ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
nuca_ge |
Jun 25 2008, 07:23 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
ჩემი ვედრება
ვაჟა–ფშაველა ღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა; ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგრულების მცველადა. ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა; არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა! მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, - თვალებში მადლ-დაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა: სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი... ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული; როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, - მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, - აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა. 1893 წ. ნატვრა ვაჟა–ფშაველა კლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რატომ არვისგან იძლია შენი სამეფო ძლიერი? არ იქნა, ლეშით არ გაძღა ეგ შენი ხახა მშიერი? რამდენი კენჩხა გამოჰხარ, რამდენი მკლავი ძლიერი? რამდენი სახე ქალისა, ელვა - მთათ შუა რეული, თვალები - მთვარე მომწყდარი, წყვდიადში გამორეული, წელია დილის მზის სხივი, ვარდებში ჩამორეული. იმასაც ამას უპირობ, ვინც მე მინათებს ღამითა, ვისთვისაც სიცოცხლე მწყურან ამ ბეჩაურის ჟამითა, დაჰშალო, დაანაწილო ძვლები და ლეში კანითა? ზეზეურ დარჩეს, ღვთის მადლსა, ყელ-გამოჭრილი დანითა, რომ ფერფლი ჩემის ლეშისა, გადატანილი ქარითა, მიეხლოს იმის ნაშთის ფერფლს, განედლებული ცვარითა. მზემაცა ნახოს, მთვარემაც, ცამ ვარსკვლავების ჯარითა და გაზაფხულის იამა მის ანგელოზის თვალითა. 1889 წ. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
georgianeli |
Jul 19 2008, 04:46 PM
პოსტი
#3
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
ჩემი ვედრება ვაჟა–ფშაველა ირაკლი უჩანეიშვილის მიერ დიდებულად გახმოვანებული ვაჟას "ჩემი ვედრება" ეს კი კიდევ უფრო ბრწყინვალედ წაკითხული "ჩივილი ხმლისა". კი არ კითხულობს, მღერის ცხონებული უშანგი ჩხეიძე. გურამ საღარაძეს რომ ვუსმენ, ძალიან კარგია, მაგრამ ინტელიგენტური შესრულების მანერა აქვს. სერგო ზაქარიაძის მიერ წაკითხული "მერი", ეროსი მანჯგალაძის, მედეა ჩახავას, ვერიკო ანჯაფარიძისა და უშანგი ჩხეიძის შესრულებები კი კლასიკური მაგალითია იმისა, რომ მთელს მსოფლიოს, ყველა დროში შეუძლია ისწავლოს, თუ როგორ უნდა იკითხებოდეს ლექსი. გულიდან მოდის ნიაღვრად და მიტომ. ლექსების ავტორებზე არანაკლები გენიალურობით ჩასწვდნენ შედევრებს, რადგან უპირველესად, ცხოვრებით განასახიერებდნენ ამ შედევრების სულს და არა ოდენ ფურცელზე, ან სცენაზე, როგორც სამწუხაროდ, ზოგ-ზოგიერთებს ემართებათ და დაემართათ. მათში არისტოტელეს ეთოსიც, პათოსიც და ლოგოსიც ერთი ორგანული მთლიანობაა. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი