![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
დღეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი უნეტარესი თეოდორე II საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მოწვევით შედგება და 12 აგვისტომდე გასტანს.
1-2 აგვისტოს, ილიაობის დღესასწაულზე, ორი პატრიარქი საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენენ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო 2-3 აგვისტოს საკვირაო ღვთისმსახურებას - თბილისის სამების ტაძარში Ή Αυτού Θειοτάτη Μακαριότης ΘΕΟΔΩΡΟΣ Β΄ ο Πάπας και Πατριάρχης της Μεγάλης πόλεως Αλεξανδρείας, Λιβύης, Πενταπόλεως, Αιθιοπίας, πάσης της Αιγύπτου καί πάσης Αφρικής, Πατήρ Πατέρων, Ποιμήν Ποιμένων, Άρχιερεύς Αρχιερέων, τρίτος καί δέκατος των Αποστόλων καί Κριτής τής Οικουμένης მისი ღვთაებრივი უნეტარესობა თეოდორე II პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული ![]() უნეტარესი თეოდორე II (ერისკაცობაში ნიკოლაოს ხორევტაკისი) დაიბადა 1954 წლის 25 ნოემბერს კ. კრეტაზე (საბერძნეთი). იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ათენის რიზარიოსის საეკლესიო სკოლაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1975 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა კრეტის სამთავარეპისკოპოსოს ლამბისისა და სფაკიონის სამიტროპოლიტოს მთავარდიაკვნად და სვინგელოზად. 1985 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა ალექსანდრიის საპატრიარქო ეგზარქოსად რუსეთში. მომავალმა პატრიარქმა დააარსა ბერძნული კულტურის ინსტიტუტი და ფილიკის მუზეუმი. 1990 წელს ხელდასხმულ იქნა კირენის ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქ პართენიოსის პირად წარმომადგენლად ათენში (1997 წლამდე). იგი თან დაჰყვებოდა პატრიარქს როგორც აფრიკაში ვიზიტების დროს, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და საღვთისმეტყველო კონფერენციებზე. 1997 წელს დაინიშნა აწ განსვენებული პატრიარქ პეტრე VII-ის ქორეპისკოპოსად, ხოლო ათი თვის შემდეგ - კამერუნის მიტროპოლიტად. აქ მან განსაკუთრებით ნაყოფიერად წარმართა თავისი მოღვაწეობა, ააშენა არაერთი სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო. 2002 წელს გადაყვანილ იქნა ზიმბაბვის მიტროპოლიტად. მიტროპოლიტმა თეოდორემ დააფუძნა 6 სამისიონერო ცენტრი, ასევე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები. აქ მოღვაწეობის დროს განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ბოტსვანელი და ანგოლელი მორწმუნეებისადმი. ალექსანდრიის პატრიარქის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მიტროპოლიტი თეოდორე 2004 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრიის ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ ერთხმად იქნა არჩეული ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპად და პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 24 ოქტომბერს ალექსანდრიის ხარების საპატრიარქო ტაძარში. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მნათე
ციტატა რომის ეპისკოპოს ასეთი ამბიციური ტიტული არასოდეს ქონია ქრისტეს მოადგილეზე ამბიციური ქრისტეს სახელის დაბრალებაა ![]() ყველა პატრიარქი არის: მამაჲ მამათა - რამეთუ წინამძღოლია ეკლესიის მამებისა (ჩვენი პატრიარქის ტიტული გავიხსენოთ - "მამაი ჩვენი") მწყემსი მწყემსთა - რამეთუ მწყემსობს ქრისტეს ცხოვართა მწყემსებს მღვდელმთავარი მღვდელმთავართა - რამეთუ პირველია მღვდელმთავართა შორის (ჩვენი პატრიარქის ტიტული გავიხსენოთ - "დიდი მეუფე") მეცამეტე მოციქული - რამეთუ ყოველი პატრიარქი, მჯდომარე სამოციქულო საყდარზე, მადლისმიერად თანასწორია წმინდა მოციქულთა (ამიტომ მიმართავენ მას შემოსვის შემდეგ "ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი შენი წინაშე კაცთაო...") მსოფლიო მსაჯული - რამეთუ ყოველ მოციქულს აღეთქვა უფლისა მიერ დაჯდომა განსჯად საყდართა ზედა ისრაელისათა ეს ალექსანდრიის ეპისკოპოსს აქვს გამოყოფილად, თორემ ეგ ტიტულები ყველა პატრიარქს ეკუთვნის თეოდორე II საქართველოშია 29.07.08 10:42 საქართველოს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი, მისი უნეტარესობა თეოდორე II ეწვია. თეოდორე II საქართველოში 13 დღეს დარჩება და შესაბამისად, მისი ვიზიტის პროგრამაც საკმაოდ დატვირთულია; გათვალისწინებულია შეხვედრები ოფიციალურ პირებთანაც. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს მთელ რიგ ეკლესია-მონასტრებს მოინახულებს, კერძოდ, ჯვრის მონასტერს, სამთავროს, შიო მღვიმეს, სტეფანწმინდას და გერგეთის სამებას ეწვევა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში თეოდორე II მოინახულებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, სადაც საზეიმო წირვა გაიმართება, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერს, ვარძიას, ბათუმის საკათედრო ტაძარს და სხვა რიგ ეკლესია-მონასტრებს, ასევე ნეკრესს, გრემს, ალავერდსა და ატენის სიონის მონასტერს მოილოცავს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th July 2025 - 07:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი