IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მაცხოვრის სუდარა, ნახეთ
orthodox-georgia
პოსტი Jun 29 2008, 10:19 PM
პოსტი #1


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



[color=#FF0000]დოკუმენტური ფილმი მაცხოვრის სუდარაზე
ქართულ ენაზეა.
ძალიან საინტერესოა
ყველამ ნახეთ.
მერე შთაბეჭდილებები დაწერეთ




ახალი ლინკი:
http://church.ge/index.php?showtopic=4675&...80&#entry410906


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
orthodox-georgia
პოსტი Jul 22 2008, 02:29 PM
პოსტი #2


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815





წმ. მოციქულები გვიმოწმებენ, რომ იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს საიდუმლო მოწაფემ და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, განბანეს ნელსაცხებლებით, გაახვიეს სუდარაში და დამარხეს კლდეში ახლადგამოკვეთილ სამარხში, ისე, როგორ ებრაელები ჩვეულებისამებრ მარხავდნენ გარდაცვლილებს. იოანე ღვთისმეტყველი მოგვითხრობს, რომ იგი პეტრესთან ერთად შევიდა სამარხში, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს სხეული ვერ იპოვნა. ვნებათა კვირის უძველეს საეკლესიო სამსახურში პირდაპირ ნათქვამია "მიცვალებულის და აღმდგარის ანაბეჭდებზე" სუდარაზე. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4.36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის გამოსახულება უაღრესად ნაწამები ადამიანისა. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს აქვთ უზუსტესი ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. ყოველი ანატომიური და ფიზიოლოგიური მონახაზი იმდენად ზუსტი და დეტალურია, რომ მათი აღბეჭვდა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფოტოგრაფიის გამოყენებით. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია! (გამოსახულება იმდენად ზუსტია, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებითაც კი შეუძლებელი და წარმოუდგენელია მსგავსი გამოსახულების მიღება!). ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს. სუდარაზე აღიბეჭდა აბსოლუტურად ყოველივე... Christ გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად სუდარა ინახებოდა წმ. პეტრე მოციქულთან, შემდგომში კი გადაეცემოდა მოციქულიდან მოციქულს. ქრისტიანების დევნისას სუდარას მალავდნენ, რადგან ებრაელები და რომაელები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანული რელიკვიები. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ სუდარა კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. V ს. სუდარა გადაიტანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაზილიკაში ქ. ვლახერნში. ხატთმებრძოლთა რეაქციის პერიოდში სუდარა იერუსალიმში გადაიტანეს. შემდგომში კი კვლავ კონსტანტინოპოლში, სადაც სპეციალურად განკუთვნილ დღეებში გამოჰქონდათ ხალხის წინაშე. სუდარა სურნელოვან არომატს გამოსცემდა. მოშორებიდან სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულება მამაკაცის სხეულს ჩამოჰგავდა, ახლოდან კი ეს ეფექტი იკარგებოდა. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების და გაძარცვის შემდეგ, სუდარა ევროპაში აღმოჩნდა (1353 წ.). სუდარა ჯერ ინახებოდა საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, შემდგომში კი გადაიტანეს იტალიაში, ქ. ტურინის საკათედრო ტაძარში, სადაც ის დღემდე ინახება. სუდარის სინამდვილეში, რა თქმა უნდა ბევრს შეჰქონდა ეჭვი. იმის დასამტკიცებლად, რომ გამოსახულებანი სუდარაზე არ იყო დახატული, 1508 წ. ის დიდხანს ადუღეს ზეთში, შემდეგ გაიტანეს მოედანზე და ხალხის თანდასწრებით გარეცხეს და გახეხეს. მიუხედავად ამისა, ადამიანის სხეულის ანაბეჭდები სუდარაზე არ გამქრალა. სუდარა 3-ჯერ მოჰყვა ხანძარში - ერთხელ კონსტანტინოპოლში და ორჯერ ევროპაში, მაგრამ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. მე-19-ე ს.-ში, როდესაც მეცნიერებამ თითქოს განდევნა რწმენა ბევრთა გონებიდან თუ გულიდან, სუდარა გამოიტანეს რელიგიური ხელოვნების გამოფენაზე ქ. ტურინში, სადაც ის გადაიღო იტალიელმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ. მან გააკეთა ორი ფოტო დიდი ზომის ფურცლებზე (50X60 სმ). ფირის გამჟღავნებისას, როგორც სეკონდო პია იხსენებს იგი გააოცა ნანახმა... ნეგატივზე გამოჩნდა მშვიდი და კეთილშობილი სახის მამაკაცის პოზიტიური ფოტოგრაფიული გამოსახულება! სეკონდო პიამ მთელი ღამე გაატარა საოცარი სურათის წინაშე, მიხვდა რა ბოლოს, რომ სუდარა წარმოადგენს თვით მაცხოვრის აღუწერელი სულიერი შემცველობის ფოტოგრაფიულ ნეგატივს. ჯვრიდან ახლადჩამოხსნილი ქრისტე წარსდგა ადამიანთა წინაშე. მაცხოვარი წარმოგვიდგა არა მარტო თავისი მკაფიოდ გამოხატული სახის ნაკვთებით, არამედ მთელი თავისი სხეულით, რომელზედაც სჩანს მრავალი ჭრილობის, ეკლის გვირგვინის და ჯვარცმის კვალი...

თანამედროვე ფოტოგრაფიებზე ნათლად და მკაფიოდ ჩანს სისხლჩაქცევები, ამოგლეჯილი წვერი თუ სხვა დანარჩენი ჭრილობები. უფალმა თითქოს შეახსენა თავი მის დამვიწყებელ კაცობრიობას. სუდარის მიმართ მომენტალურად უდიდესი ინტერესი გაჩნდა მთელ მსოფლიოში. მრავალ ქვეყანაში დაიწყო მეცნიერული კვლევები; როგორ შეიძლებოდა ყოველივე ეს მომხდარიყო ფიზიკურად? მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ სმირნისა და ალოესაგან დამზადებულ ნელსაცხებელს თუ წავუსვამთ მიცვალებულს, ანაბეჭდები მართლაც გადავა სუდარაზე, მაგრამ ასეთ ანაბეჭდებს არ ექნებათ სხეულის კონტურის სწორი მოხაზულობა. ასეთი ანაბეჭდები დაემსგავსებიან ლაქებს და კარიკატურულ სილუეტებს, რაც დამოკიდაბული იქნება იმაზე, თუ სად შეეხება ტილო სხეულს. თანამედროვე ეპოქაში დაიწყო სუდარის აუტენტიფიკაცია, მისი შესწავლა-გამოკვლევა ყველაზე დახვეწილი მეთოდებით. აი რა დაადგინეს ამ გამოკვლევებმა: ექსპერტებმა პირველ რიგში დაადგინეს დამზადების დრო. პირველი დამადასტურებელი ეს არის თავათ სუდარა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო ე.წ. "დამასკო", რომელიც მზადდებოდა მხოლოდ I საუკუნემდე; შემდგომში მისი დამზადების საიდუმლო დაიკარგა. მეორე დამადასტურებელია პილატეს მონეტა, რომელიც თვალებზე ჰქონდა დადებული სხეულს. მონეტა ძალზედ მკაფიოდ არის აღბეჭდილი სუდარაზე, იმდენად მკაფიოდ, რომ მეცნიერებმა შესძლეს გრავიურაზე ორთოგრაფიული შეცდომის აღმოჩენა. ნუმიზმატებმა რამოდენიმე ასეთი მონეტა მოიძიეს, რომლებიც ზუსტად ადასტურებენ დამზადების დროს - I ს. ქრისტეშობიდან. დადგინდა ასევე გეოგრაფიული მდებარეობა. ექსპერტებმა გამოიკვლიეს ქსოვილზე არსებული ნივთიერებები. დადგინდა, რომ სულ 49 მცენარის ნაშთია შემორჩენილი; მათში 12 ენდემური მცენარის, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ პალესტინაში იზრდება, მკვდარი ზღვის უდაბნოს ბასეინში. სუდარა უტყუარი დამადასტურებელია თვით სახარებისა. სუდარა დოკუმენტალურად ადასტურებს ქრისტეს ვნებათა ყოველ მოწმობას, მათ სიზუსტეს და საშინელ კონკრეტულობას... კრიმინალისტები ამტკიცებენ, დღეს რომ ეპოვნათ ასეთი სუდარა, მას აუცილებლად გააგზავნიდნენ სასამართლო ექსპერტიზაში, რათა დაედგინათ ასეთი საშინელი და შემაძრწუნებელი მკვლელობის მიზეზები. სუდარა, როგორც ნამოქმედარის დამამტკიცებელი, ექსპერტებში არავითარ ეჭვს არ იწვევს. ჩვენთვის კი, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ სუდარა წარმოადგენს არა უბრალო ანაბეჭდებს, არამედ თავათ ქრისტეს პირად მოწმობს. სუდარამ ასახა ის, რაც თავათ ქრისტემ აღბეჭდა ჩვენთვის. ეს არის ჭეშმარიტი დამამტკიცებელი მისი განცდებისა და სიკვდილისა, რომელიც ამასთან ერთად წარმოადგენს სახარების ლაკონურ კომენტარებს. სახარებისეულ სიტყვათა ყოველი მნიშვნელობა გახსნილია. სუდარას უწოდეს “მეხუთე სახარება”, რადგანაც იგი გვიდასტურებს არა მარტო სიკვდილს, არამედ მასზე გამარჯვებას! ეს მოვლენა პირველად გაახმოვანა წმ. ანგელოზმა, რომელმაც საფლავზე მისულ დედებს ახარა უფლის აღდგომა:

“ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ,
და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული,
და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი,
ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას
მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა,
იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი
და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ
სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან,
და აღსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა
და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა”.

მეცნიერებას 2000 წელი დასჭირდა წმ. ანგელოზის მიერ მინიშნებული სუდარის “ნამდვილი ხილვისთვის”! სუდარა ამტკიცებს, თუ როგორ ატარა ქრისტემ ჯვარი გოლგოთამდე, როგორ ეცემოდა იგი ამ საშინელ და უკანასკნელ გზაზე; ეს არის დამამტკიცებელი მისი ეკლიანი გვირგვინისა, თუ როგორ და რითი სცემდნენ მას სიკვდილის წინ; ჯვარცმისა; შუბით მიყენებული ფერდის ჭრილობისა; დამამტკიცებელი მისი სიკვდილისა და აღდგომისა... (მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათრახის 98 კვალი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები 1ს.-ში; ხელ-ფეხზე ლურსმნის 4 ნაიარევი და სხვ. მეცნიერებმა განსაზღვრეს წონა: დაახ. 79 – 80 კგ. სიმაღლე: 180 სმ.; სისხლი: IV ჯგუფი, რეზუს-უარყოფითი. აღსანიშნავია, რომ გამათრახების შემდეგ რომაელები ჯვარს აღარ აცვამდნენ. ქრისტე, კი მიუხედავად იმპერიის კანონებისა ორჯერ დასაჯეს!).

სუდარის სამედიცინო გამოკვლევანი განსაცვიფრებელი და გამაოგნებელია. ჩვენთვის, რასაკვირველია, ძნელად წარმოსადგენია ის ზომა უსაშინელესი წამებისა, რაც ქრისტემ აიღო თავის თავზე; მაცხოვარი ხომ აბსოლუტურად უცოდველი იყო. მისი ტანჯვანი ნებაყოფლობითია; და როდესაც ჩვენ ვუყურებთ სუდარს, ვგრძნობთ შემოქმედის წმინდა სიყვარულს ადამიანთადმი. რა უზარმაზარი ტანჯვა-წამებისას იყო წარმოთქმული ეს სიტყვები: "მამაო, შეუნდე მათ"! ისტორიული და მეცნიერული მტკიცებულებანი სუდარის სინამდვილისა მტკიცდება ასევე ჩვენი განცდებით. სახარებისეული ქრისტე და სუდარისეული ქრისტე ერთი და იგივეა. მეცნიერები, ამდენ გამოკვლევათა შედეგად მივიდნენ უმთავრეს დასკვნამდე - მტკიცებულებანი ქრისტეს ცხოვრებისა, სიკვდილისა და აღდგომისა უდავო და ეჭვგარეშეა. მეცნიერთა უმრავლესობა, ჯერ კიდევ გამოკვლევათა პროცესში გახდა მორწმუნე. განა მათზე არ ამბობს მაცხოვარი: "შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ" (იოან. 20:29)? მართალია მეცნიერებს არ უნახავთ ქრისტე, მაგრამ მათ ნახეს მისი ხელთუქმნელი ხატი სუდარაზე...

XX ს.-ში სუდარის გამოკვლევებში თითქმის ყველა მოწინავე ქვეყნის მეცნიერული საზოგადოებები ჩაებნენ. 1988 წელს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის ლაბორატორიებში ჩატარდა რადიო-იზოტოპური ანალიზი ნახშირბადის იზოტოპის C14-ის გამოყენებით. გამოკველვამ დაადგინა სუდარის ასაკი - დაახ. XIII-XIV სს. გამოკვლევის შედეგებმა აალაპარაკა ურწმუნოები, მაგრამ, მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფმა გამოთქა მოსაზრება, რომელიც შემდგომში მართლაც დადასტურდა: სუდარიდან ნიმუშები აღებული იყო შუა საუკუნეებში დაზიანებული ფრაგმენტდან. იგივე დაადასტურა წამყვანმა ამერიკელმა მეცნიერმა რ. როჯერსმა თავის ცნობილ გამოკვლევებში (შუა საუკუნეებში სუდარა რამოდენიმეჯერ არის აღდგენილი, რაც კარგად სჩანს ფოტოებზე; სუდარა რამოდენიმეჯერ მოხვდა ხანძარში. და დამუშავდა მცენარეული ზეთით). სწორედ ამ ნივთიერებათა კვალმა გამოიწვია ქსოვილის ”გაახალგაზრდავება”. ამ შეცდომის გამოსწორებისთვის მეცნიერებს რამოდენიმე წელი დასჭირდათ. თანამედროვე მონაცამებით სუდარის ასაკი ყველა მაჩვენებლების მიხედვით ~2000 წ. განისაზღვრება.

მეცნიერებისთვის უმთავრესი გამოცანად რჩება სუდარაზე ქრისტეს 3 განზომილებიანი გამოსახულება. თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედების განმავლობაში გრძელდებოდა სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე სულ რამოდენიმე მიკრონია. ჯერ კიდევ 1978 წ. ცნობილ გამოკვლევებისას (სუდარის აუტენტიფიკაციაში საბჭოთა მეცნიერებიც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, თეოლოგიური დასკვნები არ გაუკეთებიათ სუდარაზე გამოსახული ადამიანის შესახებ). მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ანაბეჭდები სუდარაზე გადავიდა თერმობირთვული აფეთქების მსგავსად მომხდარი ზემძლავრი განათების შედეგად ქრისტეს აღდგომის მომენტში. ამგვარ მოვლენას ადგილი აქვს ხიროსიმაში და ნაგასაკიში, სადაც ატომური ბომბების აფეთქების შედეგად შენობებზე დაფიქსირადა ე.წ. "მუდმივი ჩრდილები". რუსეთის და ევროპის წამყვანმა მეცნიერებმა ვარაუდი გაქმოთქვეს, რომ გამოსახულება წარმოიქმნა მძლავრი სპეციფიური გამოსხივების შედეგად. შემდგომმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ გამოსხივება არ ემორჩილებოდა ჩვენთვის ცნობილ ფიზიკის კანონებს. ცნობილმა რუსმა ფიზიკოსმა ა. ბელიაკოვმა დაამუშავა თეორია, რომელსაც ”ცეცხლოვანი სხეულის თეორია” ეწოდა. აღდგომის მომენტში ქრისტეს სხეული სინათლედ გარდაისახა და ქსოვილზე გამოსახულება დატოვა, ისე, რომ მიმხმარი სისხლის და სხვა გვამური სითხეების ლაქები უვნებლად დატოვა (სუდარის გვამიდან აცლის შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა ნაკვალევი). ქრისტეს სხეული სუდარიდან სინათლის სახით გავიდა! მეცნიერთა მტკიცებით ეს წარმოადგენს უდაო ფიზიკურ დასტურს ქრისტეს აღდგომისა!

წმ. მოციქული პეტრე ქადაგებს: "ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რის მოწმენი ჩვენ ყველანი ვართ" (საქ. 2:32). ქრისტიანული მოძღვრების არსიც სწორედ აღდგომაშია. "... ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც" (1 კორ. 15:14) ამბობს მოციქული პავლე. მოციქულთა მოწმობა და მეცნიერული მტკიცებებიც ერთნაირად ჟღერს: ქრისტე აღსდგა! მაგრამ ქრისტე არა მხოლოდ აღსდგა მკვდრეთით, ის აღსდგა ახალ სხეულში, რომელზედაც აღარ ბატონობს სიკვდილი და ხრწნა. ერთი სხეულებრივი ფორმიდან მეორეში გარდასვლა მიმდინარეობს გარკვეული ატომურ-მოლეკულარული პროცესებით, რომლებიც სცილდება ფიზიკის ჩვენთვის ცნობილ კანონებს. მაგრამ თავათ ფაქტი აღდგომისა უდავოა. ეს არის დასაწყისი ახალი ცხოვრებისა ყველა ჩვენგანისთვის. ქრისტე პირველი აღსდგა მკვდრეთით, მასთან ერად კი აღსდგებიან მისი რჩეული ადამიანებიც. აი, რას ვზეიმობთ ჩვენ ამ დღეს - ქრისტეს აღდგომას, რომელიც მოხდა იერუსალემში ორი ათასი წლის წინ, და ასევე ჩვენს მომავალ აღდგომას!
მოკლედ ესეც წაიკითხეთ ვისაც არ გეზარებათ!


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
orthodox-georgia   მაცხოვრის სუდარა   Jun 29 2008, 10:19 PM
ქავთარაძე   ჟურნალისტის დღიურ...   Jun 29 2008, 10:46 PM
orthodox-georgia   ჟურნალისტის დღიურ...   Jun 29 2008, 10:47 PM
მნათე   ვიწერ, რა ენაზეა?   Jun 29 2008, 10:48 PM
orthodox-georgia   ვიწერ, რა ენაზეა? ქ...   Jun 29 2008, 10:49 PM
მნათე   ო, არა :D უკვე ტენდე...   Jun 29 2008, 10:50 PM
orthodox-georgia   ო, არა :D უკვე ტენდე...   Jun 29 2008, 10:52 PM
მნათე   კათოლიკეები? :D   Jun 29 2008, 10:53 PM
orthodox-georgia   კათოლიკეები? :D ეგ ...   Jun 29 2008, 10:55 PM
მნათე   კათოლიკურ ეკლესი...   Jun 29 2008, 10:57 PM
მნათე   ღმერთო ჩემო, ძალია...   Jun 29 2008, 11:11 PM
orthodox-georgia   ღმერთო ჩემო, ძალია...   Jun 29 2008, 11:12 PM
chelo   ხალხო გაიხარეთ,სუდ...   Jun 29 2008, 11:37 PM
nini_1   ეეჰჰ, მე ვერ გადმოვ...   Jun 29 2008, 11:42 PM
orthodox-georgia   ეეჰჰ, მე ვერ გადმოვ...   Jun 30 2008, 10:15 AM
დათიკო   orthodox-georgia შენი აზრით ს...   Jun 30 2008, 09:32 AM
nini_1   orthodox-georgia მადლობა, აღა...   Jun 30 2008, 11:09 AM
agnosticos   ნაკლებად ობიექტურ...   Jun 30 2008, 12:42 PM
KAIROS   ნამდვილად, თუმცა მ...   Jun 30 2008, 02:17 PM
კანუდოსელი   ნამდვილად, თუმცა მ...   Jun 30 2008, 02:44 PM
llaasshhaa   ნაყურები მაქ და ძა...   Jun 30 2008, 02:43 PM
დათიკო   პირველი ფრაზა რომე...   Jun 30 2008, 04:02 PM
orthodox-georgia   პირველი ფრაზა რომ...   Jun 30 2008, 04:39 PM
agnosticos   კი, მაგრამ ზედმეტა...   Jun 30 2008, 05:36 PM
orthodox-georgia   1. ყვავილების მტვერ...   Jun 30 2008, 06:41 PM
კანუდოსელი   თუ ერკვევი ერთი მა...   Jun 30 2008, 06:44 PM
orthodox-georgia   მგონი რომ ვერკვევ...   Jun 30 2008, 06:59 PM
კანუდოსელი   აბა მაშინ მოკლედ ა...   Jul 1 2008, 04:48 PM
orthodox-georgia   ეს მეთოდი ეფუძნებ...   Jul 1 2008, 04:58 PM
კანუდოსელი   მაგრამ ტურინის სუ...   Jul 1 2008, 05:03 PM
orthodox-georgia   მისმინე გენც. ჯერ ...   Jul 1 2008, 05:07 PM
კანუდოსელი   კვამლის ბრალი კი ა...   Jul 1 2008, 05:10 PM
orthodox-georgia   ეს იდეა მოდის ერთი ...   Jul 1 2008, 05:13 PM
კანუდოსელი   სითბური მოქმედები...   Jul 1 2008, 05:14 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ეს რა...   Jun 30 2008, 06:03 PM
agnosticos   ეს კარგია რომ ასა...   Jun 30 2008, 08:45 PM
მხევალი ნინო   orthodox-georgia ???   Jun 30 2008, 08:46 PM
orthodox-georgia   მხევალი ნინო რას ვ...   Jun 30 2008, 09:06 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი სხვა რ...   Jul 1 2008, 05:02 PM
მხევალი ნინო   orthodox-georgia ხანძრაი რა ...   Jul 1 2008, 05:03 PM
კანუდოსელი   orthodox-georgia ხანძრაი რა ც...   Jul 1 2008, 05:05 PM
KAIROS   არა, სულ ახლახანს, 1 ...   Jul 1 2008, 05:15 PM
კანუდოსელი   არა, სულ ახლახანს, 1 ...   Jul 1 2008, 05:18 PM
მხევალი ნინო   KAIROS არიქა, დაფაცურ...   Jul 1 2008, 05:19 PM
orthodox-georgia   , იმ მოსაზრებას რომ...   Jul 1 2008, 05:22 PM
კანუდოსელი   ჭრილობებიც გამოკვ...   Jul 1 2008, 05:23 PM
KAIROS   შარზეა აი კაცი, კაც...   Jul 1 2008, 05:20 PM
orthodox-georgia   შენ არ ნახე ფილმი პ...   Jul 1 2008, 05:20 PM
კანუდოსელი   შენ არ ნახე ფილმი პ...   Jul 1 2008, 05:22 PM
orthodox-georgia   მე ეგ ფილმი მაქვს ნ...   Jul 1 2008, 05:24 PM
კანუდოსელი   გეშლება. ფილმი ქარ...   Jul 1 2008, 05:25 PM
KAIROS   http://www.sindone.org/ ROMA - Ricercatori itali...   Jul 1 2008, 05:28 PM
კანუდოსელი   ჰო, სხვათა შორის, იმ...   Jul 1 2008, 05:30 PM
KAIROS   ეგ მეც არ ვიცი, დათ...   Jul 1 2008, 05:37 PM
კანუდოსელი   ეგ მეც არ ვიცი, დათ...   Jul 1 2008, 05:37 PM
KAIROS   ისე 2010 ში გამოფენა მ...   Jul 1 2008, 05:38 PM
კანუდოსელი   ისე 2010 ში გამოფენა ...   Jul 1 2008, 05:39 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი [size=4]წა...   Jul 1 2008, 05:39 PM
nini_1   კანუდოსელი ბარემ ...   Jul 1 2008, 05:40 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ანუ სხ...   Jul 1 2008, 06:21 PM
orthodox-georgia   [[color=#CC0000][size=3]ანუ სხვა ...   Jul 1 2008, 06:58 PM
KAIROS   ნინ, ეგ კითხვები რა...   Jul 1 2008, 06:55 PM
მნათე   კაცო, სუდარის სიყა...   Jul 1 2008, 06:58 PM
orthodox-georgia   კაცო, სუდარის სიყა...   Jul 1 2008, 07:07 PM
G_I_O_R_G_I_   როგორც მე ვიცი როგ...   Jul 1 2008, 07:31 PM
მხევალი ნინო   მნათე მე მგონი სი...   Jul 1 2008, 07:38 PM
orthodox-georgia   მნათე მე მგონი სიყ...   Jul 1 2008, 08:02 PM
მხევალი ნინო   მეცნიერები ულაპარ...   Jul 1 2008, 08:40 PM
abo   კანუდოსელი :D ძლერი...   Jul 1 2008, 08:53 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი :D ძლერ...   Jul 2 2008, 01:01 PM
chelo   არ მიწყინოთ,მაგრამ...   Jul 2 2008, 12:48 AM
nino_ni   ახსნა არ არის ,მაგრ...   Jul 2 2008, 01:21 PM
კანუდოსელი   გამოსახულებას რაც ...   Jul 2 2008, 02:47 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ზაზა, ...   Jul 2 2008, 07:09 PM
agnosticos   წავიკითხთ შემდეგი ...   Jul 5 2008, 11:04 PM
orthodox-georgia   agnosticos ჩემი აზრით აშ...   Jul 5 2008, 11:27 PM
agnosticos   ცხადია, აბა აქ ყვე...   Jul 5 2008, 11:33 PM
orthodox-georgia   ვინმემ იცის ჭეშმა...   Jul 5 2008, 11:34 PM
agnosticos   :) ნუ ის მგონი ფორუმ...   Jul 5 2008, 11:35 PM
მხევალი ნინო   :) ნუ ის მგონი ფორუმ...   Jul 6 2008, 10:07 AM
agnosticos   პუნქტების მიხედვი...   Jul 6 2008, 01:48 PM
abo   როგორც ჩემთვის ცნო...   Jul 6 2008, 11:57 PM
agnosticos   abo ჰოდა იმიტომ ნახე, ...   Jul 7 2008, 12:04 AM
abo   კანუდოსელი აი ჩე...   Jul 7 2008, 12:51 AM
G_I_O_R_G_I_   http://www.predanie.ru/video/ აქ არის ...   Jul 9 2008, 09:39 PM
IZAKUNA   აუ როგორ მომეწონა ...   Jul 10 2008, 01:34 PM
orthodox-georgia   მოკლედ ლინკი პირვე...   Jul 21 2008, 10:52 PM
orthodox-georgia   წმ. მოციქულები გვი...   Jul 22 2008, 02:29 PM
llaasshhaa   http://s50.radikal.ru/i129/0807/c9/beab8e65a8f1.jp...   Jul 27 2008, 06:24 PM
Abe   [img]http://s50.radikal.ru/i129/0807/c9/beab8e65a...   Dec 10 2008, 12:28 AM
llaasshhaa   orthodox-georgia გაიხარე ძან ...   Jul 27 2008, 06:44 PM
orthodox-georgia   მოკლედ , ხალხნო და ჯ...   Sep 25 2008, 03:40 PM
orthodox-georgia   მოკლედ , ხალხნო და ...   Sep 28 2008, 11:27 AM
G_I_O_R_G_I_   დღეს იყო კიდევ ერთ...   Sep 25 2008, 09:21 PM
orthodox-georgia   http://allshares.ge/download.php?id=F0B88F0F19   Dec 4 2008, 03:55 PM
orthodox-georgia   ა კიდე ერტი. ვინც იქ...   Dec 4 2008, 04:19 PM
კანუდოსელი   abo არა, არ მოდის, რად...   Dec 5 2008, 11:58 AM
Delusion   orthodox-georgia მაცხოვრის ს...   Dec 10 2008, 12:57 PM
tatoabdushelishvili   ხალხი რა გჭირთ? ესე ...   Jun 21 2010, 12:50 AM
Atman   მაცხოვრის სუდარა გ...   Jun 21 2010, 07:21 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd August 2025 - 06:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი