![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თემო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
ამ დღეებში, წირვაზე როდესაც ვესწრებოდი და კანკელის ხატებს ვაკვირდებოდი, ერთი კითხვა დამებადა: მაცხოვარმა რატომ მაინც და მაინც იუდეველები აირჩია იმ ერად რომლიდანაც მხსნელად ის გამოვიდა, რატომ დავითის ტომი?, იქნებ არის ბიბლიაში ამის შესახებ მინიშნება.
მოდი ვისაუბროთ |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ციტატა მოსპობის შემდეგ რომელი ერი აღმოცენდა იუდეველთა ტყვეობიდან დაბრუნება იუდეველნი ბაბილონის ტყვეობაში 70 წელიწადს დარჩენ. ბევრი ტანჯვა და წვალება გამოიარეს ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ეს ტყვეობა მათთვის სასარგებლო გამოდგა. ისინი დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და ხელი აიღეს კერპებზე. იუდეველთა ტყვეობა არც იმ ხალხებისთვის დარჩა უმნიშვნელო, რომლების ხელშიაც ისინი რიგრიგობით გადადიოდნენ. იუდეველებისგან ამ ხალხებმა გაიგეს ჭეშმარიტი ღმერთის არსებობა და შეითვისეს აზრი და მოლოდინი მომავალ მხსნელზე. "სამოცდაათი წლის დასასრულს ბაბილონის სამეფო სპარსეთმა დაიპყრო და იუდეველნიც მის ხელში გადავიდნენ. სპარსეთის მეფემ კიროსმა თავისი მეფობის პირველ წელიწადსვე მისცა იუდეველებს ნება სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და იერუსალიმში ტაძარი აეგოთ. ამასთანავე დაუბრუნა ის ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნივთებიც, რომლებიც ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორს, გამოეტანა სოლომონის ტაძრიდან. იუდეველთა წინამძღვრობა ბაბილონიდან იერუსალიმში თავს იდვა ვინმე ზორობაბელმა. ამნვე ააგებინა იერუსალიმში ტაძარი იმ ადგილზე, სადაც სოლომონის ტაძარი იდგა. სოლომონის ტაძრის მომსწრენი წუხდნენ, რომ ახლადაგებული ტაძარი ბევრად ნაკლები იყო პირველზე, მაგრამ ზაქარია წინასწარმეტყველი ანუგეშებდა ხალხს და ეუბნებოდა: ახალი ტაძარი ძველზე უდიდებულესი იქნება, რადგან იგი ღირსი იქნება თავის ჭერქვეშ მაცხოვრის მიღებისაო. ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ იერუსალიმი რომაელებმა დაიპყრეს, რომაელებმა მოუსპეს იუდეველთ საკუთარი მთავრები და დაუყენეს თავისი არჩეული უცხო ტომის მმართველები. აქ ასრულდა წინასწარმეტყველება იაკობისა: - ისრაელთ მოესპო იუდას ტომის მთავრები და მოაწია მისმა დაბადებამ, „რომელი-იგი არს მოლოდება წარმართთა“, ე.ი. მოაწია მაცხოვრის დაბადების დრომ." ებრაელთა დაბრუნების შესახებ მოთხრობილია ნეემიას და ეზრას წიგნებში ხოლო შემდგომ განვითარებული მოვლენები ვიდრე რომი დაიპყრობდა იუდეას მოთხრობილია მაკაბელთა წიგნებში. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 10:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი