![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Amuza |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
კაზიმ ქოინჯუ
![]() ![]() ქაზიმ ქოიუნჯუ ქაზიმ ქოინჯუ (თურქ. Kâzım Koyuncu, დ. 7 ნოემბერი, 1972 — გ. 25 ივნისი, 2005) თურქი პოლიტოლოგი და მუსიკოსია, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენა და შენარჩუნებაზე. ბავშვობა დაიბადა 1972 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში (ამჟამინდელი იეშილ ქოი ანუ მწვანე სოფელი). ბავშვობიდან გამოირჩეოდა მუსიკის სიყვარულით, 13 წლის გიტარაზე უკრავდა. სწავლობდა თურქეთის ნაციონალური მუსიკის ცენტრში „იაშარა ტურნანა“. ჩააბარა სტამბოლის უნუვერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. საინტერესო და გამორჩეული სტუდენტი იყო, მაგრამ მისი აზრები თანატოლებისას არ ემთხვეოდა. 20 წლის ქაზიმი სწავლას წყვეტს და თავს მუსიკას უძღვნის. მას მეგობრები დინას ეძახდნენ, ეს სახელი ახალგაზრდა მომღერალსაც ძალიან უყვარდა. შემოქმედება 1992 წელს ალი ელვერთან ერთად ქმნის როკ-ჯგუფს „დიმეინ“. მოგვიანებით დიდი ყურადღებას უთმობს ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას, თუმცა აქაც ვერ ღალატობს როკს და მსმენელს ლაზური მუსიკის და როკის სინთეზს თავაზობს. 1993 წელს მამედ ალი ბარიშ ბეშლისთან ერთად აყალიბებს ჯგუფს „ზუღაში ბერეფი“ (ზღვის შვილები). ეს იყო მსოფლიოში პირველი ლაზური როკ-ანსამბლი. ჯგუფმა ლაზურად იმღერა, მაშინ როცა სხვა ენაზე სიმღერა ძალიან რთული იყო. ქაზიმ ქონიუჯუს ყოველთვის ეამაყებოდა მისი ეთნიკური წარმოშობა და მისი დამალვის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა. 1995 წელს ზღვის შვილებმა პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი „ვა მიშქუნან“ (არ ვიცით) დაარქვა, ალბომში 8 ლაზური სიმღერა შევიდა. ალბომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურქეთში და განსაკუთრებით თინეიჯერებში. ჯგუფი გაჩერებას არ აპირებდა 1998 წელს გამოვიდა ალბომი სახელწოდებით „იგზას“ (გზაში), იგი წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. 2000 წელს ჯგუფი დაიშალა, მის ისტორიაში 130 კონცერტი და ორი ალბომი დარჩა. სოლო კარიერა ჯგუფის დაშლის შემდეგ ქაზიმი მარტო აგრძელებს მოღვაწეობას, ხშირად ესწრება ლაზური კულტურული ორგანიზაციების შეკრებებს, მაგრამ აქტიურობა არ ახასიათებს, უფრო კარგი მსმენელია ვიდრე ლიდერი. მომღერალი ქმნის პროექტს სამი სინგლით „სოლკინ სოიუტ“. 2002 წელს პირველი სოლო ალბომი „ვია“ (ზღვის ტალღებზე მონავარდე) გამოდის, ხოლო 2004 წელს მეორე ალბომი „ჰაიდე“. ქაზიმის მოსასმენად თაყვანისმცემლები სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიან. იგი სცენაზე თავისუფლად გრძნობს თავს და ამის შემჩნევა არც მსმენელს უჭირს. მომღერალი ფუატ საკასთან, ვოლკან კანაკომთან და ბაიარ შაჰინთან ერთად მონაწილოებას იღებს სატელევიზიო პროექტში „შავი ზღვის მუსიკა“. საქართველო 2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მომღერალს განსაკუთრებულ შეხვედრას უწყობენ, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მომღერლის გულში. ის ხშირად იხსენებს საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მისი ემოციები და მიღებული სიამოვნება ყველასთვის ნათელი ხდება. იგი ქართველ ხალხს ძმებს უწოდებს და გაკვირვებულია სტუმართმოყვარეობით და ქართველების მუსიკალურობით. მომღერალი ბულბულის უკანასკნელი წლები მას ხშირად უწოდებდნენ მომღერალ „ბულბულს“. მის მიერ ნამღერი „სელემინა“, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა კოლხური კულტურის გამოძახილია. 2005 წელს ქაზიმს ექიმები ფილტვის კიბოს დიაგნოზს უსვამენ. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ ნებდებოდა თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა, ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი „ტრაპიზონსპორტისთვის“. 2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმ ქოიუნჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს. ლაზი მომღერალი,რომელიც თავის კონცერტებზე სტადიონებს ავსებდა, თურქეთში სადაც,ძალიან ძნელია მსმენელს შესთავაზო, ქართული,ლაზური სიმღერები, ისეთ მსმენელებს, რომლებიც მუსულმანურ მოტივებზე აგებულ სიმგერებზეა გაზრდილი. მე ვფიქრობ კაზიმი დიდ საქმეს ემსახურებოდა, მას ხომ არ დასცალდა,რომ უფრო მეტი გაეკეთებინა. მოდით ხალხნო, ავტვირთოთ ისეთი ინფორმაციები, ფოტოებო და სიმღერები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების მიერაა შესრულებული. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
![]() ![]() |
Amuza |
![]()
პოსტი
#2
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
პირველი ალბომი ძვლივს გავჩითე დიდი ხანია ვეძებდი.
ჯგუფ ზუღაში ბერეფეს, რომელშიც ქაზიმი მთავარი ფიგურა და მთავარი მომღერალი იყო საკმაოდ კარგი ალბომები აქვს, მის ალბომ-Va Miskunan-ში ერთი სიმღერის (ბენ) გარდა ყველა ლაზურია და ლამაზი სიმღერებია, მე განსაკუთრებით სიმღერა - ერნესტო მომწონს [/QUOTE] ამ ალბომს ხვალ დავდებ, კარგი სიმღერებია, დაელოდეთ * * * ზუღაში ბერეფეს შესახებ ინფორმაცია ამ ყველასთვის ცნობილ სტატიაშია: ![]() ![]() ![]() * * * ქაზიმ ქოიუნჯუ - ვა მიშქუნან (არ ვიცით) ........................................................................................................... ![]() Zugasi Berepe - 01 - Avlaskani Cuneli Zugasi Berepe - 02 - Galos Empula Yulun Zugasi Berepe - 03 - Bozo Zugasi Berepe - 04 - Bererttasa Zugasi Berepe - 05 - Va Miskunan Zugasi Berepe - 06 - Ernesto Zugasi Berepe - 07 - Ben Zugasi Berepe - 08 - Axoskva Do Oropa Seni გადაიწერეთ აქედან: http://files.ge/file/207733/Zugasi-Berepe-...-1995--rar.html ძაან მაგარი ლაზური სიმღერებია, ყველამ გადაიწერეთ, იჩქარეთ კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მეგობრებო. 2005 წელს დაარსებულმა ჯგუფმა 'მარსისი' პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც 'Marsis'le 41 Dakika'(41 წუთი მარსისთან) ეწოდება. საგულისხმოა, რომ ბიჭები 'ზუღაში ბერეფე'-ს გზის გაგრძელებას აპირებენ. ანუ ძალიან ლამაზ ლაზურ და მეგრულ სიმღერებს შემოგვთავაზებენ. ვეცდები ძალიან მალე მათი ალბომი ჩამოვაგზავნინო, მერე კი სიმრერებს დავყრი და ცალკე თემასაც გავხსნი. ჯგუფის წევრები: ქორჰან ოზჲილდიზი(ჭერვათიში) - ვოკალი ჯეჲჰუნ დემირი(აბაშიში) - ჭილილი, ვოკალი ევრენ არქმანი - ბას გიტარა, ვოკალი ჩაღათაჲ ქადი - ელექტროგიტარა მუსტაფა გოქაჲ ფერაჰი - გუდასტვირი რეშათ სარალი - დასარტყამი ინსტრუმენტი ველიჯან საგუნი - პერკუცია ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ქაზიმ ქოიუნჯუს სურათებს დავდებ, მართალია didou nana-ს დადებული სურათები ჯობია ამას, მაგრამ მაინც: ![]() ![]() ![]() ![]() ამ ბოლო სურათში არ არის ქაზიმი, უბრალოდ არის ნახსენები მისი გვარი, კარგი ბუნებაა და დავდე: ![]() აქ ვდებ ქაზიმ ქოჲუნჯუს ”ოუ ნანა”-ს ერთ-ერთ ვერსიას, არც ისე ცნობილს, რომელსაც იგი ცნობილ თურქ მომღერალ ქალთან, ილქაჲ აქქაჲასთან ერთად ასრულებს. ასევე მინდა შემოგთავაზოთ ნაწყვეტი ქაზიმის ლაივიდან, სადაც იგი ცნობილ ლაზურ სიმღერას ”სოფეს გულურ” ასრულებს ასევე ძალიან ცნობილ და ჩემს ფავორიტ თურქ ქალ მომღერალთან, შევალ სამთან, რომელმაც არაერთხელ გაუწია ქოჲუნჯუს შემოქმედებითი პარტნიორობა. უსმინეთ, უყურეთ და ნახეთ ერთი როგორ საამურად ამღერებს თურქ ქალებს ქოჲუნჯუ მათთვის უცნობ კოლხურ ენაზე.... ქაზიმ ქოჲუნჯუ & ილქაჲ აქქაჲა_ოუ ნანა ქაზიმ ქოჲუნჯუ & შევალ სამი_სოფეს გულურ ![]() * * * aniaa მადლობა გიორგი_ და დიდოუ ნანას მეზობელ ფორუმელებს ასეთი კარგი ინფორმაციების მოპოვებისთვის და ყველა იმ პიროვნებას ვინც არ დაიზარა და მაუსი დააკლიკა ამ საქმისთვის. [color=#FF0000] -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 12:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი