IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გურიის უდაბნოს სავანე, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი
tamuna m
პოსტი Jul 6 2008, 01:51 PM
პოსტი #1


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით, გურიაში მიმდინარეობს მე-6 საუკუნის, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის აღდგენა
თითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ამ წმინდა საქმეში.


მაგთი 200 377
ჯეოსელი, ლაი-ლაი 700 507

ზარის ღირებულება 1ლარი


ს. ს. "საქართველოს ბანკი" ცენტრალური ფილიალი
ბ.ა 220101502
ა.ა 531046300

ღმერთმა დაგლოცოთ და შეიწიროს თვენი ქველმოქმედება!


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
di_onise
პოსტი Jul 25 2008, 04:27 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



უდაბნოს მონასტერი


ჩოხატაურის რაიონში მდებარე უდაბნოს მონასტერი უძველეს ძეგლადაა მიჩნეული. სულხან-საბა სიტყვა “უდაბნოს” განმარტავს, როგორც “უშენებოს”, ამ სიტყვიდანაა ნაწარმოები: მეუდაბნოე, უდაბნოის მკვიდრი, უდაბნოის მოყვარე. ლენინგრადის საისტორიო არქივში, 1963 წელს მიკვლეულ იქნა “გურიის უდაბნოს აქტი”, დაწერილი საშუალო ზომის ორ თეთრ ფურცელზე. იგი შედგება საყდრის, საღვმდელმსახურო ინვენტარისა და წიგნსაცავის აღწერისაგან. დოკუმენტში “გურიის უდაბნოს” საყდარი უძველეს ძეგლადაა მიჩნეული, მაგრამ მისი შექმნის თარიღი კონკრეტულად არ არის მითითებული (ვარაუდობენ VIII-IX საუკუნეებს). კლდეში გამოკვეთილი, ორი მხრიდან თლილი ქვებით ნაგებ ტაძარში უმთავრესი იოანე ნათლისმცემლის ხატი იყო, რომელიც ვერცხლით იყო მოჭედილი და საყდრის მარცხენა ნაწილში ესვენა, ხოლო “მთავარმოწამე წმიდა გიორგის” ხატი, ვერცხლითა და ოქროთი მოჭედილი, საყდრის მარჯვენა მხარეს იყო დასვენებული. ამ საყდრის სიმდიდრე იყო: სამღვდელო- სადიაკვნო მოსასხამი, სატრაპეზო ჯვარი, წითელი ფარჩის გადასაფარებელი, ვერცხლის ჭურჭლები, ხელნაწერები, წიგნები, ნაბეჭდი სახარებები, დავითნი, მარხვანი, სადღესასწაულო, სამოციქულო, ჟამნი, მეფე ბაქარის- “დაბადება”, რომელიც 1743 წელს გამოიცა მოსკოვში. აღსანიშნავია, პერგამენტზე გადაწერილი “თვენი”, ქაღალდზე შესრულებული “მეტაფრასი”, ოცდაჩვიდმეტი სიგელი- გუჯარი- “უდაბნოსათვის” ყმა-მამულის შეწირულობის, ნასყიდობის, სულთამოსახსენებლის წიგნები და სხვა. უდაბნოს ძველი ეკლესიის ჩუქურთმები საფუძვლიანად ჯერაც არ არის შესწავლილი. ჩუქურთმები სამ ქვაზეა, თითოეული ქვის სიმაღლე 95 სანტიმეტრია, სიგანე 15 სანტიმეტრი. ჩუქურთმა ნახევარი წრის პრინციპზეა აგებული და თითოეული მონაკვეთი სამი ნახევარწრისგან შედგება. “გურიის უდაბნო” კლდეში ნაკვეთი კომპლექსია და იგი არის ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო და უნიკალური ძეგლი. “გურიის უდაბნოს” ერთ-ერთი მადლმოსილი წინამძღოლი იოსებ ტუსკია, XVIII საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. უძველეს დოკუმენტებში (1744წ.) იგი იხსენიება, როგორც ჯუმათის ქორეპისკოპოსი და უდაბნოს წინამძღვარი. იგი იყო სამონასტრო ორგანიზაციის ბრწყინვალე გამძღოლი, ჩინებული მწიგნობარი, მას შემოქმედის “გულანის” გადაწერაშიც მიუღია მონაწილეობა. მან დიდი ღვაწლი დასდო უდაბნოს აღორძინებას. თუმცა 1923 წლის ანტირელიგიურმა კამპანიამ ყოველივე წალეკა, მაგრამ ღვთის ნებით დღეს “გურიის უდაბნოში” კვლავ აღევლინება უფლის სადიდებელი ლოცვა-ვედრება.უდაბნოს მონასტერი მდებარეობს ჩოხატაურის რაიონში. სოფელ შუა განახლების მახლობლად, ორი კმ. დაშორებით. იგი ამაღლების მთის ფერდობზეა აღმართუილი. (ძველად სოფელსაც ამაღლება ერქვა). უდაბნო იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეკლესიაა. როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს იგი მონასტრი ყოფილა. უდაბნო უშენ ადგილს ნიშნავს. ხოლო მეუდაბნოეობა ბერ-მონაზვნობის ის სახე იყო, როდესაც განდეგილი, განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა. საბოლოოს მეუდაბნოეობა სამონასტრო წესად შეიცვალა.ეკლესია ნახევრად კლდეში ნაკვეთი, მცირე ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. ამას გარდა მთაგრეხილის ქვედანაწილში კიდევ ოთხი გამოქვაბულია, რომელთაც ერთი მხრიდან ხელოვნურად აქვს მიცემული აბსიდის ფორმა და ამდენად სავარაუდოა, რომ სალოცავის მოვალეოვბას ასრულებდნენ. უდაბნოს მონასტრის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი, ხოლო მშენებლებს მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლის ნახევარი აუგიათ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნაგებობა კლდის ქვეშ არის შეყუჟული. მონასტერი ნაგებია კარგათ გათვლილი ღია ფერის კვადრებით და შემკულია სხვადასხვა რელიეფური გამოსახუელებებით. უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია გურიაში. მისი დათარიღება დღემდე ვერ მოხერხდა. დ. ბაქრაძე რომელმაც მონასტერი 1873 წელს მოინახულა წერდა, რომ ადგილზე მოპოვებული ცნობებით უდაბნოს დამაარსებელი არის იოსებ ტუსკია, რომელივ ,მე-18 საუკუნეში იყო მონასტრის წინამძღცარი. თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება და მონასტერი გაცილებით ადრინდელია. ზოგი მეცნიერი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, მაგარამ რაადგანაც ამ ეპოქის სხვა ძეგლი გურიის ტერიტორიაზე არ შემორჩენილა (თუ არ ჩავთვლით ვაშნარსა და პეტრას), უდაბნოს მონასტრის ანალოგიების მოძებნა ძნელდება. მონასტრის დათარიღებას ართუელბს ის ფაქტიც, რომ ის მრავალჯერ გადაუკეთებიათ, ხოლო აღდგენის დროს სამშებელოდ ძველი ნანგრები გამოუყენებიათ. ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილამა ძეგლის შესწვალის დროს დაასკვნა, რომ `აქ საქმე უნდა გვქონდეს გარდამავალი ხანის ბოლო პერიოდთან IX ს. ან უშუალოდ მის მომდევნო ხანასთან, X საუკუნის დასაწყისი. სწორედ ამ დროს ხდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიათა გაერთიანება მცხეთის კათალიკოსის განმგებლობაში და სამონასტრო ცხოვრების ხელახალი აღორძინება საქართველოში~. თუმცა იქვე დასძენდა, რომ ეს დათარიღება მყარი არ არის და მხოლოდ მიახლოებითია ~.უდაბნო ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, მათ შორის აღსანიშნავია მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკია, რომელსაც შემოქმედის გულანი გადაუწერია. ხელნაწერებს უდაბნოს წიგნსაცავში ინახავდნენ. უდაბნოს ხელნაწერთაგან ყველაზე თვალსაჩინო და უძველესია `მრავალთავი~. იგი XVI საუკუნეში ჩამოუტანია ნიკოლოზ ჯუმათელს კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდეგ, თუმცა უკანასკნელ ხანს გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია მრავალთავი ადგილობრივ, უდაბნოს მონასტერში იყოს გადაწერილი. გარდა მრავალთავისა უდაბნოდანაა შემორჩენილი სხვა ხელნაწერები. უდაბნოს ბიბლიოთეკაში ნაბედი წიგნებიც მრავლად ყოფილა. უდაბნო საკმაოდ მდიდარი მონასტერი იყო. ამ მხრივ საგულისხმოა XVIII საუკუნის ერთ-ერთი დოკუმენტი `ანაწერი და ანდერძი გურიის უდაბნოს მამისა იოსებისა~. სადაც აღწერილია უდაბნოს მონასტრის ქონება. ამასთანავე შემორჩენილი გვაქვს მთელი წყება სიგელგუჯართა, რომელშიც ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელო პირთა თუ ერისკაცთა შეწირულობანი უდაბნოსადმი. დოკუმენტების ეს კრებული დ. ბაქრაძემ თბილისში ჩამოიტანა და დღეს ინახება საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში.2001წ. შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) უდაბნოში აღადგინა სამონასტრო ცხოვრება და წინამძღვრად დაინიშნა იღუმენი პეტრე (ანდღულაძე). ამჟამად მონასტრის წინამძღვარია, იღუმენი მარკოზი გურგენიძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
tamuna m   გურიის უდაბნოს სავანე   Jul 6 2008, 01:51 PM
ნათია   http://i063.radikal.ru/0807/5a/211062e64140.jpg ...   Jul 17 2008, 12:35 PM
maikusi   7 ივლისს(იოანე ნათლ...   Jul 17 2008, 01:36 PM
marine   ზუსტად არ ვიცი გას...   Jul 17 2008, 01:38 PM
maikusi   გუშინ, სამებასთან ...   Jul 17 2008, 01:43 PM
marine   შეიძლება :კი1: მაგ წ...   Jul 17 2008, 01:45 PM
maikusi   სამწუხაროდ, ყურად...   Jul 17 2008, 01:48 PM
marine   არაუშვას ფორუმის ...   Jul 17 2008, 01:52 PM
სოფი   ვა,რა საუცხოოა. პირ...   Jul 17 2008, 01:43 PM
ნათია   maikusi დღეს იყო ვიღაც ...   Jul 17 2008, 02:20 PM
თამარი_ცქნაფო   კარგი იქნება ერთ ...   Jul 17 2008, 02:27 PM
marine   maikusi ვთხოვე წერილობ...   Jul 17 2008, 02:33 PM
ნათია   თამარი_ცქნაფო რატ...   Jul 17 2008, 03:19 PM
.nino   ნათია ნათი, ეგ ის ტ...   Jul 17 2008, 03:25 PM
თამარი_ცქნაფო   ნათია ნათი, ეგ ის ტ...   Jul 17 2008, 03:49 PM
ნათია   .nino აზრზე არ ვარ :unsure: ...   Jul 17 2008, 03:26 PM
.nino   ნათია თავკვეთულაც...   Jul 17 2008, 03:31 PM
ნათია   ნათია თავკვეთულა...   Jul 17 2008, 03:34 PM
ნათია   თამარი_ცქნაფო აჰა, ...   Jul 17 2008, 03:57 PM
ნათია   tamuna m ამ ეკლესიაზე ხო...   Jul 19 2008, 02:31 PM
tamuna m   კი, ნათია, ეს მონასტ...   Jul 23 2008, 01:58 PM
seminarieli lela   იოანე ნათლისმცემე...   Jul 23 2008, 02:34 PM
di_onise   თავკვეთილა გურიაშ...   Jul 23 2008, 02:41 PM
kiki   udabnos monasteri Coxatauris raionSi mdebare uda...   Jul 25 2008, 01:08 PM
di_onise   უდაბნოს მონასტერი ...   Jul 25 2008, 04:27 PM
ნათია   ფონდის ოქტომბრის თ...   Nov 7 2008, 10:12 AM
ნათია   მიტროპოლიტი იოსებ...   Nov 13 2008, 11:01 AM
k@the   გადარიცხვისას ანგ...   Nov 13 2008, 05:05 PM
ნათია   k@the როცა ანგარიშის ...   Nov 13 2008, 09:50 PM
tamuna m   ნათია, რა გაირკვა? მ...   Nov 15 2008, 05:40 PM
ნათია   tamuna m კი, მაკას ნომერ...   Nov 16 2008, 04:17 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 10:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი