წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად |
ketilmorcmune |
Jul 24 2008, 04:55 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 15-July 08 მდებარ.: sapatriarqo წევრი № 5,336 |
"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" (მმკ) არ აღიარებს წმ. სინოდის მიერ შერაცხილ წმინდანს გრიგოლ ფერაძეს. რადგან წმ. გრიგოლში მხოლოდ ეკუმენისტი და ანტიმართლმადიდებელი დაინახეს...
სტატიიდან შავად მოვნიშნავ მათ "სქიზმატურ" გამონათქვამებს... მმკ: .... საისტორიო ჟურნალ “არტანუჯის”, 2003 წ., #11 მთლიანად გრიგოლ ფერაძეს მიეძღვნა. მასში მოყვანილია როგორც ცნობები გრიგოლ ფერაძის შესახებ, ასევე თავად გრიგოლ ფერაძის წერილები. თავის მხრივ გრიგოლ ფერაძის წერილებიც შეიცავენ საინტერესო ცნობებს მათი ავტორის პიროვნების ცხოვრების, აზროვნების, მსოფლმხედველობისა და მრწამსის შესახებ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძის სახით ჩვენ გვყავს უდავოდ საინტერესო, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეცნიერი, საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიისა და პატრისტიკის მკვლევარი. საქმე რომ არ ეხებოდეს წმინდანად შერაცხილ პიროვნებას, ჩვენ არ ვიდებდით თავს ამ არც თუ სასიამოვნო შრომას – არ შევაწუხებდით გრიგოლ ფერაძის სულს და არ წარმოვაჩენდით მის პიროვნებას იმ რაკურსით, როგორც ეს წინამდებარე წერილშია. ასევე არ დავსვამდით საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ, ჩვენი აზრით, აუცილებელ და საჭირბოროტო კითხვას – მართებული იყო თუ არა გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა? საკითხის ასე დასმის მნიშვნელობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არამართებულად შერაცხილის სახით ეკლესიას წმინდანი კი არ ემატება, არამედ - პიროვნება, რომელიც იქცევა მორწმუნეთა მიბსაძვის საგნად და მაგალითის მიმცემად, და მაშაადამე – შეცდომაში შემყვანად და დამაბრკოლებლად მრავალთათვის. ასეთი “წმინდანების” მომრავლება ეკლესიაში საფრთხეს უქმნის ეკლესიის სწავლების უცვლელობასა და უცთომელობას, აძლიერებს ეკლესიისთვის მიუღებელ მოდერნისტულ სულისკვეთებას. როგორც ვთქვით, გრიგოლ ფერაძის ცხორების, მისი პიროვნების – მეცნიერისა და თეოლოგის – ჩამოყალიბების შესახებ ცნობებს თავად გრიგოლ ფერაძე გვაწვდის თავის წერილებში. ამ წერილებიდან ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძე ევროპაში სწავლისა და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში ყალიბდება ევროპული აზროვნებისა და დასავლური სულიერი ღირებულებების მატარებელ პიროვნებად, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო იმ გარემოთი და იმ წრით, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება, სწავლა თუ სამეცნიერო მოღვაწეობა. ასევე თვალნათლივ ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძის პიროვნებაში მეცნიერი სჭარბობს სასულიერო პირს. თავის მხრივ სასულიერო პირ ფერაძეში ეკუმენური აზროვნების ადეპტი ჭარბობს მართლმადიდებელ ქრისტიანს. იგი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც დასავლეთის კათოლიკური “ეკლესია” და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია ურთიერთკომპრომისების გზით გაერთიანდებიან, მაგრამ შენარჩუნებული იქნება რომის “ეკლესიის” პრიმატი, როგორც ისტორიული აუცილებლობა. იგი ოცნებობს იმ “დიდებულ” დღეზე, როდესაც სარწმუნოებანი გაერთიანდებიან და მაცხოვრის ხეზე “სამი ტოტი” – მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი _ ერთმანეთს გადაეჭდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გაერთიანებაში გრიგოლ ფერაძის მიერ არ იგულისხმება მწვალებელთა მოქცევა ჭეშმარიტებაზე, ანუ მათი ქრისტეს ეკლესიაში დაბრუნება. პირველივე შეხედვით აშკარაა, რომ გრიგოლ ფერაძის აზროვნება არამართლმადიდებლურია და ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელი. მაშ რა შეიძლება იყოს არამართლმადიდებლური აზროვნების პიროვნების, მითუმეტეს სასულიერო პირის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შეაცხვის მოტივაცია? ერთადერთი მოტივაცია შეიძლება იყოს ამ პიროვნების მოწამეობრივი აღსასრული, ქრისტესთვის დათხეული სისხლი, რომელსაც წინ უსწრებს სინანული თავისი არაეკლესიური აზროვნებისა და გამონათქვამების გამო. გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არა გვაქვს ცნობა მისი სინანულის შესახებ თავისი ეკუმენისტური აზროვნებისა გამო. მისი აღსასრულიც არ წარმოადგენს ქრისტეს სახელისთვის სისიხლის დათხევას. მეტიც, მის აღსასრულთან დაკავშირებით არ არის ცალსახობა და სრული გარკვეულობა, არამედ გვაქვს ორი განსხვავებული ვერსია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გრიგოლ ფერაძის აღსასრულის სახით სახეზეა მოყვასისათვის თავგანწირვა, ეს ჩაითვლება მოქალაქეობრივ გმირობად, რომლის მსგავსი ქმედება, რადგან საქმე მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან გვაქვს, თუნდაც ამ ომის დროს მრავალი იყო, როდესაც თავგანწირვისა და გმირობის შესაშურ მაგალითებს იძლეოდნენ კომუნისტი, ათეისტი მეომრები, მაგრამ არც ერთი მათგანი წმინდანად რუსეთის ეკლესიას არ შეურაცხავს. არსებობს ასევე გადმოცემა იმის თაობაზე, რომ გრიგოლ ფერაძემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა მენშევიკების მიერ საზღვარგარეთ გატანილი საეკლესიო ფასეულობები. ესეც, უდავოდ, დიდ გმირობას წარმოადგენს და იმსახურებს უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოებსა და წოდებებს, მაგრამ ასეთი ღვაწლი სრულიად არასაკმარისია პიროვნების წმინდანად შერაცხვისათვის, მეტადრე, როდესაც მისი აზროვნება კლასიკური ეკუმენიზმის ნიმუშს წარმოადგენს. იმისათვის, რათა სრულიად დავრწმუნდეთ გრიგოლ ფერაძის ეკუმენისტურ ცნობიერებასა და აზროვნებაში, გავეცნოთ მის შესახებ არსებულ მასალებს. გადმოცემას დავიწყებთ ჟურნალ “არტანუჯში” გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ მოყვანილი მასალით, ხოლო შემდეგ მოვიყვანთ თავად გრიგოლ ფერაძის წერილებიდან ამოკრებილი მასალას. ------------------------------------------------------- მოვიყვან ციტატებს, თუ რატომ არ აღიარებენ მმკ წევრები წმ გრიგოლს წმინდანად: წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მწორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. (გამოყოფა ჩვენია ა.უ.). 17 ივნისი, 1927 წ. ---------------------- მმკ: ....მოყვანილი ამონარიდი სრულიად აშკარად გვიჩვენებს, რომ გრიგოლ ფერაძე თავისი მრწამსით ეკუმენისტია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას არ უღიარებია თავის ცდომილება და არ შეუნანია ეკუმენისტობა თავის სიცოცხლეში. ამიტომ, მიუხედავად სინოდიალური გადაწყვეტილებისა, იგი ვერ იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ისევე, როგორც არ შეიძლება გახდეს ქრისტეს ეკლესიის წმინდანი მწვალებელი ან არაქრისტიანი, როგორი გმირული აღსასრულით, მოყვასისა თუ სამშობლოსათვის თავგანწირვითაც არ უნდა აღესრულოს იგი. ამგვარ მამულისშვილთათვის არსებობს სხვადასხვა ერული, სახელმწიფოებრივი ჯილდოები. ...გრიგოლ ფერაძის კანონიზაციის შემდეგ ჩვენი ეკლესია, მისი წმიდა სინოდი გაემიჯნა ეკუმენიზმს და საერთო გადაწყვეტილებით გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. ამიტომ, ვფიქრობთ, მართებული იქნება ამ ჭეშმარიტი გადასახედიდან მანვე შეაფასოს წინამორბედი აქტები და შეცვალოს მის მიერ ადრე მიღებული არამართებული გადაწყვეტილებები. ამის პრეცენდენტები არსებობს ეკლესიის ისტორიაში და ასეთი პრაქტიკა მიღებულია ეკლესიის ცხოვრებაში იმისათვის, რომ ეკლესია მაქსიმალურად იყოს დაცული შეცდომებისაგან. ა. უნგიაძე მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი -------------------- საპატრიარქო |
abo |
Aug 2 2008, 08:50 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
tamara
ამას დემოკრატია და ლიბერალიზმი ქვია , რომელსაც შემოაქვს თანამედროვე გნოსტიკური აზროვნება, თავისი ოქროს კანონით "ყველაფერი არაა მნიშვნელოვანი და საშიში, მთავარია თქვენ გქონდეს შინაგანი რწმენა". ნახე რა შეფარებული ავანტიურაა? შენ რწმენა გქონდეს შინაგანი (რაც რას ნიშნავს ეშმაკმა იცის) და სხვას მნიშვნელობა არა აქვსო არც დოგმას, არც კანონს და არც სინდისს ( იხ. სინდისის თავისუფლება) აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი