ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
შეხვეწილი |
Nov 16 2006, 12:42 PM
პოსტი
#1
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
სოფი |
Jan 13 2007, 11:12 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მე წაკითხული მაქვს.მეც,როგორც აბიტურიენტს,მორისონასავით მომიწია გარჩევა.თუმცა ბევრჯერ არ მაქვს წაკითხული,იმედი მაქვს მომავალში კიდევ წავიკითხავ რამდენიმეჯერ.ახლა კი დაპირებულისამებრ,ვაგრძელებ აფორიზმების წერას.
არას გარგებს სიმძიმილი,უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამაცისა მოჭირვება,ჭირთა თმენა; არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა. არას გარგებს სჭავლულება,თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა? არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან? არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა. ასი გართებს გაგონება,არ გეყოფის,არ,ერთხელი. აწყა ვცან,საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია. ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია! განგებაა,სწორად მოჰკლავს,ერთ იყოს,თუნდა ასი. განგებასა ვერვინ შესცვლის,არ-საქმელი არ იქმნების. განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია! გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. გონიერთა მწვრთელი უყვარს,უგუნურთა გულსა ჰგმიდეს. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი. გული კრულია კაცისა,ხარბი და გაუძღომელი, გული-ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო,ლხინთა მნდომელი, გული-ბრმა,ურჩი ხედვისა,თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი,ვერცა პატრონი რომელი! გული,ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან: რა გული წავა,იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან. გ-ები გავათავე,დღეისთვის ეს იყო, დანარჩენს მერე მოვიწერები. იმედი მაქვს აფორიზმების უმრავლესობა გეცნობათ, და სიამოვნებით გადაავლებთ თვალს და გაიხსენებთ. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი