სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| k@the |
Jul 16 2008, 04:18 PM
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ეს საკითხი დიდი ხანია მაინტერესებს და ვერც თემა ვიპოვე ფორუმზე, ვერც ინტერნეტში მოსაძიებლად მოვიცალე.
თუ რაიმე უზუსტობაა სათაურში და საკითხის დასმაში, დავით შემისწორე. მაინტერესებს, რა ერთიანი იერარქია არსებობს მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ვთქვათ არის თუ არა, რომელიმე ეკლესია ანგარიშვალდებული რომელიმე სხვა ეკლესიის მიმართ ან მსოფლიო პატრიარქის არსებობის მნიშვნელობა. ან, რომელიმე ეკლესია თუ განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს სხვებთან შედარებით და რაში მდგომარეობს ეს პრიორიტეტი? ან საიდან იღებს სათავეს? თუ სულაც არაა საჭირო ცალკე თემა?? უბრალოდ ამ კითხვების დასასმელი თემაც ვერ ვნახე -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
| კანონისტი |
Jul 17 2008, 11:44 AM
პოსტი
#2
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
სულ არის 9 საპატრიარქო:
კონსტანტინოპოლის ალექსანდრიის ანტიოქიის იერუსალიმის რუსეთის საქართველოს სერბეთის რუმინეთის ბულგარეთის და 6 ეკლესია კვიპროსის საბერძნეთის ალბანეთის პოლონეთის ჩეხეთისა და სლოვაკეთის ამერიკისა და კანადის ამასთან: * ბერძნული საპატრიარქოები საქართველოს ცნობენ მე-9 ადგილზე * მსოფლიო საპატრიარქო არ ცნობს ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიას * სლავური საპატრიარქოები პოლონეთს ცნობენ ალბანეთზე წინ - რაც შეეხება მსოფლიო საპატრიარქოს: საეკლესიო კანონებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ის მართლმადიდებლური სამრევლო, რომელიც არ შედის არცერთი საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაში, ექვემდებარება მსოფლიო პატრიარქს. თუმცა ეს წესი ევროპაში საკმაოდ ხშირად ირღვევა მსოფლიო პატრიარქს არაოფიციალურად მინიჭებული აქვს ტიტული Primus inter pares - პირველი თანასწორთა შორის, რითიც ის მართლმადიდებელ პატრიარქთა შორის სარგებლობს უპირატესი პატივით. - ბერძნული ეკლესიების მდგომარეობა 1821 წ. საბერძნეთის სახელმწიფომ აღიდგინა რა დამოუკიდებლობა, კონსტანტინოპოლმა მიზანშეწონილად მიიჩნია საბერძნეთის ადგილობრივი ეკლესიისათვის ავტოკეფალია მიენიჭებინა. ეს განხორციელდა იმ ტერიტორიის სამრევლოებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელი ბერძნული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. საქმე ისაა, რომ საბერძნეთის მაშინდელი საზღვრები უფრო მცირე ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე ეს დღეს აქვს საბერძნეთს, კერძოდ, ჩრდ. საბერძნეთი, პელოპონესის ნ/კ-ის ჩრდილოეთით, ქ. თესალონიკი და თრაკიის ნაწილი კვლავ თურქეთის შემადგენლობაში რჩებოდა. ამიტომ ეს ტერიტორიები მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციიდან არ გასულა. მას შემდეგ რაც ბერძნებმა მოახერხეს საზღვრების გაფართოება, მსოფლიო საპატრიარქოს თავისი 1821 წ. ტომოსისათვის აღარ გადაუხედავს და ამგვარი გადანაწილება დღემდე ძალაშია: ჩრდ. საბერძნეთი (ათონის წმ. მთის ჩათვლით) შედის კონსტანტინოპოლის, ხოლო სამხრ. საბერძნეთი - ათენის სამთავარეპისკოპოსოს შემადგენლობაში. - სხვა ბერძნული საპატრიარქოების ვითარება ბერძნულს საპატრიარქოებად ითვლება პირველი 4 საპატრიარქო. იმის გათვალისწინებით, რომ გვიანდელი საუკუნეების განმავლობაში საპატრიარქო ცენტრები - ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი ხშირად ხდებოდა ურჯულოთა თავდასხმის ობიექტი, ამ კათედრათა პატრიარქები თავს აფარებდნენ კონსტანტინოპოლს, რის გამოც ისინი ერთგვარად დამოკიდებულნი გახდნენ მსოფლიო პატრიარქზე. გვერდით თემაში, სადაც ცნობილ კანონისტებზე ვსაუბრობთ, ითქვა, რომ თეოდორე ბალსამონი ანტიოქიელ პატრიარქად ითველბოდა, თუმცა კონსტანტინოპოლიდან არ გასულა და იქვე გარდაიცვალა. ამ ვითარების გამო დღემდე მირონს ეს საპატრიარქოები კონსტანტინოპოლიდან იღებენ. ამით კი, ისინი ერთგვარად მსოფლიო საპატრიარქოზე დაქვემდებარებულნი გახდნენ - ვითარება ამ საპატრიარქოებში ალექსანდრიის საპატრიარქო მდებარეობს ეგვიპტეში, იქვე არის ძველეგვიპტელთა შთამომავლებს - კოპტების საპატრიარქოც. მთლიანად სახელმწიფო მუსლიმურია და ქრისტიანები მხოლოდ 30%-ს შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობისა. ეგვიპტის ტერიტორიაზეა წმ. დიდმოწამე ეკატერინეს ცნობილი მონასტერი, რომელიც ავტონომიური ეკლესიაა იერუსალიმის საპატრიარქოს იურისდიქციაში სინაის მთის ეკლესიის სახელწოდებით. ეგვიპტური კანონებით ალექსანდრიის ბერძენ პატრიარქს აღსაყდრებისთანავე ავტომატურად ენიჭება ეგვიპტის მოქალაქეობა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გადაადგილების მიზნით. ანტიოქიის საპატრიარქო ორი მნიშვნელოვანი რამით არის გამორჩეული, პირველი იმით, რომ ანტიოქიაში მოციქულთა საქმეების თანახმად, უფლის მიმდევრებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები, ხოლო მეორე იმით, რომ იგი რომის ეკლესიამდე დააარსა პეტრე მოციქულმა, რაც ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ რომის ეკლესიას განსაკუთრებული პრივილეგია პეტრე მოციქულის გამო არ უნდა ჰქონდეს. ქ. ანტიოქია ამჟამად მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკაში და მას ანთაქია ჰქვია. იქ ანტიოქიელ პატრიარქს ჩასვლა აკრძალული აქვს. ამიტომ, საპატრიარქო კათედრა ამჟამად სირიაში მდებარეობს, კერძოდ, ქ. დამასკოში. მრევლი ძირითადად არაბია, მოქმედი პატრიარქიც - უნეტარესი ეგნატე IV გვარად ჰაზიმი და ეროვნებით არაბია რაც შეეხება იერუსალიმს, მას საპატრიარქო სტატუსი II მსოფლიო კრებამ მიანიჭა, როგორც დედაეკლესიას. იერუსალიმშიც მრევლი ძირითადად არაბულია, თუმცა მმართველობაში ბერძნები არიან. იმის გამო, რომ ამ საპატრიარქოს იურისდიქცია სამ სახელმწიფოზე - ისრაელზე, პალესტინასა და იორდანიაზე ვრცელდება, საჭიროა საპატრიარქო კანდიდატის სამივეს მიერ მოწონება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეს სახელმწიფოები ურთიერთდაპირისპირებული არიან, ამ თანხმობით მოპოვება ზოგჯერ თვეობით და წლობით ჭიანურდება -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
k@the მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიათა იერარქია... Jul 16 2008, 04:18 PM
Giorgi- k@the
ერთადერთი რუსეთ... Jul 16 2008, 04:55 PM
G_I_O_R_G_I_ ზოგი რამ ამ თემაში ... Jul 16 2008, 09:52 PM
sable
ზოგი რამ ამ თემაში ... Jul 16 2008, 10:46 PM
G_I_O_R_G_I_
საინტერესოა პირვე... Jul 16 2008, 10:03 PM
orthodox-georgia
მსოფლიო პატრიარქ... Jul 17 2008, 03:35 PM
k@the კანონისტი
გაიხარე ... Jul 17 2008, 03:16 PM
KAIROS
არა,ეგ მნიშვნელოვ... Jul 17 2008, 03:38 PM
კანონისტი KAIROS
არა კაიროს.
არა ... Jul 17 2008, 04:23 PM
KAIROS
ბოლოში ვართ და უძა... Jul 17 2008, 04:45 PM
(Νικόλαος) ..... Oct 9 2010, 07:03 PM
კანონისტი KAIROS
რად უნდა VIII კრება... Jul 17 2008, 04:50 PM
k@the და რა მნიშვნელობა ... Jul 18 2008, 05:03 PM
კანონისტი k@the
პატივისა და ღირ... Jul 18 2008, 05:06 PM
k@the და ამქვეყნიურ პატი... Jul 18 2008, 05:41 PM
კანონისტი k@the
არც ისე არსებით... Jul 18 2008, 05:48 PM
Ismail სულ პირველად რომ მ... Jul 18 2008, 09:50 PM
jijikoi კი მაგრამ რატომ არ ... Mar 10 2009, 01:11 AM
sable
კი მაგრამ რატომ არ ... Mar 10 2009, 01:25 PM
კანუდოსელი
სხვათაშორის ერთ-ე... Mar 10 2009, 04:03 PM
კანონისტი jijikoi
სადავოა ჩვენსა ... Mar 10 2009, 11:06 AM
მხევალი ნინო მპკლედ, დედამიწაზე... Mar 23 2009, 12:28 AM
pataraia
მპკლედ, დედამიწაზ... Mar 23 2009, 03:26 PM
არჩილი74 მსოფლიო პატრიარქი... Jun 14 2009, 04:34 PM
KAIROS
მთლად მასეც არაა, ი... Jun 14 2009, 04:37 PM
სერგი გამარჯობათ,
აი ეს ... Jul 5 2009, 01:08 AM
კანონისტი სერგი
ეგ ყველა პატ... Jul 5 2009, 10:35 AM
ეკატერინე Титул "Вселенский судия... Jul 5 2009, 04:36 PM
abo კანონისტი
ხო მე-5 ა... Jul 5 2009, 05:02 PM
abo KAIROS
შტერი უფროსი ძმ... Jul 5 2009, 05:50 PM
შოთა იმდღეს TV ზე აჩვენეს... Oct 10 2010, 12:15 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th December 2025 - 11:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი