იარაღი მოწყინების და გულისსიტყვათა წინააღმდეგ, საბრძოლველად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იარაღი მოწყინების და გულისსიტყვათა წინააღმდეგ, საბრძოლველად |
ლილიანა |
Feb 9 2008, 11:37 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
წმინდა ეგნატე ბრაინჩინინოვი წერს რო წმინდა მამები მოწყინების გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად მოკლე წმინდა წერილიდან ნასესხები სიტყვებს იყენებდნენ
1. მადლობა ღმერთს ყოველივესათვის ! 2. ღმერთო , შენს წმინდა ნებას შევედრი ჩემს თავს , იყავნ ნება შენი ! 3. უფალო , მადლობა ყოველისვესთვის , რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის ! 4. სამართლად ღირსი , რომელ ვქმენი, მომეგების , მომიხსენე მე , უფალო , ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა წმინდა მამა წერს " როგორც კი მტერი თავს წამოჰყოფდა , მყისვე ამ საოცარ იარაღს დაავლებდნენ ხელს და პირდაპირ სახეში სცემდნენ მოწინააღმდეგეს . როდესაც მწუხარების გულისსიტყვები მოგეძალებათ , დაიწყეთ რომელიმე ამ წინადადების გამეორება :ხმადაბლა , აუჩქარებლად , აღგზნების გარეშე , ყურადღებით , მხოლოდ გასაგონად -მმანამ , სანამ მტერი სულ არ გაგეცლებათ , სანამ არ იგრძნობთ ღვთის მადლის შეწევნის მოახლოვებას როცა მტელი კვლავ შეეცდება თავდასხმას , მაგრამ თქვენ ისევ ის იარაღი აიღეთ ხელში და , როგორც დიდი სარდალი ,კეისარი უბრძანებდა თავის მეომრებს , პირდაპირ სახეში აძგერეთ მოპირისპირეს " " ნუ გაიოცებთ ,რომ დავითის იარაღი ერთი სეხედვით ესოდენ მსუბუქი და უცნაური ჩანს , საქმეში გამოსცადეთ და თავადვე იხილავთ შედეგს ! " ყოველი ჩვენგანი ვიმახსოვრებთ და განსაკუთრებით ვითავისებთ რაიმე სიტყვებს ლოცვებიდან სახარებიდან მამათა სწავლებებიდან და მათ ხშირად ვიმეორებთ გონებაში გაუცნობრიერებლად თუ გაცნობიერებულად ამ სიტყვების გახსენება გვამხნევებს და სიხარულს გვანიჭებს ამ თემაში კი მსურს ყოველმა თქვენგანმა სწორედ ესეთი სიტყვები გაიხსენოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
nini1 |
Jul 24 2008, 12:37 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
როდესაც ძალიან აფორიქებული ვარ იესოს ლოცვას ვიმეორებ გულში და თუ მეშინია რამის, მაშინ უფლის სიტყვებს ვიხსენებ :" მე ვარ, ნუ გეშინინ! " ძალიან მამშვიდებს ეს სიტყვები
-------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 05:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი