![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
nini1 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
აქ დავწეროთ ბავშვებისთვის
![]() ![]() ლექსები , მოთხრობები , ზღაპრები და ა.შ .... ![]() წვიმის კონცერტი ბაყაყების დიდ გუბეში, წვიმა აწყობს კონცერტს, კარგად იცის რა დაუკრას სულ არ უცქერს ნოტებს. მაგრამ მაყურებლებს შორის, გაიჟღერა პრეტენზიამ: -როცა უკრავს ვიწუწებით, ეს როგორი კონცერტია?! ნატვრა ახლა იცით რას ვნატრობ? ბებოს რომ ვერ გაეგო და კრუხისთვის საჩეკად ქინდერები დამედო. წიწილების მაგივრად მექნებოდა რამდენი, სათამაშო დათვი და სათამაშო აქლემი. ნინო ქადაგიძე რვაფეხა ოთხი ცალი შარვალი და რვა ბოტასი აცვია. მაინც მარდად მიაბიჯებს, არ აკლია გრაცია. კიბორჩხალა უყურებს და მოთმინება ელევა: - უკან-უკან რომ წავიდეს, ფეხი არ აერევა? მელა და კომპიუტერი თურმე, კომპიუტერი უყიდია მელიას. უამისოდ, ტყეშიც კი დღეს ცხოვრება ძნელია. დადგა თავის სოროში, ინტერნეტიც ჩართო და ახლა დაღამებამდე არ აკლია გართობა. “ჩეთში” ესაუბრება ლამაზ-ლამაზ ვარიკებს, ზოგს სიყვარულს უხსნის და ზოგსაც ჭკუას არიგებს. გადმოწერა თამაში “სუპერმელა ნადირობს” – თაგუნიებს მინდორში ბდღვირი უნდა ადინოს. მონიტორის ცქერაში სულ დაკარგა გონია, “მაუსს” ისე დაჰყურებს, მინდვრის თაგვი ჰგონია. პირზე ნერწყვი მოადგა, ცოტაც კიდევ ეწამა, ბოლო-ბოლო „მაუსი“ მართლა შემოეჭამა. ვასილ გულეური ექიმი მარიამ წიკლაური კორდზე დახტის ბაჭია, სულ თეთრები აცვია. ექიმია, იცით, ალბათ, აქვს ნემსები, ბინტი, ბამბა. იოდი და წამლის აბი. სამკურნალოდ გაუხმია მწიფე კუნელი და სალბი. შველის სურდოს, წითელას, ანგინას და ხველას. მხიარული რეცეპტებით არჩენს თურმე ყველას. წაგისვამს მზის მალამოს, წყალს მოგართმევს საამოს, ტყის ჰაერის აბებს უხვად ჩაგაყლაპებს. ვირუსებს და ბაცილებს ამგვარად მოგაცილებს, მაგრამ მისი დაჭერა არის ისე ძნელი, ჯობს, რომ ავად არ გახდეთ მთელი ასი წელი! უცნაური მხატვარი უცნაური მხატვარია პაწაწინა საბა, ცხოველების ხატვით ბიჭმა, ხელი გაიწაფა. გაოცებით შესცქერიან, საბას ყველა ნახატს, ვეებერთელა ხორთუმით დაამშვენა კატა. მგელს, ფაფარი მიახატა, ცხენს - კენგურუს ჩანთა, ირმის რქები ლომს დაადგა, ყველა სახტად დარჩა. სახლში აურზაურია, არ იციან რა ქნან... საშლელმა წამოიძახა: -გეყოთ ახლა დავა! დაურბინა ნახატებს და სწრაფად გადაშალა. ნინო ქადაგიძე ![]() -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
![]() ![]() |
nini1 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
ვაჟა ხორნაული
ყ ი პ ყ ი პ ე ლ ა სად მიდის იხვი პატარა, სახელად ყიპყიპელა? ღიმილით მისჩერებიან კახაბერი და ლელა... მდინარე მონატრებია, შუადღეა და ცხელა, მარტო არაა, თან მიჰყავს წიწილა ფოთლისხელა, მეგობრის მოყვარულია ეს ჩვენი ყიპყიპელა ვაჟა ხორნაული სიცოცხლის დღესასწაული ------------------------------ იქით ვენახი შრიალებს აქეთ წისქვილი მღერის. ბედნიერია ფუძე ბედნიერია ჭერი. თორნიკე უკრავს როიალს გაზაფხულს ხატავს ანა. ათვალიერებს ლუკა სასიმინდეს და მარანს. ცოტნეს პაწია გული გვირილასავით უცემს. ბედნიერია ჭერი ბედნიერია ფუძე. ბეკეკას თავგადასავალი -------------------------- ბეკეკა კიკინაშვილი მოხიბლა ქორფა ბალახმა გადაიარა მინდორი გავიდა ხევის გადაღმა იქ გზა აებნა შეშინდა_ მგელი შემჭამსო ამაღამ პატრომნი ეძებს ეძახის: "ბეკოო სადა ხარ?სადა ხარ?" ხმა მიაწვდინა იპოვა უსაყვედურა ალერსით ბეკეკას ბედნიერების ცრემლი უბრწყინავს თვალებში გულწრფელად ინანიებდა ეს რა ჩერჩეტი თხა ვარო მაგრამ დღეიდან ასე შორს აღარასოდეს წავალო. ძმადნაფიცები --------------- მგლის ლეკვი და დათვის ბელი ტყის ბილიკით მიდიან სიჩუმე და სიგრილეა ირგვლივ მწვანე ბინდია. მათი ძმობა სად თქმულაო ჭორაობენ ყვავები მაგრამ ვის რას გამორჩება სუსხი მათი თვალების... ტყეში ზღაპრის სურნელია და ღრუბელი მშვიდია მგლის ლეკვი და დათვის ბელი ისევ ერთად მიდიან. კრუხ-წიწილები ----------------- ქათილო კაკანაური ყველაზე გვიან იძინებს ირიჟრაჟებს და ადგება წაავარჯიშებს წიწილებს მერე ზღაპრებსაც უამბობს და მათთან ერთად იცინებს მათ ბუდეს სიყვარულიანს ვერ მოერევა სიცივე. ჯიბილო ყივილაშვილი -------------------------- ქვის გამკვეთელი დეზები ბოლო_ცეცხლივით გაშლილი ბუმბული_გაბრწყინებული ხავერდოვანი და ხშირი ხმა_მაცნე გათენებისა მიწიდან ცისკენ აჭრილი თვალები_ნაპერწკლიანი გული_მაგარი კაჟივით,_ ასეთი გახლავთ მამალი_ ჯიბილო ყივილაშვილი. პირველკლასელი ბიჭები --------------------------- თორნიკემ უთხრა ბათირას: _კოსმოსი საკვირველია წამოდი ერთად გავფრინდეთ მთვარეს შევახოთ ხელია. ზოგჯერ ეს ჩვენი ბათირა ისეთი სიტყვის მთქმელია მოუსმენ გაგიხარდება იტყვი:"პატარა ბრძენია." ღიმილით უთხრა თორნიკეს: არა ვარ ქვეყნის მტერია ვისთან წავიდე კოსმოსში მთვარეზე რა დამრჩენია? ვერ ხედავ?_ ფშავ-ხევსურეთი დაობლდა ცარიელია!.. არაფერს ამბობს თორნიკე ვაჟია მართლაც ოქროსი... ბინდისფერ კოშკებს გახედა სულ დაავიწყდა კოსმოსი. ფისო ხვთისოს ჩანთაში -------------------------- მასწავლებელს ეცინება და ხმაც უცინისო: _ჩანთა ასე გაბერილი რატომა გაქვს ხვთისო? ხვთისოს თავი დაუხრია იყურება ძირსო... და გაისმა კლასში ხმები: _ფისო უზის ფისო! აი,გახსნეს ხვთისოს ჩანთა და იქ წიგნის ძირსო იწვა თვალებმინაბული პაწაწაწინა ფისო. რა ქნას ხვთისომ...ხუჭუჭა თავს უფრო დაბლა ხრისო, მასწავლებლის ჩრდილს უყურებს აქსუტუნებს ცხვირსო. მასწავლებელს ეცინება და ხმაც უცინისო: _ცხოველების სიყვარული კარგი არის ხვთისო. ვერ გავიმეტე ირემი ----------------------- თინიბექი და თოთია ტყიდან ბუზღუნით მოდიან. _რად არ ესროლე თინიბექ?- თოთიას ხმაში შფოთია. _ვერ გავიმეტე ირემი...ირემი დათვივით გონჯი როდია! ბ ე რ დ ი ა ----------- მართლა ვაჟია ბერდია ხელ-ფეხი აღარ ეღლება ხან ყოჩებს ეთამაშება ხან ღობეს გადაევლება ხან ხევ-ხუვ ჩაეფარება ხან გალავანზე შედგება თმის ღერები აქვს ისეთი ზედ ვაშლი წამოეგება შემოგცინებს და იფიქრებ: "გული მერცხლისა ექნება." სამნი ერთი ქოლგით ----------------------- წვიმა ბაღებს აშრიალებს მზე ღრუბლებში ჩადის ქვაფენილზე დაცვენილა ყვავილები ატმის... და წვიმაში ქოლგით ხელში მშვიდად მიდის ბატი მიჰყავს თაგვი და კურდღელი მფარველია მათი... ორღობეში ჩაიარეს სამმა ერთი ქოლგით სარკმლებიდან უყურებენ ნინო გია გოგი ახლა მათთვის ეს ამინდი სულ არაა ცუდი წვიმს... მიდიან და სველდება მხოლოდ თაგვის კუდი. გაბრიელი და ანა ------------------- მწვანე ფერდობზე ტყუპები ნერგებივითა დგანან: ანა და გაბრიელი გაბრიელი და ანა ქვემოთ მდინარე ხმაურობს ახლოს შრიალებს ყანა_ თითქოს ორივე ეძახის გაბრიელსა და ანას... ღმერთო რა ლამაზევია კალმით ნახატებს ჰცვანან ანა და გაბრიელი გაბრიელი და ანა. ![]() -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი