ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
შეხვეწილი |
Nov 16 2006, 12:42 PM
პოსტი
#21
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
მატასი |
Jul 17 2008, 08:58 PM
პოსტი
#22
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ერთ-ერთ ფორუმზე გადავაწყდი ასეთ მოსაზრებებს,
დამაინტერესა, და თქვენი აზრი მაინტერესებს. მგონი დაგაინტერესებთ პრლოგის პირველი სტროფი: რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა." რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა რომელმან: 1) რომ ელ მან = მან, ვისაც რომ ელი; 2)რომ-მელ-მან = ვინც/რაც რომ მელის გარდა ამისა: რ-რაე-მზე=25-ღ-მერთი; ო-ონ=16+14=30-სრულქმნილი (ასევე, 30 წლის იესოს, როცა იწყო ქადაგება, აღმნიშვნელი); მ=13=4-დონ (დონე, სავანე) ე=5 (აღნიშნავს ცენტრს. რატომ, ამას აქ ვერ განვიხილავ) ლ=12=3 გან - განი, დედამიწა; ლას=ლ(12/30)+ა(1/1)+ს(20/200)=33/231=6/6=ვინ?/წერილი(კაცი); ლ და ლას - დედამიწაზე ვინ წერილი? ამის პასუხია მომდევნო ასო-ბგერა > მ-მე ა - საერთოქართველური აქაურბის, “აქ” აღმნიშნელი ნ - ხორციელი დედისგან ნაშობი. ზოგადად ნაყოფი (ისე, “ნაყოფი”=შობის შედეგად მყოფი) (ასოებს ამაზე ღრმად აქ არ გავშიფრავ. თუ ზემოთ მოცემული, ნაკლებსარწმუნოა, შეგიძლიათ არ ირწმუნოთ) ესე იგი, რომელმან, სიტყვები რომ არ ჩავხლართო და ისე გადმოვცე, ნიშნავს - სააქაოს ნაშობ ღვთის ძეს, მზე სრულქმნილი მე მიმელის. ამ აზრს სხვა ადგილას პირდაპირ ამბობს რუსთაველი. კერძოდ: “მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი”. ახლა, შეიძლება თქვან, თამარი შეადარაო მზეს, ან ასეთი რამ. მაგრამ რა შუაშია “უშენოდ ვერ იქნების” და “შენ ხარ მისი წილი”? რატომ ვერ იქნების, ან რას ნიშნავს წილი? კონკრეტულად თამარის უბრალო შედარება რომ სდომოდა მზესთან, განა ვერ იტყოდა “მზეს უშენოდ ვერ ვიხილავ, რადგან შენ ხარ მისი ხიბლი”, “მზე უშენოდ არად მიღირს, - ჩემთვის შენ ხარ მისი ხიბლი”, “მზემ უშენოდ ვერ მინათოს, რადგან შენ ხარ მისი სხივი”, ან სხვა ამგვარი რამეს? როგორ, მე ვამბობ და რუსთაველი ვერ იტყოდა?! სამყარო არ ნიშნავს მაინცდამაინც მყარი და მკვრივი სხეულების ადგილსამყოფელს. ამის დასადასტურებლად ძველი აღქმნის ფრაზას მოვიშველიებ: ღმერთმა შექმნა ცის მყარი. ცხადია, როდესაც აღიარებ, რომ სული არ არის მკვრივი და ამათან ერთად, სხეულის დატოვების შემდეგ ზეცისკენ მიიწევს, ამით იმასაც გამორიცხავ, თითქოს ცა მყარი და მკვრივი იყოს. მაშასადამე, სამყაროში იგულისხმება არა მყარი სხეულების ადგილსამყოფელი (თუმცა ეს არც გამოირიცხება, ცხადია) არამედ სივრცე, სადაც გარკვეული კანონზომიერებები მოქმედებს, წესრიგია დამყარებული. მეორე მხრივ, სამ-ყარ-ო არის სამ - სამი არე (სამარე), ყარ=ყ(26)+ა(1)+რ(19)=46 - ადამ. რატომ? ცის მყარი 1+4+1+13=19(რაე-მზე) ა+დ+ა+მ მიწის მყარი 1+4+1+40=46 – 4(დონ) 6(ვინ) ესე იგი, ყარ=46, მიწის მყარზე ადამ=46, ამიტომ, ყარ=მიწიერ ადამს ხოლო ო – სრულქმნა (სრულქმნილი) ესე იგი, სამ-ყარ-ო ნიშნავს სამარის გავლით მიწიერი ადამის სრულქმნას. ამას აქ მეტად აღარ გავართულებ ზეგარდმო არსი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა ზეგარდმო: ზე(=ციდან) გა (მიწად, მიწაზე) რდ(რდოდ, ანუ საზრდელად, საზრდოდ, სამყოფად) მო(-ვლენილი) ზეგარდმო არსნი - ზეციდან დედამიწაზე მოვლენილი არსნი (ადამიანები, ფლორა, ფაუნა) სულითა ყვნა - სულით ამყოფა ზეცით მონაბერითა ესე იგი, ზეციდან დედამიწაზე მოვლენილი, მოვლინებული ართა სამყარო, ზეციდანვე მონაბერი სულით ჰყო, ამყოფაო. ეს არის არსთა სამყაროს დედამიწის შესაქმეში დათესვის პროცესი, ანუ ის, რაც მოსემ დაფარა, ანუ პროცესი, ვიდრე "სული ღთისა იძვროდა წ ყ ლ ე ბ ს ზემოთ" გარდა ამისა, მონაბერი ასევე ნიშნავს: მონა: მ(13)+ო(16)+ნ(14)+ა(1)=44=4+4=8=ჱ=ძე. აქედან მოდის ფრაზა “მონა ღვთისა”, რაც ნიშნავს - “ძე-ღვთისა” და არა სხვა რამეს. ბერი: ბ(2)+ე(5)+რ(19)+ი(10)=36=9 - ღმერთი, ხოლო თა: თ(9)ღმერთი+ა(1)აქ, სააქაო = 10>1-ერთიანი 0-სრულქმნილი=სააქაოს ერთიანი სრულქმნილი ღმერთი მაშასადამე, მონაბერი=ძე-ღმერთი, ხოლო მონაბერითა=ძე-ღმერთთა სრულქმნილი ერთობლიობა მთლიანობაში: ზეციდან დედამიწაზე მოვლინებული არსნი, სულით ყვნილი სრულქმნილი ძე-ღმერთების ერთობლიობააო. ესეც დაფარა მოსემ. განა არ იცოდა, არამედ არ თქვა დაბადების წიგნში. ამაზე ღრმად ამ ფრაზის შინაარსში ვერ შევალ, რადგან რელიგიის საკითხებში მომიწევს გადასვლა. ამით რუსთაველმა დაფარული რელიგიის ერთ-ერთი საიდუმლოება გაამხილა და ეს ფრაზა იყო ერთ-ერთი იმ ფრაზათაგანი, რომელთა გამოც იძულებული გახადეს საქართველო დაეტოვებინა. ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა ჩვენ, კაცთა, მოგვცა: კაცთა, და არა ადამიანებს. ადამიანი მარადიული ცნებაა. კაცი კი, ხორციელი ადამიანი, მიწიერი ადამია (მამაკაცები და დედაკაცები). ადამს, მარადიულ ადამიანს მიცემული აქვს როგორც ქვე-ყანა, ისე ზე-ყანა, მაგრამ ხორციელ ადამს მხოლოდ ქვე-ყანა აქვს მიცემული და ეს ქვე-ყანა დედამიწაა, “ურთვალავის ფერითა” და ფერისცვალებით არსებული მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. ეს ორმხრივად დაქვემდებარებული წინადადებაა და ორი აზრის მატარებელია: 1)მისგან (ანუ “რომელმან”-ც, ანუ ღვთისგან) არის ყოვლი ხელმწიფე, ანუ ხელ-მო-წიფე, ხელწიფული, შემძლე, რომელსაც რისამე ქმნა ხელეწიფების და არა - მეფე 2)მისგან (ანუ უთვალავი ფერით არსებული ქვე-ყანისგან) არს ყოვლი ხელმწიფე, ანუ ხელ-მწიფე, არახელმკუხე, წმინდა ყოფიერი თვალსაზრისით -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი