IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად
ketilmorcmune
პოსტი Jul 24 2008, 04:55 PM
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 23
რეგისტრ.: 15-July 08
მდებარ.: sapatriarqo
წევრი № 5,336



"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" (მმკ) არ აღიარებს წმ. სინოდის მიერ შერაცხილ წმინდანს გრიგოლ ფერაძეს. რადგან წმ. გრიგოლში მხოლოდ ეკუმენისტი და ანტიმართლმადიდებელი დაინახეს...

სტატიიდან შავად მოვნიშნავ მათ "სქიზმატურ" გამონათქვამებს...

მმკ: .... საისტორიო ჟურნალ “არტანუჯის”, 2003 წ., #11 მთლიანად გრიგოლ ფერაძეს მიეძღვნა. მასში მოყვანილია როგორც ცნობები გრიგოლ ფერაძის შესახებ, ასევე თავად გრიგოლ ფერაძის წერილები. თავის მხრივ გრიგოლ ფერაძის წერილებიც შეიცავენ საინტერესო ცნობებს მათი ავტორის პიროვნების ცხოვრების, აზროვნების, მსოფლმხედველობისა და მრწამსის შესახებ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძის სახით ჩვენ გვყავს უდავოდ საინტერესო, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეცნიერი, საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიისა და პატრისტიკის მკვლევარი. საქმე რომ არ ეხებოდეს წმინდანად შერაცხილ პიროვნებას, ჩვენ არ ვიდებდით თავს ამ არც თუ სასიამოვნო შრომას – არ შევაწუხებდით გრიგოლ ფერაძის სულს და არ წარმოვაჩენდით მის პიროვნებას იმ რაკურსით, როგორც ეს წინამდებარე წერილშია. ასევე არ დავსვამდით საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ, ჩვენი აზრით, აუცილებელ და საჭირბოროტო კითხვას – მართებული იყო თუ არა გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა? საკითხის ასე დასმის მნიშვნელობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არამართებულად შერაცხილის სახით ეკლესიას წმინდანი კი არ ემატება, არამედ - პიროვნება, რომელიც იქცევა მორწმუნეთა მიბსაძვის საგნად და მაგალითის მიმცემად, და მაშაადამე – შეცდომაში შემყვანად და დამაბრკოლებლად მრავალთათვის. ასეთი “წმინდანების” მომრავლება ეკლესიაში საფრთხეს უქმნის ეკლესიის სწავლების უცვლელობასა და უცთომელობას, აძლიერებს ეკლესიისთვის მიუღებელ მოდერნისტულ სულისკვეთებას.
როგორც ვთქვით, გრიგოლ ფერაძის ცხორების, მისი პიროვნების – მეცნიერისა და თეოლოგის – ჩამოყალიბების შესახებ ცნობებს თავად გრიგოლ ფერაძე გვაწვდის თავის წერილებში. ამ წერილებიდან ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძე ევროპაში სწავლისა და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში ყალიბდება ევროპული აზროვნებისა და დასავლური სულიერი ღირებულებების მატარებელ პიროვნებად, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო იმ გარემოთი და იმ წრით, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება, სწავლა თუ სამეცნიერო მოღვაწეობა. ასევე თვალნათლივ ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძის პიროვნებაში მეცნიერი სჭარბობს სასულიერო პირს. თავის მხრივ სასულიერო პირ ფერაძეში ეკუმენური აზროვნების ადეპტი ჭარბობს მართლმადიდებელ ქრისტიანს. იგი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც დასავლეთის კათოლიკური “ეკლესია” და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია ურთიერთკომპრომისების გზით გაერთიანდებიან, მაგრამ შენარჩუნებული იქნება რომის “ეკლესიის” პრიმატი, როგორც ისტორიული აუცილებლობა. იგი ოცნებობს იმ “დიდებულ” დღეზე, როდესაც სარწმუნოებანი გაერთიანდებიან და მაცხოვრის ხეზე “სამი ტოტი” – მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი _ ერთმანეთს გადაეჭდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გაერთიანებაში გრიგოლ ფერაძის მიერ არ იგულისხმება მწვალებელთა მოქცევა ჭეშმარიტებაზე, ანუ მათი ქრისტეს ეკლესიაში დაბრუნება.
პირველივე შეხედვით აშკარაა, რომ გრიგოლ ფერაძის აზროვნება არამართლმადიდებლურია და ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელი. მაშ რა შეიძლება იყოს არამართლმადიდებლური აზროვნების პიროვნების, მითუმეტეს სასულიერო პირის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შეაცხვის მოტივაცია? ერთადერთი მოტივაცია შეიძლება იყოს ამ პიროვნების მოწამეობრივი აღსასრული, ქრისტესთვის დათხეული სისხლი, რომელსაც წინ უსწრებს სინანული თავისი არაეკლესიური აზროვნებისა და გამონათქვამების გამო.
გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არა გვაქვს ცნობა მისი სინანულის შესახებ თავისი ეკუმენისტური აზროვნებისა გამო. მისი აღსასრულიც არ წარმოადგენს ქრისტეს სახელისთვის სისიხლის დათხევას. მეტიც, მის აღსასრულთან დაკავშირებით არ არის ცალსახობა და სრული გარკვეულობა, არამედ გვაქვს ორი განსხვავებული ვერსია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გრიგოლ ფერაძის აღსასრულის სახით სახეზეა მოყვასისათვის თავგანწირვა, ეს ჩაითვლება მოქალაქეობრივ გმირობად, რომლის მსგავსი ქმედება, რადგან საქმე მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან გვაქვს, თუნდაც ამ ომის დროს მრავალი იყო, როდესაც თავგანწირვისა და გმირობის შესაშურ მაგალითებს იძლეოდნენ კომუნისტი, ათეისტი მეომრები, მაგრამ არც ერთი მათგანი წმინდანად რუსეთის ეკლესიას არ შეურაცხავს.
არსებობს ასევე გადმოცემა იმის თაობაზე, რომ გრიგოლ ფერაძემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა მენშევიკების მიერ საზღვარგარეთ გატანილი საეკლესიო ფასეულობები. ესეც, უდავოდ, დიდ გმირობას წარმოადგენს და იმსახურებს უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოებსა და წოდებებს, მაგრამ ასეთი ღვაწლი სრულიად არასაკმარისია პიროვნების წმინდანად შერაცხვისათვის, მეტადრე, როდესაც მისი აზროვნება კლასიკური ეკუმენიზმის ნიმუშს წარმოადგენს.
იმისათვის, რათა სრულიად დავრწმუნდეთ გრიგოლ ფერაძის ეკუმენისტურ ცნობიერებასა და აზროვნებაში, გავეცნოთ მის შესახებ არსებულ მასალებს. გადმოცემას დავიწყებთ ჟურნალ “არტანუჯში” გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ მოყვანილი მასალით, ხოლო შემდეგ მოვიყვანთ თავად გრიგოლ ფერაძის წერილებიდან ამოკრებილი მასალას.
-------------------------------------------------------

მოვიყვან ციტატებს, თუ რატომ არ აღიარებენ მმკ წევრები წმ გრიგოლს წმინდანად:
წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მწორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. (გამოყოფა ჩვენია ა.უ.).
17 ივნისი, 1927 წ.

----------------------

მმკ: ....მოყვანილი ამონარიდი სრულიად აშკარად გვიჩვენებს, რომ გრიგოლ ფერაძე თავისი მრწამსით ეკუმენისტია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას არ უღიარებია თავის ცდომილება და არ შეუნანია ეკუმენისტობა თავის სიცოცხლეში. ამიტომ, მიუხედავად სინოდიალური გადაწყვეტილებისა, იგი ვერ იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ისევე, როგორც არ შეიძლება გახდეს ქრისტეს ეკლესიის წმინდანი მწვალებელი ან არაქრისტიანი, როგორი გმირული აღსასრულით, მოყვასისა თუ სამშობლოსათვის თავგანწირვითაც არ უნდა აღესრულოს იგი. ამგვარ მამულისშვილთათვის არსებობს სხვადასხვა ერული, სახელმწიფოებრივი ჯილდოები.
...გრიგოლ ფერაძის კანონიზაციის შემდეგ ჩვენი ეკლესია, მისი წმიდა სინოდი გაემიჯნა ეკუმენიზმს და საერთო გადაწყვეტილებით გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. ამიტომ, ვფიქრობთ, მართებული იქნება ამ ჭეშმარიტი გადასახედიდან მანვე შეაფასოს წინამორბედი აქტები და შეცვალოს მის მიერ ადრე მიღებული არამართებული გადაწყვეტილებები. ამის პრეცენდენტები არსებობს ეკლესიის ისტორიაში და ასეთი პრაქტიკა მიღებულია ეკლესიის ცხოვრებაში იმისათვის, რომ ეკლესია მაქსიმალურად იყოს დაცული შეცდომებისაგან.

ა. უნგიაძე



მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
საპატრიარქო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
.ნინო
პოსტი Jul 29 2008, 11:27 PM
პოსტი #42


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



მამა გრიგოლის უძირითადესი საზრუნავი და გაუნელებელი ტკივილი, ბუნებრივია, საქართველო იყო. თითოეული მისი ნაბიჯი სამშობლოში დასაბრუნებელ გზას ეძიებდა. აი, რას წერს ერთ-ერთ წერილში კორნელი კეკელიძეს, რომელთანაც ხშირი და, ძირითადად, სამეცნიერო ხასიათის მიმოწერა ჰქონდა: „...საშინლად ვიტანჯები. არაფრის ხალისი არ მაქვს... თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ... რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში?“

მის მიერ 1931 წელს დაარსებული ქართულენოვანი სამეცნიერო-რელიგიური წელიწადეული „ჯვარი ვაზისა“, რომელშიაც თითქმის ყველა პუბლიკაცია მამა გრიგოლის კალამს ეკუთვნის, ზემოთქმულის საილუსტრაციოდ გამოდგება. აქ დაბეჭდილი მასალის იდეური ბირთვი ქადაგებებია, მათგან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: „განმარტება მამაო ჩვენოსი - შინაარსი ჭეშმარიტი მოქალაქეობისა“, სხვათა შორის, ნაწილი ამ ქადაგებათა ციკლისა გამოქვეყნდა საპატრიარქოს ჟურნალ „ჯვარი ვაზისაში“. „როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზედ, - ამბობს მამა გრიგოლი, - ის არ ჰგულისხმობს პირველ რიგში ტაძრებს, ან საქართველოს მზეს ან მთებსა და ველებს, არამედ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც ყველა ამათ ჰქმნის, სდარაჯობს, სულს უდგამს, ინახავს და იცავს, და რომელიც გრძნობს წინაპრების ანდერძს და ესმის ენა თავისი ქვეყნის, რომელმაც იცის პასუხისმგებლობა თვისი ამ ანდერძის წინაშე და სცდილობს შეძლებისდაგვარად ერთი ნაბიჯი მაინც წინ წადგას ამ გზაზე. და ეკლესია უდგას გვერდით ამ ადამიანს, - ეხმარება ამ ანდერძის აღსრულებაში, და ეს ანდერძია: ძიება ღვთისა და ძიება სასუფევლისა, ძიება ღვთის სიმართლის ამ ქვეყანაზე - ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის. ამ ანდერძით ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი ჩვენი სამშობლოთი. ეს ანდერძი დღეს პირველ რიგში სულიერ რელიგიურ-კულტურული ხასიათისაა და მას ჩვენ აქ ისევე შეგვიძლიან ვემსახუროთ და შეიძლება უკეთაც, ვიდრე ჩვენს სამშობლოში“. მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ „ემიგრაციას არ აქვს პოტენცია შემოქმედებითი, - იგი არის ჯამი, სინთეზი ყველა იმ მუშაობისა, რაც კეთდებოდა მის ქვეყანაში, მის წინ.


ჯვარი ვაზისა“ 1934 წლამდე გამოიცემოდა. სულ ოთხი კრებულია. საინტერესო მასალაა შეკრებილი. წარმოდგენილია წმიდა ნინოს სამწყსოს წესდება, წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ქრონიკა - შესავალი წერილითა და კომენტარებით, ძველებრაულიდან თარგმნილი „ქებათა ქება“, რომელსაც მამა გრიგოლი „შაირთა შაირს“ უწოდებს, წერილი ქართული წარმართობის შესახებ, სადაც დასაბუთებულია წმიდა გიორგისადმი თაყვანისცემის უნიკალურობა საქართველოში, ბესარიონ გაბაშვილის მანამდე უცნობი ლექსი და სხვა. დაბეჭდილია აგრეთვე მამა გრიგოლის სულიერი ძიებებისა და ინტერესების ამსახველი მეტად საყურადღებო პოემა: „რომელი ქერუბინთა“. პოემიდან მხოლოდ ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, ამ პატარა ლექსში მოძღვრის მოწოდებაა გააზრებული:

„წირვა დაიწყო, სხივი ანათებს
დაძველებულ და დაფლეთილ სამოსს,
ჩემი ოცნება მათზედ უნართავს
მწყემსებს ბიბლიის მეხბორე ამოსს.
მერწმუნეთ! წირვა ბევრი მინახავს
აქამდისინ კი არ განმიცდია,
თუმცა ვებრძოდი დამკვიდრებულ ხავსს
და ჩემი გული ბევრჯერ მიცდია...
...აღარვინ შველას, ლხენას მომიტანს,
გასამგზავრებლად ვემზადებოდი
ამ დროს მომესმა ძახილი ციდამ:
საით მიილტვი საბრალო მონავ?
დარჩი შენს ერში, გადიქეც ხიდად,
სოფლის სიმძიმეს გოჯზედ ნუ სწონავ!
გიყვარდეს იგი, ევლე მის სახეს
და მასში სძებნე ღვთის ჩანასახი“.

მამა გრიგოლთან თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ქართული ემიგრაციის რჩეული წარმომადგენლები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, მიხეილ წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი გვაზავა, კალისტრატე და ნინო სალიები, ვიქტორ ნოზაძე, გიორგი ნაკაშიძე და სხვანი. ბონში ხვდებოდა ნიკო მარს, რომელსაც შემდეგ წერილობით უკავშირდებოდა საბჭოეთში, როგორც ამერიკაში აკაკი პაპავასა და ინგლისში ანდრია გუგუშვილს, ჟურნალ „გეორგიკას“ გამომცემელს.

ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადამრჩენელი, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, მამა გრიგოლიც გახლდათ; მოგეხსენებათ ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში საქართველოს მენშევიკური მთავრობა გადახდისუუნარო აღმოჩნდა. ამ ფაქტმა საგანძურის აუქციონზე გატანის საკითხი წამოჭრა. გერმანელებმა უმალვე გამოთქვეს განძის შეძენის სურვილი და მისი მატერიალური ღირებულების თაობაზე კომპეტენტური დასკვნის წარმოდგენა გრიგოლ ფერაძეს დაავალეს. არჩევანში ნამდვილად „არ შემცდარან“. მამა გრიგოლმა ჩვენი სიწმინდეები გულმოდგინედ აღნუსხა, ხოლო საექსპერტო განაჩენი დაახლოებით ასე ჟღერდა: „ეს ნივთები მატერიალურად ნაკლებად ფასეულია, მათ მხოლოდ ქართველი ერისთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა“. ეროვნული საუნჯე ხელუხლებელი დარჩა. ექსპერტი, გერმანელთათვის ეჭვშეუვალი, სამეცნიერო კომპეტენტურობის გარდა, ზნეობრივი ღირსებების გამოც უნდა ყოფილიყო. ვიქტორ ნოზაძე წერს, რომ „გრიგოლი იყო პიროვნულად უმწიკვლო, განუსაზღვრელად სპეტაკი და ღრმად მორწმუნე“ და იქვე იხსენებს: „მას ჰქონდა (არ მახსოვს რომელი საუკუნისა) ძვირფასი ქართული გარდამოხსნა, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არა ჰყიდდა - საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო“.

1931 წელს მამა გრიგოლი ბონის უნივერსიტეტს გამოეთხოვა. 1934 წლამდე პარიზში ცხოვრობდა, სამოძღვრო მსახურებასთან ერთად აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ოქსფორდის, სორბონის, დუბლინისა და კრაკოვის უნივერსიტეტებში. ლექციებსა და მოხსენებებს კითხულობდა ძველი ქართული კულტურის, ადრეული ქრისტიანობისა და აღმოსავლეთის ეკლესიების შესახებ. ინგლისის, პარიზისა და ლაიპციგის ბიბლიოთეკებში ეძიებდა და იკვლევდა ქართულ ხელნაწერებს, რაც ზეადამიანურ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული: რადგან „ასეთი მასალის შეკრება მთელი სამეცნიერო ინსტიტუტის ან საზოგადოების საქმე გახლავთ და არა ერთი კაცისა, ...სჭირდება მრავალი წინასწარი კვლევა, მოგზაურობა და გაუთავებელი ძიება ბიბლიოთეკებში“ („გრიგოლ ფერაძე“, 1995 წ. თბ. გვ.23).

1939 წელს სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისე ვალედინსკიმ მიიწვია ვარშავის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის მოადგილედ. მამა გრიგოლი დათანხმდა და საცხოვრებლადაც ვარშავაში გადავიდა. თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით გამოვიდა მოხსენებით: „პატროლოგიის როლი, ამოცანები და მეთოდები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“. პარიზში, როგორც ჩანს, ხელმოკლედ ცხოვრობდა, თავად უხდებოდა ეკლესიის შენახვაც, პოლონეთში კი მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნებოდა. ამას გარდა, იქ ქართული დიასპორა იყო, რომელიც ძირითადად კონტრაქტის ოფიცრებისგან შედგებოდა და სულიერი მზრუნველობა მათაც ჭირდებოდათ. ვარშავაში გადასვლით წმ. ნინოს სამწყსოსთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. 1938 წლამდე - პოლონეთის ოკუპაციამდე, არდადეგებს ძირითადად პარიზში ატარებდა და დიდ დღესასწაულებზეც იქ აღავლენდა წირვას.

1934 წელს, ლონდონში, წმ. სოფიას საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტის წოდება მიიღო, დუბლინში კი, მიტროპოლიტ დიონისეს დავალებით, ეპისკოპოსმა საბამ მიტრით შეამკო.

მამა გრიგოლის მოგზაურობანი ცალკე თემაა. ქართველთა ნაკვალევს მიყვებოდა რუმინეთში, ბულგარეთში (სოფიის საჯარო ბიბლიოთეკაში პეტრიწონის ტიპიკონის ქართული ვერსია აღმოაჩინა), საბერძნეთში. ბალკანეთზე მოგზაურობას მიმოიხილავს ნარკვევში: „ქართული ელემენტის გავლენა ბალკანეთის ხალხების კულტურაზე“. ორიოდ ფრაგმენტს გავიხსენებ დასახელებული ნაშრომიდან: „ათონზე ორი მიზნით გავემგზავრე, როგორც მოგზაური და როგორც მკვლევარი, ვითარცა მოღვაწეს მაინტერესებდა შემეტყო, როგორ ცხოვრობდნენ იქაური ბერები და თვითონაც მეგემნა იქაური ცხოვრება. ამასთან, მსურდა ივერიის მონასტრის ქართული ხელნაწერები დამეთვალიერებინა. ზოგი მათგანი გადამეწერა: შემეკრიბა მასალები მეცხრამეტე საუკუნეში იქ მცხოვრები ქართველების შესახებ; და ბოლოს, მსურდა შემეძინა ქართული წიგნები და, თუ შევძლებდი, ქართული ხელნაწერებიც“. „ათონზე მცხოვრები ქართველები (ისინი სულ ხუთნი არიან) ძლიერ მოხუცდნენ და გაღარიბდნენ, მაგრამ სიღარიბეს ნაკლებად უჩივიან. მათი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ შესაძლოა უკანასკნელი ქართველები აღმოჩნდნენ ათონის მთაზე... იქნებ მოხერხდეს მათთან მოწაფეების გაგზავნა. განსაკუთრებით ერიდებიან იმაზე საუბარს, თუ როგორ დევნიან ბერძნები, ალბათ, ამას აკეთებენ ქრისტიანული კეთილშობილების გამო (რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული). ყოველ შემთხვევაში, რელიგიური და ზნეობრივი ნორმების მიხედვით ქართველები დღესაც პირველნი არიან ათონზე, ასე დამარწმუნეს ბულგარელმა და მოლდაველმა ბერებმა“. ათონზე დიდმოწამეთა: ანტონის, იოანესა და ევსტათის ბერძნულ ვერსიას მიაკვლია და ილარიონ ქართველის (ახლის) ცხოვრება გადაწერა. შეიძინა 15 ქართული ხელნაწერი. ამბობდა, რომ „უწმიდეს მოვალეობად უნდა მივიჩნიოთ შემორჩენილი ფრაგმენტების მოძიება და შესწავლა, რაც დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს ისტორიის შესწავლასა და ქართული ელემენტის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ამასთანავე მოგვანიჭებს ძალას დღევანდელობის უკეთ გააზრებაში“.

1936 წელს, 5 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე სირია-პალესტინაში იმყოფებოდა. წმიდა მიწაზე, მონასტრებსა და ბერძენთა საპატრიარქოში მოიძია 162 ქართული ხელნაწერი, შავ მთაზე და დამასკოში 24 ქართული ხელნაწერი ფურცელი შეიძინა. აგრეთვე შეისყიდა V-VI საუკუნეების ეტრატი. „ეტრატი წარმოადგენდა უძველეს ქართულ ისტორიულ საბუთს, რომელსაც იგი თავზე ევლებოდა და მოწიწებით ემთხვეოდა“ - წერს ვიქტორ ნოზაძე.

უბრალოდ მართლა ძალიან დიდია და აღარ ვაკოპირებ: მან აღმოაჩინა, აღნუსხა და გამოიკვლია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ქართულ ხელნაწერი, მნიშვნელოვაი დოკუმენტები...

სამეცნიერო მემკვიდრეობა საკმაოდ ვრცელია. მისი ყველა შრომა ერთნაირად მაღალი დონისაა - წერს დეკანოზი ჰენრიკი - მრავალრიცხოვანი რეცენზიები არაჩვეულებრივად ფართო ერუდიციის დადასტურება გახლავთ. მამა გრიგოლ ფერაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის ისტორიაში, მისი სახელი მსოფლიო მეცნიერების ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაიწერა. ამას მოწმობს სხვადასხვა მეცნიერთა მიერ მისი ნაშრომების ხშირი მითითება; ანდრე ტარბი, იულიუს ასფალგი, პაულ კლუგერი ციტირებას ახდენენ მისი შემოქმედებიდან, როგორც კლასიკური შრომებიდან“. მამა გრიგოლის ნაშრომები რეცენზირებულია ა. ბაუმშტარკის, მ. თარხნიშვილის, გ. დეეტერსის, რ. ჟანენის და სხვათა მიერ. ივ. ჯავახიშვილი და კ. კეკელიძე არაერთხელ იმოწმებენ ან ეკამათებიან მას. ვიტენბერგის უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი არსებობს, რომელსაც პროფესორი ჰოლცი ხელმძღვანელობს. პოლონურად ითარგმნება მისი გამოკვლევები

მოკლედ, ამის შემდეგ, ქართველებმა გასცეს და გესტაპოს ჩააბარეს და დაიწყო მისი წამება.... მგონი აზრი აღარ აქვს დაკოპირებას, ვისაც დაგაინტერესებთ სრული ტექსტი წაიკითხეთ...



--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ketilmorcmune   წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად   Jul 24 2008, 04:55 PM
Misha Songulashvili   მეცნიერ სასულიერო...   Jul 24 2008, 07:18 PM
staywhite   ანუ აკრიტიკებენ სი...   Jul 24 2008, 08:32 PM
ნაინა   ketilmorcmune რაღაც ძალიან ...   Jul 24 2008, 09:33 PM
sandro40   " [i]მოვიყვან ციტა...   Jul 25 2008, 04:40 PM
staywhite   sandro40 ეკლესია არ ცდე...   Jul 25 2008, 04:46 PM
sandro40   sandro40 ეკლესია არ ცდე...   Jul 25 2008, 04:53 PM
chelo   ცოტა არ იყოს დავიბ...   Jul 25 2008, 04:47 PM
კანონისტი   sandro40 შენ (და თუნდაც ...   Jul 25 2008, 04:55 PM
sandro40   sandro40 შენ (და თუნდაც მ...   Jul 25 2008, 05:14 PM
chelo   სანდრო სინოდის გარ...   Jul 25 2008, 05:24 PM
მნათე   გვაქვს... სინოდი უ...   Jul 25 2008, 05:30 PM
staywhite   უფალი უშვებს იმ მა...   Jul 25 2008, 06:06 PM
Misha Songulashvili   sandro40 აქ სანდრო საუბა...   Jul 25 2008, 07:18 PM
მამა ირაკლი   დიდი ხანია არაფერი...   Jul 25 2008, 09:49 PM
ბიძია თომა   არის წიგნი წმინდა ...   Jul 25 2008, 09:51 PM
მნათე   დიახ მამაო, მაგრამ...   Jul 26 2008, 02:49 AM
abo   გრიგოლ ფერაძის წმი...   Jul 27 2008, 01:54 AM
sandro40   გრიგოლ ფერაძის წმ...   Jul 28 2008, 03:25 PM
მნათე   ვინ ადგენს სწორ და...   Jul 27 2008, 02:38 AM
abo   მნათე მაგი უფალს ...   Jul 27 2008, 11:21 AM
მნათე   კარგი ახლა აბო, თუ ...   Jul 27 2008, 02:31 PM
კანონისტი   მნათე ეკლესიის წმ. ...   Jul 27 2008, 06:51 PM
მნათე   როგორ არ მიყვარს ე...   Jul 27 2008, 07:08 PM
sandro40   “ჩვენში არც პატრი...   Jul 28 2008, 03:42 PM
abo   მნათე მე მხოლოდ ჩე...   Jul 27 2008, 07:56 PM
მნათე   ბევრი ასე არ ფიქრო...   Jul 27 2008, 07:57 PM
სარდიონ   წმინდანებს ზოგჯერ ...   Jul 27 2008, 10:22 PM
კანონისტი   მნათე ამისთვის აქ ...   Jul 27 2008, 11:09 PM
მნათე   მოდი ნუ დემაგოგობ,...   Jul 27 2008, 11:13 PM
sable   მოდი ნუ დემაგოგობ, ...   Jul 27 2008, 11:20 PM
მნათე   აკიდო, მეორე დემაგ...   Jul 28 2008, 12:03 AM
sable   აკიდო, მეორე დემაგ...   Jul 28 2008, 12:48 AM
მნათე   აბატონო თქვენ უაბ...   Jul 28 2008, 02:05 AM
sable   აბატონო თქვენ უაბ...   Jul 28 2008, 02:26 AM
მნათე   მოკლედ ახლა პაწა ს...   Jul 28 2008, 02:35 AM
sable   პრასწიწე, აბისნიწ...   Jul 29 2008, 12:16 AM
კანონისტი   მნათე მომისმინე.... ...   Jul 28 2008, 12:36 PM
Misha Songulashvili   კანონისტი რატომ მე...   Jul 28 2008, 01:30 PM
კანონისტი   Misha Songulashvili მგონი რომ კ...   Jul 28 2008, 03:42 PM
Misha Songulashvili   კანონისტი გეიხარე...   Jul 28 2008, 08:14 PM
.nino   sandro40 ძალიან დიდი ბო...   Jul 29 2008, 01:21 AM
abo   წმ. გრიგოლი: ...ერთხე...   Jul 29 2008, 01:24 AM
მნათე   ძეახ, მაგრამ აბა უ...   Jul 29 2008, 01:26 AM
.nino   სულაც არა, მაგ სიტ...   Jul 29 2008, 01:51 AM
abo   მნათე აქ აე წერია ...   Jul 29 2008, 02:03 AM
.nino   საკმაოდ ვრცელი სტა...   Jul 29 2008, 11:10 PM
.nino   მამა გრიგოლის უძირ...   Jul 29 2008, 11:27 PM
Svet   .nino ლინკი დაწერილია...   Jul 30 2008, 12:24 AM
abo   ნამდვილად დიდი დამ...   Jul 30 2008, 12:45 AM
Svet   abo მასეთი რამე რომ ...   Jul 30 2008, 12:51 AM
.nino   აქ ის აბზაცებია მო...   Jul 30 2008, 01:02 AM
Svet   .nino კაი სტატიაა.   Jul 30 2008, 01:03 AM
.nino   აქ მხოლოდ ერთ აბაც...   Jul 30 2008, 01:04 AM
tamara   აი ისიც - რის გამოც ...   Aug 2 2008, 08:10 PM
abo   tamara ამას დემოკრატია...   Aug 2 2008, 08:50 PM
tamara   abo ექიმი კაცი ხარ დ...   Aug 2 2008, 09:28 PM
sable   abo ექიმი კაცი ხარ დ...   Aug 2 2008, 09:35 PM
tamara   ანარქია დემოკრატი...   Aug 2 2008, 09:40 PM
sable   ანარქია დემოკრატი...   Aug 2 2008, 09:53 PM
tamara   ისე ცნობისათვის - ს...   Aug 2 2008, 10:11 PM
sable   ისე ცნობისათვის - ს...   Aug 2 2008, 10:31 PM
abo   ამერიკა დაპრობილი ...   Aug 2 2008, 10:42 PM
მოციქული   თუ გაქვთ წმინდანის...   Aug 31 2008, 02:48 AM
rarara   ვინც განაქიქებს წმ...   Sep 24 2008, 10:56 AM
gujaviolin   rarara თეოლოგები ცოტა...   Dec 30 2008, 12:34 PM
კანონისტი   rarara წმინდა სინოდის 3...   Dec 30 2008, 01:12 PM
elifs   რახან შერაცხეს ესე...   May 13 2009, 07:00 AM
nikusha89   თქვენ რა სინოდის გ...   Apr 21 2010, 10:45 PM
benediqt   nikusha89 თუ ასე გააგრძ...   Feb 21 2012, 02:04 PM
qetevano   ჩასაფრებულია რა ეს...   Feb 20 2013, 03:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 03:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი