![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გვერდით თემაში მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მორჩილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრმა. აქედან გამომდინარე დამებადა ასეთი ეჭვი, რომ ჩვენ მოძრვრის მიერ მოცემულ კურთხევას, თუ მას აზრობრივად ვეთანხმებით ვასრულებთ და მორჩილებას ვუწოდებთ თუ არ ვეთანხმებით მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენ უფალმა გაგვაჩინა თავისუფალი ნებით და ამიტომ არ არის საჭირო ბრმა მორჩილება.
ვფრობ, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ მორჩილებასა და ბრმა მორჩილებას შორის. საერთოდ რა არის მორჩილება. და რა არის ტავისუფალი ნება. რა დროს არის საჭირო მოძღვრის მორჩილება. ერთ მაგალიტს მოგიყვებით, წლების უკან რარაც რუსული ფილმი გადიოდა. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მომენტი დამრჩა მახსოვრობაში. პატარა ავადმყოფ სოფლელ ბავშვს მოძღვარი წაიყვანს სახლში სამკურნალოდ. გამოჯანმრთლების შემდეგ დაავალებს თალგამის დარგვას და მიუთითებს, რომ თალგამი უნდა დაირგოს ფესვებით ზემოთ, ცხადაია სოფლად გაზრდილი ბავშვი თალგამს ისე დარგავს როგორც საჭიროა და არა მოძრვრის კურთხევის შესაბამისად. ამის გამო, მას მოძღვარი ეტყვის, რომ მისი კურთხევის შესრულება მორჩილების მაგალითი იყო. საინტერესოა, სადამდე მიდის მორჩილება, სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მოძღვარზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის. თუ მოძღვარი გაკურთხებს, რომ უნდა წახვიდე რაღაც პიკეტზე, უნდა შესრულდეს თუ არა კურთხევა, ხომ არ დავემსგავსებით ამით ბრმა ბრბოს, ან თუნდაც ვემსგავსოთ კურთხევის შესრულება ხომ სავალდებულოა. ეს მორჩილების მაგალითია არაა? გამოთქვით თქვენი აზრები და მაგალითები. ვფიქრობ საინტერესო თემაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
თემო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
პოსტები გადავიკითხე და მთავარი საკითხი რაც ნინომ დასვა "მოძღვრისადმი მორჩილება თუ თავისუფალი ნების პრიმატი" ისევ ბუნდოვანია.
ლოგიკას თუ მოვიშველიებთ და დავფიქრდებით რადგან მოძღვართან მივდივართ კურთხევის თუ რჩევა-დარიგების მისაღებად, მაშინ მის მიერ ბოძებულ ლოცვა-კურთხევას უნდა დავემორჩილოთ კიდეც, აბა მე სხვა აზრს ვერ ვხედავ მოძღვართან მისვლისას, თუ ჩვენ მოძღვრის აზრი გვაინტერესებს ეს სულ სხვა თემაა, ხოლო კონკრეტულ საკითხზე კურთხევის გაცემის დროს თუ კი მოცემული გვექნება კურთხევა უნდა შესრულდეს თუ არ მოგვეცემა შესაბამისადაც ის საქმე არ უნდა შესრულდეს. ასევე სხვა საკითხია ჩვენ მოგვწონს თუ არა გაცემული კურთხევა, და მერე ვიწყებთ გარჩევებს რომ ეს არასწორად მითხრა, რატომ მითხრა და ასე შემდეგ,[/i] თუ მართლმადიდებელი ადამიანი მიდის მოძღვართან რწმენით და ლოცულობს რომ უფალმა მოძღვრის პირით მას ღვთის ნება განუცხადოს, კურთხევის ამღებს რაოდენი არ უნდა მოსწონდეს ის რჩევა თუ კურთხევა, მას უნდა დაემორჩილოს. ეს ძირითადად რწმენის სიმყარეს ეფუძნება და დიდი სასოებას მოითხოვს. პირადად გეტყვით, ჩემთვის უმაღლეს იერარქს, ეპარქიის მმართველს მოუცია კურთხევა და მთელი დღეები "აჯანყება" მქონია საკუთარ თავთან, ნუთუ ეს დასაშვებია? ეს ასე როგორ გამოვა და ა.შ. და დარჩებოდა ჩემთვის გამოცანად ყოველივე დღესაც, ის კურთხევები ჩემი მოძღვრისათვის რომ არ მომეთხრო, რომელმაც ჩემთვის გასაგებად ამიხსნა ყველაფერი და ირგვლივ სუყველაფერიც დალაგდა, გაირკვა და უდიდესი დაფარული სიბრძნეც კი ამოვიკითხე მოცემულ კურთხევაში, ამიტომ თუ მოძღვარი მოძღვრად მიგვაჩნია (და ასეც უნდა იყოს), ჩვენ უფლის სასოება გვაქვს და სრულიად მივენდობით ლოცვით უფალს და ვთხოვთ სწორი გზის ჩვენებას მოძღვრის პირით (რაც სათქმელად იოლია და საქმნელად რთული), მაშინ კურთხევა კანონია და უნდა შევასრულოთ, მორჩილება გვმართებს. მოძღვარზე როცა ვსაუბრობ ყოველთვის მხედველობაში მყავს რათქმაუნდა, კანონიკურად ხელდასმული მოძღვრის უფლების მქონე სასულიერო პირი, რომლის ბაგეებით უფალი გვესაუბრება. ხშირად ყოფილა უნებურად უთქვამს ჩემს სულიერ მამას რაღაც ჩემთვის, ისეთი სიტყვებიც კი რომელიც მოცემულ სიტუაციაში და საუბრის თემასთან ახლოს რომ არ ყოფილა და რამოდენიმე მოკლე დროის შემდეგ ასრულებულა ისე რომ მამაოსაც უკვირდა ხოლმე ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი