ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
გლახა |
Jan 18 2007, 12:20 PM
პოსტი
#2
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
გვიანი შემოდგომის საღამო იდგა. ჩასასვლელად განწირული მზე რუს პირად მობოდიალე ინდაურის უაზრო თვალებში ითვლიდა უკანასკნელ წამებს. ხეებიდან ჩამოცვენილს წითელ-ყვითელ ფოთლებს ანცი ნიავი აქეთ იქით ჰფანტავდა. ზოგიერთს გაიტაცებდა და დილანდელი წვიმის მიერ დატოვებულ გუბეში აყურჭუმელავებდა.
სიცივე ძალას იკრებდა. ორღობეში დაგვიანებული მგზავრი გამოჩნდა. საიდანღაც მომავალი სადღაც მიდიოდა...ყრუ კვნესა შემოესმა, მცირე ხნით შეყოვნდა, იქვე ღობის გადაღმა გაპარტახებულ ეზოში ალიზის მიწურს თვალი შეავლო; “არა, დაღლილი ვარ და მომეჩვენა” გაიფიქრა, ერთი ამოიოხრა, თავი გაიქნია და კვლავ თავისი გზა განაგრძო. ხსენებულს მიწურში ერთი მოხუცი სარეცელზე იწვა ფერმიხდილი. უპატრონოდ, მარტოდ დარჩენილი, წუთისოფელში თავისი არსებობის ბოლო დღეს წარსულს აბარებდა. მშვიდ საღამოს ჟრიამულის ხმა არღვევდა. მოხუცის მიწურიდან არც თუ ისე შორს, ერთი შეძლებული კაცი თავის ძეს ქორწილს უხდიდა. სტუმრები ერთმანეთში ირეოდნენ, ღრეობა თანდათან ეშხში შედიოდა. დიდ ოთახში ნეფე დედოფალი თვალსაჩინო ადგილზე გამოეჭიმათ. ვაჟი გამოთაყვანებული თვალებით შეჰყურებდა თავის ჩასუქებულ საცოლეს და თან შემწვარი ღორის ბარაქიან ნაჭერს იტენიდა პირში. დაღამდა. მზე ჩაესვენა. ინდაურებმა ჩაიბუდეს. დაგვიანებული მგზავრი ალბათ შინ მივიდა... გლახამ თავისი წუთისოფელში არსებობა წარსულს გადაულოცა. ნეფე დედოფალი, სიყვარულის ალში გახვეული ერთმანეთს ეტრფოდა. სასმლისაგან გონარეული ქორწილის ხალხი შინისაკენ გაემართა. ერთმა მექორწილემ მოხუცის კარმიდამოსაც ჩაუარა. მთვარის შუქზე მისი ტალახში ამოსვრილი სამოსი გამოჩნდა. ერთხანს ისიც შედგა, გამოფუტურავებულ ღობის საყრდენს ჩაეჭიდა. ასე იდგა ერთხანს გამობენტერავებული მზერით და თან გაურკვეველი ხმით ღმუოდა. შემდეგ კი ნელი ბარბაცით ორღობეს გაუყვა და გაუჩინარდა. მთვარეც ღრუბელს მიეფარა და უკუნეთმა სიბნელემ გულში ჩაიხუტა სოფელი. ზოგს ეძინა, ზოგს სტკიოდა, ზოგს შიოდა, ზოგს ენატრებოდა, ზოგმა კი თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა... დრო გადიოდა... სოფლის ბოლოში, ტყის განაპირას, ძველ ეკლესიასთან ახლოს, პატარა სახლი იდგა. სარკმლიდან სანთლის სუსტი შუქი გამოკრთოდა. ადვილად დაინახავდა კაცი ამ სინათლეს უკუნეთ სიბნელეში. ბუხარში მუხის დაკოჟრილი კუნძი იწვოდა. ოთახის ავლადიდებას ერთი ძველი ხის საწოლი, ერთი მორყეული მაგიდა და ასეთივე სკამი შეადგენდა. მაგიდაზე პირმოტეხილი დოქი და ერთიც შუშის ჭიქა იდგა. კუთხეში მუხლებზე მდგარი ღვთის კაცი ლოცვაში ათევდა გრძელს ღამეს. იგი თავის სოფელს, თავის ხალხს ავედრებდა შემოქმედს. შემოქმედს, რომელიც დავიწყებოდათ, სანაცვლოდ კი ამაოებას მისძალებოდნენ... და იდგა ღამე... დედამიწა კი კვლავაც ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას; ტრიალებდა და ვაჟკაცურად უძლებდა ადამიანთა ცოდვის ტვირთს. 2005 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი