ბოროტი ხმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტი ხმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ? |
Irakly |
May 6 2007, 11:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 8-April 07 წევრი № 1,602 |
ხალხნო ამ თემის გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაზე მეტად ეშმაკი სწორედ ცნობიერებაში მებრძვის. ადრე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ბოროტი აზრები ცოდვას არ წარმოადგენდა, მაგრამ ვცდებოდი. სანამ ჩემს ეკლესიაში სიარულს სისტემატური სახე მიეცემოდა ეს პრობლემა არ მქონდა, ეხლა კიდე ყველა აღსარებაში ამგვარ ცოდვებს ვიხსენიებ. ძალზედ მიჭირს ცნობიერების დონეზე ბოროტებასთან ჭიდილი. თქვენ თუ გქონიათ ასეთი პრობლემა, თუ კი, როგორ გადალახეთ იგი?
-------------------- მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
|
.ნინო |
Jul 13 2008, 08:09 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
საშინელი აზრებით ალბათ ყველა ცვენტაგანს ებრძვის ბოროტი... ყველას მეტ-ნაკლებად, ალბათ უფალი უშვებს იმდენზე, რამდენის გაძლებაც ადამიანს შეუძლია...
მეც ძალიან ხშირად მაწუხებდა ეს ფიქრები, ეხლა თან და თანობით შემცირედა, და მადლობა უფალს... იქნებ ოდესმე გავთავისუფლედე კიდეც მათგან ღვთის შეწევნით. უბრალდ მინდა ერთი პატერიკი გავიხსენო, რომელიც ძალიან დიდ შვებას მანიჭებს პირადად მე, და იმედია თქვენთვისაც იქნება მანუგეშებელი: ერთ-ერთ მონასტერში ბერმა შესჩივლა მოძღვარს: უწმინდური ფიქრით მებრძვის ბოროტიო. მან მიიყვანა კელიის ფანჯარასთან დაანახვა ხე და უთხრა: შეგიძლია აუკრძალო ამ ჩიტებს მოფრენა და ხეზე ჩამოჯდომაო? ბერმა რა თქმა უნდა იუარა. მაშინ მოძღვარმა უთხრა: მაგრამ შენ ხომ შეგიძლია ყველა მოსვლაზე აუქშიო მათ და გააფრთხოო. ასევე მოექეცი სენს ფიქრებს, გამოჩენისთანავე გააფრთხე ისინი ლოცვით და ეს აგარიდებს ცოდვასო. -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი