მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
teo.. |
Jan 18 2007, 01:00 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
კანონიზირება? სანამ ადამიანის გონებამდე დავა თუნდაც რომელიმე წმინდანის წმინდანად შერაცხვა, უფალს და არსთა გამგებელს დადგენილიც აქვს და ჭერაცხულიც...
თავს თუ არ შეგაწყენთ საკუთარ თავზე გადამხდარ მაგალითს მოგიყვებით: მე როგორც ბევრგან აღვნიშნე 9წელია ამერიკაში ვარ და სიმართლე გითხრათ არ მქონდა გაგებული მამა გაბრიელის შესახებ არაფერი. ერთ დღეს (დაახლოვებით ორ წელიწად ნახევრის წინ) ნიუ-იორკის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაზარში შევედი და სანთლების თაროზე ქართული წარწერა შევნიშნე, დავიხარე და ვკითხულობ მამა გაბრიელის სასწაულმომქმედი ზეთი და უხრწნელი სისხლი... მას მერე სიმართლე გითხრათ ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება რატომ? სურათიდან მომზირალი მამა გაბრიელის სახე თითქოს მეტყველებდა, ხან მომღიმარი, ხან კი საოცრად გამწყრალი მიმზერდა... სულში მიღრმავდებოდა რაღაც და ვგრძნობდი უდიდეს, ენით აღუწერელ სინანულს, ცრემლები ნიაღვარივით მდიოდა და ვერ ვიგებდი რა ხდებოდა ჩემში. შემიძლია თამამ ვთქვა ის რომ 8 წლის უნახავი ნათესავებისა და მამა გაბრიელის საფლავის მოსალოცად ერთნაირი სურვილით ჩამოვდიოდი. მის საფლავიდან დედა პარასკევამ ზეთი გამომატანა რომელმაც შემდეგ მრავალი სასწაული მიჩვენა და არა მარტო მე. საქართველოდან პირდაპირ საფრანგეთში გადავედი ორგანიზაციის"ერთობა" დასაფუძნებლად. იმ გოგონას ვისთანაც ჩავდიოდი 5 წლის ავადმყოფი ბიჭი ყავდა. მამა გაბრიელის და მის საფლავზე უფლის სახელით აღსრულებულ სასწაულებზე ვუყვებოდი და ვურჩიე ბავშვები მოენათლა და ამ ზეთით ემკურნალა... იმ დღეს მარჯვენა ხელის გულზე ბოლნური ჯვარი და ნუსხახუცური ასო გამომესახა, რაც ყველა იქ მყოფმა ნათლად დაინახა (10-15 კაცი) ... მამა გაბრიელი ჩემთვის წმინდანია და იმედია ეკლესია აღიარებს მალე, რაც შეეხება იმას თუ ვის როგორი პატივი მივაგოთ მე მგონია რომ ასეთი წმინდანების მიერ აღვლენილი სასწაულები უფლის ძლიერებასა და მფარველობაზე მეტყველებს. ისინი ხომ მამა, ძე და სულიწმინდის სახელით კურნავენ ხალხს და არა საკუთარი სახელით. ამიტომ წმინდანების აღიარება და პატივის მიგებით ჯერ უფალს უნდა ვთხოვოთ შეწყალება მოვუხადოთ მადლობა რომ ყველანაირი სახით გვანახებს თავის უდიდეს ძალასა და მფარველობას, ხსნასა და ... უფალი იყოს ჩვენი მფარველი და გაგვაძლიეროს რწმენაში თუმცა ვიცი სასულიერო პირები ვისაც მამა გაბრიელი "არ უყვართ" რადგან ბერი ამხილებდა დიდ ცოდვაში მყოფ მღვდლებს.... რათქმა უნდა გუჯა ბერ გაბრიელს უდიდესი მისია ჰქონდა დედამიწაზე, მისი სალოსობაც ხომ უფლის განგებულება იყო და მისი წინასწარმეტყველებანიც... -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი