მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
lashashar |
Jan 13 2007, 05:50 PM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 836 |
მხევალი ნინო
''. . . უფალთან ის უკვე მართალია და წმინდანიც . . .'' '' . . .მტავარია ბერმა მისი მისია შეასრულა და მართლად წარდგა უფლის წინაშე . . .'' საიდან იცი ეს ნინო? დავიჯერო უფლის განგებულების შეცნობის უნარი შენ ან ერთ ვინმე ცოდვილ ადამიანს გააჩნია? '' . . . ჩვენ როდის მივანიჭებთ ტტიტულს მისთვის ალბათ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს . . . '' ნინო წმინდანად კაკონიზირება და ტიტულის მინიჭება ერთიდაიგივე არაა და დამერწმუნე ეს საკმაოდ საფრთხილო საქმეა. ამას საქართველოს წმინდა სინოდი (თავისი სულიერებით ბევრ ადამიანზე ბევრად ამაღლებული ხალხი) უფლის ნებით წყვეტს და ამის უფლება ერთ ან ორ თუნდაც მართალი ცხოვრებით მცხოვრებ ქრისტიანს არ აქვს. |
ზებედე |
Jan 13 2007, 09:57 PM
პოსტი
#43
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მხევალი ნინო ''. . . უფალთან ის უკვე მართალია და წმინდანიც . . .'' '' . . .მტავარია ბერმა მისი მისია შეასრულა და მართლად წარდგა უფლის წინაშე . . .'' საიდან იცი ეს ნინო? დავიჯერო უფლის განგებულების შეცნობის უნარი შენ ან ერთ ვინმე ცოდვილ ადამიანს გააჩნია? '' . . . ჩვენ როდის მივანიჭებთ ტტიტულს მისთვის ალბათ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს . . . '' ნინო წმინდანად კაკონიზირება და ტიტულის მინიჭება ერთიდაიგივე არაა და დამერწმუნე ეს საკმაოდ საფრთხილო საქმეა. ამას საქართველოს წმინდა სინოდი (თავისი სულიერებით ბევრ ადამიანზე ბევრად ამაღლებული ხალხი) უფლის ნებით წყვეტს და ამის უფლება ერთ ან ორ თუნდაც მართალი ცხოვრებით მცხოვრებ ქრისტიანს არ აქვს. მეგობარო, წმ. სინოდის წევრები არიან ეპისკოპოსები, და რამოდენიმე ეპისკოპოსის ქადაგებიდან ვიცი რომ მამა გაბრიელს წმინდანად აღიარებენ, თუმცა ვიცი სასულიერო პირები ვისაც მამა გაბრიელი "არ უყვართ" რადგან ბერი ამხილებდა დიდ ცოდვაში მყოფ მღვდლებს....ისე, წმ. სერაფიმ საროველის წმინდანობაზეც კამათობდნენ სანამ წმინდანად შერაცხავდნენ ღირს მამას, ამიტომ არ მიკვირს ეს... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი