ბოროტი ხმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტი ხმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ? |
Irakly |
May 6 2007, 11:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 8-April 07 წევრი № 1,602 |
ხალხნო ამ თემის გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაზე მეტად ეშმაკი სწორედ ცნობიერებაში მებრძვის. ადრე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ბოროტი აზრები ცოდვას არ წარმოადგენდა, მაგრამ ვცდებოდი. სანამ ჩემს ეკლესიაში სიარულს სისტემატური სახე მიეცემოდა ეს პრობლემა არ მქონდა, ეხლა კიდე ყველა აღსარებაში ამგვარ ცოდვებს ვიხსენიებ. ძალზედ მიჭირს ცნობიერების დონეზე ბოროტებასთან ჭიდილი. თქვენ თუ გქონიათ ასეთი პრობლემა, თუ კი, როგორ გადალახეთ იგი?
-------------------- მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
|
Iona |
Jul 11 2008, 12:31 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა არ ვიცი მარა ამ შემთხვევაში მე პირადა ფსიქოლოგიური დახმარება ნაღდად მჭირდება აი შენი ფსიქოლოგირუ დამხმარეებიც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი http://www.predanie.ru/mp3/Svjatitel_Ignatij_Brjanchaninov/ წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/brdzola/sarchevi.htm კიდევ მამა პაისის აქვს წიგნი სულიერი ბრძოლა. ნახევარი წიგნი მაგაზეა. .......12 რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ჩემი ახალი. 13. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა. იოანეს გამოცხადება 3 თავი პ.ს სხვათაშორის გონებას ძაან წმინდავს კარგი ფიზიკური დატვირთვა, აი კარგად რომ დაიღლები -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 01:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი