ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
კანონისტი |
Dec 20 2006, 12:45 PM
პოსტი
#21
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით
ყველას შეუმჩნევია ალბათ, რომ მწუხრის დაწყების წინ, ისეთ ტაძრებში სადაც დიაკონი მსახურებს, იგი გამოდის აღსავლის კარიდან და პირით მრევლისკენ შემობრუნებული ხმამაღლა ამბობს: "აღსდეგინ!" ანუ, "ადექით!" რამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველად, მართლმადიდებლებიც ისხდნენ ღვთისმსახურების დროს (გარკვეულ მომენტებში)? მით უმეტეს ვიცით, რომ ბერძნული ეკლესიები დღეს ძირითადად მერხებითაა სავსე ამასთან ერთად, გვაქვს ე.წ. "დაუჯდომელი" ლოცვებიც, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ რაღაც ლოცვები დამჯდარიც შეიძლება იქნეს წაკითხული პირადად ჩემი აზრი ასეთია, რომ დამჯდარი შეიძლება იკითხებოდეს მხოლოდ ფსალმუნი, ისიც ბერ-მონაზონთა მიერ, რომლებიც უამრავ ლოცვით კანონს აღასრულებენ დღის განმავლობაში. რაც შეეხება "აღსდეგინ"-ს, იგი, სავარაუდოდ, მიმართულია საკურთხეველში მსხდომი სასულიერო პირებისადმი, რომლებსაც აქვთ ხელმწიფება ისხდნენ ღვთისმსახურებისას მის გარკვეულ პერიოდებში გასათვალისწინებელია ერთი საგულისხმო მომენტიც წმ. ექვთიმე მთაწმინდლის ცხოვრებიდან, რომ მისი იღუმენობის პერიოდში ივერონის ბერთაგან ვერავინ იკადრებდა არათუ დაჯდომას, არამედ კედელზე მიყრდნობასაც კიო... თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
G_I_O_R_G_I_ |
Jan 15 2007, 02:32 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
დაჯდომა ადგომაზე ერთს ვიტყვი.ჯერ ისედაც ვერ ვეტევით ხალხი ეკლსიაში თუ ცოტა დაგაგვიანდა გარეთ მოგიწევს დგომა და ახლა წარმოვიდგინოთ სკამები რომ დაიდგას ეკლესიაში მაშინ ხომ საერთოდ ვერ დაეტევა ხალხი.მეგონა სამების ეკლესია რომ აშენდა ეს პრობლემა ხალხის დატევისა გადაიჭრებოდა მაგრამ მაინც აღდგომასა და სხვა დიდ დღესასწაულებზე ვერ ეტევა ხალხი ტაძარში რაც თავისთავად სასიხარულო ფაქტია
|
argani |
Jan 15 2007, 08:59 AM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ქრიესტესმიერნო მოგესალმებით და კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ.
ფეხის ხსენებაზე :-) დგომა-ჯდომას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს ჩემი აზრით: დაფეხვილი თუ მჯდომარე იღებს მადლს და ურთიერთობს უფალთან, ზეზე დგომით დაღლილიც ეზირება ღმერთის ძალას სკამზე. ვეთახნმები გამოთქმულ აზრს რომ ეს დოგმის დონეზე არ უნდა ავიყვანოთ. თორემ ამაშინ მუხლმოყრით ლოცვა, ისე როგორც მრავალი წმინდა მამას და ღვთისმოსავი ბერს ურჩევნია, იქნებოდა ერთადერთი გამართლებული პოზა მე ასე ვუდგები ამ საკითხს,. კვირას ეკლესიაში წასვლა მოძღვრის მიერ სიბრძნის და ღვთის სიტყვის განმარტებისთვისაა. ამ კლასში მინდა ბეჟით მოწაფესავით მერხთან მჯდარმა ვუსმინონ რათა ყურადღება სხვა რამეზე არ მქონდეს გადატანილი. ისე კი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ორივე მიდგომის მომხრეთათვის რომ იყო გამოყოფილი ფართი ღვთის სახლში მაინც აღდგომასა და სხვა დიდ დღესასწაულებზე ვერ ეტევა ხალხი ტაძარში რც თავისთავად სასიხარულო ფაქტია ოდენ დღესასწაულებზე დასწრებით არ განისაზღვრება წარმატება, არც პირჯვრის გადაწერის სიხშირით, გინა შეწირულობათა სიუხვით. მწამს, ეს ისედაც კარგად მოგეხსენება, ძმაო. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი