![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
იმედია მოდერატორები გამოიჩენენ მცირე პატივისცემას ჩემი პიროვნებისადმი და თემას ცოტა ხნით დატოვებენ.
ფორუმზე განვითარებული მოვლენები, ჩემი პიროვნებისა და ნიკისადმი შექმნილი დამოკიდებულება, რომელშიც ხშირად ზღვარგადასული და შემდეგ უკვე დათმენილი შეურაცხყოფა ვლინდება, აქ არსებულ სიტუაციასთან ერთად, მიქმნის გარემო პირობებს წავიდე ჩემი საყვარელი ფორუმიდან... მივდივარ არა გაბრაზებული, ან ვინმეზე ნაწყენი (საერთოდ არასერიოზულად მიმაჩნია ვირტუალური "წყენები" და ამასვე ვურჩევ ნებისმიერს, რომელიც აქ პოსტავს ან მომავალში დაპოსტავს) არამედ იმედგაცრუებული, რამდენადაც ეს არ არის ის, რაც მე მინდოდა ორი წლის უკან, ეს არ არის ის, რისი მიღებაც მსურდა იმ მომენტიდან, როცა ამ ფორუმზე შემოვედი და მას შემდეგ დღის გაუცდენლად აქ ვარ, ეს არ არის ის, რა გარემოც მქონდა ამ ხნის მანძილზე და ეს არ არის ის, რამაც მე ხელი შემიწყო გამეცნო ამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლებთანაც მეგობრობას სიცოცხლის ბოლომდე არ გავწყვეტ... თემა არ იხსნება ტრიუმფალური წასვლისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სენტიმენტალური ღვარღვარისთვის ![]() მას მარტივი მიზეზი აქვს - იქნებ აქ მოსახლე მომხმარებლები კიდევ ერთხელ დაუფიქრდნენ არსებულ სიტუაციას და კიდევ ერთხელ აწონ-დაწონონ რა სურთ მათ ინტერნეტ სივრცეში, რა სურთ ამ ფორუმზე და საზოგადოდ - რა არის ფორუმი ![]() როცა კლიმატი იცვლება - ფრინველები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ ![]() ცხადია აუცილებლად შემოვიხედავ, აუცილებლად დავათვალიერებ, მაგრამ არა ამ ნიკიდიან... ეს ჩემი მოკრძალებული პროტესტია. მშვიდობისა და სიყვარულის უფალი იესო, ქრისტედ წოდებული, რომელმაც თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა და ხსნისთვის ეკლესია გვისაჩუქრა ეწეოდეს თავისი დიდი მოწყალებით ჩვენს დაცემულ სულებს, ამენ.. მნათეუს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
სამწუხაროა ნებისმიერი ფორუმელის წასვლა, მითუმეტეს მნათესი, რომელიც გამოირჩეოდა ”ღვთისმეტყველების” განყოფილებაში აქტიურობით და საერთოდ თეოლოგიური საკითხებისადმი დიდი ინტერესით და შესაბამისი განათლებით, სიმბოლურია ისიც, რომ მას ჩვენს ფორუმზე ყველაზე მეტი პოსტი აქვს და არც ერთი ფორუმისათვის არაა დადებითი მომენტი მისი ნომერ-პირველი მპოსტავის დაკარგვა.
ისე, თუ ობიექტურნი ვიქნებით მნათეს წასვლას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: გარკვეული ფორუმელების ფუნდამენტალისტური მსოფლმხედველობა და თვითონ მნათეს ბავშვური სიჯიუტე. იმედია მომავალში ორივე გამოსწორდება... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 01:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი