IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვარი
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.

აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):

მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).

აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.

მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):

მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.

ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.

დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.


ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.

მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Jul 11 2008, 03:14 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ძალიან საინტერესო თემა აღმოვაჩინე smile.gif

მოძღვრობა მართლაც რთული საქმეა, ადამიანს სხვა ადამიანის სული აქვს ჩაბარებული. ამიტომ, ცხადია, მეც ვარ მომხრე, რომ მოძღვრობა მღვდელმა გარკვეული გამოცდილების შემდეგ დაიწყოს

თუმცა ისიცაა, მრევლის ამხელა მატების პირობებში, რამდენად არის ეს განხორციელებადი? ვაკის სამების მაგალითი რომ ავიღოთ, 6 მღვდელმსახურია და თითოს დაახლოებით 600-700 კაცი ჰყავს მრევლში. წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხი ერთ ადამიანს რომ აბარებდეს აღსარებას?

აქ ალბათ მეორე პრობლემაც იჩენს თავს - კერძოდ აღსარებების სიხშირისა. მაშინ ალბათ ისე ხშირი არ უნდა იყოს აღსარება, რომ მოძღვარმა მისდამი მინდობილი სამწყსოს დარიგება ნორმალურად შეძლოს...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   მოძღვარი   Jul 31 2007, 02:22 AM
ზებედე   Sotiris მე პირადად, მომ...   Jul 31 2007, 02:29 AM
Sotiris   [b]Sotiris მე პირადად, მო...   Jul 31 2007, 03:16 AM
ზებედე   აღკვეცის შესრულე...   Jul 31 2007, 03:33 AM
მართა   შეიძლება ბევრი რამ...   Jul 31 2007, 02:33 AM
Lenus   მე მაქვს მოსმენილი...   Jul 31 2007, 09:10 AM
მარიამი   ამ აზრს ვეთანხმებ...   Jul 31 2007, 09:14 AM
Lenus   აი ამაზე კი რუსებმ...   Jul 31 2007, 09:44 AM
მხევალი ნინო   Sotiris ამის შესახებ ა...   Jul 31 2007, 10:12 AM
Sotiris   მოძღვრები რუსეთის ...   Jul 31 2007, 10:58 AM
Lenus   მღვდელი კი არ გვ ყ...   Jul 31 2007, 11:24 AM
მხევალი ნინო   Sotiris რატომ გვყავს დ...   Jul 31 2007, 11:52 AM
ზებედე   Sotiris რატომ გვყავს და...   Jul 31 2007, 02:33 PM
ლილიანა   რთულია ამ თემაზე ს...   Jul 31 2007, 12:43 PM
Sotiris   მე პირადათ მგონია...   Aug 2 2007, 02:05 AM
afxazi   ლილიანა ალბათ საკ...   Jul 31 2007, 12:55 PM
მხევალი ნინო   ლილიანა საინტერე...   Jul 31 2007, 02:21 PM
მხევალი ნინო   ზებედე \ ხო, მმაი...   Jul 31 2007, 04:00 PM
ზებედე   აუცილებელია, მღვდლ...   Jul 31 2007, 10:24 PM
მართა   აუცილებელია, მღვდ...   Aug 1 2007, 02:00 AM
ზებედე   რატომ არი უბიბლიო...   Aug 1 2007, 02:04 AM
მართა   მე გამოვიყენე ფრაზ...   Aug 1 2007, 02:15 AM
ზებედე   რომელ ხანაზე წერ?ბ...   Aug 1 2007, 03:22 AM
მხევალი ნინო   ზებედე ადრე მონას...   Aug 1 2007, 09:34 AM
abo   ზებედე დიდება უფა...   Aug 2 2007, 02:56 AM
ზებედე   ზებედე დიდება უფა...   Aug 2 2007, 03:02 AM
abo   ზებედე წავიდეთ ათო...   Aug 2 2007, 03:09 AM
ზებედე   [კანონი 3. სამღვდელო...   Aug 4 2007, 03:57 AM
კანონისტი   ძალიან საინტერესო ...   Jul 11 2008, 03:14 PM
egri3   რა ხდება ახლა. რა ხდ...   Jul 16 2008, 09:46 PM
abo   egri3 შენი აქ გამოჩენ...   Jul 16 2008, 10:36 PM
egri3   abo 2 საათი ზიარება? 3 ...   Jul 16 2008, 11:35 PM
კანონისტი   egri3 სამწუხარო ფაქტი...   Jul 17 2008, 12:01 AM
abo   egri3 არა ეგრი არ ვამა...   Jul 17 2008, 12:49 AM
egri3   კანონისტი არც მე გ...   Jul 17 2008, 01:21 AM
abo   და სწორადაც იქცევ...   Jul 17 2008, 01:28 AM
agnesa   ზემოთ ახალგაზრდა მ...   Jan 18 2010, 04:13 PM
George Leluashvili   A.V.M :thumbs:   Jul 23 2012, 02:16 AM
Martl_madidebeli   მნიშვნელობა არ აქვ...   Jan 4 2013, 05:33 PM
A.V.M   agnesa მართალია ეს პოს...   Jan 4 2013, 07:11 PM
marine   "თუ ღმერთს აწყენი...   Feb 20 2014, 03:18 PM
A.V.M   ,,...სასულიერო პირი ვ...   Aug 25 2014, 10:03 PM
esre ars cheshmariteba   როგორ მომენატრეთ ხ...   Aug 26 2014, 02:26 PM
G_saxva   :D :D :D ვახ რა კაცი გამ...   Aug 26 2014, 05:19 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba :D :D რა კაცი...   Aug 26 2014, 11:10 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D რა კაცი...   Aug 27 2014, 04:15 PM
marine   “მოძღვარი თუ მლოცვ...   Nov 5 2014, 12:37 PM
marine   "ცხვრები მწყემსს ...   Nov 6 2014, 12:14 PM
marine   "...XIX საუკუნის ბოლო...   Dec 24 2014, 01:55 PM
marine   "მართალია, სასული...   Dec 28 2014, 01:56 PM
marine   "მამა გერმანე თავ...   Feb 6 2015, 06:13 PM
marine   "მორჩილება მოძღვ...   Feb 13 2015, 09:41 PM
marine   "ცალი ხელით კვერთ...   Feb 24 2015, 11:09 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Mar 21 2015, 09:40 PM
marine   "მღვდლისთვის უმთ...   Apr 8 2015, 02:40 PM
marine   "მეუფე [ელისე] ჩემ...   Apr 27 2015, 08:49 PM
marine   "ადამიანებისაგა...   Apr 30 2015, 08:02 PM
marine   "დღევანდელ მქადა...   May 9 2015, 11:03 PM
marine   "1) ღრმა რწმენა, რო...   May 12 2015, 04:19 PM
marine   "აღთქმასა და კანო...   May 28 2015, 10:08 PM
marine   "ღმერთი გწამთ, მღ...   Jun 9 2015, 12:08 PM
marine   "ჩემმა სულმა მხოლ...   Jun 10 2015, 09:20 PM
marine   "კარგი ცხოვრების ...   Jun 11 2015, 10:17 PM
marine   "ჩემი მოძღვრის ლო...   Jun 13 2015, 10:33 PM
marine   "ამავე წელს არქიმ...   Jun 15 2015, 08:02 PM
marine   "მამა სერფიმეს [ს...   Jun 17 2015, 09:19 PM
marine   "უფალს ვთხოვე, შე...   Jul 2 2015, 08:51 PM
marine   "როგორც ცოცხალი ქ...   Jul 18 2015, 11:02 AM
marine   "დიდი უგუნურება ი...   Jul 18 2015, 10:52 PM
sanfol   სახარებაში ხო წერი...   Jul 19 2015, 12:08 AM
marine   "მადლცხებული მოძ...   Aug 4 2015, 09:23 PM
marine   "მამა ეფრემ კატუნ...   Aug 13 2015, 08:44 PM
marine   "მოძღვრის გარეგნ...   Aug 17 2015, 05:10 PM
marine   "მთლიანად დაემორ...   Sep 8 2015, 05:48 PM
marine   "მოძღვარი ზნეობრ...   Sep 9 2015, 08:20 PM
marine   "ჩვენ ხომ აზრადაც...   Sep 14 2015, 03:47 PM
marine   "მღვდელმსახურებ...   Sep 15 2015, 09:21 PM
marine   "ყოველი მოძღვარი ...   Sep 15 2015, 09:38 PM
marine   "სულიერი მამობა ე...   Sep 17 2015, 06:41 PM
marine   "ლოცვა-კურთხევის ...   Sep 17 2015, 09:57 PM
marine   "მღვდლის "შინაუ...   Sep 17 2015, 10:25 PM
marine   "- როცა ლოცვა-კურთ...   Sep 18 2015, 12:31 PM
marine   "ყოველი მღვდელმს...   Sep 18 2015, 01:31 PM
marine   "მისი [მღვდლის] მს...   Sep 20 2015, 09:24 PM
marine   “მღვდელი სასწაული...   Sep 20 2015, 09:59 PM
marine   "მამა პაისი [ათონ...   Sep 22 2015, 09:59 PM
marine   "უპირატესი ადგილ...   Sep 24 2015, 09:34 PM
marine   "ვისაც ქრისტე უყვ...   Sep 25 2015, 11:04 AM
marine   "სამღვდელოება (ყვ...   Sep 26 2015, 09:39 PM
marine   "შენი სულიერი მამ...   Sep 30 2015, 01:14 PM
marine   "მამაო ღვთისმოსა...   Oct 2 2015, 12:03 PM
marine   "ვისაც სწამს, რომ ...   Oct 3 2015, 06:53 PM
marine   “ის, ვინც სიტყვას შ...   Oct 3 2015, 07:19 PM
marine   "მოძღვრის სიტყვა...   Oct 5 2015, 09:54 PM
marine   "უმიზეზოდ მოძღვა...   Oct 14 2015, 05:50 PM
marine   "ამბიონიდან თქმუ...   Oct 16 2015, 12:41 PM
marine   "მღვდლის მძიმე და...   Oct 19 2015, 05:46 PM
marine   "მან თავისი მოძღვ...   Oct 20 2015, 09:06 PM
marine   "მღვდლები ჩვენთვ...   Oct 21 2015, 05:32 PM
marine   "მღვდლები ჩვენთვ...   Oct 21 2015, 05:32 PM
9 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 09:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი