მიმართვა წმინდა სინოდს, "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" პროექტის თაობაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიმართვა წმინდა სინოდს, "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" პროექტის თაობაზე |
კანონისტი |
Jun 27 2008, 10:49 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის „მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის“ მ ი მ ა რ თ ვ ა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო ილია II ყოვლადსამღვდელონო მეუფენო საქართველოს ღვთივკურთხეული ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებო ღრმა პატივისცემითა და მოწიწებით გამოვითხოვთ თქვენს ლოცვა-კურთხევასა და მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ წმიდა სინოდის სხდომაზე ის სრულიად უკონტროლო და აღმაშფოთებელი მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოს სამაუწყებლო სივრცეში. თქვენო უწმიდესობავ თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ თქვენს ეპისტოლეებსა თუ ქადაგებებში ის შეურაცხმყოფელი და სრულიად მიუღებელი, არა თუ ქრისტიანისთვის, არამედ ნებისმიერი ჭკუადმყოფელი ადამიანისთვის, უზნეობის, ძალადობის, ბილწსიტყვაობის, აგრესიისა და უგემოვნობის ნიაღვარი, რომელიც დღედაღამ უწყვეტი ნაკადით გადმოედინება ჩვენს მოსახლეობაზე და განსაკუთრებით ჩვენზე - ახალგარზრდებსა და მოზარდებზე. ჩვენი თანატოლები და, განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროსი თაობა, ფაქტობრივად უზნეობისა და უხამსობის პროპაგანდის ალყაში ვიმყოფებით და ერთადერთი საყრდენი და ამ მორევიდან თავდახსნის საშუალება ჩვენი წმიდა ეკლესიაა. სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რათა დაგვიცვათ და აღიმაღლოთ ხმა ჩვენი უფლების დასაცავად - აღვიზარდოთ უსაფრთხო და მაღალზნეობრივ გარემოში. მოგეხსენებათ, დღეისათვის ფაქტობრივად გაუქმებულია და არ მოქმედებს არასრულწლოვანთა დამცავი დებულებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „რეკლამის შესახებ“ კანონში, ამოღებულია და აღარ მოქმედებს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის უმთავრესი მუხლები, რომლებიც ეხება „არასრულწლოვანთა დაცვას მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია კინო-, ვიდეო-, ტელეფილმების ჩვენებასა და ნაბეჭდ პროდუქციასთან“ („მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამოღებული მუხლის სახელწოდება). უკვე ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უნდა შემუშავებულიყო და საჯარო განხილვის შედეგად მიღებულიყო (2006 წლის დეკემბრამდე) „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა აღნიშნული საკითხები, მაგრამ, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ კულუარებში შემუშავებული აღნიშნული კოდექსის პრინციპები, რომლებიც ზნეობის საკითხებში სრულ ანარქიისკენ უბიგებს სამაუწყებლო კომპანიებს, ვერა და ვერ გახდა საზოგადოებისათვის მისაწვდომი, ფართო და თავისუფალი განხილვის საგანი. ჩვენი განსაკუთრებული დაინტერესების მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი შენიშვნები და წინადადებები არა თუ გათვალისწინებულიყო, არამედ თუნდაც, განხილვის საგნად ქცულიყო. „ზეპირი მოსმენები“, რომლებიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ძალზედ იშვიათად და დროის კატასტროფული დეფიციტის ვითარებაში იმართება, საკითხის განხილვის საჯაროობის ილუზიის შექმნას ემსახურება. ამა წლის 9 ივლისს დაგეგმილია აღნიშნული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ე.წ. განხილვის დასრულება და დაკანონება, რის შედეგადაც ის ანარქია და უკონტროლობა, რაც ჯერ-ჯერობით სამაუწყებლო კომპანიების ნება-სურვილით სუფევს, უკვე კანონის ძალით იქნება დადასტურებული. უმორჩილესად გთხოვთ დაიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა და, ზოგადად, საქართველოს საზოგადოება, უზნეობისა და უხამსობის, ძალადობისა და აგრესიის ნიაღვარისგან, რომელიც გადმოედინება სამაუწყებლო სივრციდან და ანგრევს ჩვენს ცხოვრებასა და მომავალს. მიმართვას თან ერთვის ჩვენი კოალიციის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული განცხადებები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოთქვამთ მზადყოფნას ნებისმიერ დროს წარმოვადგინოთ ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადებები, აგრეთვე ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები. პატივისცემითა და სიყვარულით ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის „მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის“ საკოორდინაციო საბჭო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი მსურველებს ხმის მიცემით შეუძლიათ დაადასტურონ მიმართვისადმი თანხმობა ან საწინააღმდეგო პოზიცია. საკითხი დღეს გადაეცემა წმინდა სინოდს, თუკი საკმაოდ იქნება ჩვენგანაც ხელმომწერები, "ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებაც" მიეთითება მხარდამჭერთა სიაში და ჩვენი პოზიცია გაეცნობა წმ. სინოდის წევრებს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Jul 9 2008, 04:01 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა უმორჩილესად გთხოვთ დაიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა და, ზოგადად, საქართველოს საზოგადოება, უზნეობისა და უხამსობის, ძალადობისა და აგრესიის ნიაღვარისგან, რომელიც გადმოედინება სამაუწყებლო სივრციდან და ანგრევს ჩვენს ცხოვრებასა და მომავალს. დავამატებდი, რომ მე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის შვილს, მსურს წმიდა სინოდმა გვასწავლოს ამ ქვეყანასთან ისეთი ადაპტირება, რომ გაცილებით უფრო გამძლეები ვიყოთ და რომ რომელიმე არაქრისტიანი ჩვენს ცოდვებსა და სისუსტეებზე არ აპელირებდეს... რომ კი არ ვანგრევდეთ ცასა და ქვეყანას პორნოგრაფიის მოთხოვნილებაში, უფლის სიყვარულითა და საკუთარი, პირადი პროტესტით ვაიძულებდეთ ტელევიზიებს უარი თქვან ხსენებული უხამსობისა და ვულგარიზმის ბიზნესად გადაქცევაზე... რომ საროსკიპოები კი არ უწყობდნენ მარხვის დამთავრებისას ბაზრის გახსნას ფეხს, არამედ ჩვენ არ ვუწყობდეთ ფეხს საროსკიპოებს.. სხვა მხრივ ვეთანხმები, მაგრამ პრობლემა ჩემი აზრით გაცილებით უფრო ღრმაა ვიდრე მიმართვაში იქნა წარმოჩენილი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საზოგადოების უმრავლესობა ჯერაც ვერ გათავისუფლდა ჯილაგური შეხედულებისგან, რომ მამაკაცის ქალებში წაუსვლელობა ან უახმსობის არ ყურება, გასაკიცხია... ამაშია საქმე, ცალსახად ტელევიზია როდია დამნაშავე, დამნაშავეთა უმრავლესობა ტელეეკრანებთან ზის და შესანიშნავად მოიხმარს ამ პროდუქციას.... მრავალი ჩვენგანი, რომელიც უარს ამბობს არაქრისტესმიერ გამოცდილებაზე (იქნება ეს სიძვა თუ პორნოგრაფიის ყურება), გაკიცხულია სწორედ იმათი მხრიდან, ვინც თავს უწოდებს მართლმადიდებელი ეკლესიის შივლს... ამიტომ უმორჩილესად ვთხოვდი წმიდა სინოდს, გააკეთოს ყველაფერი, რათა დაცული იქნეს ქრისტიანული სათნოებები როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. გულწრფელად კეთილი სურვილებითა და სიყვარულით -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
xornabujeli |
Jul 10 2008, 12:48 AM
პოსტი
#3
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
დავამატებდი, რომ მე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის შვილს, მსურს წმიდა სინოდმა გვასწავლოს ამ ქვეყანასთან ისეთი ადაპტირება, რომ გაცილებით უფრო გამძლეები ვიყოთ და რომ რომელიმე არაქრისტიანი ჩვენს ცოდვებსა და სისუსტეებზე არ აპელირებდეს... რომ კი არ ვანგრევდეთ ცასა და ქვეყანას პორნოგრაფიის მოთხოვნილებაში, უფლის სიყვარულითა და საკუთარი, პირადი პროტესტით ვაიძულებდეთ ტელევიზიებს უარი თქვან ხსენებული უხამსობისა და ვულგარიზმის ბიზნესად გადაქცევაზე... რომ საროსკიპოები კი არ უწყობდნენ მარხვის დამთავრებისას ბაზრის გახსნას ფეხს, არამედ ჩვენ არ ვუწყობდეთ ფეხს საროსკიპოებს.. სხვა მხრივ ვეთანხმები, მაგრამ პრობლემა ჩემი აზრით გაცილებით უფრო ღრმაა ვიდრე მიმართვაში იქნა წარმოჩენილი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საზოგადოების უმრავლესობა ჯერაც ვერ გათავისუფლდა ჯილაგური შეხედულებისგან, რომ მამაკაცის ქალებში წაუსვლელობა ან უახმსობის არ ყურება, გასაკიცხია... ამაშია საქმე, ცალსახად ტელევიზია როდია დამნაშავე, დამნაშავეთა უმრავლესობა ტელეეკრანებთან ზის და შესანიშნავად მოიხმარს ამ პროდუქციას.... მრავალი ჩვენგანი, რომელიც უარს ამბობს არაქრისტესმიერ გამოცდილებაზე (იქნება ეს სიძვა თუ პორნოგრაფიის ყურება), გაკიცხულია სწორედ იმათი მხრიდან, ვინც თავს უწოდებს მართლმადიდებელი ეკლესიის შივლს... ამიტომ უმორჩილესად ვთხოვდი წმიდა სინოდს, გააკეთოს ყველაფერი, რათა დაცული იქნეს ქრისტიანული სათნოებები როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. გულწრფელად კეთილი სურვილებითა და სიყვარულით ძნელია არ დაეთანხმო ამ, 17-წლის დიდს ბიჭს,ზუსტად პირველ რიგში საზოგადოება(ვგულისხმობ მის გარკვეულ დიდ რაოდენობას) იწყნარებს ასეთ გადაცემებს,და მოიხმარს, და მერე რა გასაკვირია ტელევიზიამაც რომ სრულიად დაუბრკოლებლად მოგვაწოდოა ასეთი პროდუქცია,როცა საზოგადოება თავად იტყვის ასეთი უხამსი და უზნეო გადაცემების ყურებაზე უარს,მაშინ ისენიც აღარ გაუშვებენ ასეთ მდარე გადაცემებს,პრობლემა ჩვენს გაორებაშია,ვინ გვიყვარს,ვის ვეთაყვანებით,ვის ვემორჩილებით, ქრისტეს,თუ მამონას, თუ ორივე გვინდა,როცა რომელი გვჭირდება,ასე არ გამოვა,ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ,ან მეორე. -ასე,რომ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გადავწყვიტოთ,ვისნი გვინდა,რომ ვიყოთ ქრისტესი,თუ... პ.ს. ისე,კი ვისთვისაც ძვირფასია სარწმუნოება,ზნეობა,ენა,მამულ ,ერი,უნდა იბრძოლოს ჭეშმარიტი ფასეულობების დასაცავად. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი