![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
დაწერეთ რას ფიქრობთ!
|
![]() ![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ეკლესიის ისტორიის დასაწყისიდანვე წესად იყო მირებული ხშირი ზიარება. მეორე საუკუნის ცნობილი წმიდა მამა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს: ''ეცადე, ხშირად შეიკრიბოთ ზიარებისათვის და ღვთის სადიდებლად (XIII ეპისტოლე ეფესელთა მიმართ)
წმიდა იოანე დამასკელი კი ამბობს: სულისა და ხორცისგან შექმნილ ადამიანს სჭირდება როგორც სულიერი, ისე ხორციელი საკვები. სულიერ საზრდოდ იესო ქრისტემ მოგვცა თვით თავისი ხორცი და სისხლი, რომელსაც წმიდა ევქარისტიაში ღვინისა და პურის სახე აქვს. ძმანო და დანო ჩემნო, ნურც თქვენ მოიკლებთ ამ დიდ, გადამრჩენელ საიდუმლოს. მარხვის დროს გეძლევათ ლოცვა კურთხევა ეზიაროთ ყოველ კვირას და, ასევე, ყოველ დიდ დღესასწაულზე. ეს მოგცემთ სულიერ ძალას როგორც ხილულ, ისე უხილავ მტერთან საბრძოლველად და გაქცევთ იმ სულიერ ტაძრად, რომელსაც უფალი არასოდეს დატოვებს; მოგეცემათ მშვიდობა და სიხარული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II მაშ ასე მეგობრებო მართალია მე ყოვლად უღირსი ვარ ამ წმიდა საიდუმლოს მიღებისა და ვერც ვერასოდეს გავხდები ამის ღირსი, მაგრამ მიუხედავად ამისა ღვთისადმი სასოებით მივეხალები, ვესწრაფვი რადგან ვიცი რომ მის გარეშე, მისგან განშორებული დავიღუპები და ’’სანადიროჲ ვიქნები გონიერისა მგელისა’’ და ''უკეთუ სრულიად განვეშორო მათგან, სრულიადცა წარვწყმდე და თუ მპოოს მტერმან ჩემმან შიშველი შორს უფლისა ჩემისაგან, სრულიად შთანმთქას და წარმწყმიდოს მე’’ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი