![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
როგორც შევთანხდით ვიწყებთ ძველი აღთქმიდან დეტალურ განხილვას, განმარტებებს წმ. მამების მიხედვით
თითო-თითო თავი განვიხილოთ, სანამ შეკითხვები არ ამოიწურება მანამდე ნუ გადავალთ მომდევნო თავზე დაბადება თავი პირველი ციტატა 1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. 3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი. 4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. 5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე. 6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. 7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. 8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე. 9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით. 13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე. 14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა; 15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე. 16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები. 17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, 18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე. 20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. 21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე. 23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე. 24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. 28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. 29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. 30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. 31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე. ვისაუბროთ ამ თავის გარშემო... აბა შეკიხვები, გთხოვთ კომპეტენტურმა პირებმაც დაგვეხმარონ, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებით ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ზვარე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 ![]() |
რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა. (ფს. 89.4)
ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე. (2 პეტრ. 3.8) ბიბლიაში ბევრგან (მათ შორის დაბ. 2,4; გამოს. 10.6; ლევ. 7. 35-36; რიცხ. 7.10; რიცხ. 7.84; მეორ. რჯ. 9.24; მეორ. რჯ. 31..17-18; მეორ. რჯ. 32.7), სუფთა ყოფითი მიდგომითაც კი ტექსტში ნახსენები ,,დღე'' ვერ ემთხვევა 24 საათს, ეს რაიმე განსაკუთრებული ლოგიკის, განმარტების და წიაღსვლების გარეშეც ნათლად ჩანს. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ. დასაბამად ქმნნა დასაბამად ეს სიტყვა ებრაულ დედანში გამოითქმის ,,თჰილა" რაც არა ქრონოლოგიურ დასაწყისს არამედ მარადისობიდან დროში გადასვლას ნიშნავს. ნეტარი ავგუსტინეს თანახმადაც დრო სამყაროსთან ერთად შეიქმნა. ქმნნა ეს სიტყვა ებრაულ დედანში აღინიშნება სიტყვით ,,ბარა'' რაც არაფრისაგან რაიმეს შექმნას ნიშნავს. ცაჲ და ქუეყანაჲ. მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: „მრწამს ერთი ღმერთი... შემოქმედი ცათა და ქვეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთა“. უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა. „ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“ - ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7). პავლე მოციქული წერს: „რამეთუ მის მიერ დაებადნა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადნა“ (კოლ. 1,16). ეკლესიის ზოგი მამის აზრით, შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებში - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ - ლაპარაკია არა ფიზიკურ ცაზე, რომელიც შემდგომ შეიქმნა, არამედ ამ სიტყვაში უხილავ, ზეციურ ძალთა საცხოვრისი მოიაზრება. ეკლესიის ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ ღმერთმა ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შექმნა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, ნეტარი იერონიმე, გრიგოლ დიდი, ანასტასი სინელი). სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე წარდგომილნი იყვნენ შემოქმედის წინაშე და ემსახურებოდნენ მას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამგვარად მსჯელობს: „საღვთო სახიერება არ დასჯერდა თავისთავის ჭვრეტას, სიკეთე მას სულ უფრო და უფრო უნდა განეფინა, რათა შეძლებისდაგვარად ბევრს რგებოდა იგი (ასეთია უზენაესი სიკეთე). ღმერთმა ჯერ ანგელოზთა ზეციური ძალები მოიფიქრა - და ზრახვა საქმედ იქცა, სიტყვით აღსრულდა და სულის მიერ განსრულდა... სათნო ეყვნენ რა მას პირველი ქმნილებანი, შემდგომ სხვაგვარი, ნივთიერი და ხილული სამყარო მოიაზრა. სხვა სიტყვებით - ცისა და დედამიწის და მათ შორის არსებულისაგან შედგენილი მწყობრი ნაგებობა მოიფიქრა“. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ აზრს იმეორებს ღირსი იოანე დამასკელიც. Владимир Лосский ТОЛКОВАНИЕ НА СИМВОЛ ВЕРЫ 1-й член. Верую во единаго Бога Отца, Вседержителя, Творца небу и земли, видимым же всем и невидимым. (Верую во единого Бога Отца Вседержителя, Творца неба и земли, всего видимого и невидимого. ) ......................................................... ........................................................ Библейское выражение "небо и земля" (Быт. 1, 1), которое обозначает целиком весь космос, всё то, что существует и сотворено Богом, в святоотеческом толкование получает разделительный смысл, указывая на существование реальности духовной и реальности телесной, невидимого мира "небесных духов" и мира видимого, с которым мы тесно связаны по биологическим условиям нашего земного существования. Мы видим, что это различение "неба" и "земли" отнюдь не влечет к необходимости признания "геоцентрической" космологии. Вообще, надо сказать, что "конфликт между наукой и религией" в этой проблеме выглядит искусственным. Действительно, не путем же исследования космических пространств откроется нам духовная безмерность тварной вселенной, И, тем более, не ядерная физика, анализируя строение материи, даст нам познать ту всемогущую Энергию Творца, которая сообщает бытие "видимым же всем и невидимым". მრწამსის სიტყვები ბიბლიის პირველ პუნქტს განმარტავს შემდეგნაირად, რომ აქ იგულისხმება უხილავი და ხილული სამყაროს შექმნა მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა ; ცა და ქვეყანა ამ კონტექსტში რომ ხილულსა და უხილავ სამყაროს ნიშნავს აღიარებულია სარწმუნოების სიმბოლოში. მას წარმოთქვამს ყოველი ქრისტიანი (მართლმადიდებელი) ყოველდღიურად. კათოლიკებმა შეცვალეს სარწმუნოების სიმბოლო მაგრამ მისი პირველი წევრი იგივე სახითაა. ლოგიკურადაც ერთი და იგივე ცა ხომ არ შეიქმნებოდა ორჯერ? ,,ცა და ქვეყანა'' ეს სიტყვათა ერთობლიობა შეესაბამებოდა შუმერულ ,,ანკი''-ს რაც მთელ სამყაროს, ქვეყნიერებას, კოსმოსს მიშნავდა (დღესაც მიჭირს ზუსტად გადმოცემა არათუ ძვ.წ.-აღ XIII სკ-ში). წმ. გრიგოლ ნოსელის იგავური თქმით ეს ცა ის ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარია, რომელიც კეთილმა მწყემსმა, ერთი დაკარგული მეასე ცხვრის საძებნად წასულმა მიატოვა. დაკარგული ცხვარი ადამიანთა მიწაა (ხილული სამყარო zv), რომლისკენაც არის მიპყრობილი შესაქმეს ავტორის მთელი გულისყური. სიტყვა ,,ცა'' მრავლობით რიცხვშია და თვითონ ამ სიტყვის (შამაიმ) ფუძე ,,შამ" - ,,იქ'', მიუთითებს იქაურ მიღმიერ, გამოყოფილ სამყაროზე. სიტყვა ,,ცა'' ანგელოზთა ანუ სეციურ სამყაროს სინონიმად გამოიყენება ბიბლიაში (3 მეფ. 22.19; მთ18.10 და სხვა) ისე ქართული სიტყვა ,,ქვეყანა'' საოცრად ერგება ამ სიტუაციას, ეს ქვეყანაა, ხოლო ის (ცა) ზეყანა. გადავიდეთ მეორე პუნქტზე. მეორე პუნქტი სამი ნაწილისაგან შედგება, დავიწყოთ პირველით. წარმოგიდგენთ ამ პუნქტის სამ ქართულ ვერსიას ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ (მცხეთური ხელნაწერი) მიწა იყო უსახო და უდაბური (ახ. ქართული 1989წ. გამოცემა) ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი (ახ. ქართული ბიბლიის თარგმნის ჯგუფი) რადგან იმაზე, რომ დაბადების პირველი თავის პიველ პუნქტში ნახსენები ცა და ქვეყანა არის უხილავი და ხილული სამყარო დავა არ დაწყებულა და ეს სადავოდ არავის გაუხდია დამტკიცებულად ჩავთვალოთ, რომ მეორე პუნქტში ნახსენები ,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით) არის ხილული, მატერიალური სამყარო. ეს ,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'' ანუ ხილული, მატერიალური სამყარო, ყოფილა -- ,,უხილავ და განუმზადებელ'', ,,უსახო და უდაბური'' და ,,უხილავი და გაუმზადებელი'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით). ამ სიტყვების საშუალებით (,,უხილავ და განუმზადებელ'', ,,უსახო და უდაბური'' და ,,უხილავი და გაუმზადებელი'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით)) არის მცდელობა ქართულ ენაზე იქნას გადმოცემული ძველებრაული გამოთქმა ,,თოჰუ ვა ბოჰუ''. ანუ ხილული სამყარო (,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'') იყო ,,თოჰუ ვა ბოჰუ''. ეს გამოთქმა კიდევ ორგზის გვხვდება წმ. წერილში და იგი ,,არარაობის'', ,,ნგრევის'' და ,,უდაბურობის'' მნიშვნელობით, მარტო თოჰუ კი ,,ამაოს'' მნიშვნელობით. ძველებრაული გამოთქმა ,,თოჰუ ვა ბოჰუ"" პირდაპირი მნიშვნელობით დაახლოებით აღნიშნავს ,,მოუწესრიგებლობას'', ,,ქაოტურ მდგომარეობას'', ,,გონივრული აგებულების არარსებობას'' ნიშნავს. ეს გამოთქმა წმ. წერილში იშვიათად გამოიყენება და დღევანდელი მნიშვნელობით ,,ქაოსს'' ნიშნავს. (კრიტიკულად განწყობილებს შეუძლიათ გადააზუსტონ ძველი ებრაულის სპეციალისტებთან) -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 10:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი