ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
kato_Bato |
Nov 26 2006, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
რას არ წერენ ეს ბავშვები გამოცდებზე
მინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაც რა გაუგია და წაუკითხავს ამასთან დაკავშირებით... თან ხუმრობა ხუმრობით შემოგვესწავლება რაღაც რაღაცეები.. მაშ ასე: (სტუდენტების პასუხი წითლად აღვნიშნოთ) შეკითხვა: _ვის იმოწმებს ავთანდილი, როდესაც სიყვარულის ძალაზე ლაპარაკობს? პასუხი: _ეჟვანს... დავითიანი: "სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია"... _ რას გულისხმობს ავტორი ამ ხატოვან თქმაში? _კაცს თავისი შვილი ყელზე აბია... _რა მიზნით გააგზავნა ვარსქენმა მოციქულები შუშანიკთან და რით დაემუქრა? _იმიტო რომ შუშანიკს არ ეღალატა მისთვის,თუ მიღალატეფო, გაწამეფო... "_ვაჟა თავს ხარს ადარებს და სურს, რომ რქებით თხაროს მიწა..." _დამბეზღებელთა აზრით რატომ იყო აუცილებელი აბოს დასჯა? _რადგან აბო უკვე ნასამართლევი იყო და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა ... _რა ახსენდება ყივჩაღს? _ახსენდება ის, თუ როგორ მოკლა იგი მტერმა და როგორ გაისტუმრა იმ სამყაროში... _რატომ დააბრუნა არაბმა ცხენი? _იმიტომ რომ იგი მამალი იყო _პოეტს არ უნდა ტაში, იგი ისედაც ტაშდაკრული დადის... _"...ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ევროპულ ინტეგრაციაში... _გულუპრყვილო ადამიანი შევიდა ტყეში, მიადგა ტოტგარდათხმეულ წიფელს და წააქცია... _გაასწორეთ: საფეხბურთო სკოლამ მრავალი სპორტსმენები აღზარდა. _ამ წინადადებაში შეცდომაა საფეხბურთო. უნდა იყოს საბეღბურთო. სუბიექტური პირის ნიშანი "ხ" ზედმეტია... _მრავალი ტურნირები თუ მრავალი ტურნირი? _ მრავალი ტურისტები. შეცდომაა ტურნირი. ის არის სავარჯიშო. ხოლო ტურისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს... ჯერჯერობით ეს იყოს) დანარჩენი მერე) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
სოფი |
Jan 15 2007, 03:50 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა tatuli ციტატა აბიტურიენტი არი ახლა ქართულის გამოცდაზე მარა მაგარი ზარმაცია და არაფრის აზრზე არ არი, აიღებს ბილეთს და მოუვა თემა რა არის სიზარმაცე, ხოდა ადგება და დაწერს: სიზარმაცე არის ეს.......... და მრავალწერტილი. ხოდააა ამბობენ მერე კაი ნიშანი მიიღოო და რამდენად მართალია მაგი ახარ ვიცი უკვე მაგარია,ეგ ამბავი მეც სადღაც გამიგონია,ვიღაც მიყვებოდა,მარა არ მახსოვს,ძაან ადრე იყო.ისე, მგონი, მაღალი ნიშანი დაუწერეს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
კანუდოსელი |
Jan 15 2007, 04:32 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მოკლედ სკოლას არ ეხება, მაგრამ აქ დავდებ ამ ანეგდოტს:
1944 წელი, საკონცენტრაციო ბანაკიდან გამორბის ახალგაზრდა პოლონელი, მას მისდევენ სს-ელები, ერთი განსაკუთრებით აქტიურობს, მისდევს რაც ძალი და ღონე აქვს, პოლონელი გარბის, აი გამოჩნდა გზა მარჯვნივ, შეუხვია, იქვე მარცხნივ....ჩაირბინა კიბეებზე...მოიხედა უკან და გამწარებული სს-ელი უკვე ძალიან ახლოსაა...მირბის რაც ძალი და ღონე აქვს, მირბის მაგრამ ძალაც ეცლება და სს-ელიც უკვე ერთ ნაბიჯშია. და აი უცებ აღიმართა უზარმაზარი კედელი...რა ქნას?, სხვა გზა არ არის, უნდა გადავიდეს მასზე, ახტა, ჩამოეკიდა კედლის კიდეს და იწევა ზემოთ....მაგრამ ფატალური მომენტი: სს-ელი ტენის ავტომატს, ადებს კეფაზე და ღრიალებს: შვაინ, ღორო ბინძურო პოლონელო დაგიდგააააა ბოლო წუთებიიიი და უცებ ზეციდან მგრგვინავი ხმა: შვილოოო ჩემოოო, ხელი უშვი მაგაააას სს-ელი: (დაბნეული ხმით) რა, რატომ? ვინ.... ხმა ზეციდან: ეს გახდება რომის პაპიიიიიი სს-ელი: (კიდე უფრო დაბნეული წვრილი ხმით) კი მაგრამ მეე...? ხმა ზეციდან: შენ მის შემდეეგ, მის შემდეეეგ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი