მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
k@the |
Jun 11 2008, 07:01 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოკლედ,
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ვიჯექი და ვფიქრობდი, კიიდევ რა თემა შეიძლება ამ განყოფილებაში გავხსნა, თან ცოტა სახალისოც რომ იყოს და თან ფორუმელებს მისი წაკითხვისას სახეს ღიმილი უმშვენებდეთთქო. ჰოოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ( - ალბათ უფრო ცოტა, ბევრი ფიქრის დრო სად მაქვს ) და აი, რა მოვიფიქრე : დავწეროთ ჩვენს თავს გადამხდარი უჩვეულო და სახალისო ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან. პ.ს. ამ თემაში სიცილი ოFFტოპიკი არაა პ.პ.ს. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
guest |
Jul 19 2008, 09:36 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
იოანა
ნაყინის ამბავი მაგარი იყო უახლოესი ინციდენტი ჩემი რამდენიმე დღის წინ ბელგრადში სასტუმრო "სლავიის" რესტორანში ვიყავი, იქვე განთავსებულია ინტერნეტ კაფეც და რაღაცის გადმოწერა მინდოდა , თან იქაურ ქართველს ველოდებოდი იქ მოლაპარაკებისამებრ. ვიფიქრე,თან რაღაცას შევუკვეთავ, სანამ აქ ვზივარ მაინც, ხოდა ვინც მუშაობს იქ გოგო, იმან მითხრა რესტორნის ოფიციანტებთან უნდა შეუკვეთოო. ავდექი და გავედი რესტორნის მხარეს (დაღლილი და უძინარი ვიყავი ცხადია ), მოკლედ, ერთ მაგიდასთან ორი ახალგაზრდა კაცი ზის თეთრი საროჩკებით ერთნაირად ჩაცმულები და რაღაც საფულეები უდევთ მაგიდაზე. მივედი და ვეუბნები თუ შეიძლება 1-ელ მაგიდასთან 1 თურქული ყავა და წყალი მომიტანეთ თქვა. ნუ მიყურებენ და ბატონოო, მეკითხებიან: გავუმეორე და მეუბნება ერთი, იცით ქალბატონო ჩვენ დაცვის პოლიციელები ვართო სადილზე შემოსულიო და ოფიციანტი რომ მოვა გამოგიგზავნითო 1 მაგიდასთანო მაგრად შემრცხვა, თან გვერდით მყოფებმა მაგრად იხალისეს, დავიბენი და გერმანულზე გადავედი სერბულის მაგივრად, ბოდიში და მიტევება გერმანულად ვთხოვე, ამაზე მთლად დაიზმენდნენ... თუმცა, ესენი უშუალო ხალხია და არ იციან ავარდნები ასეთებზე ღმერთს მადლობა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 11:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი