საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
sable |
Jul 27 2008, 12:52 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ისე თემა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მოდი მე გავაგრძელებ სტეფანოზ IV
ერისმთავარის შემდეგ შემდეგ. მოკლედ სტეფანოზის შემდეგ უკანასკნელი ერისმთავარი ქართლისა იყო აშოტი I კურაპალატი (786-826) რომელიც შეიქნმნა ქართველთა სამეფოს დამაარსებელი და პირველი ქართველთა მეფე ტაო-კლარჯეთში. თუმცა აშოტ I გარდა იმ დოინდელ საქართველოში კიდევ რამოდენიმე მეფე-მთავარი იყო გახელმწიფებული, რომლებიც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების სათავეში იყვნენ მოქცეული. მოდით დავახასიათოთ ისინი სათითაოდ: 1) პირველი იყო ქართველთა სამეფო რომელიც თავიდან ქართლის საერისმთავროს დიდ ნაწილს მოიცავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც აშოტი ანტიარაბულ კამპანიას შეუერთდა არაბებმა ის აიძულეს დაეტოვებინა ქართლი და მის მამისეულ მამულებში წასულიყო. აშოტი სამხრეთში ფლობდა მიწებს კლარჯეთში, ნიგალში, შავშეთში, ერუშეთში, არტაანში, კოლაში, ჯავახეთში, და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე. მან რეზიდენციად არტანუჯი აირჩია და ბიზანტიიდან მიიღო კურაპალატის ტიტული და ფორმალური აღიარება მისი ხელმწიფებისა ტაო-კლარჯეთის რეგიონში რომლის სუვერენიც აშოტ ბაგრატიონი ხდება ბიზანტიის პატრონაჟის ქვეშ. 2) იყო აფხაზეთის სამეფო რომელსაც სათავეში მეფე ლეონ II ედგა მეფე ლეონ I ძმის წული. ლეონი თავიდან ფლობდა მოლოდ აფხაზეთს, ხოლო მას შემდეგ რაც ეგრისში მეფე იოანე ჯუანშერის ძე გარდაიცვალა, ეგრისის დიდებულებმა ტახტზე იოანეს ბიძაშვილისა და ლეონ I მემკვიდრე მეფე ლეონ II მოიყვანეს. რომელიც ეკურთხა კიდეც ქუთაისში ერთიანი ეგრისს-აფხაზრეთის მეფედ. ხაზარების დახმარებით ლეონმა ბიზანტიის აგრესია აიცილა თავიდან და ტახტი განიმტკიცა. ლეონის (გარდ. 798 წელს) მიყოლებით მისი სამი ვაჟი მეფობდა. 3) კიდევ ერთი პოლიტიკური ერთეული რომელიც ამ დროს ჩამოყალიბდა იყო კახეთის საქორეპისკოპოსო. ეს სამთავრო წანარების მებრძოლმა ტომმა გააერთიანა , რომლების მთიულეთში მოსახლეობდნენ და მის მთავრად მათი ქორეპისკოპოსი გრიგოლი (787-827)[/color] დააყენეს. გრიგოლი თიანეთის ერთ-ერთი მთავარი იყო რომელსაც წანარებიც ემორჩილებოდნენ, მან მიიღო ქორეპისკოპოსის ტიტული რომელიც მას უფლებას აძლევდა მსგავსად ხევისბერებისა ყოფილიყო კახეთის საერო დასასულიერო ხელისუფალი ერთდროულად სწორედ ის განაგებდა როგორც საეროასე სასულიერო საქმეებს ერთდროულად ქართლის კათალიკოსს ნაკლებად მიუწვდებოდა ხელი ამ მხარისკენ. პირველი მთავარი გრიგოლი გახდა (787-827). ვახუტშის მიხედვით ის მტავრად 787 წელს აირჩიეს სტეფანოზის გარდ. მერე. 4) კი იყო ჰერეთის სამთავრო რომელიც მოგვიანებით სამეფოდ იქნა ცნობილი მას ამ დროს საჰაკ (საჰლ) სუმბახტის ძე განაგებდა ბაგრატიონთა გვარიდან. ეს ბაგრატიონები გუარამის ერთ-ერთი ძმის შთამომავლები იყვნენ რომლებიც კამბეჩოვანში - ქიზიყში მთავრობდნენ და შემდეგ მთელი ჰერეთის მაშტაბით განიმტკიცეს მმართველობა. რეზიდენცია ქ. შაქი იყო. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი