ქრისტიანული გრაფიკული და რელიეფური სიმბოლიკა., და მათი აღრევა წარმართულ-ოკულტურ სიმბოლოებთან. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული გრაფიკული და რელიეფური სიმბოლიკა., და მათი აღრევა წარმართულ-ოკულტურ სიმბოლოებთან. |
სარდიონ |
Jul 20 2008, 12:14 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
ხშირად მართლმადიდებლურ ტაძარში ისეთ სიმბოლოს წააწყდები რაც წარმართულ ან ოკულტურ ტაძარს უფრო შეშვენის, რაც გაოცებას იწვევს.
ეს პენტაგრამა სოლინიდანაა ,ხორვატია, წმინდა პეტრეს და მოსეს ტაძრიდან.მეათე საუკუნის ტაძრიდან. მართლმადიდებლურ და ზოგადად ქრისტიანულ ტაძრებში ამ სიმბოლოს , როგორც წარმართულს და ოკულტურს არ ხმარობდნენ. ძველ ბაბილონში ეს სიმბოლო ნიშნავდა ამქვეყნიურ სიძლიერეს , გავრცელებულს ქვეყნის ოთხივე მხარეს და ჰაერში. შეადარეთ საბჭოთა ან ამერიკულ სამხედრო , სიმბოლოს, რომელიც სწორედ ამქვეყნიური ძალაუფლების შინაარსს ატარებს. -------------------- KILL YOUR TV !
|
დათიკო |
Jul 20 2008, 10:46 AM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
სარდიონ
ციტატა დღეს კაბალისტიკაში , მაგიაში და სატანურ სიმბოლიკაში გამოიყენება, როგორც ამოყირავებული ისე სწორად მდგომი, მაგრამ ქრისტიანულ გარემოში ეს შემთხვევა ნამდვილად გამონაკლისია. ბევრი შეცდომა ხანდახან უცოდინარობით ან სწორედ არაეკლესიური ავტორიტეტის გავლენით ხდებოდა, რომელიც აფინანსებდა მშენებლობა-მოხატულობას. გეთანხმები, თუმცა სწორედ რომ უცოდინარობის გამო ხდება ამ სიმბოლიკის არასწორად გამოყენება ან ინტერპრეტაცია. სინამდვილეში მათ სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვთ ხოლმე. მაგალითად ჩვეულებრივად მდგომი ვარსკვლავი ადამიანის საწყისის სიმბოლოა. სხვა საქმეა ვინ როგორ იყენებს ამას. ისევე როგორც ტერმინები. მაგალითისთვის ტერმინი ესოტეროს ტავდაპირველად სრულიად მართლმადიდებლურ ტერმინს წარმოადგენდა და შინაგას ნიშნავდა, მანამდე, სანამ მავანმა საზოგადოებამ მას სხვა დატვირთვა არ შესძინა და დღეს იგი ანტიმართლმადიდებლურად გვესახება. ასევეა ტერმინი თეოსოფიაც, რომელიც სიბრძნის სიყვარულს სიშნავს, სიბრძნე თავად უფალია და ე.ი. ღვთის სიყვარულის ამნიშვნელი ტერმინია, თუმცა აქაც ამ ტერმინს სრულიად სხვა მნიშვნელობა შესძინეს და დღეს იგი ანტიქრისტიანულ სწავლებას წარმოადგენს. ასევე იყო მცდელობა არასათანადოდ წარმოედგინათ ჯვრის სიბლოლიკაც, მაგრამ მადლობა რმერთს არაფერი გამოუვიდათ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი