![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გვერდით თემაში მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მორჩილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრმა. აქედან გამომდინარე დამებადა ასეთი ეჭვი, რომ ჩვენ მოძრვრის მიერ მოცემულ კურთხევას, თუ მას აზრობრივად ვეთანხმებით ვასრულებთ და მორჩილებას ვუწოდებთ თუ არ ვეთანხმებით მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენ უფალმა გაგვაჩინა თავისუფალი ნებით და ამიტომ არ არის საჭირო ბრმა მორჩილება.
ვფრობ, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ მორჩილებასა და ბრმა მორჩილებას შორის. საერთოდ რა არის მორჩილება. და რა არის ტავისუფალი ნება. რა დროს არის საჭირო მოძღვრის მორჩილება. ერთ მაგალიტს მოგიყვებით, წლების უკან რარაც რუსული ფილმი გადიოდა. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მომენტი დამრჩა მახსოვრობაში. პატარა ავადმყოფ სოფლელ ბავშვს მოძღვარი წაიყვანს სახლში სამკურნალოდ. გამოჯანმრთლების შემდეგ დაავალებს თალგამის დარგვას და მიუთითებს, რომ თალგამი უნდა დაირგოს ფესვებით ზემოთ, ცხადაია სოფლად გაზრდილი ბავშვი თალგამს ისე დარგავს როგორც საჭიროა და არა მოძრვრის კურთხევის შესაბამისად. ამის გამო, მას მოძღვარი ეტყვის, რომ მისი კურთხევის შესრულება მორჩილების მაგალითი იყო. საინტერესოა, სადამდე მიდის მორჩილება, სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მოძღვარზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის. თუ მოძღვარი გაკურთხებს, რომ უნდა წახვიდე რაღაც პიკეტზე, უნდა შესრულდეს თუ არა კურთხევა, ხომ არ დავემსგავსებით ამით ბრმა ბრბოს, ან თუნდაც ვემსგავსოთ კურთხევის შესრულება ხომ სავალდებულოა. ეს მორჩილების მაგალითია არაა? გამოთქვით თქვენი აზრები და მაგალითები. ვფიქრობ საინტერესო თემაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
neo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ერთ მორჩილს მოძღვარმა უთხრა მიდი ცეცხლი მომიტანეო, ის წავიდა ნაკვერჩხლები ხელით აკრიბა და მოუტანა, ხელი არ დაწვია...
მორჩილებით ადამიანი ასაბუთებს რომ რწმენა აქვს, მორჩილება რწმენის მატერიალიზაციაა... და თავისუფალი ნების უმაღლესი დონით გამოვლინება... ქრისტემ პეტრეს უთხრა გადმოდი ნავიდან და ჩემტან მოდიო... პეტრმ გამოავლინა თვისუფალი ნება და რწმენა და გადავიდა ნავიდან... წარმოიდგინეთ რა არჩევანი გააკეთა პეტრემ ამ ერთი ნაბიჯით... რა რწმენა გამოავლინა მან... ბრმა მორჩილებას მაშინ აქვს ადგილი როცა ადამიანი ემორჩილება უშუალოდ მოძღვარს და მიდის ეკლესიის მორჩილების წინააღმდეგ... სხვა შემთხვევაში ყველაფერი ოკეია... მე ასე მგონია, არასოდეს გამჩენია კითხვა შევასრულო თუ არა მოძღვრის კურთხევა... რა თქმა უნდა უნდა შევასრულო თუ ეს კურთხევა ეკლესიის საწინააღმდეგო აშკარა ელემენტებს არ მოიცავს... თუმცა კურთხევის ასაღებად თითქმის არასოდეს არ მივდივარ მოძღვართან... მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში... -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 01:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი