![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თემო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
ამ დღეებში, წირვაზე როდესაც ვესწრებოდი და კანკელის ხატებს ვაკვირდებოდი, ერთი კითხვა დამებადა: მაცხოვარმა რატომ მაინც და მაინც იუდეველები აირჩია იმ ერად რომლიდანაც მხსნელად ის გამოვიდა, რატომ დავითის ტომი?, იქნებ არის ბიბლიაში ამის შესახებ მინიშნება.
მოდი ვისაუბროთ |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ნუ ახლა ფოტოაპარატ მომარჯვებული უნდა დავრბოდე, მაგრამ სანამ გავიქცეოდე, მანამ რაღაც ამ კითხვამ, უფრო სწორედ მისმა პასუხებმა მიბიძგა, რომ მცირე პოსტი დამეწერა, საქმე გამორჩეულობისა უცილობლად უკავშირდება სინერგიას, ანუ ღვთისა და ადამიანის, აქ ერის თანადროულ და ერთობლივ არჩევანს, ანუ არც ისეა რომ ებრაელები თავისით გახდნენ გამორჩეულები, არც ისე რომ ღმერთმა შემთხვევით გამოირჩია ისინი, არც ისე რომ ეს გამორჩეულობა სამუდამოა და უპირობო, ყველაფერი დაიწყო პირველი მკვლელობიდან, როცა ჭეშმარიტების დამცველად მომმადლა უფალმა შეთი, მესამე ძე ადამსა და ევას და წერს ბიბლია: „დაიწყო უფლის სახელის ხსენება“ (4:26), მთელი არსი ამ გამორჩეულობისა ჭეშმარიტების მფარველობაშია ვიდრე მესიის მოსვლამდე, როცა ყველაფერი ყველასათვის იქნება ღიად, ... ასე მივდივართ შეთიდან ენუქამდის, რომელსაც ღვთის წყალობით არ უხილავს სიკვდილის ხრწნილება: „დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა“ (5:24). პავლე მოციქული: „სარწმუნოებით ენოქ გარდაიცვალა, რათა არა იხილოს სიკვდილი, და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან, რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან“ (ებრ. 11:5) ასე მივდივართ შემდეგ ნოემდის, რომელსაც სრული კაცი ეწოდა, რადგან ახლაც საჭირო იყო სრული გასუფთავება გზისა ჭეშმარიტებისათვის და აი დადგა დრო როცა შეთისა და კაენის შთამომავლებიც აირივნენ ერთმანეთში არა მარტო ხორციელად, არამედ აზრობრივად და აი ხატოვნად (და არა პირდაპირ) წერს ბიბლია:¨ინანა..., რომ შექმნა ადამიანი ამ ქვეყნად,და შეწუხდა(დაბ.6:6)¨ და ამიტომაც გამოირჩია ნოე, რომლის სახელიც კი შვებას ნიშნავს, და შემდეგ მოყვება კურთხევა ნოეს შვილისა სემისა: : „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა!“(დაბ. 9:26), რომლის მოდგმიდან იყო ოჯახი ყებერისა, ვინც არ მიიღო ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში მონაწილეობა და აი ასე იქნა გამორჩეული, რათა ეს სწორი არჩევანი, სწორი გზა შენარჩუნებულიყო თაობებში, ისევ მესიამდის... გზა ასეთია ადამი-შეთი-ნოე-სემი-ყებერი და შემდეგ უკვე როცა ხდება ენათა გაყოფა და ერთა ჩამოყალიბება, შესაბისად ყებერის გვარში შერჩა ჭეშმარიტების მსახურება და ასევე ეწოდა მას ანუ აბრაამი, რჩეული ერის მამამთავარი, ყებერის შთამომავლად არის მოხსენიებული _ `აბრამ ებრაელი~ (ყიბრი დაბ.14:13), შემდეგ უკვე იცით, როგორ გაიყვანს უფალი თერახის ყებერის შთამომავლის ოჯახს და მალევე მას გაიყვანს, უკვე აბრაამის სახით: ¨უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ...“ (12:1).
შემდეგ კი ასეა :აბრაამი-ისააკი-იაკობი-იუდა-დავითი-იოსები/მარიამი - მესია... ძალიან მოკლედ კი დავწერე მაგრამ მაინც მგონი ნათელია, რომ უფალი მფარველობს ყველას ვინც ჭეშმარიტებას იცავს, ძველი აღთქმაში შეთიდან ყებერამდის უეროვნებო დაცვა ხდებოდა, ერთი გვარი იცავდა, შემდეგ ერები გაჩნდნენ და ყებერიდან იოსებამდის ერთი ერი (ყ-ებრაელები) იცავდა მას, და აი შემდეგ კი დადგა ახალი აღთქმის ერა, როცა ისევ უეროვნებო ან უფრო სწორად ყველა ერისათვის შესაძლებელი დაცვა დაბრუნდა საერთო და ყველასათვის ღია, უფლის განკაცება და აღდგომა-ამაღლების შემდეგ, სულთმოფენობისას ნაშობი ეკლესია ნათლისღებით ყველას ღებულობს თავის წიაღში, და ყველა ასე შობილი ეკლესიაში, რჩეულია ღვთისა, რადგან მსახურია ჭეშმარიტებისა, სწორედ ეს ხდის რჩეულობას არჩევანის სწორი გაკეთება და არა წარმოშობა... აბა დროებით, იხარეთ: კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 10:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი