![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
1 მზემ ბორვცვებს იქიდან ამოაჭყიტა და ფორუმის დასახლებას ირიბი სხივები გადააფინა. ბიძია თომა აივანზე გამოვიდა, გაიზმორა და სოფელს თვალი მოავლო. მეზობელ ეზოში თავწაკრული Kato_Bato მამალს დასდევდა დასაჭერად. - დილა მშვიდობისა მეზობელო! - მშვიდობა და არგადარ... სიკეთე ნუ მოგიშალოს! - სტუმრებს ელოდები თუ რას ერჩი მაგ მამალს? - დღეს ჩემი საბა ჩამოდის ქალაქიდან თავისი ცოლით და პატარებით. შვებულება ოუღია ორკვირანი. - ვახ, მოსალოცი ამბავია. ძალიან დაგვივიწყა მაგ ბიჭმა. - რა ქნას ნენა, სამსახურს თავს ხომ ვერ დაანებებს? ბიძია თომამ რეზინის ჩექმები ამოიცვა, ბადე მხარზე გადაიგდო და სათევზაოდ გაეშურა. სოფელი ნელ-ნელა იღვიძებდა. M.M. თავისი სახლის წინ გამართულ ძელსკამზე ჩამომჯდარიყო და ელოდა როდის მოიცლიდა მისი კარის მეზობელი k@the შაირობისთვის. - დილა მშვიდობის M.M., როგორ ხარ? - ეჰ, აბა როგო ვიქნები ჩემი დედაკაცის ხელში... - M.M.-მა ცუღლუტად გაიღიმა და ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა. არადა ყველამ იცოდა მისი და *******-ს სანიმუშო ცოლ-ქმრობის ამბავი. სოფელში ქალ ვაჟი რომ დაქორწინდებოდა, ასე ლოცავდნენ: M.M. და *******-სავით ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო. - რა გინდა ძმაო, მოდერი ქალი გინდოდა და გერგო კიდეც - ღიმილითვე მიუგო ბიძია თომამ და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ნათიას "კოლხოზნიკის" რახრახი შემოესმა უკანიდან. ამ "კოლხოზნიკს" თუმცა ხანდახან კარი სძვრებოდა და არც კომფორტულობით გამოირჩეოდა, მაგრამ admin-ის "ზაპოროჟეცთან" ერთად საუკეთესო მანქანად ითვლებოდა სოფელში. - ზღვისკენ, ნათი? გამაყოლე მეცა ნათიამ გაუჩერა და თემომ წესიერად ვერც მოასწრო სავარძელზე მოკალათება, რომ მკვეთრად მოწყვიტა მანქანა ადგილიდან და გაზის პედალს ბოლომდე დააწვა. "ესღა უნდა ჩემ ბებერ ძვლებს?" - გაიფიქრა ბიძია თომამ და ოღროჩოღრო გზაზე წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, მის წინ სკოჩით მიმაგრებულ ხის უჯრას ჩაებღაუჭა, რომელიც "ბარდაჩოკის" მაგივრობას სწევდა. უჯრა გადმოიხსნა და იქიდან შოკლოლადები გადმოცვივდა, თუმცა მალევე აკრიფეს. ნათიამ თანამგზავრი სენატის კლდესთან ჩამოსვა, თვითონ კი სანაპიროს გაუყვა. მთელი დღე ასე დადიოდა ხოლმე და სილაზე გამორიყულ დელფინებს ეძებდა. რომელსაც ცოცხალს მიუსწრებდა, ზღვაში უშვებდა, მკვდრებს კი მარხავდა. ბიძია თომა შუადღისას დაბრუნდა სოფელში. ბევრი ვერაფერი დაეჭირა, თუმცა მისთვის მთავარი თევზაობის პროცესი იყო და არა შედეგი. თევზი ცოლს ჩააბარა, ჩექმები და ბადე აივანზე დატოვა და თვითონ თავისი "სასაუბროსაკენ" გაემართა. "სასაუბრო", ანუ ბიძია თომას ქოხი, როგორც მას ყველა ეძახდა, მთელი სოფლის მოხუცების თავშეყრის ადგილი იყო. ბიძია თომამ ის ათიოდე წლის წინ ააშენა. ქოხი ოთხ ბოძზე იყო შეყენებული. უკანა ორი ბოძი თემოს ღობის ნაწილი იყო, წინა ორი კი გზისპირზე იდგა. სიმართლე რომ ითქვას, გზისპირზე კი არა, სავალ ნაწილზე, მაგრამ ამ პტარა უწესრიგობაზე admin-იცა და მცხოვრებლებიც თვალს ხუჭავდნენ. სასაუბროში ასვლისთანავე მასპინძელმა ვიღაცის ნაბიჯებს მოჰკრა ყური კიბეზე. კიბის ძალუმი ჭრაჭუნის მიხედვით დაასკვნა, ქავთარაძე იქნებაო და არც შემცდარა. მისალმების შემდეგ ბიძია თომამ კედელთან მიდგმული სკივრიდან (რომელიც სკამის მოვალეობასაც ასრულებდა) ერთი გრაფინი არაყი, ორი ჭიქა და პატარა პარკით ორცხობილა ამოიღო. მაგიდაზე სუფრის მაგივრად "Feigenblatt"-ის რამდენიმე ფურცელი ეფარა. ამ გაზეთს ფორუმის გერმანული დიასპორა გამოსცემდა k@the-ს თაოსნობით. მთელი ტირაჟი გამოსვლის დღსევე იყიდებოდა, რადგან შესანიშნავ რბილ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და იაფიც ღირდა. - ღვინო არ გაქვს? - აღარ, გამითავდა. მერე გადავალ, იქნებ komisia-ს გამოვტყუო რამე. უნდა მახვეწნინოს, ხო ვიცი. - რა გაქ სახვეწარი, ორი ორასლიტრიანი ქვევრი არ აქვს სავსე სახლის უკან? - მაგას ხელს არ ახლებს, ფორუმის ასი წლის იუბილესთვის ვინახავო. - ბიჭო, რა დაძველებული იქნება! გადავყვებით კიდეც, მეტი კი არ გვინდა ბებრებს. ნელ-ნელა შეყვნენ ლაპარაკს და არაყს, თან სხვების მოსვლის იმედიც ჰქონდათ. - ტიტუუუუ!!! - თამარი_ცქნაფოს აივანს შემზარავი კივილი მოსწყდა, გარშემო ბორცვებიდან აირეკლა და მთელ სოფელს მოედო. მთელმა სამეზობლომ მის ეზოში მოიყარა თავი. ცქნაფო აივანზე იდგა, ცალ ხელში გაზეთი ეჭირა, მეორეს თავში იცემდა და გულსაკლავად მოთქვამდა: - შენ გაჩენას რატო გომბეშო არ გავაჩინე და შენ გაზრდას რატო ბულდოგი არ გავზარდეეეე..... რავა შემარცხვინე და გამათახსირე ამხელა მოდერი ქალიიიი... რეიზა მომჭერი თავი და გამომაჭენე დუნიაზეეეე... როგორც გაირკვა, თამარი_ცქნაფოს თავისი შვილის ინტერვიუ წაუკითხავს გაზეთში, სადაც მის ნალაპარაკევში მთელი სამი (!) გრამატიკული შეცდომა აღმოაჩინა. ცქნაფო როგორც იყო დაამშვიდეს, გაზეთს გაეპარებოდა კორექტურაო და ყველა სახლებში წავიდ-წამოვიდა. მზე ნელ-ნელა ბორცვებს მიეფარა და ადგილი მთვარეს დაუთმო. ბიძია თომას ეზოში კაკლის ხის ტოტზე ჭოტი შემოჯდა და რამდენჯერმე გულსაკლავად დაიკივლა. უეცრად რაღაცამ იგრიალა და ჭოტი ქვასავით დაენარცხა მიწაზე. კმაყოფილმა staywhite-მა თოფი მხარზე გაიდო და ოთახში შებრუნდა. გაგრძელება იქნება. შენიშვნები, შეკითხვები თუ სურვილები შეგიძლიათ დაწეროთ, ზედმეტ კომენტარებს გთხოვთ მოერიდოთ. M.M. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
3 ასეთ მკაცრ ზამთარს ფორუმის დასახლება ჯერ არ მოსწრებია. თოვლი მხოლოდ წინდის ყელამდე იდო, სამაგიეროდ ყინვა იყო საშინელი. ფორუმულა და ფორუმისწყალი იმსისქე ყინულით დაიფარნენ, მოსახლეობა უშიშრად გადადიოდა ზედ. .nino ფრთხილად მიუყვებოდა თოვლში მანქანის მიერ გაკვალულ ღარს. - სალამი ნათლიდედ! - გადმოსძახა ბიძია თომამ თავისი ქოხის აივნიდან - საით გაგიწევია ამ სიცივეში? - ართი ვარდი სახლს ალაგებს, მთხოვა დამეხმარეო. .nino და iisperiTOVLI ამ საქმეში შეუცვლელნი იყვნენ, ჭერს და ფანჯრის თაღებს მათსავით ვერავინ ასუფთავებდა. ჯეგეს ჭიშკარს რომ გაუსწორდა, ნინომ გზაზე მომავალი ჩაკრულო დაინახა. - გამარჯობა ბექა, როგორ ხარ? - გაგიმარჯოს, იცოცხლე! როგორ ვიქნები ამ სიცივეში? - გინდა გავხურდეთ? შემო ერთი, გაბურთაო გემრიელად - ღობის იქიდან გამოსძახა ჯეგემ - წელი ტკივილ რა უთხარი, თორე ბურთაობაჲ განახებდი მე შენა! ერთხელ და ორჯელ მიხოხიალებიხარ მიწაზე? ამის თქმა იყო და ჯეგე ღობეს გადმოევლო. - ვის ახოხიალებდი, ჰა?! მოდი აბა, ვნახოთ რისი თავი გაქ, შე ბებერო კამეჩო! ჩაკრულომაც წელის ტკივილს აღარ მიხედა და მართლა კამეჩივით თავდაღუნული გაექანა მისკენ. .nino-მ ხელი ჩაიქნია, მობღლარძუნე ფორუმელებს გვერდი აუარა და გზა განაგრძო. ამასობაში ბიძია თომა თავის აშენებულ ქოხში სუფრის გაშლით იყო დაკავებული. საჭმელ-სასმელის ნაწილი დანარჩენებს უნდა მოეტანათ. მართლაც, ქოხში მალე zviadauri შემოვიდა ლორის მოზრდილი ნაჭრით იღლიაში. მა სფეხდაფეხ Amuza მოჰყვა, რომელმაც მაგიდაზე ერთი თავი ყველი დადო. - ძროხის ყველივით ლამაზი რა არი ქვეყანაზედა? - "ხოხბის ყელივით ლამაზის" მელოდიაზე წაიმღერა ყველაზე ადრე მოსულმა buta-მ. - ეს ცხვრის ყველია, პანკისიდან გამომიგზავნა მეგობრის ოჯახმა. ბიძია თომამ ქუჩაში სხვა ბავშვებთან ერთად მიმავალ ნიკოლოზ_VII-ს მოჰკრა თვალი და გადასძახა: - ნიკო, ერთი პაპაშენს უთხარი, ბიძია თომას ქოხში პატარა პურისჭამა იმართება და მოდი-თქო ხალხი მალე შეგროვდა. თამადად თემო აირჩიეს, მაგრამ სანამ დაიწყებდა, სახლისაკენ მიმავალ Soldier-ს მოჰკრა თვალი ფანჯრიდან და შემოიპატიჟა. იმასაც თავპატიჟი არ დაუწყია, შემოვიდა, ყველა სმიესალმა და ,ხარზე გადაკიდებული "ბაზუკა" კედელზე მიაყუდა. - რათ გინდოდა ეგ საოხრე? - ახალი წელი მოდის მალე, რამე ხო უნდა ვისროლო ბაღვების გასახარად? ქეიფი მალე გახურდა. ქოხის კუთხეში ატმის კომპოტით სავსე ქილა იდგა, N. R.-გამოგზავნილი. კომპოტი ეტყობა გვარიანად ამჟავებულიყო. სითბოში დგომისგან ქილაში დაგროვილმა გაზებმა გაფართოება იწყეს და გამაყრუებელი ხმაურით ახადეს სახურავი. M.M.-მა ყელი ჩაიწმინდა და გამოთქმით დაიწყო: მეგობრებო, მართალს გეტყვით, არ მჭირდება ტყუილი, ეს კომპოტი მჟავე იყო, როგორც ბე... zviadauri მიუხვდა რითმის მსვლელობას და დროზე ააფარა პირზე ხელი. - სუ! არ გრცხვენია, რეებს ლაპარაკობ? აღარ დალიო მეტი! ამ დროს კარი Floyd-მა შემოაღო. - რა სროლა იყო? თქვენ მოჰკალით ძერა? - ძერა არა ტოროლა! ატმის კამპოტმა ისროლა. დროზე მიუჯექ მაგიდას, სანამ Soldier-ის "ბაზუკით" არ დაგალევინე ჯარიმა! Floyd-მა მუშტრის თვალით შეათვალიერა "ბაზუკა", მაგრამ თავისი ასაკი გაიხსენა და აღარ მოუთხოვია. შებინდდა, მალე ნახირმაც ჩამოიარა. - კაცო, ჩემ ახალგაზრდობაში ძროხები უფრო ღია ფერისა იყვნენ, მასიურად. ეხლა თანდათან უფრო მუქდებიან. რატო ნეტა? - ბინდისფერია ძროხები, თანდათან უფრო ბინდდება! - ომახინად წამოიწყო komisia-მ. რამდენიმე კაცმა ბანი ააყოლა, მალე QIZIYELI-ს პირველიც გაისმა. სიმღერა ჯერ არ გაეთავებინათ, რომ Giorgi- აცრემლებული წამოხტა და უკანმოუხედავად გავარდა კარში. - საწყალი, ვერ ივიწყებს, ახალგაზრდობაში ქართულ სუფრას რო კიცხავდა! ქოხში ჰაერი ძალიან ჩაიხუთა. ბიძია თომა ცოტა ხნით გარეთ გამოვიდა. - ვა, maikusi? ამო ჩვენთან, ზუსტად მანდილოსნებისა უნდა შემესვა ეხლა! - ვერა, ვერა, ისედაც მაგვიანდება, დაბნელდა უკვე. - ამო, ამო, მე წაგიყვან მერე მანქანით! - ქოხიდან გამოსძახა admin - მა. - ხო არ სვავ, გიო? არ დამღუპო, არ გადამჩეხო სადმე! - ნუ გეშინია, არ ვსვავ, ამო! maikusi ქოხში ავიდა. ფორუმის ვეტერანები კიდევ კარგა ხანს ილხენდნენ და გვიან დაიშალნენ. ხალხო, თემა ნუ გამიოფეთ! მოდერებს ვთხოვ, გიორგის მოთხრობა მის თემაში გადაიტანონ, ამ მესამე ნაწილამდე ყველს კომენტარები წაშალონ, ამის მერე რაც დაიწერება შენიშვნები, კითხვები თუ თხოვნები, ჯერჯერობით დამიტოვონ, სანამ გავაგრძელებ თხრობას. შეძლებისდაგვარად ვეცდეი გავითვალისწინო. M.M. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი