წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად |
ketilmorcmune |
Jul 24 2008, 04:55 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 15-July 08 მდებარ.: sapatriarqo წევრი № 5,336 |
"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" (მმკ) არ აღიარებს წმ. სინოდის მიერ შერაცხილ წმინდანს გრიგოლ ფერაძეს. რადგან წმ. გრიგოლში მხოლოდ ეკუმენისტი და ანტიმართლმადიდებელი დაინახეს...
სტატიიდან შავად მოვნიშნავ მათ "სქიზმატურ" გამონათქვამებს... მმკ: .... საისტორიო ჟურნალ “არტანუჯის”, 2003 წ., #11 მთლიანად გრიგოლ ფერაძეს მიეძღვნა. მასში მოყვანილია როგორც ცნობები გრიგოლ ფერაძის შესახებ, ასევე თავად გრიგოლ ფერაძის წერილები. თავის მხრივ გრიგოლ ფერაძის წერილებიც შეიცავენ საინტერესო ცნობებს მათი ავტორის პიროვნების ცხოვრების, აზროვნების, მსოფლმხედველობისა და მრწამსის შესახებ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძის სახით ჩვენ გვყავს უდავოდ საინტერესო, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეცნიერი, საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიისა და პატრისტიკის მკვლევარი. საქმე რომ არ ეხებოდეს წმინდანად შერაცხილ პიროვნებას, ჩვენ არ ვიდებდით თავს ამ არც თუ სასიამოვნო შრომას – არ შევაწუხებდით გრიგოლ ფერაძის სულს და არ წარმოვაჩენდით მის პიროვნებას იმ რაკურსით, როგორც ეს წინამდებარე წერილშია. ასევე არ დავსვამდით საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ, ჩვენი აზრით, აუცილებელ და საჭირბოროტო კითხვას – მართებული იყო თუ არა გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა? საკითხის ასე დასმის მნიშვნელობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არამართებულად შერაცხილის სახით ეკლესიას წმინდანი კი არ ემატება, არამედ - პიროვნება, რომელიც იქცევა მორწმუნეთა მიბსაძვის საგნად და მაგალითის მიმცემად, და მაშაადამე – შეცდომაში შემყვანად და დამაბრკოლებლად მრავალთათვის. ასეთი “წმინდანების” მომრავლება ეკლესიაში საფრთხეს უქმნის ეკლესიის სწავლების უცვლელობასა და უცთომელობას, აძლიერებს ეკლესიისთვის მიუღებელ მოდერნისტულ სულისკვეთებას. როგორც ვთქვით, გრიგოლ ფერაძის ცხორების, მისი პიროვნების – მეცნიერისა და თეოლოგის – ჩამოყალიბების შესახებ ცნობებს თავად გრიგოლ ფერაძე გვაწვდის თავის წერილებში. ამ წერილებიდან ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძე ევროპაში სწავლისა და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში ყალიბდება ევროპული აზროვნებისა და დასავლური სულიერი ღირებულებების მატარებელ პიროვნებად, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო იმ გარემოთი და იმ წრით, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება, სწავლა თუ სამეცნიერო მოღვაწეობა. ასევე თვალნათლივ ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძის პიროვნებაში მეცნიერი სჭარბობს სასულიერო პირს. თავის მხრივ სასულიერო პირ ფერაძეში ეკუმენური აზროვნების ადეპტი ჭარბობს მართლმადიდებელ ქრისტიანს. იგი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც დასავლეთის კათოლიკური “ეკლესია” და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია ურთიერთკომპრომისების გზით გაერთიანდებიან, მაგრამ შენარჩუნებული იქნება რომის “ეკლესიის” პრიმატი, როგორც ისტორიული აუცილებლობა. იგი ოცნებობს იმ “დიდებულ” დღეზე, როდესაც სარწმუნოებანი გაერთიანდებიან და მაცხოვრის ხეზე “სამი ტოტი” – მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი _ ერთმანეთს გადაეჭდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გაერთიანებაში გრიგოლ ფერაძის მიერ არ იგულისხმება მწვალებელთა მოქცევა ჭეშმარიტებაზე, ანუ მათი ქრისტეს ეკლესიაში დაბრუნება. პირველივე შეხედვით აშკარაა, რომ გრიგოლ ფერაძის აზროვნება არამართლმადიდებლურია და ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელი. მაშ რა შეიძლება იყოს არამართლმადიდებლური აზროვნების პიროვნების, მითუმეტეს სასულიერო პირის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შეაცხვის მოტივაცია? ერთადერთი მოტივაცია შეიძლება იყოს ამ პიროვნების მოწამეობრივი აღსასრული, ქრისტესთვის დათხეული სისხლი, რომელსაც წინ უსწრებს სინანული თავისი არაეკლესიური აზროვნებისა და გამონათქვამების გამო. გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არა გვაქვს ცნობა მისი სინანულის შესახებ თავისი ეკუმენისტური აზროვნებისა გამო. მისი აღსასრულიც არ წარმოადგენს ქრისტეს სახელისთვის სისიხლის დათხევას. მეტიც, მის აღსასრულთან დაკავშირებით არ არის ცალსახობა და სრული გარკვეულობა, არამედ გვაქვს ორი განსხვავებული ვერსია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გრიგოლ ფერაძის აღსასრულის სახით სახეზეა მოყვასისათვის თავგანწირვა, ეს ჩაითვლება მოქალაქეობრივ გმირობად, რომლის მსგავსი ქმედება, რადგან საქმე მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან გვაქვს, თუნდაც ამ ომის დროს მრავალი იყო, როდესაც თავგანწირვისა და გმირობის შესაშურ მაგალითებს იძლეოდნენ კომუნისტი, ათეისტი მეომრები, მაგრამ არც ერთი მათგანი წმინდანად რუსეთის ეკლესიას არ შეურაცხავს. არსებობს ასევე გადმოცემა იმის თაობაზე, რომ გრიგოლ ფერაძემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა მენშევიკების მიერ საზღვარგარეთ გატანილი საეკლესიო ფასეულობები. ესეც, უდავოდ, დიდ გმირობას წარმოადგენს და იმსახურებს უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოებსა და წოდებებს, მაგრამ ასეთი ღვაწლი სრულიად არასაკმარისია პიროვნების წმინდანად შერაცხვისათვის, მეტადრე, როდესაც მისი აზროვნება კლასიკური ეკუმენიზმის ნიმუშს წარმოადგენს. იმისათვის, რათა სრულიად დავრწმუნდეთ გრიგოლ ფერაძის ეკუმენისტურ ცნობიერებასა და აზროვნებაში, გავეცნოთ მის შესახებ არსებულ მასალებს. გადმოცემას დავიწყებთ ჟურნალ “არტანუჯში” გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ მოყვანილი მასალით, ხოლო შემდეგ მოვიყვანთ თავად გრიგოლ ფერაძის წერილებიდან ამოკრებილი მასალას. ------------------------------------------------------- მოვიყვან ციტატებს, თუ რატომ არ აღიარებენ მმკ წევრები წმ გრიგოლს წმინდანად: წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მწორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. (გამოყოფა ჩვენია ა.უ.). 17 ივნისი, 1927 წ. ---------------------- მმკ: ....მოყვანილი ამონარიდი სრულიად აშკარად გვიჩვენებს, რომ გრიგოლ ფერაძე თავისი მრწამსით ეკუმენისტია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას არ უღიარებია თავის ცდომილება და არ შეუნანია ეკუმენისტობა თავის სიცოცხლეში. ამიტომ, მიუხედავად სინოდიალური გადაწყვეტილებისა, იგი ვერ იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ისევე, როგორც არ შეიძლება გახდეს ქრისტეს ეკლესიის წმინდანი მწვალებელი ან არაქრისტიანი, როგორი გმირული აღსასრულით, მოყვასისა თუ სამშობლოსათვის თავგანწირვითაც არ უნდა აღესრულოს იგი. ამგვარ მამულისშვილთათვის არსებობს სხვადასხვა ერული, სახელმწიფოებრივი ჯილდოები. ...გრიგოლ ფერაძის კანონიზაციის შემდეგ ჩვენი ეკლესია, მისი წმიდა სინოდი გაემიჯნა ეკუმენიზმს და საერთო გადაწყვეტილებით გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. ამიტომ, ვფიქრობთ, მართებული იქნება ამ ჭეშმარიტი გადასახედიდან მანვე შეაფასოს წინამორბედი აქტები და შეცვალოს მის მიერ ადრე მიღებული არამართებული გადაწყვეტილებები. ამის პრეცენდენტები არსებობს ეკლესიის ისტორიაში და ასეთი პრაქტიკა მიღებულია ეკლესიის ცხოვრებაში იმისათვის, რომ ეკლესია მაქსიმალურად იყოს დაცული შეცდომებისაგან. ა. უნგიაძე მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი -------------------- საპატრიარქო |
.ნინო |
Jul 29 2008, 11:10 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
საკმაოდ ვრცელი სტატია ვნახე გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებით, აი ეს ლინკიც: http://www.orthodoxy.ge/skhva/peradze.htm
აქ კი რამდენიმე საგულისხმო აბზაცს გადმოვიტან მხოლოდ: 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, სვეტიცხოველში, წმიდა მღვდელმოწამე თევდორესთან ერთად წმიდანებად შეირაცხნენ ახალი დროის ღვაწლმოსილი საეკლესიო მოძღვარნი: გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე), ალექსი ბერი (შუშანია), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), მღვდელმოწამენი - მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასითურთ და არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე). წმიდანთა კანონიზირების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ უწყებაში ნათქვამია: „...ამ ღირსი მამების ღვაწლის, ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე მოხდილი ვალის მოხსენიება გვმართებს არა იმდენად მათთვის სათანადო პატივის მისაგებად (რასაც მათი ქრისტიანული თავმდაბლობა სრულად გამორიცხავდა), არამედ უფრო ჩვენი მშფოთვარე და გზააბნეული ახალგაზრდობის ასაღორძინებლად და აღსაზრდელად. სამწუხაროდ ქართველმა ერმა ვერ გაიგო და ვერ გააცნობიერა მათი მოწამებრივი აღსასრულის მნიშვნელობა: ერთი, რომ ეს მხარე მისთვის დიდხანს, წლების მანძილზე დაფარული იყო და საიდუმლოებით მოცული, მეორეც ამ გზის მნიშვნელობის გათვითცნობიერებას დრო და მანძილი სჭირდებოდა... და ეს მაშინ, როდესაც სწორედ ამ მოწამეობრივი გზის მნიშვნელობის გაცნობიერებაა ერის სულიერი და ზნეობრივი გადარჩენის ერთადერთი ორიენტირი“. დღეს, როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილს ეკლესიის სულიერი და ინტელექტუალური ძალების მიმართ უნდობლობა დაუფლებია, ხოლო მეორე მხრივ, რელიგიური ფანატიზმი ღვივდება და ყალბი, რიგორისტული პათეტიკით მრევლს კარდახშულობისა და სიბნელისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება სწორედ იმ ღვთივმოვლენილ ადამიანთა მოღვაწეობისა და გამოცდილების გაცნობა და გააზრება, რომელნიც თითქმის ჩვენი თანამედროვენი იყვნენ და ისეთივე სეკულარიზებულ სამყაროში უხდებოდათ საღვთო უღლის ზიდვა, როგორშიაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. მამა გრიგოლი დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა), მღვდლის რომანოზ ფერაძის ოჯახში, დედამისი მარიამ სამადალაშვილი აგრეთვე მოძღვრის ქალიშვილი გახლდათ, მისი მამა თბილისის პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო - მამა ბესარიონი. რომანოზს გორის საოსტატო სასწავლებელი დაუმთავრებია ვაჟა-ფშაველასთან ერთად, ამის თაობაზე სოლომონ ყუბანეიშვილი გვაწვდის ცნობას. მამა რომანოზი გარდაიცვალა 1905 წელს. ამ უწესიერესი და ქველმოქმედი ადამიანის ოჯახს ისე უჭირდა, რომ, როგორც მამა გრიგოლის დღიურებიდან ვიტყობთ, დასაკრძალი ფულიც კი არ ჰქონიათ, ამასთან დაკავშირებული ხარჯები, მამა გრიგოლის ბიძას, ყვარლის მღვდელს გიორგის გაუწევია. გრიგოლი ერთხანობას მასთანაც იზრდებოდა, მაგრამ შვილების აღზრდის მთელი სიმძიმე დედას აწვებოდა, მან შუათანა შვილი, მამა გიორგის რჩევით, მამის კვალზე დააყენა. 1913 წელს გრიგოლმა თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, 5 წლის შემდეგ კი - სასულიერო სემინარია. სემინარიას იმჟამად კორნელი კეკელიძე რექტორობდა. გრიგოლი საუკეთესო იყო სემინარიის კურსდამთავრებულთაგან და ამიტომაც საკათალიკოსო საბჭომ პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა გენერალ ფონ კრესს გრიგოლ ფერაძისთვის რომელიმე გერმანულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე (მისი რუსეთში გაგზავნა ბოლშევიზმის გამო შეუძლებელი იყო). ფონ კრესი საკათალიკოსო საბჭოს ოფიციალურ მიმართვას შეჰპირდა, მაგრამ გერმანიაშიც იმჟამად რევოლუციური ქაოსი სუფევდა და ეს გეგმა ჩაიშალა. გრიგოლმა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილებაზე (მაშინ ფაკულტეტები ჯერ არ იყო) გააგრძელა სწავლა, პარალელურად კი სოფელ ხანდაკის სკოლაში მასწავლებლობდა. როგორც მამა გრიგოლის ბიოგრაფი დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი აღნიშნავს, კორნელი კეკელიძეს გრიგოლი შესაძლოა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაუახლოვდა და სწორედ ამან გამოიწვია მისი განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიით, ძველი ქართული ლიტერატურითა და ლიტურგიკული ტექსტებით. ამასობაში გრიგოლს „სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია და იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა სწავლა (1919-1921). მგონი მაინც დიდი გამოდის, ასე რომ ევროპაში წასვლამდ ემისი განათლების შესახებ აღარ დავაკოპირებ... 1922 წლის 12 მაისს გრიგოლ ფერაძე ევროპული აკადემიური ცოდნის კარს აღებს, - ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიურ განყოფილებაზე ირიცხება. ბერლინის უნივერსიტეტს თეოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით ამთავრებს. 1925 წლის 29 აპრილიდან გრიგოლი ბონის უნივერსიტეტის სტუდენტია. დისერტაციის სრული სათაურია „ქართველ ბერთა ისტორია 1065 წლამდე. დამატებითი ცნობები აღმოსავლური მონაზვნობის ისტორიისთვის“. 1927 წელს, 17 დეკემბერს, ხსენებული ტექსტის საფუძველზე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაიცვა. ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო - „ფრიად კარგი“. იმასაც აღვნიშნავ, რომ იგი დღემდე ერთადერთი გამოკვლევაა, სადაც თანმიმდევრულად არის გააზრებული ქართული სამონაზვნო ცხოვრება. როგორც ჩანს, სადისერტაციო თემის შინაარსმა სამეცნიერო საზოგადოება გააკვირვა - ქართველ ბერთა შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. რამ განაპირობა მამა გრიგოლის დაინტერესება ქართული მონაზვნობის ფენომენით? ამ კითხვაზე თავადვე პასუხობს ზემოხსენებულ საანგარიშო მიმოხილვაში: „კითხულობენ და ალბათ არც უსამართლოდ, რატომ მაინცდამაინც ბერობა ქართული ეკლესიისა, რომელიც ასე უცნობია? მართებულია პირველი ნაშრომი ბერობას რომ ეხება? ამის შემდეგ უკავშირდება სწორედ კათოლიკე მეცნიერებს და მათთან ერთად მუშაობს რამდენიმე წელი. ამის შემდეგ ბონის უნივერსტეტში მუსაობს ქართველოლოგიის კათედრაზე, კითხულობე ლექციებს და ა.შ. „ქართველოლოგიის განვითარებამ ახალი ბიძგი მიიღო მას შემდეგ, რაც ბონში ქართველმა გრიგოლ ფერაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გახდა უნივერსიტეტის ქართული ენის მასწავლებელი და დაიწყო თავისი შრომების გამოქვეყნება... გუსენის, ფერაძის, ბაუმშტარკის და დეეტერსის გარდაცვალების შემდგომ, აგრეთვე ი. მოლიტორისა და კ. შმიდტის სხვა უმაღლეს სკოლებში გადასვლის შემდეგ ბონის უნივერსიტეტში ქართული ენა აღარ ისწავლება“. 1929 წლის 21 ივლისს ქართული ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა; გრიგოლ ფერაძის თაოსნობით ჩატარდა პარიზის ქართული სამწყსოს კრება, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, დაარსდა ევროპაში პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ეკლესია. 28 აგვისტოს კი რეგისტრაცია გაიარა „ჟურნალ ოფისიელ დე ლა რეპუბლიკ ფრანსეზში“. რაც შეეხება მის სასულიერო მსახურებას: 1930 წლის შობის დღეებში მძიმედ დაავადებულა. სიკვდილის პირას მისულს ხილვაში გაცხადებია, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს, ჯერ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი ლონდონის წმიდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა, 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდებენ და მის მიერვე დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში ამწესებენ წინამძღვრად. კვლავ მამა ჰენრიკს დავესესხები: „ამ დროიდან მოკიდებული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, იგი დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის და ეს საქმე თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. როდესაც გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, საშობაო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე ყოველთვის პარიზში ჩადიოდა. მისი უკანასკნელი ხელმოწერა ქართული ეკლესიის სამეტრიკო წიგნში 1939 წლის 1 იანვარს გვხვდება“. -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი