იქნებ რაიმეთი შევძლოთ ამ ადამიანის დახმარება., ძალიან გთხოვთ ნახე. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იქნებ რაიმეთი შევძლოთ ამ ადამიანის დახმარება., ძალიან გთხოვთ ნახე. |
ბიძია თომა |
Jul 18 2008, 04:59 PM
პოსტი
#1
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ჯერ ქეთის და მერე ილიას პოსტები რომ წავიკითხე თბილისის ფორუმელების ავტოავარიაში მოხვედრის შესახებ, შევედი ამ ფორუმზე. რა თქმა უნდა მეწყინა ერთ-ერთი გოგონას დაღუპვის ამბავი, თუმცა არ ვიცნობდი. მაგრამ მერე ისეთი რამ წავიკითხე, გული კინაღამ გამისკდა: პლატოელი, რომელიც ფუძის მოტეხილობით და ტვინის დაზიანებით კომაშია ჩვენი ფორუმელი გიო-გიორგი აღმოჩნდა , რომელსაც პირადად ალბათ არ იცნობთ, მაგრამ ბევრი საინტერესო თემის ავტორია და არ შეიძლება თავი არ დაემახსოვრებინა თქვენთვის. ჩემი ტაძრის მრევლია, მისი სახელი და გვარი ვიცოდი, და მერე თბილისის ფორუმზე რომ შევედი, სურათებზე ვიცანი
აი რას წერენ თბილისის ფორუმზე ამ ავარიის შესახებ და იმაზე თუ როგორ დაეხმარონ დაზარალებულებს. თუ დახმარების სურვილს გამოთქვამთ (ყველანაირი, ფინანსურიც და ლოცვებშიც მოხსენიება) მოთავედ მიგულეთ. ძვირფასო თანაფორუმელებო! დღეს ძალიან ცუდი ამბავი მოხდა - ჩვენი თანაფორმულები, MEXXX, Fantasy, HASAN_ და Platoeli ავარიაში მოყვნენ. MEXXX ადგილზე გარდაიცვალა მექსი დაიღუპა , Fantasy ყველაზე კარგადაა, ღმერთის წყალობით, ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი და მსუბუქი დაზიანებები. ძალიან ცუდად არის Platoeli(ანუ გიო-გიორგი), მოტეხილი აქვს ფუძის ძვალი, აქვს შინაგანი სისხლდენა, ტვინის დაზიანება, გემატომა თავში და ა.შ. მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია. ეხლა რეანიმაციაშია. კომაშია და არავინ არ იცის, გადარჩება თუ არა. გადავწყვიტეთ, შევაგროვოთ ფული და მის ოჯახს გადავცეთ. ვიკრიბებით დღეს, 22 მაისს, საღამოს 6 საათზე,რესპუბლიკური საავადმყოფოს ცენტრალურ შესასვლელთან, ვაჟადან, შადრევანთან. ვისთვისაც რამდენი იქნება შესაძლებელი, 5 ლარიც კი წაადგება გიორგის ოჯახს. თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს! This post has been edited by Makulatura on 22 May 2008, 14:22 ექსკურსიიდან მოდიოდნენ. მანქანაში ისხდნენ მძღოლი-HASAN, Platoeli, Fantasy და MEXXX. Platoeli და თათო ისხდნენ კარებზე, როცა მანქანა მოძრაობდა, რაღაცას აფრიალებდნენო. ანუ სიდენიაზე რომ დააწყო ფეხები და კარებზე ჩამოჯდე რაა. როცა მანქანა მოსრიალდა და ამობრუნდა, გადმოცვივდნენ და სავარაუდოდ ქვეშ მოიყოლა. დანარჩენები იმიტომ არიან უკეთესად, რომ სალონში ისხდნენ და არ გადმოვარდნილან. მე ეს პოსტი კარავზე ვნახე შეიზლება ბევრი იცნობდით კიდევაც ამ ადამიანს ან ფორუმიდან ან ისე ეს ბავშვი ყოფილა თბილისოს და კარავის წევრი, და ჩვენც თუ რაიმეთი შევძლეთ დახმარებას კაი იქნება. ესეც შეგიზლიათ ნახოთ აქცის ჩატარება და ნივტების გაყიდვას აპირებენ 28 ივლისს, მართალია თავიდან წერია 15 ივლისი მარა შეცვლილია, შეგიძლ;იათ უფრო კარგათ გაერკვეთ.http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2329&highlight= -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
.ნინო |
Jul 18 2008, 05:23 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ქავთარაძეს ეცოდინება, ეგ კარავზეცაა და იქნებ იცნობს ვინაა ...
-------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი