![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა ეს თემა გავხსნა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ამ ფორუმზე ბოლო დროს...
მე მგონია რომ გუშინ მნათეს წასვლა იყო ძალიან სიმპტომატური და მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვინ როგორ გადახარშა ის..ანუ: წავიდა იმიტომ რომ ამიტომ ან ამიტომ რომ იმიტომ... შემთხვევითი არაა მგონი, რომ ფორუმიდან წავიდა ერთერთი სერიოზული იუზერი, საკმაოდ განათლებული და ზოგადად კარგი ადამიანი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ღვთისმეტყველების განყოფილებაში თემების დიდი წილი მასზე მოდიოდა - რაღაცას ამბობს. მეორე საკითხია, თუ ღვთისმეტყველება რა მოსატანია აქ ![]() მე მგონია რომ მნათე ადრე თუ გვიან დაბრუნდება, მაგრამ თავად სიმპტომატიკა რაღაცაზე მეტყველებს და არა იმაზე, რომ მნათე გადარეულია - ეს ისედაც ცხადია ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
tamara |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
13-December 06 დავრეგისტრირდი
იშვიათად ვპოსტავდი -ძირითადად ვკითხულობდი და ვეცნობოდი რაღაცეებს... და ამ ხნის მანძილზე არავისთან - და მით უმეტეს მნათესთან (სხვა ფორუმიდანაც ვიცნობ) არ მქონია ასეთი შემთხვევა. კი გავბრაზებულვარ და მიდავია - მაგრამ იმ ბოლო თემამ რასაც ჰქვია გამომიყვანა მწყობრიდან - არ შეჰფერის ასეთი ტონი და დამოკიდებულება იმ ეკლესიის წარმომადგენლის მიმართ - რომლის წევრი ხარ. ჯერ ერთი არქიმანდრიტია, მეორეც უფროსია შენზე. შეიძლება არ მოგწონდეს მისი რამე საქციელი- მაგრამ ეს გამოხატო უფრო კორექტულ ფორმებში. . ცინიზმს და აბუჩად აგდებას არასოდეს მოჰქონდა კეთილი ნაყოფი. და არც აქ მოიტანს. იმედია ასეთი რამ აქ აღარ გამეორდება. ერთი შემთხვევა მაგონდება - ერთ ერთ რუსულ ფორუმზე რომელიღაცა მუსულმანმა (ჩერქეზმა) დასცინა ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირს - რაღაც კარიკატურა დახატა- თვალები დავუბრიალე- და იმავე წუთას ბოდიში მოიხადა და ის კარიკატურა გააქრო საერთოდ/ ნუთუ ჩვენ მუსულმანებზე უარესები ვართ? ვინც დატოვა მან უხმოდ დატოვა. ვინ? ვინც აღარ პოსტავს მან. აბო. აბო - გუშინ კიდევ ერთმა ძველმა (მეტად პატივსაცემმა ) ადამიანმა მომწერა PM - მე დიდი ხანია აქურობა დავტოვეო... რატომ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 10:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი