![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გვერდით თემაში მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მორჩილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრმა. აქედან გამომდინარე დამებადა ასეთი ეჭვი, რომ ჩვენ მოძრვრის მიერ მოცემულ კურთხევას, თუ მას აზრობრივად ვეთანხმებით ვასრულებთ და მორჩილებას ვუწოდებთ თუ არ ვეთანხმებით მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენ უფალმა გაგვაჩინა თავისუფალი ნებით და ამიტომ არ არის საჭირო ბრმა მორჩილება.
ვფრობ, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ მორჩილებასა და ბრმა მორჩილებას შორის. საერთოდ რა არის მორჩილება. და რა არის ტავისუფალი ნება. რა დროს არის საჭირო მოძღვრის მორჩილება. ერთ მაგალიტს მოგიყვებით, წლების უკან რარაც რუსული ფილმი გადიოდა. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მომენტი დამრჩა მახსოვრობაში. პატარა ავადმყოფ სოფლელ ბავშვს მოძღვარი წაიყვანს სახლში სამკურნალოდ. გამოჯანმრთლების შემდეგ დაავალებს თალგამის დარგვას და მიუთითებს, რომ თალგამი უნდა დაირგოს ფესვებით ზემოთ, ცხადაია სოფლად გაზრდილი ბავშვი თალგამს ისე დარგავს როგორც საჭიროა და არა მოძრვრის კურთხევის შესაბამისად. ამის გამო, მას მოძღვარი ეტყვის, რომ მისი კურთხევის შესრულება მორჩილების მაგალითი იყო. საინტერესოა, სადამდე მიდის მორჩილება, სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მოძღვარზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის. თუ მოძღვარი გაკურთხებს, რომ უნდა წახვიდე რაღაც პიკეტზე, უნდა შესრულდეს თუ არა კურთხევა, ხომ არ დავემსგავსებით ამით ბრმა ბრბოს, ან თუნდაც ვემსგავსოთ კურთხევის შესრულება ხომ სავალდებულოა. ეს მორჩილების მაგალითია არაა? გამოთქვით თქვენი აზრები და მაგალითები. ვფიქრობ საინტერესო თემაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მორჩილების საფეხურები
"მე მორჩილებას სამ საფეხურად ვყოფ: პირველი: ვასრულებ მორჩილებას; ვდილობ, არ ვიყო ურჩი, რადგან მორჩილება სულიერი ცხოვრების დოგმატია. მისაბაძი ჩემთვის არის ჩვენი მაცხოვარი! მეორე: ვასრულებ მორჩილებას, რათა ჯილდო მივიღო. ეს საფეხური პირველზე უპირატესია, მაგრამ სრულყოფილი მაინც არ არის. მესამე: მორჩილებას ვასრულებ ბერისადმი კრძალვისა და სიყვარულის გამო. ბერს, რომელიც მცნებას მაძლევს, ვემორჩილები, როგორც ქრისტეს. ბერი ქრისტეს ბაგეა, მისდამი მორჩილება უფლისადმი მორჩილებაა. ეს არის საიდუმლო ჩვენი ეკლესიისა, რომელიც ქრისტეეს სხეულია." "მორჩილება მოიტანს ყველაფერს. მორჩილება მოგვიტანს მადლს. ბერისადმი უმცირესი ურჩობაც კი განდევნის მადლს. მორჩილებით თანდათანობით ყველა ვნება იკურნება. ვერ გვაცხოვნებს ვერც მღვდლობა, ვერც მარხვა და ვერც ღვაწლი. გვაცხოვნებს მხოლოდ მორჩილება! მორჩილება სასწაულებს ახდენს. მორჩილება არის სიმდაბლე და იგი მოიტანს ყოველგვარ ნიჭს. მორჩილების გამო ქრისტე ლოცვას გვიბოძებს... გვაცხოვნებს მორჩილება და არა ლოცვა. ღვთისმეტყველება ლოცვის შედეგია, ლოცვა კი ნაყოფია მორჩილებისა. თუ მორჩილება გაქვს, ლოცვასაც ჰპოვებ და ღვთისმეტყველებასაც, ხოლო თუ მორჩილება არ გაქვს, ვერაფერს შეიძენ, იმასაც დაკარგავ, რაც გაგაჩნია. მორჩილება ლოცვის წყაროა, ხოლო ლოცვა წყაროა მადლისა და ცრემლებისა, საღმრთო განათლებისა, სითბოსი და მოშურნეობის. მორჩილების გარეშე ამაოა ჩვენი შრომა. მხოლოდ ურჩობისთვის დაკარგა ადამმა სამოთხე. გამოვიჩინოთ მორჩილება არა მარტო იმაში, რაც კეთილად გვეჩვენება, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველა გამოიჩენს მორჩილებას." "ნამდვილი მორჩილება გულისხმობს, რომ ყველაფერი, რასაც გეტყვიან, აკეთო ღვთისადმი სიყვარულითა და მოშურნეობით." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი