IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სქიზმა?, ბრძოლა აკადემიურობის წინააღმდეგ?
კანუდოსელი
პოსტი Jan 6 2007, 09:30 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მინდა ვისაუბრო ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებაში.

დიდი ხანი არაა, რაც ამ ფორუმში ვარ და ის ტენდენციები რაც მინახავს რეალში, არაა გასაკვირი, რომ სახეზეა აქაც. უკვე რამდენიმე თემაში კამათის და პოლემიკის შემდეგ ერთი უცნაური მომენტი გამოიკვეთა. გარკვეული ჯგუფის მხრიდან არა ერთხელ ისმის მოწოდებები, რომ ტიხონის სახ. საღვთისმეტყველო აკადემიის პროფესორი, რომელიც რამდენიმე რამდენიმე ათეული წელია ასწავლის ღვთისმეტყველებას აკადემიაში, თურმე ერეტიკოსია. ამას არ დასჯერდნენ და საქართველოზეც გადმოვიდნენ, აგერ იგივე ჯგუფის მიმდევარნი, თურმე ჩვენი საღვთისმეტყველო სემინაირა-აკადემიის ცნობილი პროფესორის (რომელმაც არა ერთი თაობა გამოზარდა სასულიერო პირებისა) ედიშერ ჭელიძის მართლმადიდებლობასაც აყენებენ ეჭვის ქვეშ და მის ერეტიკულობაზეც კი საუბრობენ მინიშნებით.

რაშია საქმე? თუ მართლა ასეა, მაშინ არ მიკვირს, რომ შესაბამისი ჯგუფის ერთერთი თეორია რაღაც შეთქმულების არსებობაზეა აგებული, აბა ან სხვაგვარად როგორ შეიძლება გავიგოთ ის ფაქტი, რომ ეს ხალხი (ოსიპოვი და ჭელიძე) რა თქმა უნდა პატრიარქების კურთხევით ასწავლიან უკვე არა ერთი წელია, ცხადია პატრიარქების მფარველობის ქვეშ არიან და თუ ეს ასეა, მაშინ იმ ჯგუფის მიმდევარნი ხომ არ ცხებენ ჩირქს სწორედ პატრიარქებს? რატომ არის ასეთი გალაშქრება აკადემიურობის წინააღმდეგ სასულიერო სფეროში? რისი ტესტია ეს?

ჩემი აზრია რომ ეს ერთგვარი ჩამოუყალიბებელი, ჯერ გაუფორმებელი სქიზმაა ,თუმცა სქიზმის ბევრ ელემენტს ატარებს.

ვიმსჯელოთ.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზებედე
პოსტი Jan 12 2007, 04:27 AM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



სამწუხაროდ, ჩვენს დროში მრავალ ადამიანს შემოაქვს შფოთი დედაეკლესიაში. მათ ნაწილის (განათლებულს) - დოგმატები გონებით აქვთ მიღებული და არა წმიდამამებისეული სულით. ხოლო სხვანი, გაუნათლებლები ან ნაკლებად განათლებულები, დოგმატებს კბილებით არიან ჩაფრენილები და ამიტომ კბილთა ღრჭენით დაობენ საეკლესიო საკითხებზე. და ამგვარად, ეკლესია ორივე მხრიდან უფრო დიდ ზიანს ღებულობს, ვიდრე მართლმადიდებლობის მტრებისაგან.


ურთიერთსაწინააღმდეგო უკიდურესობებს ყოველთვის ზიანი მოაქვს დედა ეკლესიისთვის და ისინიც, ვინც მათ ემხრობიან, რადგან ამ უკიდურესობის ორივე ბოლო (მხარე) ჩვეულებრივ ძლიერ აზიანებს. ეს იმის მსგავსია, რომ ერთ უკიდურესობას ემხრობოდეს ეშმაკეული, დასნებოვნებული სულიერი ურცხვობით (ყველაფრისადმი სიძულვილით), ხოლო მეორეს კი - შეშლილი, რომელშიც შმაგი ეჭვიანობა გონებაშეზღუდულობასთანაა შერწყმული და მაშინ - უფალო შეგვიწყალენ! - ორი უკიდურესობის მომხრეები მუდმივ ორთაბრძოლაში იქნებიან და ვერ გაარჩევ, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე


მამა პაისი ათონელი


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 17 2007, 07:38 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(გუჯა @ Jan 12 2007, 04:27 AM) *

სამწუხაროდ, ჩვენს დროში მრავალ ადამიანს შემოაქვს შფოთი დედაეკლესიაში. მათ ნაწილის (განათლებულს) - დოგმატები გონებით აქვთ მიღებული და არა წმიდამამებისეული სულით. ხოლო სხვანი, გაუნათლებლები ან ნაკლებად განათლებულები, დოგმატებს კბილებით არიან ჩაფრენილები და ამიტომ კბილთა ღრჭენით დაობენ საეკლესიო საკითხებზე. და ამგვარად, ეკლესია ორივე მხრიდან უფრო დიდ ზიანს ღებულობს, ვიდრე მართლმადიდებლობის მტრებისაგან.
ურთიერთსაწინააღმდეგო უკიდურესობებს ყოველთვის ზიანი მოაქვს დედა ეკლესიისთვის და ისინიც, ვინც მათ ემხრობიან, რადგან ამ უკიდურესობის ორივე ბოლო (მხარე) ჩვეულებრივ ძლიერ აზიანებს. ეს იმის მსგავსია, რომ ერთ უკიდურესობას ემხრობოდეს ეშმაკეული, დასნებოვნებული სულიერი ურცხვობით (ყველაფრისადმი სიძულვილით), ხოლო მეორეს კი - შეშლილი, რომელშიც შმაგი ეჭვიანობა გონებაშეზღუდულობასთანაა შერწყმული და მაშინ - უფალო შეგვიწყალენ! - ორი უკიდურესობის მომხრეები მუდმივ ორთაბრძოლაში იქნებიან და ვერ გაარჩევ, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე
მამა პაისი ათონელი


გუჯა, და ვინ ვინ არის ამ ციტატაში ახლა? biggrin.gif ტყუილად ხომ არ დაგვიპოსტეთ? biggrin.gif მამა პაისი ბუნებით ძალიან რბილი და მოკრძალებული ადამიანი იყო, უკიდურესი განცხადებები არ უყვარდა, მაგრამ ლიბერალური ეკუმენისტური სული ცხადია არასოდეს ახასიათებდა. და აი სწორედ ასეთი რბილი ფორმით მან შემდეგი სიტყვებიც თქვა:

Некоторые из тех православных, кто, отличаясь легкомыслием, хотят "протолкнуть Православие", "развернуть миссионерскую деятельность", устраивают совместные конференции с инославными - чтобы при этом было побольше шума, и думают, что таким образом - смешиваясь со злославными во единый винегрет - они "проталкивают Православие!" После этого за дело принимаются "суперревнители". У этих другая крайность: доходят даже до хулы на Таинства Поместных Церквей, живущих по новому календарю, и тому подобного, весьма соблазняя благоговейные и православно чуткие души."
[Старец Паисий Святогорец. "СЛОВА, том 1. С болью и любовью о современном человеке". Москва, 2003, изд. Дом "Святая Гора", часть четвёртая " о Церкви в нашу эпоху", стр. 364].

აბა, ვინ არიან ვინც ბოროტადმადიდებლებთან ერთად კონფერენციებს აწყობენ და ვინც მათთან ერთ ვინეგრეტში ერევა? biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   სქიზმა?   Jan 6 2007, 09:30 PM
ადამიანი   კანუდოსელი რას წა...   Jan 6 2007, 09:33 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი რას წა...   Jan 6 2007, 09:50 PM
Sotiris   გარკვეული ჯგუფის ...   Jan 7 2007, 06:19 PM
კანუდოსელი   1) ღვაწლმოსილი პროფ...   Jan 7 2007, 07:08 PM
Sotiris   დანარჩენებზე რა მ...   Jan 7 2007, 10:10 PM
კანუდოსელი   პუბლიცისტიკაში წე...   Jan 7 2007, 10:29 PM
გუჯა   და ის სასულიერო პი...   Jan 7 2007, 07:24 PM
გუჯა   რაშია საქმე? თუ მა...   Jan 7 2007, 07:03 PM
გუჯა   ამ საკითხზე მოძღვრ...   Jan 8 2007, 09:44 AM
გუჯა   დავით, მე მხოლოდ ჩე...   Jan 9 2007, 02:36 PM
გუჯა   სამწუხაროდ, ჩვენს ...   Jan 12 2007, 04:27 AM
Sotiris   [b]სამწუხაროდ, ჩვენ...   Jan 17 2007, 07:38 PM
კანუდოსელი   Некоторые из тех православ...   Jan 17 2007, 08:10 PM
Sotiris   გაგიმუქე ეგ ადგილ...   Jan 17 2007, 08:37 PM
კანუდოსელი   ე.ი. შეხვედრის მიზე...   Jan 17 2007, 08:55 PM
KAIROS   აშკარაა, რომ ედიშე...   Jan 17 2007, 06:00 PM
inkvizitor   პრობლემის არსი შემ...   May 12 2007, 11:41 PM
მხევალი ნინო   inkvizitor ძალიან კარგი ...   May 13 2007, 03:09 PM
inkvizitor   მარტო ნოკი კი არა, ...   May 13 2007, 10:49 PM
კანონისტი   მხევალი ნინო inkvizitor ს...   May 14 2007, 10:37 AM
inkvizitor   ჯარში ხო არა ვართ...   May 14 2007, 09:56 PM
კანონისტი   inkvizitor სიტყვიერი გაფ...   May 14 2007, 11:10 PM
KAIROS   სრულიად გეთანხმე...   May 15 2007, 12:32 PM
კანონისტი   KAIROS მეც გეთანხმები....   May 15 2007, 01:13 PM
inkvizitor   შე დალოცვილო თუ მა...   May 16 2007, 12:04 AM
ortodox_iveria   შე დალოცვილო თუ მა...   Jan 2 2008, 12:25 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th July 2025 - 02:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი