![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ეს თემა კანონისტებს მივუძღვნათ!
:უფალოშეგვიწყალე: ![]() საინტერესოა, ვინ მოხვდება ჩამონათვალში... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
თეოდორე ბალსამონი
თეოდორე ბალსამონი (ბერძნ. Θεόδωρος Βαλσαμῶν) - ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონისტი და ანტიოქიის მართლმადიდებელი პატრიარქი XII საუკუნეში. დაიბადა XII საუკუნის მეორე ნახევარში ქ. კონსტანტინოპოლში, გარდაიცვალა იქვე, 1195 წელს. იგი ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა ნომოფილაქსად (ბერძ. Νομοφύλαξ - კანონთმცველი, ბიზანტიის სამეფო კარის თანამდებობა XI ს. შუა წლებიდან. 1178-1183 წწ. პატრიარქ თეოდოსიოს I-ის კურთხევით, ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს საეკლესიო სასამართლოს საქმეებს. 1193 წ. აღსაყდრებულ იქნა ანტიოქიელ პატრიარქად, თუმცა იქ გართულებული ვითარების გამო კონსტანტინოპოლში რჩებოდა. მისი საუკეთესო ნაშრომია "სქოლია" (დაახლ. 1170 წ.), რომელიც არის წმ. ფოტიოს დიდისეული სჯულისკანონის კომენტარები. თავის სქოლიაში ბალსამონის მიმოიხილაბს მოქმედ კანონებს და კავშირებს ავლებს ეკლესიისა და სახელმწიფოს კანონებს შორის, თუმცა მათ შორის უპირატესობას პირველს აძლებს. ბალსამონს ეკუთვნის, აგრეთვე, საეკლესიო დებულებათა (სინტაგმების) კრებულის სახით მომზადება და რამდენიმე საინტერესო შრომა, რომლებიც ძირითადად 1054 წლის სქიზმის შემდგომ დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიებს შორის დიალოგს შეეხებოდა. მათ შორის აღსანიშნავია "მარხვის შესახებ" და "მონასტრებში სიახლის დანერგვის შესახებ". ბალსამონის ღვაწლი დიდია მართლმადიდებლური სამყაროსთვის. იგი განსაკუთრებით კარგად წარმოაჩენს იმ დროინდელი ბიზანტიის პოლიტიკურ და თეოლოგიურ მდგომარეობას. მისი კომენტარები დღესაც გამოიყენება აღმოსავლურ-მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური სამართლის შესწავლისას და შეტანილია ეკლესიის კანონთა ოფიციალურ კრებულ პიდალიონში (ბერძნ. Πεδαλιον - სასაჭეთმპყრობლო წიგნი) ბალსამონის სქოლია პირველად გამოიცა ლათინურ ენაზე პარიზში (1561 წ.) და მალევე ბაზელში (1562 წ.). 1615 წელს იბეჭდება პარიზში უკვე ბერძნულ და ლათინურ ენებზე, ხოლო მოგვიანებით კვლავ ბაზელში (1620 წ.) იგი ასევე შეტანილია ცნობილი დასავლელი კანონისტი ბევერეგიას ნაშრომში "Pandecta Canonum" (ოქსფორდი, 1672 წ. (P. G., cxxxvii-viii)). 1852-1860 წწ. მისი შრომა შეტანილ იქნა რალისის და პოტლისის მიერ გამოცემულ კრებულში. ბალსამონის კომენტარები მიგნემ შეიტანა თავის Patrologia Graecae-ში, CIV, 441. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 07:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი