![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ერთ საინტერესო რამეს წავაწყდი კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოში, (რომელიც ვატიკანის 1962 წლის II მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგაა შედგენილი), ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო.
კერძოდ აქ ნათქვამია: ცოლქმრული სიყვარული გულისხმობს მთლიანობას, რომელშიც შედის პიროვნების ყველა შემადგენელი ნაწილი - ხორცისა და ინსტიქტის ძახილი, გრძნობებისა და აფექტების ძალა, სულისა და ნების სწრაფვა; იგი მიმართულია ღრმად პიროვნული ერთიანობისენ, რომელიც ხორციელ ერთიანობას სცილდება და ერთ გულსა და ერთ სულს ქმნის; იგი მოითხოვს საბოლოო ურთიერთმიძღვნის ურღვევობასა და ერთგულებას და იხსნება ნაყოფიერებაში. ერთი სიტყვით, ლაპარაკია ცოლქმრული სიყვარულის ნორმალურ მახასიათებელ ნიშნებზე, მაგრამ ახალი საზრისით, რომელიც არა მარტო განწმენდს და განამტკიცებს მას, არამედ ამაღლებს იქამდე, რომ იქმნას საკუთრივ ქრისტიანული ფასეულობების გამოხატულებად. ცოლქმრული სიყვარული მისი ბუნებიდან გამომდინარე მოითხოვს ერთადერთობასა და დაურღვევლობას მათი პიროვნული კავშირისა, რომელიც მთელს მათ ცხოვრებას მოიცავს; "ასე რომ ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა დაე, ნუ განაშორებს კაცი" (მათ 19,6)..... და მაინც, არსებობს სიტუაციები, როლებშიც ცოლქმრული თანაცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში ეკლესია უშვებს მეუღლეთა ფიზიკურ განშOრებასა და თანაცხოვრების დასასრულს. მეუღლეები ღვთის თვალში მაინც ცოლ-ქმრად რჩებიან; არ არიან თავისუფალნი ახალი კავშირის დასამყარებლად. ამ ძნელ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ეს შესაძლებელია, შერიგება. ქრისტიანული საკრებულო მოწოდებულია დაეხმაროს ამ ადამიანებს ქრისტიანულად გაუძლონ მათ მდგომარეობას და შეინარჩუნონ ერთგულება მათი დარღვევლად დარჩენილი საქორწინო კავშირის მიმართ. დღეს ბევრ ქვეყანაში მრავლადაა კათოლიკენი, რომლებიც გაყრას მიმართავენ სამოქალაქო კანონების თანახმად და ასევე ამყარებენ ახალ სამოქალაქო კავშირს. ეკლესია მიიჩნევს იესო ქრისტეს სიტყვისადმი ერთგულებას (ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს. და თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს (მარკ 10, 11-12), რომ არ შეიძლება ახალი კავშირის სჯულიერ ქორწინებად ცნობა, თუკი პირველი ქორწინება ნამდვილი იყო. თუკი გაყრილები ხელახლა დაქორწინდნენ სამოქალაქო კანონების თანახმად, ისინი იმყოფებიან იმ სიტუაციაში, რომელიც ობიექტურად ეწინააღმდეგება საღვთო სჯულს. ამიტომ მათ არ შეუძლიათ ევქარისტიულ ზიარებასთან მიახლება მთელი იმ დროის განმავლობაში, რა დრომდეც ეს სიტუაცია გაგრძელდება. ამავე მიზეზით მათ არ შეუძლიათ გარკვეული საეკლესიო პასუხისმგებლობის აღსრულება. შერიგება სინანულის საიდუმლოს მეშვეობით არ შეიძLება იქნეს მიცემული, თუ არა იმ შემთხვევაში, როცა ისინი ინანიებენ რომ დაარღვიეს ქრისტესთან ერთობისა და მისი ერთგულების ნიშანი და ვალდებულებას იღებენ ცოლქმრული ურთიერთობისგან სრულ თავშეკავებაში იცხოვრონ. მოკლედ როგორც ჩანს კათოლიკური ეკლესია ქორწინების ერთობაში უკომპრომისოა, მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესია ასახელებს სხვადასხვა მიზეზებს, რომლის დროსაც შესაძლებელია განქორწინება და ახალი ქორწინებაც კი, თუმცა რა თქმა უნდა გარკვეულ ჩარჩოებში. იქნებ ვიმსჯელოთ ამ განსხვავების მიზეზებზე, რატომ რთავს მართლმადიდებელი ეკლესია გარკვეული მიზეზების გამო ხელახლა დაქორწინების უფლებას ადამიანს, ან რატომაა კათოლიკური ეკლესია ამ საკითხში ასეთი მკაცრი და სწორია თუ არა ეს სიმკაცრე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა რომის ეკლესიაში ანტიცელებატური მოძრაობაა თუ პროცელებატური ეგ არ არის ამ თემის არსი. ფაქტია, რომ რომის ეკლესიის დამოკიდებულება განქორწინების მიმართ კერძო აზრია და სულაც არ/ვერ ეფუძნება წმ. წერილს. ისევე როგორც ხატთაყვანისცემა... იერარქიული საფეხურები, ლიტურგიული მსვლელობა და ა.შ... კანონიკური საკითხები სავალდებულო არ არის მთლიანად ეფუძნებოდეს წმიდა წერილს, ამის ზოგიერთი მაგალითი მართლმადიდებლობაშიც გვაქვს.... ის რომ უცილობელი ცელიბატი კათოლიკური ეკლესიაში არსებულ ზოგიერთ ფილოსოფიურ გავლენასა და აწ უკვე სოციალურ მხარეზე ფუძნდება, ეჭვგარეშეა - მაგრამ ის რომ ამით რაიმე დიდი დანაშაული ხორციელდება გაბუქებაა, იმდენად რამდენადაც ცელიბატის ნაწილობრივ მხარეს ჩვენც ვიზიარებთ, როდესაც ეპისკოპოსს ვუკრძალავთ ჯვარდაწერილ მწყემსობას ![]() ციტატა მართლმადიდებელი კანონისტები ფრაზას "რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ" - განმარტავენ ძველი აღთქმის ჭრილზე (რადგან სწორედ ძველაღთქმისეულ დამოკიდებულებას ცვლის იმ მომენტში მაცხოვარი) და ამბობენ, რომ თუკი ძველ აღთქმაში ნებისმიერ დროს, საკუთარი სურვილით შეეძლო ქმარს ცოლი გაეშვა (ანუ კაცის სურვილით ხდებოდა ეს), ახალ აღთქმაში ეს აიკრძალა. გეთანხმები და ეს არის ერთ-ერთი პროგრესული და წმიდად ქრისტესეული განსაზღვრება ცოლ-ქმრული შეუღლებისა, რომლის მიხედვითაც კვარცხლბეგზე დგას ადამიანის პიროვნული, თავისუფალი ნება.... ასევე მოაზრებული და გათვალისწინებულია შეცდომა... ნუ ეს ყველაფერი თეორიაში იდეალურია ![]() ციტატა მახსენდება ერთი შემთხვევა - ქმრის უკითხავად ცოლმა აბორტი გაიკეთა და ბავშვი მოკლა. ეს ქორეპისკოპოსმა განქორწინების საფუძვლად მიიჩნია და მეც ვეთანხმები. ცოლის ამ დანაშაულით მძიმედ შეიბილწა ჯვრისწერის საიდუმლო, დაიღვა უფლის მცნება და შეუსრულებელი დარჩა ეკლესიის კურთხევა შვილიერებაზე - თან მძიმე ფორმით. გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ ჩემი აზრით განქორწინების საბაბი არ უნდა გახდეს გაბრაზება, ან უპატიებლობა... უნდა გათვალისწინებულ იქნეს მთელი რიგი დროითი და ეპოქალური ფაქტორები ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი