რა აგრ...   Feb 28 2007, 08:31 PM
მნათე   არის, შენც დაუკვირ...   Feb 28 2007, 08:50 PM
eklesia monastrebi   მე ყველა მიყვარს... ...   Feb 28 2007, 08:51 PM
eklesia monastrebi   ძმაო ლუარსაბ ყმაწვ...   Feb 28 2007, 08:55 PM
eklesia monastrebi   მე ის ვიცი რომ ამ მო...   Feb 28 2007, 10:01 PM
სხალთელი   მაგის შესახებ ვერ ...   Mar 2 2007, 12:02 AM
გუჯა   მაგის შესახებ ვერ ...   Mar 2 2007, 12:04 AM
სხალთელი   და მე მგონი კარგად ...   Mar 2 2007, 12:06 AM
გუჯა   და მე მგონი კარგად ...   Mar 2 2007, 12:06 AM
ალექსანდრე   საუბარი აშკარად გა...   Mar 2 2007, 03:01 AM
მხევალი ნინო   სხალთელი ჩვენ მხ...   Mar 2 2007, 11:25 AM
ზებედე   მალე პირადად მოვილ...   Aug 12 2007, 12:34 AM
du_du_na   ჩემს მიერ გადაღებუ...   Jan 9 2008, 03:30 AM
ket_ketevani   ეს ხომ ბევრეთის დ...   Jan 10 2008, 10:19 PM
მაიკოოოო....   დედათა მონასტრებშ...   Jun 3 2008, 05:02 PM
nicnacuna   წმინდა თეკლას დედა...   Jun 23 2008, 12:34 AM
kiki   წმინდა თეკლას დედ...   Aug 21 2008, 11:50 AM
xornabujeli   :) საინტერესოა, აქამ...   Jun 23 2008, 06:08 AM
prlagiapelagia   რამდენი სისულე აქვ...   Apr 30 2009, 10:11 PM
noone__90   ბევრეთის შესახებ ...   Jan 21 2010, 04:45 PM
ა ნ უ კ ა   მე მივდივარ უახლოე...   Jan 21 2010, 05:18 PM
noone__90   მანდ შაბათ-კვირას...   Jan 21 2010, 11:06 PM
ნათია   ამ მონასტერზე ხომ ...   Jan 21 2010, 11:20 PM
ბადრი   noone__90 მართალია ის მო...   Jan 22 2010, 03:05 AM
noone__90   არა ეგ ბევრეთის მ...   Jan 22 2010, 06:08 PM
ბადრი   noone__90 ვიცნობ. ჩემი მ...   Jan 22 2010, 10:47 PM
noone__90   აქ გალერეაში იდო ს...   Jan 25 2010, 02:29 PM
მმკ   დალოცოს ღმერთმა ჩვ...   May 28 2010, 02:59 PM
მხევალი ნინო   მმკ გაიხარე, კაი კ...   May 28 2010, 03:53 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი